განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002471813
საქმე №1ბ/809-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ი-----–-----------ს,ადვოკატ: ს------------------ის,მონაწილეობით,გამართლებულ: ა---------------ის
მონაწილეობის გარეშე,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–----------------ს, აზერბაიჯანის მოქალაქის, პასპორტის #---------- რეგისტრირებულის: ა------------------------–--------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------–----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 03 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე, ქ------–--–--------–------------–---–---------------–------ თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ა---------------მა სამზარეულოს დანა ძლიერად დაადო ყელზე, რა დროსაც შ---------------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ქმედება ა---------------მა განახორციელა შ---------------–---ას მცირეწლოვანი შვილის მ----------------ის თანდასწრებით.
2016 წლიდან დღემდე, ქ-------–--–-------–------------ში, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა---------------ი სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას შ---------------–---ას, აგინებს, ამცირებს, რა დროსაც შ---------------–---ა განიცდის სულიერ ტანჯვას. ა---------------ი აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებს შ---------------–---ას მცირეწლოვანი შვილის მ----------------ის თანდასწრებით.
2018 წლის 03 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე, ქ------–--–--------–------------–---–---------------–------ თავის საცხოვრებელ სახლში, მისი არასრულწლოვანი შვილი ა---------------ი სამზარეულოს დანით დაემუქრა ყელის გამოჭრით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით ა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა---------------ი სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ ა---------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გამორიცხვით ადასტურებს ა---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა შ---------------–---ამ უარი განაცხადა მისი შვილის - ა---------------ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ხოლო ა---------------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (მოწმე გარდაიცვალა), სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ს----------–-----------ს გამოკითხვის ოქმის (23.05.2018) თანახმად, იგი ცხოვრობს თ---–--–--------–----------ში, ე.წ. ,-------–--, რომელიც არის გადატიხრული ორად და ერთ ნაწილში ცხოვრობს იგი მარტო, ხოლო მეორე ნაწილში ცხოვრობს მისი შვილიშვილი ა---------------ი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ოჯახი - მეუღლე და ერთი შვილი. მის ოთახში, როგორც წესი, იგი არის ხოლმე მარტო, თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ, მასთან ცხოვრობდა მისი რძალი - შ---------------–---ა, მის შვილთან მ----------------თან ერთად. შ-------ს აქვს საცხოვრებელი ასევე ბ-------------–----–-----------------, სადაც რჩება ხოლმე, მაგრამ პერიოდულად შ------- და მ------- რჩებიან მის ოთახში. 2018 წლის 3 მაისს, იგი იყო მის სახლში მთელი დღის განმავლობაში. წინა დღეს შ------- მასთან არ დარჩენილა, მაგრამ დღისით იყო მისული და დღის განმავლობაში იყვნენ ერთად. ასევე მათთან ერთად იყო მისი შვილი - მ----------------ი. ა------ ამ დღეს იყო მის ოთახში. როგორც ახსოვს, მეუღლე და შვილი, ამ დღეს ა-----ს წაყვანილი ჰყავდა მისი მეუღლის მშობლებთან და თავად იყო მარტო. საღამოს საათებში ა------ გასული იყო სახლიდან და დაბრუნდა საღამოს საათებში, იყო უკვე დაბნელებული. ა------ სახლში მივიდა ძალიან მთვრალი. ა------ სიმთვრალეში არის ძალიან აგრესიული და ბრაზიანი. ბებიის მიმართ არ არის აგრესიული, თუმცა ხშირად მოსდის კონფლიქტი დედასთან შ---------------–---ასთან. 2018 წლის 3 მაისს ა------ იყო ძალიან მთვრალი, ამ დროს სახლში იყვნენ შ------- და მ----------------ი. მათ ერთმანეთში დაიწყეს კამათი, რა დროსაც ა------ შ-------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ იყო ბოზი. ს----------–----------- ჩხუბმა შეაწუხა და გავიდა სახლიდან უბანში და ესაუბრებოდა მეზობლებს. ცოტა ხანში გაიგო, რომ ა-----ს და შ-------ს მოსვლიათ კონფლიქტი და შ------- წასულა პოლიციაში. მან გაიგო, რომ ა-----ს დაუდია ყელზე შ-------სთვის დანა და დამუქრებია. იგი არ შესწრებია ფაქტს, თუ როგორ დაადო დანა ა-----მა შ-------ს ყელზე, რადგან გასული იყო სახლიდან, თუმცა სანამ სახლიდან გავიდოდა, ა------ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შ-------ს. როდესაც იგი წამოვიდა სახლიდან, სახლში იყვნენ ა------, შ------- და მ----------------ი. ა------ს მხრიდან შ-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ ა------ თვრებოდა ხოლმე. იგი ბევრჯერ შესწრებია, რომ ა------ აგინებდა და უყვიროდა შ-------ს მის სახლში. ა------ ძალიან ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება ხოლმე აგრესიული დედამისის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (მოწმე გარდაიცვალა), სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ს----------–-----------ს გამოკითხვის ოქმის (28.05.2018) თანახმად, იგი ცხოვრობს თ---–--–--------–----------ში მდებარე საცხოვრებელ ოროთახიან ,-------–--, მის შვილიშვილთან - უ------------------ან ერთად. ჰყავს რძალი შ---------------–---ა, რომელსაც ჰყავს ხუთი შვილი - ა------, უ-----ი, მ---------------- და მ----------------ები, რომლებიც არიან არასრულწლოვნები. მისი შვილიშვილი ა---------------ი ცხოვრობს თ---–--–--------–----------ში მდებარე ე.წ. ,-------–--, რომელიც არის მისი საცხოვრებლის გვერდით, ეზოში, სადაც ცხოვრობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-----------------სთან და მათ საერთო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. შ---------------–---ა ცხოვრობს ცალკე, თავის სამ შვილთან ერთად. 2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში ზემოაღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც სახლში მივიდა მისი შვილიშვილი - ა---------------ი, ნასვამ მდგომარეობაში. სახლში ასევე სტუმრად იყვნენ მისული მისი რძალი და შვილიშვილი - მ-------. მან მოამზადა ვახშამი და გააწყო სუფრა. ამ პერიოდში ა-----ს და შ-------ს მოუვიდათ შელაპარაკება, თუმცა მათ კამათში ის არ ჩარეულა და გავიდა ეზოში. ეზოში ყოფნისას ხმამაღალი საუბარი ან ყვირილი არ გაუგია. რამდენიმე წუთში ,,ვ------დან“ გამოვიდა მისი რძალი და სადღაც წავიდა, ხოლო ა------ დარჩა სახლში. მას ა------სთვის არ უკითხავს, თუ რა მოხდა, ვინაიდან არ სურდა დედა-შვილის ურთიერთობაში ჩარევა. საათნახევარში შ-------სთან ერთად მივიდა საპატრულო ეკიპაჟი და იკითხეს, სად იყო ა------. იგი გამოვიდა გარეთ და დაინახეს, რომ ის იდგა სახლთან ახლოს მაღაზიასთან, რის შემდეგაც, მასთან მივიდა პოლიცია, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს განყოფილებაში. 2016 წლიდან დღემდე მისი შვილიშვილი ა---------------ი არ სვამს სისტემატიურად და არ აყენებს ოჯახის წევრებს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ასეთ ფაქტს არ შესწრებია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (----------- მიხედვით, 2018 წლის 4 მაისს 04:00-04:30 საათზე, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობდა თ---–--–--------–----------ში, რომლის ეზოში არის ე.წ. ,,ვ------“, რომელსაც აქვს ორი კარი. დათვალიერებაში მონაწილე შ---------------–---ას მითითებით, მარჯვენა კარში არის მისი საძინებელი, სადაც იგი ცხოვრობს შვილებთან ა----- და მ----------------ებთან ერთად. მცირე ზომის ოთახში დგას მაგიდა, იატაკზე დევს ფიცრებისგან აწყობილი მცირე ზომის თარო, რომელშიც ალაგია სხვადასხვა ჭურჭელი და ასევე შავტარიანი სამზარეულოს დანა. შ---------------–---ას მითითებით, სწორედ აღნიშნული დანით დაემუქრა მისი შვილი ა---------------ი 2018 წლის 3 მაისს.
მოწმე ნ-------------–---–მა (ექსპერტი) განმარტა, რომ 2018 წლის 4 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად შვილი დედას ემუქრებოდა დანით, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რაც წარმოადგენდა სამგზავრო ვ-----ს და მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დაზარალებულმა შ---------------–---ამ მიუთითათ შავტარიან დანაზე და განმარტა, რომ სწორედ ამ დანით განხორციელდა მასზე მუქარა. ამოღებულ დანას, სისხლის ან რაიმე სხვა კვალი ეტყობოდა თუ არა არ ახსოვს, თუმცა რაიმე კვალი ხილული რომ ყოფილიყო, ოქმში და ნივთმტკიცების პაკეტზე აუცილებლად გაკეთდებოდა ამის შესახებ მითითება. ამოღებული დანა გადაეცა გამომძიებელს. იგი დაზარალებულზე ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია. დაზარალებულს ძალადობის კვალი ვიზუალურად არ ეტყობოდა.
მოწმე გ----------------მ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 4 მაისს ღამის საათებში პოლიციას განცხადებით მიმართა შ---------------–---ამ, რომ 2018 წლის 3 მაისს მისმა ვაჟმა ა---------------მა დაადო ყელზე დანა, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაემუქრა. მან გამოკითხა შ---------------–---ა, რომელმაც დაადასტურა, რომ ღამით სახლში დაბრუნდა მთვრალი ა---------------ი და დაემუქრა მას, რომ ყელს გამოჭრიდა. დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც, დაზარალებულმა მიუთითა დანაზე, რომლითაც მისი ვაჟი ემუქრებოდა. დანა ამოიღეს, თუმცა მასზე რაიმე სახის ექსპერტიზა არ ჩატარებულა. მან გამოკითხა ასევე დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - მ----------------ი, რომელიც შეესწრო დანაშაულს და დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმი, დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. მან, ასევე გამოკითხა ა---------------ის ბებია - ს----------–-----------, რომელმაც დაადასტურა, რომ ა---------------ი სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას შ---------------–---ას. იგი პირადად შ---------------–---აზე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N-------------------------------- მიხედვით, შ---------------–---ას სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით შვილის ა---------------ის ქმედებებით შ---------------–---ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------მ და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტის კვლევა დაეყრდნო, როგორც პირადად დაზარალებულთან გასაუბრებას, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მასალებს, კერძოდ დაზარალებულ შ---------------–---ას და მისი შვილის - მ----------------ის გამოკითხვის ოქმებს.
ა---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნა (-----------, რომლის მიხედვით, 2018 წლის 4 მაისს მოქალაქე შ---------------–---ას პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება კისრის წინა მარცხენა გვერდით ზედაპირზე, შუა მესამედში ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - მხარეებმა სადავოდ არ გახდეს, რის გამოც იგი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გამორიცხვით ადასტურებს ა---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ა---------------ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, ა---------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. როგორც აღინიშნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ა---------------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ხოლო მ----------------ის გამოკითხვის ოქმი, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული წინასასამართლო სხდომის ეტაპზე და ამოღებული იქნა სისხლის სამართლის საქმიდან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (----------- ამოღებული იქნა შავტარიანი დანა, რომლითაც, საგამოძიებო მოქმედების ოქმში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დაზარალებულ შ---------------–---ას ემუქრებოდა მისი ვაჟი (ოქმში ძალადობაზე საუბარი არ არის). სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული შ---------------–---ა, რომელსაც არ დაუდასტურებია ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, ასევე არ ჩატარებულა არანაირი კვლევა (გენეტიკური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური ან სხვა სახის), რითაც შესაძლებელი იქნებოდა, როგორც მინიმუმ, ა---------------ის ნივთმტკიცებასთან შემხებლობის სხვაგვარად დადგენა, რისი გათვალისწინებითაც, არ არის შესაძლებელი მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, უტყუარად დადგინდეს რაიმე ფაქტი ან გარემოება.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით (-----------, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 4 მაისს, შ---------------–---ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება კისრის წინა მარცხენა გვერდით ზედაპირზე, შუა მესამედში ნაკაწრის სახით, თუმცა ექსპერტის დასკვნით შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტის, მისი ლოკალიზაციის ან ხანდაზმულობის დადგენა, თუმცა ცალკე აღებული ამ მტკიცებულებით, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება თუ რა ვითარებაში მიიღო იგი დაზარალებულმა ან/და მიაყენა თუ არა იგი შ---------------–---ას ა---------------მა. იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული შ---------------–---ა, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში აღწერილი ექსპერტის გასაუბრება დაზარალებულთან დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად პირის კონკრეტულ ბრალდებაში გამტყუნებას.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების ნ-------------–---–ის, გ---------------ის, ასევე ს----------–-----------ს (ეს უკანასკნელი 2018 წლის 3 მაისს ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან მიმართებით) ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, სადაც მითითებული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირების, ძირითადად დაზარალებულ შ---------------–---ას მონათხრობს, რომელიც, სასამართლოში არ დაკითხულა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი ჩვენებებით უტყუარად დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სასამართლოში დაცვის მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა მოწმე ს----------–-----------ს 2018 წლის 28 მაისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით 2016 წლიდან დღემდე (გამოკითხულის 2018 წლის 28 მაისს) მისი შვილიშვილი ა---------------ი არ სვამს სისტემატიურად და არ აყენებს ოჯახის წევრებს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ასეთ ფაქტს არ შესწრებია.
იმ ვითარებაში, როდესაც მოწმე ს----------–-----------ს გამოკითხვის ოქმებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მათ შორის საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, სწორედ ა---------------ის მიერ, დედაზე სისტემატიური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოწმე 2018 წლის 23 მაისის გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, 2018 წლის 27 მაისის გამოკითხვის ოქმში კი, უარყოფს. ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N003485718 დასკვნას (დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------მ), სასამართლო განმარტავს, რომ ერთი მხრივ ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა მეტწილად დაეყრდნო, სწორედ დაზარალებულ შ---------------–---ას და მისი შვილის - მ----------------ის გამოკითხვის ოქმებს, რომელთა ჩვენებების მოსმენის შესაძლებლობა სასამართლოს არ ჰქონია, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა, უპირობოდ ვერ გახდებოდა პირის მსჯავრდების საფუძველი.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ა---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა---------------ის მიერ ძალადობრივი ქმედების და სიცოხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტები.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა---------------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ა---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი ა---------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი ა---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა---------------ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე