განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002885861
საქმე №1ბ/1020-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ნ-----------------ის,გამართლებულ: რ----–----------–---ის,ადვოკატ: ნ-------------ის,თარჯიმან: ზ----------------ს
მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–----------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პ---------------, დაოჯახებულის, ნასამართლეობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ-----------------------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----–----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ--–------------–--------------------–---------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ----–----------–---მა მეუღლეს, ფ-------–----ს, მოქაჩა თმა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. რ----–----------–---ის ძალადობრივი ქმედებებით ფ-------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით რ----–----------–---ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენის გაუქმება და რ----–----------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად ერთობლიობაში, არამედ ისინი განიხილა ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუფასებია მტკიცებულებები მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ერთმანეთის ობიექტურობას, ხოლო ერთობლიობაში მტკიცებულებები ადასტურებენ რ----–----------–---ის ბრალეულობას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----–----------–---ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ----–----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორი, მ-----–---------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც საინფორმაციო სამსახურის ,,112“-ის გამოძახების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თავის მეწყვილე ნ-----------–---–--ან ერთად გამოცხადდა ქ. რუსთავში არსებულ ე.წ. ინტერნატების დასახლებაში, ტ----------------–------–-. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ფ-------–----, რომელმაც უთხრა, რომ ღამით მისმა მეუღლემ რ----–----------–---მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჩაარტყა თავის არეში და შეაგინა. ასევე მოწმემ განმარტა, რომ რ----–----------–---მა თავის შვილს ზურგის არეში ხელი წაავლო, ხელი კრა და ინტიმურ ადგილებზე ეფერებოდა. სოციალურმა აგენტმაც იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რომლსაც აღნიშნული ინფორმაცია ბავშვმა (მ------–------ უთხრა. ამის შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, როგორც ფ-------–----ს, ისე მის ქალიშვილზე. ფ-------–----მ საინფორმაციო სამსახურში ,,112“-ში, მას შემდეგ დარეკა, რაც მისი მეუღლე წავიდა სახლიდან, როგორც მან განმარტა მანამდე დარეკვის ეშინოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თავად არ შესწრებია რ----–----------–---სა და ფ-------–----ს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტს, აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა ფ-------–----ს გადმოცემით, მას შემთხვევის ადგილზე რ----–----------–---ი არ დახვედრია. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი მ-------------- რომელმაც განმარტა, რომ დაგეგმილი იყო მ-----მ ც----- გამოკითხვა, თუმცა გამოკითხვა ვერ ჩატარდა, რადგან ბავშვმა არ უპასუხა კითხვებს. გამოკითხვისას მ------–----ს ჰკითხეს საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, მისმართი), რასაც არ უპასუხა. მ------–----ს ყურადღება გადაქონდა ოთახში არსებულ ნივთებზე, იხედებოდა ფანჯრიდან და არ სცემდა კითხვებს პასუხს. მოწმის განმარტებით, მათ (ფსიქოლოგმა) მისცა რეკომენდაცია აღარ გაეგრძელებინათ გამოკითხვა, რადგან ბავშვი იყო მცირეწლოვანი და ვერ კონცენტრირდებოდა კითხვებზე, ყურადღება გადაქონდა სათამაშოებზე და სხვადასხვა ნივთებზე. მ------–---- იყო ხალისიანი და ხატავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა დაზარალებულ ფ-------–----ს 2019 წლის 06
თებერვალს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ფ--------–---- ცხოვრობს ქ----------–-----------------------–------------------–ი, სამ მცირეწლოვან შვილთან 07 წლის მ------–----ს, 05 წლის ანასტასიას, 02 წლის დენის ც-----თან და მეუღლესთან რ----–----------–---თან ერთად, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაშია 2018 წლის მარტიდან, ხოლო შვილები ჰყავს პირველი ქმრისგან. რ----–--ს სახლში ხშირად მიჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, რაც ფ------ს არ მოსწონს და რ----–--ს რამდენიმეჯერ აუკრძალა სახლში მეგობრების მიყვანა, რის გამოც ერთმანეთში შეკამათდნენ, იჩხუბეს, რა დროსაც ხელიც კი დაურტყავს მისთვის. 2019 წლის 06 თებერვალს ღამით დაახლოებით 22:00 საათზე სახლში იმყოფებოდა თავის 07 წლის შვილთან მ------–----სთან ერთად, როდესაც რ----–--ი და ბ------, რომლის გვარიც მისთვის უცნობია სახლში მიიყვანა მათმა საერთო მეგობარმა ფ----მ, რომელიც მალე წავიდა. რ----–--მა მას ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა სახლში დალევა, რაზეც ფ------მ კატეგორიული უარი განაცხადა, რაზეც რ----–----------–---ი გაბრაზდა, მაგრამ შეურაცხყოფა არ მიუყენებია, შემდეგ ცოტახნით შევიდა საპირფარეშოში, გამოსვლისას დაინახა, რომ რ----–--მა ხელი დაარტყა მ-----ს ზურგზე და უთხრა, რომ საწოლში დაწოლილიყო და დაეძინა, ამის დანახვაზე ფ-------–---- გაუბრაზდა რ----–--ს და უთხრა რატომ ურტყავდა მ-----ს ხელს, რაზედაც რ----–--მა ფ------ს თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმა, რის შედეგადაც ფ-------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც შევიდა მ-----სთან ოთახში, მ------–----მ უთხრა, რომ რ----–--მა მას დაარტყა ხელი, ასევ უთხრა, რომ რ----–--მა მას ინტიმურ ადგილას მოჰკიდა ხელი რაც მ-----ს არ ესიამოვნა. სანამ ფ-------–---- ესაუბრებოდა ბავშვს, რ----–--ი და ბ------მ დატოვეს სახლი იმის შიშით, რომ ფ-------–---- გამოიძახებდა პოლიციას. ფ-------–----ს იმ ღამით არ დაურეკავს პოლიციაში, ვინაიდან რ----–--მა დაურეკა მას ტელეფონზე და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით თუ აღნიშნულის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში. დილით რ----–--ი ისევ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და სიტყვიერად განახორციელა მუქარა, კერძოდ დაემუქრა, რომ თუ პოლიციას მიმართავდა, მივიდოდა მასთან სახლში და მის შვილს გააუპატიურებდა, ამიტომ ყოველივე აღნიშნულის დაფიქსირების და პოლიციისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისთვის დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ფ--------–----მ განმარტებით, მიუხედავად რ----–--ის მუქარისა (ბავშვის გაუპატიურების შესახებ) იგი არასდროს შეუმჩნევია მსგავს ქმედებაში და რაიმე სახის გარყვნილ ქმედებაში. საპატრულო პოლიციის ადგილზე მოსვლისას მან განუმარტა, რომ რ----–--მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასვე განმარტა, რომ მისი შვილის, მ-----მ ც----- მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება, რაც მისთვის ბავშვისგან გახდა ცნობილი, თავად არ შესწრებია მსგავს ქმედებას, მხოლოდ ის დაინახა, რომ მ-----ს დაუყვირა ,,დაწექი დაიძინეო“ და თან ზურგის არეში დაარტყა ხელი. რაზადაც მოუვიდათ კონფლიქტი და რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე თავის გამოკითხვის ოქმში ასევე განმარტავს, რომ რ----–----------–---ს ზოგადად უყვარს ალკოჰოლის მიღება, რაც
მას არ სიამოვნებს და აღნიშნულის გამო ხშირად მოსდით ერთმანეთში კონფლიქტი. 2019 წლის 06 თებერვლის ფაქტამდე რ----–----------–---მა მას 2018 წლის 31 დეკემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში და პირზე აფარებდა ხელს, რათა საშველად არავისთვის დაეძახა. მოწმე განმარტავს რომ 2019 წლის 06 თებერვლის ცემის ფაქტს შეესწრო მისი 07 წლის შვილი მ------–----, ხოლო ბ------ იმ დროისთვის იმყოფებოდა სამზარეულოში და არ გამოსულა, შესაბამისად ბ------ს არ დაუნახავს ძალადობის ფაქტი, მაგრამ ჩხუბის ხმას აუცილებლად გაიგებდა. სხვა დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არავინ არ შესწრებია, შესაბამისად ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს მის გარდა ვერავინ დაადასტურებს. მოწმე განმარტავს, რომ რ----–--ს სხვა დროსაც მიუყენებია მის შვილისთვის (მ------–----სთვის) ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მას აღნიშნულის შესახებ არასდროს არ განუცხადებია სამართალდამცავებისთვის რადგან რ----–--ი ისევ განაგრძობდა მის მუქარას, ასვე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრეს და ტანჯვას, თავს გრძნობდა დამცირებულად, შეურაცხყოფილად.
სამედიცინო ექსპერტიზის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების, ექსპერტის მ--------–----------ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: გარეგანი დათვალიერებით ფ-------–----ს 07.02.2019წ სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად ერთობლიობაში, არამედ ისინი განიხილა ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუფასებია მტკიცებულებები მათი უტყუარობის თვალსაზრისით, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რ----–----------–---ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ რ----–----------–---ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სასამართლოში დაკითხული მოწმეების მ-----–---------–-–---–ის და მ-------------ს ჩვენებები, ასევე სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ ცნობილი მოწმეების: ლ---------------------------–---–---–-- გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ჩვენებები - რ----–----------–---ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის
ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ფ-------–----სგან მიღებულ ინფორმაციას, რომლის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ მოხდა გამოუცხადებლობის გამო.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რ----–----------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ----–----------–---ის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ რ----–----------–---მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა რ----–----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი რ----–----------–---ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი რ----–----------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ----–----------–---ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
რ----–----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
რ----–----------–---ს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ჩამორთმეული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას დამატებითი ღონისძიების სახით;
რ----–----------–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი