განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
330210018002543534
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002543534

საქმე №2ბ/743-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – თ----------ე

წარმომადგენელი - დ-----------–--ე, ა----------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ზ----- ქ-----–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–--------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----------ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის (პირადი №0----------) მიმართ და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის (დაბადებული 2004 წლის 5 ივნისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 13 ივლისიდან) ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე თ----------ე და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი 2005 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

2.2. თ----------ე ზ------ ქ-----–---–თან, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–თან და ლ------- მ---------–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-------------------–----–-----------------------------.

 

2.3. მოსარჩელე თ----------ე და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. თ----------ეს და ზ----- ქ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 09 აგვისტოს ზ------ ქ-----–---–ი და 2004 წლის 05 ივნისს ე-–--- ქ-----–---–ი. ზ------ ქ-----–---–ი სრულწლოვანია.

 

2.5. თ----------ე და ზ----- ქ-----–---–ი განქორწინდნენ 2011 წლის 05 აგვისტოს.

 

2.6. თ----------ეს ბ--- მ---------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 08 სექტემბერს შეეძინა შვილი, ლ------- მ---------–---–ი.

 

2.7. მოსარჩელე თ----------ე 01.02.2017 წლიდან დასაქმებულია შპს ,,ბ-----------------------–----–“-ის წარმომადგენლობაში საქართველოში, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. ხელფასის გარდა მას ერიცხება კომპანიის მარკეტინგული აქტივობებისათვის განკუთვნილი ხარჯები.

 

2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, თ----------ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 3180.5 ლარს, მარტის თვეში - 809.78 ლარს, აპრილის თვეში - 2556.81 ლარს, მაისის თვეში - 3691.76 ლარს, ივნისის თვეში - 2624.39 ლარს, ივლისის თვეში - 3361 ლარს, აგვისტოს თვეში - 3379.99 ლარს, სექტემბრის თვეში - 2566.31, ოქტომბრის თვეში - 2569.9 ლარს, ნოემბრის თვეში - 3118.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 2441.23 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3336.9 ლარს, თებერვლის თვეში - 2620 ლარს, მარტის თვეში - 2620 ლარს, აპრილის თვეში - 2620 ლარს, მაისის თვეში - 3013 ლარს, ივნისის თვეში - 2886.25 ლარს, ივლისის თვეში - 2620 ლარს, აგვისტოს თვეში - 4314.99 ლარს და სექტემბრის თვეში - 2620 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,ბ-----------------------–----–ის წარმომადგენლობა საქართველოში“.

 

2.9. მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი ქორწინებაშია ნ--------------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 22 აპრილს გ------- ქ-----–---–ი და 2010 წლის 12 დეკემბერს მ------ ქ-----–---–ი.

 

2.10. ზ----- ქ-----–---–ი მეუღლესთან, ნ--------------–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან, გ------- ქ-----–---–თან და მ------ ქ-----–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი ბ------------–--–-----------------------------.

 

მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი და ოჯახის წევრების ზემოთაღნიშნულ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების ფაქტს. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ყოველთვიურად მის მიერ მითითებული თანხის - 400 (ოთხასი) ლარის ქირის სახით გადახდის ფაქტი.

 

2.11. ზ----- ქ-----–---–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1969.25 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 1575.40 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.

 

2.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ზ----- ქ-----–---–ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1806.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 1681.75 ლარს, ივლისის თვეში - 1681.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 1681.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1681.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 2931.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1931.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1681.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 2306.75 ლარს, ივლისის თვეში - 1969.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 1969.25 ლარს და 712.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1969.25 ლარს და 425 ლარს. ბოლო ორ თვეში დამსაქმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად მითითებულია შპს ,,მ-----“.

 

2.13. არასრულწლოვან გ------- ქ-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია: დისტონია G24.8, G96.9 - ცნს დაზიანება დაუზუსტებელი, ენაბლუობა F 98.5. მისთვის მიცემული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებია: გამოკვლევა, ნევროლოგის კონსულტაცია, ფსიქონევროლოგის კონსულტაცია, მეტყველების და ფიზიკური თერაპია, მასაჟი; არასრულწლოვანი მ------ ქ-----–---–ის დიაგნოზია: დისტონია G24.8, ტრემორი G25.0, G96.9 ცნს დაზიანება. მას ესაჭიროება წელიწადში ორჯერ ნევროლოგის კონსულტაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ - ფსიქონევროლოგის კონსულტაცია. ბავშვს რეაბილიტაციისათვის სჭირდება ფიზიკური თერაპია და მასაჟი; მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მეუღლეს, ნ--------------–---–ს დადგენილი აქვს დიაგნოზი: სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია, ძილის დარღვევა. მას დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. რეკომენდირებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია;

 

2.14. სს ,,თ----------ს“ და თ----------ეს შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიღებული სესხის მიზნობრიობად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ----------ის საკუთრებაში არსებული ქონება. ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიურად ბანკში გადასახდელი თანხა შეადგენს 527 (ხუთას ოცდაშვიდი) აშშ დოლარს;

თ----------ემ 2017 წლის 11 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, ბანკიდან მიიღო კრედიტი 1086.44 (ათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ასევე, სს ,,მირკოსფაინანსო ორგანიზაცია ს------------–ის“-გან 2018 წლის 23 ივნისს მიიღო კრედიტი 2070 (ორი ათას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 26 დეკემბერს სს ,,კ------------ის“-თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო თანხა 2998.73 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი;

 

თ----------ეს სს ,,ვ-----------ში“ საბანკო ანგარიშები არ უფიქსირდება;

 

მოსარჩელე თ----------ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------------ში“ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის თვის პერიოდისათვის ფიქსირდება გარკვეული ტრანზაქციების შესრულება;

 

2.15. უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე: ს-----------------------------–--------------–ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5----------- და თბილისი, ქ----–------–----–---–-- ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ფართი (მშენებარე), სართული 1, ბინა N106, ფართი 97.78 კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ----------ის სახელზე.

 

2.16. მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მიერ სს ,,ლ-------------ში“ შესრულებულია შემდეგი ტრანზაქციები (ფ---------------–---ას ანგარიშზე თანხის შეტანა): 2018 წლის 24 ივლისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 23 მაისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 აპრილს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 ივლისს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, 2017 წლის 25 სექტემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 23 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 25 ნოემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 26 ივნისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 24 აპრილს - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 23 მარტს - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 26 იანვარს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 29 მაისს - 300 (სამასი) ლარი, 2017 წლის 28 დეკემბერს - 400 (ოთხასი) ლარი და 2017 წლის 23 აგვისტოს - 500 (ხუთასი) ლარი; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–------------------–--–---------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფ---------------–---ას სახელზე;

 

ზ----- ქ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ში“ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში მიღებული აქვს შემდეგი გზავნილები: 2018 წლის 18 მაისს - 30 (ოცდაათი) ევრო, 2018 წლის 29 ივნისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 06 ივლისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 12 ივლისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 2018 წლის 26 ივლისს - 100 (ასი) ევრო და 2018 წლის 26 ივლისს - 200 (ორასი) ევრო. გამომგზავნს წარმოადგენს ი-------------–---–ი;

 

2.17. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით;

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 74), სადაც მოიაზრება კვების, მოვლის საშუალებების, მედიკამენტების, განათლების, კერძო რეპეტიტორებთან დამატებით მომზადების, სხვადასხვა აქტივობების და გართობის, დასვენების ხარჯები. მშობლებს, თ----------ეს და ზ----- ქ-----–---–ს შორის არ ყოფილა შეთანხმება არასრულწლოვანი ბავშვისათვის დამატებით კერძო რეპეტიტორთან მომზადების ან სხვადასხვა წრეებზე სიარულთან დაკავშრებით. მოპასუხე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის ნორმალური აღზრდისათვის საკმარისი იქნება ყოველთვიურად კვებისათვის - 100 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ხოლო 150 ლარი სხვადასხვა გასართობ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

 

საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.18. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე თ----------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი ე-–--- ქ-----–---–ი, რომელიც დაიბადა 2004 წლის 05 ივნისს (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ თ----------ეს და ზ----- ქ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 09 აგვისტოს ზ------ ქ-----–---–ი და 2004 წლის 05 ივნისს ე-–--- ქ-----–---–ი. ზ------ ქ-----–---–ი სრულწლოვანია. მხარეები 2005 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. თ----------ე და ზ----- ქ-----–---–ი განქორწინდნენ 2011 წლის 05 აგვისტოს (3.1.1., 3.2.1, 3.2.2). მოსარჩელე მხარეს ე-–--- ქ-----–---–ის გარდა ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2011 წლის 08 სექტემბერს დაბადებული ლ------- მ---------–---–ი (3.2.3). როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, თ----------ე თავის შვილებთან ზ------ ქ-----–---–თან, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–თან და ლ------- მ---------–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-------------------–----–-----------------------------. (3.1.2.). მოსარჩელე თ----------ე დასაქმებულია შპს ,,ბ-----------------------–----–“-ის წარმომადგენლობაში საქართველოში, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. ხელფასის გარდა მას ერიცხება კომპანიის მარკეტინგული აქტივობებისათვის განკუთვნილი ხარჯები (3.2.4). სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მას უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. კერძოდ, მის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 3180.5 ლარს, მარტის თვეში - 809.78 ლარს, აპრილის თვეში - 2556.81 ლარს, მაისის თვეში - 3691.76 ლარს, ივნისის თვეში - 2624.39 ლარს, ივლისის თვეში - 3361 ლარს, აგვისტოს თვეში - 3379.99 ლარს, სექტემბრის თვეში - 2566.31, ოქტომბრის თვეში - 2569.9 ლარს, ნოემბრის თვეში - 3118.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 2441.23 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3336.9 ლარს, თებერვლის თვეში - 2620 ლარს, მარტის თვეში - 2620 ლარს, აპრილის თვეში - 2620 ლარს, მაისის თვეში - 3013 ლარს, ივნისის თვეში - 2886.25 ლარს, ივლისის თვეში - 2620 ლარს, აგვისტოს თვეში - 4314.99 ლარს და სექტემბრის თვეში - 2620 ლარს (3.2.5).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ----------ეს აქვს საკრედიტო დავალიანება სს ,,თ----------თან“ და ასევე, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან (3.2.12). მოსარჩელე მხარის განმარტებით, სესხის მიღების მიზნობრიობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. საქმის მასალებით, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. ზ----- ქ-----–---–ი ქორწინებაშია ნ--------------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 22 აპრილს გ------- ქ-----–---–ი და 2010 წლის 12 დეკემბერს მ------ ქ-----–---–ი (3.2.6.). არასრულწლოვან ბავშვებს და ასევე, მოპასუხის მეუღლეს აქვთ გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (3.2.11). მათ სჭირდებათ სხვადასხვა სახის თერაპიული მკურნალობა და საჭირო მედიკამენტების მიღება. ოჯახი ცხოვრობს მისამართზე თბილისი ბ------------–--–----------------------------. მოპასუხე მხარე მიუთითებს ზემოთაღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტზე, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის ქირავნობით ცხოვრების ფაქტს. საქმეს არ ერთვის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სს ,,ლ-------------ის“ ანგარიშზე თანხის შეტანის დოკუმენტი ვერ მიიჩნევა ქირის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული არ არის კონკრეტულად რა დანიშნულებით მოხდა ზ----- ქ-----–---–ის მიერ თანხის შეტანა ზემოაღნიშნულ საბანკო ანაგრიშზე (3.2.14). მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად, სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება ოჯახის წევრებთან ერთად ქირით ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1969.25 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 1575.40 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს. საქმეში არსებული სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ზ----- ქ-----–---–ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1806.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 1681.75 ლარს, ივლისის თვეში - 1681.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 1681.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1681.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 2931.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1931.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1681.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 2306.75 ლარს, ივლისის თვეში - 1969.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 1969.25 ლარს და 712.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1969.25 ლარს და 425 ლარს. ბოლო ორ თვეში დამსაქმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად მითითებულია შპს ,,მ-----“. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებში დაფიქსირებული თანხები მიიჩნევა მოპასუხე მხარის შემოსავლად. საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარესაა, რომელსაც უნდა ემტკიცებინა, რომ მითითებული თანხა წარმოადგენს არა მის მიერ მიღებულ შემოსავალს, არამედ სხვა დანიშნულებით შემოსულ თანხას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ზ----- ქ-----–---–ის მიერ სს ,,ს----------–--------ში“ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში მიღებულ გზავნილებს (3.2.14), თავად მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული გზავნილები განხორციელებულია მოპასუხის მეუღლის, ნ--------------–---–ის დედის, ი-------------–---–ის მიერ და განკუთვნილია მოპასუხის მეუღლისათვის. საწინააღმდეგო გარემოებაზე, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე არასრულწლოვან შვილს ფინანსურად საერთოდ არ ეხმარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად ე-–--- ქ-----–---–ის საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარი, სადაც მოიაზრება კვების, მოვლის საშუალებების, მედიკამენტების, განათლების, კერძო რეპეტიტორებთან დამატებით მომზადების, სხვადასხვა აქტივობების და გართობის, დასვენების ხარჯები. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე მუხლები). მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–ისათვის საჭიროა ყოველთვიური თანხის გათვალისწინება სკოლის პარალელურად კერძო რეპეტიტორებთან მოსამზადებლად, თუმცა მას არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ბავშვის დამატებით მომზადების აუცილებლობასა და ყოველთვიურად თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულზე მოსარჩელე თ----------ე მოპასუხე მხარეს, მეორე მშობელს არ შეთანხმებია. მშობლებს ურთიერთშეთანხმების ვალდებულება აქვთ მაშინაც, თუკი ერთ-ერთი მათგანი არ ასრულებს მშობლის მოვალეობას და არ უზრუნველყოფს არასრულწლოვანს აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო თანხით. მოპასუხე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის ნორმალური აღზრდისათვის საკმარისი იქნება ყოველთვიურად კვებისათვის - 100 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ხოლო 150 ლარი სხვადასხვა გასართობ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ალიმენტის მიმღები პირის საჭიროებები. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.

 

სასამართლოს შეფასებით, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლომ გაიზიარა მოტივაცია ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში მიიღო სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 13.12.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს და ნოემბრის თვისათვის - 174.3 ლარს. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. განსახილველ დავაზე, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის შემოსავლის ოდენობაზე, რომლის ნახევრის სამ ნაწილად (მოპასუხეს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი) განაწილების შემთხვევაში, მიღებული თანხის ოდენობა იქნება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, ხოლო შემოსავლის ნახევარს მოპასუხე განკარგავს თავისი პირადი შეხედულებით. სასამართლოს მოსაზრებით, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–ის ინტერესებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოპასუხე ზ----- ქ-----–---–თან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების, გ------- ქ-----–---–ის და მ------ ქ-----–---–ის უფლება - მშობლისგან მიიღონ აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები. გარდა აღნიშნული მსჯელობისა, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმუმი ოდენობა (საშუალოდ 177-180 ლარი), რასაც უნდა დაემატოს არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა და მიღებული თანხის დაანაგრიშება უნდა მოხდეს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელი დასაქმებულია, აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად შესწევთ უნარი, უზრუნველყონ არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯი. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება თ----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ - არასრულწლოვან შვილზე - ე-–--- ქ-----–---–ის (დაბადებული 2001 წლის 05 ივნისს) მზრუნველობას და მის რჩენა-აღზრდას სრულად უზრუნველყოფს დედა თ----------ე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ე-–--- ქ-----–---–ი.

ბავშვს ასაკის გათვალისწინებით, ჯანსაღი, პოზიტიური განვითარებისათვის ესაჭიროება ცხოვრების ნორმალური პირობები, რაც მოიცავს შვილის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიცაა: ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, სრულფასოვანი კვება, ჰიგიენური ნივთები, ტანსაცმელი, განათლების მიცემა, დასვენება, სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩართულობა და ა.შ, აღნიშნული საჭიროებებისთვის კი არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–ს ყოველთვიურად სჭირდება მინიმუმ - 1223 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სასამართლოს მიერ ზ----- ქ-----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ქ-----–---–ის სასარგებლოდ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 250 ლარი არ გახლავთ გონივრულ შესაბამისობაში ბავშვების საჭიროებებთან. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მათი ნორმალურ პირობებში აღზრდისათვის ნაკისრი აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები, ცალსახაა, რომ დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის საჭირობებისათვის საჭირო ხარჯების გაღებას.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების ხარჯების დამოუკიდებლად და სრულად უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე, გონივრულია მამისთვის ალიმენტის დაკისრება 700 ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე უარს აცხადებს ბავშვის აღზრდაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია საამისოდ საკმარისი მატერიალური სახსრები. ნაცვლად ამისა, მოწინააღმდეგე მხარე უგულებელყოფს საკუთარი შვილის საჭიროებებს და თავის შემოსავალს მთლიანად პირადი მიზნებისთვის იყენებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზ----- ქ-----–---–ი, როგორც მრავალშვილიანი მამა ყოველთვიურად იღებს სოციალურ დახმარებას - 200 ლარის ოდენობით, რითაც ცხადია არღვევს მშობლის კანონისმიერ ვალდებულებებს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ----------ეს აქვს საკრედიტო დავალიანება სს ,,თ----------თან“ და ასევე, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, სესხის მიღების მიზნობრიობას კი წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, რაც თავის მხრივ, ემსახურება არასრულწლოვანი შვილებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას. ცხადია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, რომელიც სწორედ რომ სიმბოლური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის მაქსიმალურ ინტერესსა და საჭიროებებს.

 

აპელანტის შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარეს - ზ---- ქ-----–---–ს ყოველთვიურად სოლიდური ოდენობით უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, ასევე, როგორც მრავალშვილიან მამას ერიცხება სოციალური დახმარება, გარდა ამისა, სს ,,ს----------–--------ში“ გზავნილის სახით იგი იღებს გარკვეული თანხებს, ცხადია, მოცემულ პირობებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 250 ლარი გახლავთ არაგონივრული და შეუსაბამოა არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებებთან მიმართებით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას კი გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ალიმენტის მიმღები პირის საჭიროებები, მოწინააღმდეგე მხარის შემოსავალი ყოველთვიურად საშუალოდ - 1,575 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარს შეადგენს, რომლის გარდა მოწინააღმდეგე მხარეს ცხადია, რომ გააჩნია სხვა სახის შემოსავალი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში უფიქსირდება და ჯამში შეადგენს ხელზე ასაღებ - 910 (ცხრაას ათი) ლარს, რაც ცალსახად დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით, მოცემულ პირობებში კი, მაშინ როდესაც სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, ჩვენთვის სრულიად დაუდგენელი და გაურკვეველია თუ რა პრინციპით, პროპორციულობით და რის გათვალისწინებით მოახდინა სასამართლომ ალიმენტის განსაზღვრა - 250 ლარის ოდენობით, რომელიც რეალურად ცხადია ვერ უზრუნველყოფს სარჩენი პირისათვის - ე-–--- ქ-----–---–ის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამავდროულად, აპელანტის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 250 ლარი სრულად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი - ე-–--- ქ-----–---–ის საჭიროებებს და არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ცხადია, სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლის ამგვარი პროპორციულობით განაწილება, კერძოდ შემოსავლის ნახევრის მოპასუხისათვის პირადი შეხედულებით განსაკარგად მიკუთვნება, არ არის მიზანშეწონილი და არ მოიცავს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის სწორ შეფასებასა და განმარტებას არარულწლოვანის ინტერესებთან მიმართები, მით უფრო იმ გარემოების არსებობის პირობებში, როდესაც ზ----- ქ-----–---–ი, როგორც მრავალშვილიანი მამა ყოველთვიურად იღებს სოციალურ დახმარებას - 200 ლარის ოდენობით, რაც თავის მხრივ არ უნდა იქნეს გამოყენებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ პირადი მიზნებისთვის და სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული იმგვარად, მითითებული თანხა პირდაპირ პროპორციულად გაენაწილებინა მოწინააღმდეგე მხარის არასრულწლოვანი შვილებისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები, ბავშვის ნორმალურ პირობებში რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯები, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორი პრინციპითა და პროპორციულობით იქნა გამოთვლილი და განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 250 ლარით, რომელიც ცალსახაა, რომ არათუ არასრულწლოვანი ბავშვის მაქსიმალურ ინტერესს ითვალისწინებს, არამედ ატარებს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს, არ მოიცავს იმ გარანტირებულ მინიმუმსაც კი რითაც შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილ იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება თ----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად თ----------ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე თ----------ე და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი 2005 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას; თ----------ე ზ------ ქ-----–---–თან, არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–თან და ლ------- მ---------–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-------------------–----–-----------------------------. მოსარჩელე თ----------ე და მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში; თ----------ეს და ზ----- ქ-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 09 აგვისტოს ზ------ ქ-----–---–ი და 2004 წლის 05 ივნისს ე-–--- ქ-----–---–ი. ზ------ ქ-----–---–ი სრულწლოვანია. თ----------ე და ზ----- ქ-----–---–ი განქორწინდნენ 2011 წლის 05 აგვისტოს. თ----------ეს ბ--- მ---------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 08 სექტემბერს შეეძინა შვილი, ლ------- მ---------–---–ი.

მოსარჩელე თ----------ე 01.02.2017 წლიდან დასაქმებულია შპს ,,ბ-----------------------–----–“-ის წარმომადგენლობაში საქართველოში, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. ხელფასის გარდა მას ერიცხება კომპანიის მარკეტინგული აქტივობებისათვის განკუთვნილი ხარჯები.

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, თ----------ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 3180.5 ლარს, მარტის თვეში - 809.78 ლარს, აპრილის თვეში - 2556.81 ლარს, მაისის თვეში - 3691.76 ლარს, ივნისის თვეში - 2624.39 ლარს, ივლისის თვეში - 3361 ლარს, აგვისტოს თვეში - 3379.99 ლარს, სექტემბრის თვეში - 2566.31, ოქტომბრის თვეში - 2569.9 ლარს, ნოემბრის თვეში - 3118.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 2441.23 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3336.9 ლარს, თებერვლის თვეში - 2620 ლარს, მარტის თვეში - 2620 ლარს, აპრილის თვეში - 2620 ლარს, მაისის თვეში - 3013 ლარს, ივნისის თვეში - 2886.25 ლარს, ივლისის თვეში - 2620 ლარს, აგვისტოს თვეში - 4314.99 ლარს და სექტემბრის თვეში - 2620 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,ბ-----------------------–----–ის წარმომადგენლობა საქართველოში“.

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი ქორწინებაშია ნ--------------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 22 აპრილს გ------- ქ-----–---–ი და 2010 წლის 12 დეკემბერს მ------ ქ-----–---–ი.

 

ზ----- ქ-----–---–ი მეუღლესთან, ნ--------------–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან, გ------- ქ-----–---–თან და მ------ ქ-----–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი ბ------------–--–-----------------------------. მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი და ოჯახის წევრების ზემოთაღნიშნულ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების ფაქტს. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ყოველთვიურად მის მიერ მითითებული თანხის - 400 (ოთხასი) ლარის ქირის სახით გადახდის ფაქტი.

ზ----- ქ-----–---–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1969.25 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 1575.40 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინსტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ზ----- ქ-----–---–ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1806.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 1681.75 ლარს, ივლისის თვეში - 1681.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1681.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 1681.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1681.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 2931.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1931.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1681.75 ლარს, თებერვლის თვეში - 1681.75 ლარს, მარტის თვეში - 1681.75 ლარს, აპრილის თვეში - 1681.75 ლარს, მაისის თვეში - 1681.75 ლარს, ივნისის თვეში - 2306.75 ლარს, ივლისის თვეში - 1969.25 ლარს, აგვისტოს თვეში - 1969.25 ლარს და 712.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1969.25 ლარს და 425 ლარს. ბოლო ორ თვეში დამსაქმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად მითითებულია შპს ,,მ-----“.

არასრულწლოვან გ------- ქ-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია: დისტონია G24.8, G96.9 - ცნს დაზიანება დაუზუსტებელი, ენაბლუობა F 98.5. მისთვის მიცემული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებია: გამოკვლევა, ნევროლოგის კონსულტაცია, ფსიქონევროლოგის კონსულტაცია, მეტყველების და ფიზიკური თერაპია, მასაჟი; არასრულწლოვანი მ------ ქ-----–---–ის დიაგნოზია: დისტონია G24.8, ტრემორი G25.0, G96.9 ცნს დაზიანება. მას ესაჭიროება წელიწადში ორჯერ ნევროლოგის კონსულტაცია, ხოლო წელიწადში ერთხელ - ფსიქონევროლოგის კონსულტაცია. ბავშვს რეაბილიტაციისათვის სჭირდება ფიზიკური თერაპია და მასაჟი; მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მეუღლეს, ნ--------------–---–ს დადგენილი აქვს დიაგნოზი: სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია, ძილის დარღვევა. მას დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა. რეკომენდრიებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია;

სს ,,თ----------ს“ და თ----------ეს შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მიღებული სესხის მიზნობრიობად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის შეძენა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ----------ის საკუთრებაში არსებული ქონება. ხელშეკრულების თანახმად ყოველთვიურად ბანკში გადასახდელი თანხა შეადგენს 527 (ხუთას ოცდაშვიდი) აშშ დოლარს; თ----------ემ 2017 წლის 11 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, ბანკიდან მიიღო კრედიტი 1086.44 (ათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ასევე, სს ,,მირკოსფაინანსო ორგანიზაცია ს------------–ის“-გან 2018 წლის 23 ივნისს მიიღო კრედიტი 2070 (ორი ათას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 26 დეკემბერს სს ,,კ------------ის“-თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო თანხა 2998.73 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარი; თ----------ეს სს ,,ვ-----------ში“ საბანკო ანგარიშები არ უფიქსირდება; მოსარჩელე თ----------ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ-------------ში“ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრის თვის პერიოდისათვის ფიქსირდება გარკვეული ტრანზაქციების შესრულება;

უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე: ს-----------------------------–--------------–ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5----------- და თბილისი, ქ----–------–----–---–-- ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ფართი (მშენებარე), სართული 1, ბინა N106, ფართი 97.78 კვ.მ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ----------ის სახელზე.

მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მიერ სს ,,ლ-------------ში“ შესრულებულია შემდეგი ტრანზაქციები (ფ---------------–---ას ანგარიშზე თანხის შეტანა): 2018 წლის 24 ივლისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 23 მაისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 აპრილს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 24 ივლისს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, 2017 წლის 25 სექტემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 23 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 25 ნოემბერს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 26 ივნისს - 400 (ოთხასი) ლარი, 2018 წლის 24 აპრილს - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 23 მარტს - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი, 2018 წლის 26 იანვარს - 400 (ოთხასი) ლარი, 2017 წლის 29 მაისს - 300 (სამასი) ლარი, 2017 წლის 28 დეკემბერს - 400 (ოთხასი) ლარი და 2017 წლის 23 აგვისტოს - 500 (ხუთასი) ლარი; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–------------------–--–---------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფ---------------–---ას სახელზე; ამავდროულად, ზ----- ქ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ში“ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში მიღებული აქვს შემდეგი გზავნილები: 2018 წლის 18 მაისს - 30 (ოცდაათი) ევრო, 2018 წლის 29 ივნისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 06 ივლისს - 100 (ასი) ევრო, 2018 წლის 12 ივლისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 2018 წლის 26 ივლისს - 100 (ასი) ევრო და 2018 წლის 26 ივლისს - 200 (ორასი) ევრო. გამომგზავნს წარმოადგენს ი-------------–---–ი.

მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ის საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ თ----------ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის იმგვარი ქონებრივი და მატერიალური მდგომარეობის არსებობის დადასტურება, რაც პალატას საშუალებას მისცემს, იმსჯელოს ზ----- ქ-----–---–ისთვის არასწრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 700 ლარის დაკისრების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები 2005 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ე-–--- ქ-----–---–ი ცხოვრობს დედასთან ერთად. დადგენილია, რომ როგორც აპელანტი, ასევე მოწინააღმდეგე მხარეც დასაქმებულია და მოცემული მდგომარეობით, ზ----- ქ-----–---–ის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1300.46 ლარს (იხ. ტომი 3, ს.ფ. 19). სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენილი ცნობიდან კი ირკვევა, რომ მის ხელფასს დღეისათვის შეადგენს 1195 ლარი. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).

 

პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

 

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

 

პალატა შენიშნავს, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). პალატა შენიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აპელანტზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- ქ-----–---–ი ქორწინებაშია ნ--------------–---–თან და გარდა ე-–--- ქ-----–---–ისა, მეორე ქორწინებაში მას შეეძინა კიდევ ორი შვილი - 2009 წლის 22 აპრილს გ------- ქ-----–---–ი და 2010 წლის 12 დეკემბერს მ------ ქ-----–---–ი, ამასთან, მოცემული მდგომარეობით ელოდება მეოთხე შვილს (იხ. ტომი 3, ს.ფ. 20-21). არასრულწლოვან ბავშვებს და ასევე მოწინააღმდეგე მხარის მეუღლეს აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებენ სხვადასხვა სახის თერაპიულ მკურნალობასა და მედიკამენტების მიღებას. დადგენილია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ----- ქ-----–---–ის ყოველთვიური შემოსავალი შემცირდა, აპელანტი კი ვერ ასაბუთებს მის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ არასრულწლოვან ე-–--- ქ-----–---–ს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად სჭირდება საშუალოდ 1223 (ათას ორას ოცდასამი) ლარი, სადაც მოიაზრება კვების, მოვლის საშუალებების, მედიკამენტების, განათლების, კერძო რეპეტიტორებთან დამატებით მომზადების, სხვადასხვა აქტივობების და გართობის, დასვენების ხარჯები. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას მასზედ, რომ მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ----- ქ-----–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - 250 ლარის ოდენობით სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენს, არასრულწლოვნის ინტერესების და აპელანტის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, პალატა მიიჩნევს, რომ თ----------ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი