განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
020100118002486240
ინსტანცია
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002486240

№1/ბ-491-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ----- პ----ას

ადვოკატის- ლ---- მ-------–---–ის

გამართლებ---–-ს - ნ------ შ----ას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------ გ----ს ძე შ----ას მიმართ, დაბადებ---–-: 1--------- წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებ---–- მისამართზე: ხობის რაიონის სოფელი ახალსოფელი, მცხოვრები მისამართზე: ქ.ფოთი, რ------ს ქუჩა N1/11.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------ შ----ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებ---–- შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი ნ------ შ----ა 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს--–---ე ჭ----–--ესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: ქალაქი ფოთი, რ------ს ქუჩა N1/11-ში. 2018 წლის აპრილის თვის დსაწყისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ------ შ----ამ ქალაქ ფოთში, რ------ს ქუჩა N1/11-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რასაც თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - ს--–---ე ჭ----–--ეს, რასაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება და რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 3 მაისს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნ------ შ----ამ კვლავ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, უმიზეზოდ დაუყწო ლანძღვა-გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს - ს--–---ე ჭ----–--ეს, რის შემდეგ გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, ორივე ხელით სწვდა მას თმებზე, დააგდო იატაკზე და სხეულზე ფიზიკური ძალადობით მიაყენა ტკივილი, რასაც ასევე არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მეორე დღეს, 2018 წლის 4 მაისს ნ------ შ----ამ კვლავ გაიმეორა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, დაახლოებით 1930 საათზე იგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა რა თავის საცოხვრებელ ბინაში, უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მეუღლე ს--–---ე ჭ----–--ეს, ლანძღავდა და აგინებდა მას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სულიერი ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით ნ------ შ----ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ----ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებ---–- განაჩენის გაუქმება და ნ------ შ----ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებ---–- გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო დაუსაბუთებელი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებ---–- განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ დ----- პ----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ნ------ შ----ას და მის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ლ---- მ-------–---–ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებ---–- განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებ---–- განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებ---–-ს ახლო ნათესავმა მეუღლემ, დაზარალებულმა - ს--–---ე ჭ----–--ემ ისარგებლა საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49- ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებ---–- უფლებით და უარი განაცხადა ნ------ შ----ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეის სახით დაკითხული შოთა თოფურიას და ვახტანგ ლორჩოშვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ------ შ----ა ცხოვრობდა მათ მეზობლად მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. მათ შემაწუხებელი, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ისმოდა ცოლის ისტერიკული ხმები, კამათის ხმა. ნ.შ----ამ მათ უთხრა, რომ მეუღლე ჰყავდა ნერვიული, ასეთი ცხოვრება ჰქონდა და ბოდიში მოუხადა მათ, მერიდება მეზობლების, მაგრამ რა ვქნაო.

მოწმე ლ---- ბ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 5 მაისს, 02:30 საათზე შემოასახლეს ბრალდებ---–-. გამოიძახეს 112, რადგან მას ნაკაწრები აღენიშნებოდა შუბლზე, გულმკერდზე. ბრალდებულმა თქვა, რომ დაკავებამდე მიიღო დაზიანება.

მოწმეების: ა---------– კ--–-----იას, რ----- გ----–იას, დ----- ჭ-------ას ჩვენებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 მაისს საღამოს შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. ავიდნენ რ------ს ქუჩაზე არსებულ ბინაში მე-4 სართულზე. ბინიდან ისმოდა ჩხუბის ხმა, კარი გააღო ნ.შ----ამ. სახლში განერვიულებ---–-, მომტირალი გოგო დახვდათ, რომელმაც უთხრა მათ, რომ ნ------ მთვრალი მივიდა სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ასევე მოუყვა, რომ გუშინაც და წინა თვეებშიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ცოლის მეჯვარემაც დაადასტურა, რომ შეესწრო 1 თვის წინ ფიზიკურ შეურაცხყოფას. შედგა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლი ამბობდა, რომ ბრალდებ---–- კვლავ მივიდოდა და რამეს დაუშავებდა მას, ფიზიკური ძალადობა მოხდებოდა. ბრალდებ---–- დააკავეს. მსგავსი შინაარსის შეტყობინება დაზარალებ---–-სგან 2-ჯერ შევიდა. პირველი შეტყობინება გაუქმდა 2-3 წუთში. ინიციატორს დაურეკა რ----- გ----–იამ და ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება, რაზეც მიიღო პასუხი, მე გავაუქმე შეტყობინება, რადგან ქმარი წავიდაო. მერე ნახევარ საათში ისევ მივიდა ქმარი და ისევ დარეკა. ბრალდებ---–- მთვრალი იყო. ბრალდებ---–- სხვა ოთახიდან უყვიროდა დაზარალებულს, კარგად დაუფიქრდი, რას იტყვიო და ა.შ. დაზარალებულს, ბრალდებ---–-სგან განსხვავებით, დაზიანებები არ ჰქონდა.

მოწმე ს-------- ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა ს--–---ე ჭ--–--ე, თ----- პ--------ა. ს--–---ეს დაზაინება ფიზიკურად არ აღენიშნებოდა. მან განაცხადა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მ------- ზ--------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა და დაზარალებულმა დაიწყეს ერთმანეთის ხმამაღალი ლანძღვა, რა დროსაც ბრალდებულმა თმაში ჩაავლო ხელი დაზარალებულს. ამ დროს თვითონაც შეეცადა გაშველებას, თუმცა ბოლომდე ვერ მოახერხა მათი გაშველება, რის გამოც ს--–---ე დაეცა იატაკზე, ბრალდებ---–- ისევ აგრძელებდა თმების ქაჩვას. ბოლოს შეძლო და დაზარალებ---–- მეორე ოთახში გააგდო.

მოწმის სახით დაკითხული თ----- პ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ აპრილის თვეში შეესწრო ნ------ შ----ასა და ს--–---ე ჭ--–--ის კამათს. ნ------ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. 2018 წლის 4 მაისს ნ------ შ----ა ს--–---ეს ხელით შეეხო, ყვიროდა, ჩხუბობდა. 112-ში დარეკა. ბრალდებ---–- ჯინზე იყო, ამბობდა, დაურეკე პოლიციას, მანამ არ წავალ, სანამ არ მოვლენო. ბრალდებულმა შუბლზე ჰკრა ხელი დაზარლაებულს, რომელიც შებარბაცდა. ნ------ როდესაც მთვრალი მოდიოდა, ს--–---ე მას საყვედურობდა.

მოწმის სახით დაკითხული ნ------ შ----ას ჩვენების დადგენილია, რომ დაზარალებ---–-სთვის არ დაურტყამს ხელი, უბრალოდ ხშირად კამათობდნენ თ----- პ--------ასთან დაზარალებ---–-ს ხშირი ურთიერთობის გამო. არ უნდოდა, რომ მასთან ჰქონოდა მის მეუღლეს ურთიერთობა. დაკავების წინა დღესაც იკამათეს იმავე საკითხზე, რა დროსაც მ------- ზ--------ა მათთან იყო.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებ---–- ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია დაზარალებ---–-ს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვ.

განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებ---–-ს ჩვენების შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებ---–-ს მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებ---–-ს საწინააღმდეგოდ.

პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ ნ------ შ----ამ განხორციელებ---–- ქმედებებით ჩაიდინა ს--–---ე ჭ--–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ს--–---ეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებ---–- შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ნ------ შ----ას მიერ, მეუღლის - ს--–---ე ჭ--–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებ---–- მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად ს--–---ე ჭ--–--ემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

პალატის აზრით მართალია საქმეში არსებობს მოწმე თ----- პ--------ას ჩვენება, რომელის თანახმადაც ნ------ შ----ა ს--–---ე ჭ--–--ეს ხელით შეეხო, ასევე სხდომაზე გამოქვეყნებ---–- მ------- ზ--------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ნ------ შ----ამ თმაში ჩაავლო ხელი ს--–---ე ჭ--–--ეს, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს, ვინაიდან დაუდგენელია ზემოაღნიშნული ქმედებების დროს ს--–---ე ჭ--–--ემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასახავდა ნ.შ----ას მიერ ს--–---ე ჭ--–--ისათვის მიყენებულ დაზიანებებს. საყურადღებოა ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ს-------- ბ------ს ჩვენება, რომელმაც გამოკითხა ს--–---ე ჭ--–--ე. მოწმემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ს--–---ე ჭ--–--ეს გამოკითხვის დროს რაიმე დაზაინება ფიზიკურად არ აღენიშნებოდა. ხოლო მოწმე ლ---- ბ---–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მაისს, 02:30 საათზე დაკავებულ ნ------ შ----ას ნაკაწრები აღენიშნებოდა შუბლზე და გულმკერდზე, რომელმაც განმარტა, რომ დაკავებამდე მიიღო აღნიშნული დაზიანება.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: ა---------– კ--–-----იას, რ----- გ----–იას და დ----- ჭ-------ას ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ს--–---ე ჭ--–--ის მონათხრობს, მეუღლის ნ------ შ----ას მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ს--–---ე ჭ--–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ნ------ შ----ას მიერ განხორციელებ---–- ქმედება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებ---–- სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებ---–-ს მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებ---–-ა მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებ---–- (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებ---–- და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებ---–- იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებ---–-ა, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებ---–- ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებ---–- უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებ---–-ს პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებ---–-, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი ნ------ შ----ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

ნ------ შ----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მულის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ნ------ შ----ას მიმართ შეფარდებ---–- აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებ---–-ა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მაისის №12/552-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში (საკადასტრო კოდი 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება: სიდი დისკი განადგურდეს.

გამართლებულ ნ------ შ----ას განემარტოს მიყენებ---–- ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე