განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
190100119002876285
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002876285

საქმე №1ბ/682-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა-----------–---–ის,მსჯავრდებულ: ი-----–------------ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–------------ის მიმართ, დაბადებულის 1--------- წ. საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------------------–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით ი-----–------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდა ი-----–------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018 წლის N1/400-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი პირობითი მსჯავრი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018 წლის N1/400-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი-----–------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ი-----–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ------------–-------–-------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----–------------ემ დას ი----------------ეს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ ი----------------ე წლების წინ იმყოფებოდა ქორწინებაში ძმის ნებართვის გარეშე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; კერძოდ, მის მიერ დამტვრეული მაგიდის ფეხი დაარტყა ზურგსა და მკლავში, ასევე დედას, ნ-------------------ეს მაგიდის ფეხი დაარტყა ერთხელ ზურგსა და მკლავში. ი-----–------------ის ქმედებით, ნ-------------------ემ და ი----------------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–------------ემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანანო გადაწყვეტილება. არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უსამართლო სამართლებრივი შეფასებების ფონზე იქნა მიღებული შესაბამისი უსამართლო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გამართლება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინასასამართლო სხდომაზე, ი-----–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ოჯახის წევრებისთვის. ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულს არ გაუხდია სადავოდ, მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად. პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების, რ----–------------ის, ი----------------ის, ნ-------------------ისა და მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით და მათგან მიღებული ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების N------------------------ დასკვნებით ი----------------ის და ნ-------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----–------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

აგრეთვე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე ი-----–------------ის დამამძიმებელი გარემოება, მისი ნასამართლობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს ი-----–------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018 წლის N1/400-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი პირობითი მსჯავრი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018 წლის N1/400-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი-----–------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

ი-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ი-----–------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი