განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.09.2019
საქმის ნომერი
330310018002361713
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/442-19

N330310018002361713

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ნ--–--–-----–-ა, ე-–------------ა, ა---------------------ი, ლ----------------ი, თ-------------ა, გ-------–---ა, ნ----------ა, ვ-–----------------ა, ე-–------------ა, ს---------------ა, ნ-----–------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების საფუძველზე ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ს, ლ----------------ს, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ას და ნ-----–------------ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრძანებები, რომლითაც ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ს, ლ----------------ს, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ას და ნ-----–------------ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსი; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; მოპასუხეს -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, 2014 წლის 01 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ჰქმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძვლებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ--–--–-----–-ამ, ე-–------------ამ, ა---------------------მა, ლ----------------მა, თ-------------ამ, გ-------–---ამ, ნ----------ამ, ვ-–----------------ამ, ე-–------------ამ, ს---------------ამ და ნ-----–------------ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

 

1.2.2. ნ--–--–-----–-ამ, ე-–------------ამ, ა---------------------მა, ლ----------------მა, თ-------------ამ, გ-------–---ამ, ნ----------ამ, ვ-–----------------ამ, ე-–------------ამ, ს---------------ამ და ნ-----–------------ამ 2017 წლის 12 დეკემბერს N5------- განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინეს წერილობითი დოკუმენტები და მოითხოვეს წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ მტკიცებულებებად მიჩნევა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. განცხადებასთან ერთად სამინისტროში წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს მიმართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსადმი, რომელის თანახმად, ს-----------–--------–--------–--------------–--–---------ები 1993 წლამდე ცხოვრობდნენ გ---–-----–--------------------–-------აში, კ-----------–-----------------; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხურის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილი თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩ-------–----------------------–---------ში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N0------------- წერილი და დეკლარაცია, შედგენილი ნ--–--–-----–-ას მიერ 2007 წლის 9 აგვისტოს აფხაზეთში დარჩენილი უძრავი ქონების შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N4------------ საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ას მოქმედი და გაუქმებული (ვადის გასვლის გამო) პირადობის მოწმობები გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გ---–-----–--------------ს მიერ; მ------------–-------------------------ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას (2017 წლის 15 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა თავის შვილებთან ერთად 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩ-------–----------------------–---------ში; ი-----------------------–--------------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2017 წლის 30 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა ნამდვილად მუშაობდა გ---–-----–ის ავტომაღაზიის გვერდით მდებარე წიგნის მაღაზიაში; ნ--------------------------------ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება (2017 წლის 8 ნოემბერი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა თავის ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მისამართზე: გ---–-----–ის რაიონი, ს------–-----------------------–------------ი; კ-–----------–-------------–--–-----–-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2017 წლის 2 ივნისი), რომლის მიხედვით კ-–----------–------------–--–-----–-ა, როგორც თ-------------ას და ს---------------ას მასწავლებლები ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ--–--–-----–-ა 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა გ---–-----–ის რაიონის სოფელი მ------–---------------–----------------, შვილებთან - თ-------------ასთან და ს---------------ასთან ერთად, რომლებიც სწავლობდნენ კელასურის რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვალს N0------------ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განმცხადებლებს აცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი სამინისტროს მიერ განხილულ და გადაწყვეტილ იქნა, რის თაობაზეც მათ ეცნობათ 2015 წლის 17 თებერვლის N------------------------------------------–-–---------------–-------- წერილებით. ამასთან, განმცხადებლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად განემარტათ, რომ მათ განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე დაედო საფუძვლად ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებს მათთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, განმცხადებლებს N5------- განცხადების განხილვაზე ეთქვათ უარი.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანხმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მე-20 პუნქტის თანახმად დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების საფუძველზე, ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ს, ლ----------------ს, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ას და ნ-----–------------ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც, იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N3---------) ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების ბათილად ცნობისა და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა 2017 წლის 12 დეკემბერს N5------- განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინეს წერილობითი დოკუმენტები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს მათი საკითხის ხელახლა შესწავლა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და განმცხადებელთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

განმცხადებლები სამინისტროს განმეორებითი მიმართვის საფუძვლად მიუთითებდნენ და ეყრდნობოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს მიმართვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსადმი, რომლის თანახმად, ს-----------–--------–--------–--------------–--–---------ები 1993 წლამდე ცხოვრობდნენ გ---–-----–--------------------–-------აში, კ-----------–-----------------; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხურის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილს თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ--–--–-----–-ა 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩ-------–----------------------–---------ში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N0------------- წერილსა და დეკლარაციას, რომელთა მიხედვით ნ--–--–-----–-ას მიერ შევსებულ იქნა ელექტრონული დეკლარაცია აფხაზეთში დარჩენილი უძრავი ქონების თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N4------------ საინფორმაციო ბარათს, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ას მოქმედი და გაუქმებული (ვადის გასვლის გამო) პირადობის მოწმობები გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გ---–-----–--------------ს მიერ; მ------------–-------------------------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 15 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა თავის შვილებთან ერთად 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩ-------–----------------------–---------ში; ი-----------------------–-------------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 30 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა მუშაობდა გ---–-----–ის ავტომაღაზიის გვერდით მდებარე წიგნის მაღაზიაში; ნ--------------------------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 8 ნოემბერი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე: გ---–-----–ის რაიონი, ს------–-----------------------–------------ი; კ-–----------–-------------–--–-----–-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 2 ივნისი), რომლის მიხედვით კ-–----------–------------–--–-----–-ა, როგორც თ-------------ას და ს---------------ას მასწავლებლები, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნ--–--–-----–-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა გ---–-----–ის რაიონის სოფელი მ-----აში, შვილებთან - თ-------------ასთან და ს---------------ასთან ერთად, რომლებიც სწავლობდნენ კელასურის რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N0------------ გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი იმპერატიულად განმარტავს, რომ თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სამინისტროსათვის ახალ გარემოებაზე არ მიუთითებიათ, მართალია განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სამინისტროს წარუდგინეს ბოლო პერიოდში მოძიებული დოკუმენტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს წერილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხურის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N0------------- წერილი და დეკლარაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N4------------ საინფორმაციო ბარათი და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები), მაგრამ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაწილს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებებით ერთხელ უკვე მიეცა შეფასება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონების შესახებ დეკლარაციას (შევსებულია 2007 წლის 09 აგვისტოს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N4------------ საინფორმაციო ბარათს (ადასტურებს, რომ 1998 წლიდან არის ნ--–--–-----–-ა რეგისტრირებული გ---–-----–ში, სოფ. მ-----ა) და ფიზიკურ პირთა განმარტებებს, სასამართლოს შეფასებით, ისინი ვერ მიიჩნევა ახალი ფაქტობრივი მდგომარეობის ან დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ ახალი სამართლებრივი სტატუსის დადგენის საფუძვლად, შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ადგილი აქვს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლომ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადებით, ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

1.3.3. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლებზე და განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე, იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნება გაზიარებული.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ასკ-ის 33-ე მუხლზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 03.10.2018წ. N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ 2.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული, არ არსებობს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტები მიუთითებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავენ, რომ მართალია, ადგილი არ ჰქონია მათ სასარგებლოდ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს მიუთითეს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე (მტკიცებულებებზე), რომლებიც განაპირობებს მათთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასაშვებს ხდის ამგვარი ახალი მტკიცებულებების მიღებას და გათვალისწინებას, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. ადრე ცნობილ და წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი მტკიცებულებები ჰქმნიდა ერთიან უტყუარ სურათს იმის თაობაზე, რომ ისინი ნამდვილად დევნილთა ოჯახს წარმოადგენენ და კანონიერად ეკუთვნით სტატუსი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი პერიოდის განმავლობაში ატარებდნენ. განცხადებაში და სარჩელშიც მითითებული იყო კონკრეტულ ახალ მტკიცებულებებზე (მოწმეების: მ------------–----------------------------------------------–----------------------------------------------------–----------–----------–--–-----–-ას ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები), რომლებიც ადასტურებდნენ აფხაზეთში მათი მუდმივად ცხოვრების (მუშაობის და საშუალო სკოლაში სწავლების) ფაქტებს. მითითებული იყო თავის დროზე ამგვარი მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზებიც. სასამართლოს სთხოვდნენ, განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო იმ გარემოებისათვის, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი (მოწმეთა ახსნა-განმარტებები) მოპოვებულ იქნა სასამართლო წარმოების დასრულების შემდეგ. მათი მოპოვება თავის დროზე ვერ მოხერხდა, ვინაიდან გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ვერ იქნა მოძიებული მოწმედ დასახელებული პირების კოორდინატები, ვინაიდან ისინიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართებზე, რაც მოსარჩელეთათვის თავის დროზე არ იყო ცნობილი.რაც შეეხება ოჯახურ არქივს, ის დარჩა აფხაზეთში, მოსარჩელეთა სახლში და ფაქტიურად ვერაფრის გამოტანა ვერ მოხერხდა, დევნილობამდელი პერიოდის ფოტოსურათებიც კი აღარ გააჩნია ოჯახს. ადმინისტრაციულ ორგანოსაც და სასამართლოსაც უნდა გაეთვალისწინებინა საკითხის სპეციფიურობა და ახლად წარდგენილი მტკიცებულებების დაშვება უნდა მოეხდინა იმ საპატიო მიზეზის გათვალისწინებით, რაც მათთან მიმართებით, უდავოდ სახეზეა. საკითხი ეხებოდა 25 წლის წინანდელ ხდომილებას - ისინი იყვნენ დევნილის სტატუსის მატარებლები, ამ 25 წლის განმავლობაში, ეჭვის ქვეშ არ დამდგარა ის ფაქტი, რომ დევნილობის გამო მთელი საოჯახო არქივი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქვე დარჩა ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი, ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების დოკუმენტაცია და საარქივო მასალები და ა.შ. აღნიშნული გარემოებების ფონზე, მწირი და შეზღუდული შესაძლებლობებით მოძიებული ახალი მტკიცებულებები ასე ხელაღებით არ უნდა ყოფილიყო უარყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სულ მცირე, უნდა ემსჯელა მაინც, თუ რატომ არ მიიჩნია ისინი ახალ მტკიცებულებად და მანამდე მათი წარუდგენლობა რატომ არ მიიჩნია საპატიოდ. ეს გარემოება სასამართლომაც ყურადღების მიღმა დატოვა.

 

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობა სამინისტროს მიერ. აღნიშნული ნორმით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. აქტის დასაბუთება გაგებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ აქტის გამოცემამდე, უფლებამოსილმა ორგანომ დაწვრილებით, გულდასმით და ამომწურავად უნდა შეისწავლოს საკითხი, მოიძიოს და გამოიკვლიოს მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება და ამ გამოკვლევის შედეგაგ გამოკვეთილ ვითარებას მოარგოს ამ საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა. თავის მხრივ, სამართლებრივი ნორმის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ ნორმა სწორად იქნას გაგებული, აღქმული და განმარტებული და თანაც იმგვარი გააზრებით, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა გონივრული თანაშეწონადობის პრინციპის გამოყენებით, მაქსიმალურად იქნას მიღწეული მიზანი, რომელსაც ნორმა ემსახურება და რომელი მიზნის მისაღწევადაც ეს ნორმაა შექმნილი. ამისათვის კი საჭიროა კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი ნორმების ერთობლივი, ერთ ჭრილში განხილვა.

 

აპელანტები ასევე მიუთითებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის 961 მე-601 მუხლებზე და მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ და პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინეს აღნიშნული ნორმების მოთხოვნები, სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით, რომელიც მოითხოვს აქტის სრულფასოვან დასაბუთებას და რომელი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სამინისტროს მხრიდან გარემოებების შესწავლა და ახალი მტკიცებულებების შემოწმება არ მომხდარა, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და მათ განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა ზედაპირულად, რაც, გასაჩივრებული აქტის ბათილობის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.

 

აპელანტები მიიჩნევენ, რომ ისინი ნამდვილად წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რამდენადაც ნამდვილად ცხოვრობდნენ აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის დაკარგვამდე, მათთვის დევნილის სტაუსის ჩამორთმევა წარმოადგენს შეცდომას. აღნიშნულის დასადასტურებლად, სამინისტროშიც და სასამართლოშიც წარდგენილ იქნა ბოლო პერიოდში მოძიებული დოკუმენტები და მოთხოვნილ იქნა მათი განხილვა.

 

აპელანტები მიუთითებენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონზე და აღნიშნავენ, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვაგან, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.

 

აპელანტების მოსაზრებით, მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. 8.2 მუხლის თანახმად კი, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე კანონის 10.3 მუხლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 11.02.2015წ. №------------------------------------------------------------------ ბრძანებების საფუძველზე, მოსარჩელეებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 30.12.2014წ. №0------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა, რომლის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებითა და გასაუბრების კითხვარით არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც, კანონის 10.3 მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული პირებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3---------) ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას სარჩელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 11.02.2015წ. №------------------------------------------------------------------ ბრძანებების ბათილად ცნობისა და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.12.2016წ. Nბს-762-754(კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ასა და ნ-----–------------ას საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 01.06.2016წ. გადაწყვეტილება.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა 12.12.2017წ. განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინეს წერილობითი დოკუმენტები და ზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვეს მათი საკითხის ხელახლა შესწავლა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. სამინისტროს 05.02.2018წ. N0------------ გადაწყვეტილებით განმცხადებლებს უარი ეთქვა საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებელთა მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სსკ-ის მე-4, 102-103-ე მუხლებზე მითითებით სწორად განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, ექსპერტის დასკვნა. მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (სსკ-ის 102.3 მუხლი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეებს სამინისტროსათვის 12.12.2017წ. წარდგენილ განცხადებაში ახალ გარემოებებზე არ მიუთითებიათ, მართალია, ისინი განმარტავდნენ, რომ სამინისტროს წარუდგინეს ბოლო პერიოდში მოძიებული დოკუმენტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 20.08.2014წ. წერილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუხურის თემის ტერიტორიული ორგანოს 30.07.2015წ. N-- წერილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.08.2017წ. N0------------- წერილი და დეკლარაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 16.05.2017წ. N4------------ საინფორმაციო ბარათი და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები), თუმცა აღნიშნული დოკუმენტების ნაწილს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ, ერთხელ უკვე მისცეს შეფასება. რაც შეეხება 09.08.2007წ. შევსებულ უძრავი ქონების შესახებ დეკლარაციას, ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 16.05.2017წ. N4------------ საინფორმაციო ბარათს (რომლის თანახმად, ნ--–--–-----–-ა 1998 წლიდან არის რეგისტრირებული გ---–-----–ში, სოფ. მ-----აში) და ფიზიკურ პირთა განმარტებებს, აღნიშნული დოკუმენტები ვერ იქნება მიჩნეული ახალი ფაქტობრივი მდგომარეობის ან დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ ახალი სამართლებრივი სტატუსის დადგენის საფუძვლად. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ადგილი აქვს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რაც განაპირობებდა განმცხადებელთათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა, რომ ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--–--–-----–-ას, ე-–------------ას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ-------------ას, გ-------–---ას, ნ----------ას, ვ-–----------------ას, ე-–------------ას, ს---------------ას და ნ-----–------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი