განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310018002413489
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002413489

საქმე №3ბ/3447-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი – ი-----–- ლ----------ე;

წარმომადგენელი - ა---------–---------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი;

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი-----–- ლ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 0 1---------- ბრძანებით, მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–------------------------–-------------–-----------------------------–----- (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“, შტატი №8--------) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–------------–------------------------–-------------–-----------------–--------- უფროსი ოფიცრის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“, შტატი №8--------).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მ-----------------–-------------–-----------ის უფროსმა 2015 წლის 15 დეკემბერს, მაიორ ი. ლ----------ეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დააწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №986 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მაიორ ი ლ----------ის სამსახურებრივ კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო გადაბმული, რის გამოც, მაიორმა ი. ლ----------ემ ბრძანებას ოფიცრისთვის მიუღებელი ფრაზით (შეურაცხმყოფელი სიტყვებით) დაადო რეზოლუცია და დაარქივა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–------------------------–------------- მეთაურის 2017 წლის 22 დეკემბრის MOD 5--------------- მიმართვის საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზით აღქმა მხოლოდ გარკვეულ კომპიუტერებში გამოვლინდა და გენერალური შტაბის კომპიუტერებში დოკუმენტაცია იკითხება ჩვეულებრივი ფორმატით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2018 წლის 11 იანვარს გამოიკითხა ი-----–- ლ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობს 2007 წლიდან. 2016 წლიდან მის ფუნქციებში შედის პირადი შემადგენლობის მოძრაობა (შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მივლინებაზე, საქართველოს და საზღვარგარეთ კურსები), სამწყობრო საკითხები. მისივე განმარტებით, უფროსის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დაეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №986 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მის კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო ერთმანეთზე გადაბმული და ვინაიდან ნაწერი ვერ გაარჩია, რეზოლუცია შეურაცხმყოფელი სიტყვით დაადო და დაარქივა. ამასთან, ტექსტის დამახინჯება (სიტყვების გადაბმა) დაფიქსირდა მხოლოდ გენერალური შტაბს დაქვემდებარებულ კომპიუტერებში, ხოლო გენერალური შტაბის კომპიუტერებში ტექსტი აღიქმებოდა ნორმალურ ფორმატში. აღნიშნულის შესახებ რეზოლუციის დადების დროს არ იყო ცნობილი ი-----–- ლ----------ისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ იგი იყო დოკუმეტბრუნვის სისტემაში ბოლო ინსტანცია და მიღებული ტექსტის სხვა პირებისთვის გადაგზავნა არ ევალებოდა, ი-----–- ლ----------ემ გაცნობის შემდეგ, რეზოლუციით დააარქივა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის MOD 8------------ ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–------------–--------------------------–---------------–-----------ის უფროსი ოფიცერი, მაიორ ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“, ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ი-----–- ლ----------ის უშუალო უფროსმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S-1-ის უფროსმა ი-----–- ლ----------ე დაახასიათა შემდეგნაირად: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–----- მ-----------------–-------------–-----------ის უფროსი ოფიცერი, მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2007 წლიდან. იგი არის დაკავებული თანამდებობისათვის საკმარისად კომპეტენტური, მაგრამ არის უნიციატივო ოფიცერი, დავალებებს ასრულებს მხოლოდ მითითების მიცემის შემდეგ, ჩვეულებრივ არ უყვარს გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს მას თავი აარიდოს. იგი მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და რთულია მას დაეყრდნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–----- მ-----------------–-------------–-----------ის უფროსი ოფიცერი, მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის.

 

მითითებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0 1------------ ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–----- მ-----------------–-------------–-----------ის უფროსი ოფიცერი (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“, შტატი №8--------), მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის MOD 9------------- ბრძანებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0------------- ბრძანებაში, კერძოდ, ამ უკანასკნელის პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის MOD 9-------------- ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად“.

 

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მაიორ ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1867,00 (ერთიათასრვაასსამოცდაშვიდი) ლარს, საიდანაც 1280 ლარი იყო წოდებრივი სარგო, 512 ლარი - დანამატი და 75 ლარი - კომპენსაცია.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–------------------------–---------------- მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა 2018 წლის 18 ოქტომბერს გასცა MOD 8-------------- ცნობა მასზედ, რომ ი-----–- ლ----------ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2018 წლის 20 თებერვლიდან. შესაბამისად, თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება ჩაერიცხა სრული თვის, საიდანაც ზედმეტად გაცემულია 530 (ხუთასოცდაათი) ლარი და 70 (სამოცდაათი) თეთრი.

 

ი-----–- ლ----------ე 2008, 2011, 2012, 2014, 2015, 2016, 2017 წლებში ხელმძღვანელობისგან იღებდა შეფასებებს „კარგი“ ან „ძალიან კარგი“, შესაბამისი ქულით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0 1---------- და 2018 წლის 26 მარტის MOD 9------------ ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- ლ----------ე 2016 წლის 19 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–------------------------–-------------–-----------------------------–----- (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“, შტატი №8--------). შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. ხსენებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი); ბ) გენერალური ინსპექცია.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებით კი დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება, რომლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტები.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საორგანიზაციო ღონისძიების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 მაისის MOD 4------------ ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მოსამსახურეებისათვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდეგ - გენერალური ინსპექციის) მიერ სამსახურებრივი შემოწმების (ინსპექტირების/შემოწმების) შედეგად, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოსამსახურის მიმართ არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ქვედანაყოფის უფროსი (რომლის დაქვემდებარებაშიც არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამსახურე) ვალდებულია მიაწოდოს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას.

 

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინსპექცია ახორციელებს: ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს; ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა; ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–------------–--------------------------–---------------–-----------ის უფროსი ოფიცერი (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“, შტატი №8--------), მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ი-----–- ლ----------ის ქმედებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება არ უნდა ჩაეტარებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციას და შესაბამისად, ამ უკანასკნელის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესითა“ და საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) ხელფასის არაუმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი განმარტავს, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“. ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა: მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში: მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს. ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.

 

სასამართლომ აქვე მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №01 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და ღირებულებებს, აგრეთვე ქცევის ზოგად წესებს. ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ეთიკის კოდექსის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის რისკების შემცირება, კეთილსინდისიერების ამაღლება, სამხედრო დისციპლინის განმტკიცება, სამხედრო სამსახურის მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულება, სამხედრო მოსამსახურის პატივის/ღირსების დაცვა და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლება.

 

მითითებული კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის კორექტული და თავაზიანი კოლეგებთან ურთიერთობისას. სამხედრო მოსამსახურე ცდილობს თავიდან აირიდოს კოლეგასთან მიმართებით სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და მზად არის აღიაროს საკუთარი შეცდომა. ხოლო 22 -ე მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მ-----------------–-------------–-----------ის უფროსმა, მაიორმა ლ------------–--ემ 2015 წლის 15 დეკემბერს, მაიორ ი. ლ----------ეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დააწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №986 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მაიორ ი ლ----------ის სამსახურებრივ კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო გადაბმული. ვინაიდან ი-----–- ლ----------ემ ნაწერი ვერ გაარჩია, ბრძანებას ოფიცრისთვის მიუღებელი ფრაზით (შეურაცხმყოფელი სიტყვებით) დაადო რეზოლუცია და დაარქივა.

 

ასევე დადგენილია, რომ მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით. შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზით აღქმა მხოლოდ გარკვეულ კომპიუტერებში გამოვლინდა და გენერალური შტაბის კომპიუტერებში დოკუმენტაცია იკითხებოდა ჩვეულებრივი ფორმატით.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები სადავო არ არის მხარეებს შორის და მას თავად მოსარჩელეც ადასტურებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმებისას დადასტურდა რა პირის მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ასევე დადგინდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2017 წლის 17 ნოემბერს, ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, ი-----–- ლ----------ის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური“. ამასთან, ი-----–- ლ----------ე უშუალო უფროსის მიერ სამსახურებრივად შეფასდა უარყოფითად.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო - ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ამასთან, სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობით არ არის დადგენილი ერთი წლის განმავლობაში პირის მიერ სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაწესებულებას ავალდებულებს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გაითვალისწინოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა ან/და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე და ამავე დროს, უშუალო უფროსის მიერ უარყოფითად შეფასდა მისი პიროვნული თვისებები, უფლებამოსილმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

 

ამასთან, რაც შეეხება ი-----–- ლ----------ის წინა წლების შეფასების შედეგებს, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ იგი უშუალო უფროსის მიერ იღებდა შეფასებას „კარგი“ ან „ძალიან კარგი“. ასევე, დადგენილია, რომ სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, ი-----–- ლ----------ე, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან, არის დაკავებული თანამდებობისათვის საკმარისად კომპეტენტური, მაგრამ - უნიციატივო ოფიცერი, დავალებებს ასრულებს მხოლოდ მითითების მიცემის შემდეგ, ჩვეულებრივ, არ უყვარს გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს მას თავი აარიდოს. იგი მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და რთულია მას დაეყრდნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამდენად, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ უშუალო უფროსმა ეჭქვეშ დააყენა არა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა, არამედ პიროვნული თვისებები და ასევე, ბოლო 1 წლის განმავლობაში მან ორჯერ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, წინა წლების დადებითი შეფასებები ავტომატურად არ გამორიცხავდა შემდეგ პერიოდში უშუალო უფროსის მიერ მოსარჩელის უარყოფითად შეფასებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება- დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა- განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა.

 

ამასთან, მოსარჩელის მითითება, რომ მის რეზოლუციას, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვით გამოხატა და დაარქივა, რაიმე შედეგი არ გამოუწვევია (დოკუმენტი იყო ინფორმაციისათვის), სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად. სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურისადმი არსებობს მისი საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, რაც შეუძლებელია თვით სამხედრო მოსამსახურის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და დაცვის, კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული პირობების უხეშად დარღვევა შეუთავსებელს ხდის პირს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობასთან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0 1---------- და 2018 წლის 26 მარტის MOD 9------------ ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამასთან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის არაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის “ შესახებ საქართველოს კანონი არ წარმოადგენს დისციპლინური ხასიათის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს და მასში მითითებული სამსახურიდან დათხოვნის წესი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის განსაზღვრებებს. ხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევა არ შეიძლება გაგებული იქნას, როგორც ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაზე დისკრეციულად მორგებული განსაზღვრება და მისი გამოყენება საჭიროებს ისეთივე კონკრეტიზაციას, როგორსაც ამავე მუხლის ნებისმიერი სხვა პუნქტი. განსახილველ დავაში, კი სადავო აქტის გამომცემმა ორგანომ სწორედ ასე, დისკრეციულად შეაფასა ი. ლ----------ის დისციპლინური გადაცდომა სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველ საქციელად, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა.

 

აპელანტი თვლის, რომ მეორე სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის N54 ბრძანების 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას განსაზღვრავს შემდეგი ფორმულირებით - მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილი უღირსი საქციელის ნიშნებს. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღიშნული ნორმის გამოყენება უკავშირდება მოსამსახურისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ი. ლ----------ის მიმართ არასოდეს ჰქონია ადგილი და გაუგებარია აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

 

აპელანტი მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილების 48-ე მუხლზე და მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა მითითებული ნორმატიული აქტებით და არ გასცდენოდა მას დისციპლინური სასჯელის მიმღები პირის საუარესოდ. ამასთან, აპელანტი მოსაზრებით, გასათვალისწინებლია, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული არც საჯარო და არც კერძო სამართალი ზოგადი თვალსაზრისით არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის განმეორების შემთხვევაში იგივე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას თუ სპეციალური ნორმით სხვა რამ არ არის დაწესებული. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების უსწორობა გამოიხატება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებაში.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს: განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0 1---------- ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის MOD 9------------ ბრძანება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-----–- ლ----------ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და მოპასუხეს დაევალოს ი-----–- ლ----------ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 2018 წლის მარტის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მ-----------------–-------------–-----------ის უფროსმა 2015 წლის 15 დეკემბერს, მაიორ ი. ლ----------ეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დააწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №986 ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მაიორ ი ლ----------ის სამსახურებრივ კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო გადაბმული, რის გამოც, მაიორმა ი. ლ----------ემ ბრძანებას ოფიცრისთვის მიუღებელი ფრაზით (შეურაცხმყოფელი სიტყვებით) დაადო რეზოლუცია და დაარქივა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–----- მ-----------------–-------------–-----------ის უფროსი ოფიცერი, მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის.

 

მითითებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0 1------------ ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–----- მ-----------------–-------------–-----------ის უფროსი ოფიცერი (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“, შტატი №8--------), მაიორი ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის MOD 9------------- ბრძანებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის MOD 0------------- ბრძანებაში, კერძოდ, ამ უკანასკნელის პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის MOD 9-------------- ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად“.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში, წინამდებარე ღონისძიების გამოყენებამდე, მოქმედებდა დისციპლინური ღონისძიება ,,საყვედური“. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის MOD 8------------ ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------–------------–--------------------------–---------------–-----------ის უფროს ოფიცერს, მაიორ ი-----–- ვ--------- ძე ლ----------ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“, ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ი-----–- ლ----------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს: სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე; სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის;

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაანთავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს.

 

სააპელაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს იმ მოსაზრების მართებულობას, რომ შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ცხადია, რომ ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. თუმცა, წინამდებარე შემთხვევაში პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დარღვევის უმნიშვნელო ხასიათის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და მით უფრო თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაწესებულებას ავალდებულებს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გაითვალისწინოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა ან/და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები. როგორც აღინიშნა, გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში აპელანტის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება, აპელანტი, უშუალო უფროსის მიერ, ხასიათდება უარყოფითად.

 

არსებულ ვითარებაში პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას დარღვევის ხასიათთან მიმართებაში და ჩადენილი გადაცდომის შინაარსიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია არა კონკრეტული პირის, არამედ, ზოგადად თავდაცვის სამინისტროს, როგორც უწყების წინააღმდეგ, რაც ზრდის იმ რეზოლუციის შინაარსობრივ დატვირთვას, რისთვისაც მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიების უკიდურესი ფორმა - სამსახურიდან დათხოვნა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესების წინააღმდეგ, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება ლახავს თავდაცვის სისტემის ავტორიტეტს. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მართლზომიერება გამორიცხავს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თავის მხრივ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხელის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, კანონზომიერი გათავისუფლება გამორიცხავს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი (სზაკ-ის 60-ე მუხ.), დაუშვებელია სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ლ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე