განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001937910
საქმეN3ბ/1923-17
17 ივლისი, 2018 წელი თბილისი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე,გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ------ თ----------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ------ თ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სახელზე გაცემული SVU№0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ------- თ----------ს, დაბადებულს 1987 წლის 03 ივლისს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი SVU №0-----, სარეგისტრაციო N0-----. (ტ.1. ს.ფ. 10)
2.2. თ------ თ----------მ 2017 წლის 29 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული SVU №0-----, სარეგისტრაციო N0----- ნამდვილობის დადასტურება.(ტ.1.ს.ფ. 45-46).
2.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 30 მარტს წერილით მიმართა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ინფორმაციის მიწოდება, დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ. ინსტიტუტს აგრეთვე ეთხოვა, რომ თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებო დაწესებულებაში, მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი-(ტ.1.ს.ფ. 51).
2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2017 წლის 11 აპრილის სამსახურებრივი ბარათით იმავე ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №1------- დადგენილებით შპს ც----- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ც-------------------------- სახელობის უნივერსიტეტი- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს სო-----------------------------–----- უნივერსიტეტი (რეგისტრაციის №1--------), რომელიც შეიქმნა შპს ც------ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შ----------------------- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის №------------ გადაწყვეტილებით, №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №-------- გადაწყვეტილებით, შპს - ს------------------- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით შ------------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3--------------- ბრძანების საფუძველზე, შპს ს------------------- სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის №1------------------ ბრძანებით შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწეოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისისი ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.(ტ.1.ს.ფ. 55-56).
2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილებით, თ------ თ----------ს უარი ეთქვა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული SVU №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №1------- დადგენილებით შპს ც----- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ცხუმი ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტი- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტი (რეგისტრაციის №1--------), რომელიც შეიქმნა შპს ც------ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შპს-ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის №------------ გადაწყვეტილებით, №------------- ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, შპს - ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით შპს-ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3--------------- ბრძანების საფუძველზე, შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის №1------------------ ბრძანებით შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწეოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო სცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. იმავე დროს იგი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი- აღნიშნულის შესაბამისად, ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით თ------ თ----------ს სწავლის პერიოდი (მათ შორის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის SVU №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.(ტ.1.ს.ფ. 57-61).
2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ 2017 წლის 28 ივნისს გაცემული MIA 0------------ ცნობის თანახმად, თ------ თ---------- მუშაობს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ქ. ქუთაისის ”იუსტიციის სახლის” დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე.(ტ.1.ს.ფ.71)
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2,მე-601 მუხლებით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-5, 25–ე მუხლებით, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კნანონის 63-ე, 661 მუხლებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ------- თ----------ს, დაბადებულს 1987 წლის 03 ივლისს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი SVU №0-----, სარეგისტრაციო N0-----. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2017 წლის 29 მარტს თ------ თ----------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული SVU №0-----, სარეგისტრაციო N0----- ნამდვილობის დადასტურება, რაზედაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი-
3.2. სასამართლომ მითითებით, გასაჩივრებული, 2017 წლის 28 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილებით, თ------ თ----------ს სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №1------- დადგენილებით შპს ც----- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ც-------------------------- სახელობის უნივერსიტეტი- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტი (რეგისტრაციის №1--------), რომელიც შეიქმნა შპს ც------ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შპს-ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის №------------ გადაწყვეტილებით, №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, შპს - ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით შპს-ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3--------------- ბრძანების საფუძველზე, შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის №1------------------ ბრძანებით შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწეოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. იმავე დროს იგი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი- აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მოსარჩელის თ------ თ----------ს მიმართ დადგა უარყოფითი შედეგი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული გაცემული ბაკალავრის SVU №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ თ------ თ----------ს სწავლის პერიოდში შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც თ------ თ---------- გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი-
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ თ------ თ----------ს სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - SVU №0-----, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი; მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და დღემდე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოში- მას მინიჭებული აქვს სპეციალური წოდებება და ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიც არის საჯარო წესრიგის დაცვა, რომელიც მოითხოვს შესაბამის განათლებასა და უნარჩვევებს.
3.5. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი-
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიული შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირს რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას.
3.7. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრონციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული- ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი-
3.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები-
3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
3.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, თ------ თ----------ს სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 აპრილის MES 7-------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შპს - ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა N------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის N------------ გადაწყვეტილებით, N------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით.
4.2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1¹ პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
4.3. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, შპს - ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
4.4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის N-------- გადაწყვეტილებით შპს - ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
4.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს N--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის N3----------------შპს ბრძანების საფუძველზე, შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის N1------------------.შ. ბრძანებით შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს.
4.6. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
4.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით თ------ თ----------ს სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული აკალავრის SVU №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რაც საფუძველი გახდა ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის გადაწყვეტილების გამოცემის.
4.8. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - აკრედიტაციის ინსტიტუტი, რომელიც ქმედითი იყო მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მის სახელზე დიპლომის გაცემის დროს, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველო კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, 1. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66(1) მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.
4.9. ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
4.10. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2008 წლის ჩათვლით პროგრამის გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.
4.11. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ შიეცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.
4.12. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია, სადავო საკითხი კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.
4.13. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება ხდებოდა შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვებით (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის 24-ე 25-ე და 28-ე პუნქტები, ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). ხოლო, 2005-2006 სასწავლო წლიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 63-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტის გასაცემად, დაწესებულებებისათვის სავალდებულოდ იქნა შემოღებული ინსტიტუციური აკრედიტაცია (აღნიშნული ნორმა მოქმდებდა ასევე თ------ თ----------სთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში) ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვლებოდა იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N--- ბრძანებულების შესაბამისად, თუნდაც უარი გაიცემოდა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
4.14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტს, მას უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიწებაზე „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამდენად, საგანმანთლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს, ცენტრმა შეამოწმა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება სწორედ მოსარჩელის სახელზე საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუსაბუთებელია სასამართლოს აპელირება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მოექცა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციის ქევშ, რაც ქმედების განხორციელების დროს არ იყო გათვალისწინებული-
4.15. აპელანტის მითითებით, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს.
4.16. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით.
4.17. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესისა" და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. ამ ნორმების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების აუცილებელ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები- შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა ეს სავალდებულო ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
4.18. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი- შესაბამისად, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს.
4.19. სააპელაციო საჩივრის თანახმად, განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.
4.20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი-
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1 როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით თ------- თ----------ს, დაბადებულს 1987 წლის 03 ივლისს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი SVU №0-----, სარეგისტრაციო N0-----. (ტ.1. ს.ფ. 10)
6.2 თ------ თ----------მ 2017 წლის 29 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული SVU №0-----, სარეგისტრაციო N0----- ნამდვილობის დადასტურება.(ტ.1.ს.ფ. 45-46).
6.3 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 30 მარტს წერილით მიმართა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს და მოითხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ინფორმაციის მიწოდება, დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ. ინსტიტუტს აგრეთვე ეთხოვა, რომ თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებო დაწესებულებაში, მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი-(ტ.1.ს.ფ. 51).
6.4 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2017 წლის 11 აპრილის სამსახურებრივი ბარათით იმავე ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №1------- დადგენილებით შპს ც----- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ც-------------------------- სახელობის უნივერსიტეტი- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს სო-----------------------------–----- უნივერსიტეტი (რეგისტრაციის №1--------), რომელიც შეიქმნა შპს ც------ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შ----------------------- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის №------------ გადაწყვეტილებით, №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №-------- გადაწყვეტილებით, შპს - ს------------------- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით შ------------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3--------------- ბრძანების საფუძველზე, შპს ს------------------- სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის №1------------------ ბრძანებით შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწეოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.(ტ.1.ს.ფ. 55-56).
6.5 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 აპრილის MES 7------------ გადაწყვეტილებით, თ------ თ----------ს უარი ეთქვა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული SVU №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №1------- დადგენილებით შპს ც----- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ცხუმი ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტი- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტი (რეგისტრაციის №1--------), რომელიც შეიქმნა შპს ც------ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მიხედვით, 2003 წლის 4 მარტს განათლების სამინისტრომ შპს-ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის №------------ გადაწყვეტილებით, №------------- ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, შპს - ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით შპს-ს-------- ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №--- ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3--------------- ბრძანების საფუძველზე, შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი- შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის №1------------------ ბრძანებით შპს ს------------------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწეოდა შპს თბილისის ი- ვ------ სახელობის ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შპს ი- ვ------ სახელობის უნივერსიტეტის თბილისისი ფილიალის სამართალმემკვიდრეს, უფლებამონაცვლეს. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. იმავე დროს იგი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი- აღნიშნულის შესაბამისად, ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით თ------ თ----------ს სწავლის პერიოდი (მათ შორის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის SVU №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.(ტ.1.ს.ფ. 57-61).
6.6 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ 2017 წლის 28 ივნისს გაცემული MIA 0------------ ცნობის თანახმად, თ------ თ---------- მუშაობს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ქ. ქუთაისის ”იუსტიციის სახლის” დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე.(ტ.1.ს.ფ.71)
7. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა თ------ თ----------ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება; მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლება.
7.1. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თ------ თ----------მ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები - საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ 2017 წლის 28 ივნისს გაცემული MIA 0------------ ცნობა, რომლის თანახმად, თ------ თ---------- მუშაობს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ქ. ქუთაისის ”იუსტიციის სახლის” დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე. (ტ.1. ს.ფ. 71).
7.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე; ასეთად შეიძლება მიჩნეული იქნეს ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. უფრო მეტიც სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თ------ თ----------ს სწავლის პერიოდში შპს საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც თ------ თ---------- გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი- სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე ვერ დგინდება - ჰქონდა თუ არა თ------ თ----------ს ინფორმაცია აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რათა დროულად ეზრუნა დიპლომის დადასტურების ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილებაზე.
7.3 სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებს. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ------ თ---------- ენდობოდა საქართველოს ნ---- ნ-----–---- სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
7.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
7.5. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ასევე ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
7.6. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას.
7.7. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე სწორად იხელმძღვანელა იმავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
7.8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის აღიარებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
7.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობისა და საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, ასევე საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი და საპროცესო სამართლებრივი საფუძველი-
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი-
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი