განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
010100115730830
ინსტანცია
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115730830

№1/ბ-520-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------- თ-----ის ძე ბ-–-----ის მიმართ, პ/ნ 6---------- დაბადებული: 1--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხუცუბანი.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით მ-------- ბ-–-----ემ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ-სახდელდადებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 10 ივლისის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ მ-------- ბ-–-----ეს, 2015 წლის 02 თებერვალს, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით, მ-------- ბ-–-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, 2015 წლის 02 თებერვალს, ქ. ბათუმში, მ-------- ბ-–-----ე მართავდა ავტომანქანა ,,სპრინტერ 313'', სახელმწიფო ნომრით Y------.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მ-------- ბ-–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

მ-------- ბ-–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 აგვისტოს განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 09 სექტემბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მ-------- ბ-–-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ-------- ბ-–-----ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოლღა მერებაშვილის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ-------- ბ-–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, თანხმობის ხელწერილით და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, მ-------- ბ-–-----ის დაკავების ოქმით, ცნობით მ-------- ბ-–-----ის ნასამართლობის შესახებ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით, მოწმეების - გ--------------------------------–---------------–-------–---–------------------------–----------–----–---------------------------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ-------- ბ-–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ-------- ბ-–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მ-------- ბ-–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ მ-------- ბ-–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

მ-------- ბ-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 აგვისტოს განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 09 სექტემბრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მ-------- ბ-–-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ-------- ბ-–-----ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

მ-------- ბ-–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულ თ----- ბ-–-----ის (პ/ნ 6----------), ი-----–--- ბ-–-----ის (პ/ნ 6----------) და მ-------- ბ-–-----ის (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი (ზონა - ქობულეთი 2-------------------–--------------------–---

06, ნაკვეთი - 065, დაზუსტებული ფართობი 2507.00 კვ მ, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N1/2-308 კვ მ, საკადასტრო კოდი - N2-----------) - 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს, - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცებები - სატვირთო ფურგონი, სპრინტერი 313, სახელმწიფო ნომრით Y------, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე