განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002518230
საქმე №1ბ/441-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
6 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლევან ვეფხვაძე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ლ-–---------- ვ---–----ი (პირადი ნომერი: 0----------), დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თბილისში, მ------------–-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წელი.
ადვოკატი: ლაშა ხარშილაძე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–---------- ვ---–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლაშა ხარშილაძემ და ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ.თბილისში, მე-3 დოლაბაურის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–---------- ვ---–----იმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით ი---- რ------ეს მოკვლის მიზნით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის არეში, რომელსაც სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. აღნიშნული ქმედებით ი---- რ------ეს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ი---- რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კოჯორში, სადაც აღნიშნავდნენ ს-------- ლ----ის დაბადების დღეს. სულ იქნებოდა 15-20 ადამიანი, მათ შორის ზ------ ლ----ე, მისი და - ს-------- ლ----ე, ბ----- ბ-------ე, ბ----- ბ-------ე, ბ--- ა----–--ე, ს----- (ი-----) ჯ---–---–ი და სხვები. მიირთვეს ალკოჰოლი და ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ორთაჭალაში გოგონები სახლში წავიდნენ, ბიჭები ლ-–---------- ვ---–----ის სანახავად, რომელთანაც მანამდე ს-------- ლ----ის ტელეფონზე უსიამოვნება მოუვიდა ბ----- ბ-------ეს და უნდოდა მისი ნახვა. 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ----- ბ-------ე ბორდიურზე ესაუბრებოდა ჩაკუზულ ლ-–----------ს. მათ შორის დაძაბული საუბარი არ ყოფილა, თუმცა ისინი საუბრისას ხელებს იშველიებდნენ, რის გამოც, იგი მიუახლოვდათ და ლ-–---------- გაიცნო. გარშემო იყო ხალხმრავლობა, რის გამოც მან, ბ----- და ბ----- ბ-------ეებმა, ი----- ჯ---–---–მა, ლ-–----------მ და მისმა თანმხლებმა ოთხმა პირმა გადაინაცვლეს ხევისკენ. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ბ----- და ლ-–----------, რომლებსაც იგი მიუახლოვდა და საუბარი მასსა და ლ-–----------ს შორის გაგრძელდა. იგი შეეკითხა ლ-–----------ს, რა უნდოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მილიონი, რასაც მოყვა მათ შორის კონფლიქტი. ლ-–----------მ შეურაცხყოფა მიაყენა მას და საუბარი დაეძაბათ. იგი შეტრიალდა ბიჭებისკენ, რადგან ლ-–----------ს საუბრიდან აზრი ვერ გამოიტანა, რა დროსაც უკნიდან იგრძნო ორი დარტყმა. როცა შეტრიალდა პირველი დაინახა ლ-–----------, რომელსაც ხელი დაარტყა, თუმცა ეს უკანასკნელი არ წაქცეულა და ხელი შეუბრუნა. ლ-–----------ს გარდა, კიდევ იდგნენ სხვა ბიჭები, თუმცა ლ-–---------- მასთან ყველაზე ახლოს იდგა და იმიტომ დაარტყა. შემოტრიალებისას ლ-–----------ს სახეში უყურებდა, ხელზე არ შეუხედავს. ლ-–----------სთან მივიდა მისი ახლობელი, ხელი მოკიდა და იქაურობას სირბილით გაარიდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, იგრძნო დაბუჟება, ხელი მოისვა სხეულზე და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი, თუმცა მანამდე დაჭრის მომენტი არ უგრძვნია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. ამ დროს მაისური არ ეცვა, თუმცა როდის გაიხადა, არ ახსოვს. მან, თავად გააჩერა ტაქსი და საავადმყოფოში მივიდა, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. სამი ჭრილობა ჰქონდა, ორი ზურგში და ერთი გვერდში. შემთხვევის ადგილი იყო განათებული გარე განათების ლამპიონებით და საუბრისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხედავდნენ.
მოწმე ი----- ჯ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კოჯორში, მისი მეგობრის ზ------ ლ----ის დის - ს-------- ლ----ის დაბადების დღეზე, სადაც შეიკრიბა 15-20 ადმიანი, მათ შორის ზ------ ლ----ე, ს-------- ლ----ე, მისი მეგობარი ბ----- და ბ-----ი (ბ-------ეები), ი---- რ------ე და სხვები. ღამის 11-12 საათამდე იქეიფეს და დაშლას აპირებდნენ, როდესაც შენიშნა, რომ ბ-----ს და ზ------ს შეწუხებული სახეები ჰქონდათ, აპირებდნენ ისანში წასვლას, რადგან ს--------ს ვიღაც აწუხებდა ტელეფონით. ის, ზ------ი, ბ-----ი და ვ---- მივიდნენ დოლაბაურის ქუჩაზე, სადაც ბ-----მ და ლ-–----------მ დაიწყეს საუბარი, თუმცა, ვინაიდან უბანში ხალხი იყო შეკრებილი, სასაუბროდ გადაინაცვლეს 100 მეტრში, ხევისკენ. გზაში ბ----- ესაუბრებოდა ლ-–----------ს, თავად - ლ-–----------ს მეგობარს. ი---- რ------ე ჩაერია ბ-----ს და ლ-–----------ს საუბარში. ბ-----მ და ბ-----მა ლ-–----------ს მეგობართან განაგრძეს საუბარი. ლ-–----------სა და ი----ს საუბარი დაეძაბათ, თავებიც მიადეს ერთმანეთს. ი---- ეუბნებოდა, რა გინდაო? რაზეც ლ-–----------მ ირონიულად უპასუხა, მილიონი დოლარიო და შეურაცხყოფა მიაყენა ი----ს, რომელიც მიტრიალდა, ზურგი აქცია ლ-–----------ს და იკითხა, იყო თუ არა ვინმე, ვისაც რამეს გააგებინებდა. იგი მოჩხუბრებისგან 2-3 მეტრის მანძილში იდგა და დაინახა, ლ-–----------მ როგორ წაიღო უკან ხელი და ორჯერ დაარტყა დანა ვ---- რ------ეს. მან მაშინვე აღიქვა მეტალის ელვარება და მიხვდა, რომ ლ-–----------ს ხელში დანა ეკავა. ი----მ იყვირა, დამჭრესო, მერე მიუბრუნდა ლ-–----------ს და სახეში გაარტყა ხელი. ლ-–---------- წაბორძიკდა და ისევ დაარტყა ხელი ი----ს. ამასობაში, ბ----- და ბ-----ი უფრო აგრესიულები გახდნენ, თუმცა მან მიუთითათ, რომ ადამიანი იყო დაჭრილი. ლ-–---------- მეგობრებმა გაიყვანეს. მოგვიანებით, იგი მივიდა ე.წ. ,,არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც ი----ს უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია. მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოიღეს სისხლის ლაქები და სისხლიანი მაისური. ასევე მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ლ-–---------- ვ---–----ი.
მოწმე ბ----- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კოჯორში, სადაც დაახლოებით 15 მეგობართან ერთად აღნიშნა მისი შეყვარებულის - ს-------- ლ----ის დაბადების დღე. ღამის 11-12 საათისთვის დაიშალნენ. სუფრასთან ყოფნისას ს--------ს დაურეკა ლ-–---------- ვ---–----იმ. ტელეფონს მან უპასუხა და აუხსნა ლ-–----------ს, თუ ვინ იყო იგი ს--------სთვის. შეყვარებულმა აუხსნა, რომ ლ-–---------- მას ურეკავდა ხოლმე. მან გადაწყვიტა ლ-–----------ს სანახავად წასულიყო. მას გაყვნენ - მისი ძმა - ბ----- ბ-------ე, ი---- რ------ე, ი----- ჯ---–---–ი, ზ------ ლ----ე და სხვები. შეხვდა ლ-–----------ს, რომელიც მეგობრებთან ერთად ელოდებოდა. მან ხელკავი გაუყარა ლ-–----------ს და სასაუბროდ გადაინაცვლეს მოშორებით. არკვევდნენ, რატომ ურეკავდა ეს უკანასკნელი მის შეყვარებულს. ხალხმრავალი ადგილი იყო, რის გამოც 100-150 მეტრით მოშორებით გადაინაცვლეს ხევისკენ, სადაც ასევე იყვნენ მისი ძმა, ი----- ჯ---–---–ი, ი---- რ------ე და ლ-–----------, რომელსაც ახლდა რამდენიმე პირი. იგი აპირებდა ლ-–----------სთან საუბრის დაწყებას, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ი---- რ------ე, რომელიც შეეკითხა ლ-–----------ს, რა უნდოდა, რაზეც ამ უკანასკენლმა უპასუხა, რომ მილიონი, რასაც მოყვა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა. ლ-–---------- და ი---- ყვიროდნენ და ერთმანეთისკენ იწევდნენ. ი----მ ზურგი შეაქცია ლ-–----------ს, რადგან ლ-–----------ს ვერაფერი გააგებინა. იგი ამ დროს ლ-–----------ს მეგობარს ესაუბრებოდა, რის გამოც ლ-–----------სთვის და ი----სთვის ყურადღება არ მიუქცევია. როცა მიტრიალდა, დაინახა, რომ ი---- და ლ-–---------- ჩხუბობდნენ, ი----მ ჯერ თავი მიადო ლ-–----------ს, შემდეგ კი, ხელი დაარტყეს ერთმანეთს. ჩხუბი მაშინვე დამთავრდა. ლ-–---------- არ გაქცეულა, მეგობართან ერთად წავიდა. ი---- რ------ე გინებით და ყვირილით აუყვა ხევს, თუმცა მისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ლ-–----------ს უყურებდა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა დასამთავრებელი. ამ დროს ი----- ჯ---–---–მა უთხრა, რომ ი---- რ------ე იყო სისხლიანი. მოგვიანებით იგი მივიდა ე.წ. ,,არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც გაიგო, რომ ი---- იყო დაჭრილი და უტარდებოდა ოპერაცია. ჩხუბის დროს ი----ს ლ-–----------ს არც ერთი მეგობარი ფიზიკურად არ შეხებია. მარტო ლ-–---------- და ი---- ჩხუბობდნენ. მოჩხურებთან გასაშველებლად დანარჩენებიც მივიდნენ, თუმცა წამიერად დაშოშმინდნენ ი---- სხვა მიმართულებით წავიდა, ლ-–---------- საპირისპიროდ. მას არც ჩხუბის დროს და არც შემდეგ, დანა არავის ხელში არ დაუნახავს, თუმცა ლ-–----------სთვის ხელებში არ შეუხედავს. შემთხვევის ადგილი იყო განათებული გარე განათების ლამპიონებით და საუბრისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხედავდნენ.
მოწმე ბ----- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო მისი ძმის ბ----- ბ-------ის შეყვარებულის ს-------- ლ----ის დაბადების დღეზე კოჯორში. სუფრასთან ასევე იყვნენ ზ------ ლ----ე, ი---- რ------ე, ი----- ჯ---–---–ი და სხვა პირები, შესაძლოა 15-20 ადამიანი, რომელთა ნაწილი იქ გაიცნო. ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ბ-----ს ჰქონდა უკმაყოფილო სახე, რადგან ს--------ს ტელეფონზე დაურეკა ლ-–---------- ვ---–----იმ, რომელსაც ესაუბრა ბ----- და დათქვეს შეხვედრა პირისპირ. ორთაჭალაში გოგონები გაამგზავრეს სახლში. და ის, მისი ძმა, ი---- რ------ე, ი----- ჯ---–---–ი და ზ------ ლ----ე წავიდნენ ისანში ლ-–----------ს სანახავად, სადაც იგი მიიყვანა მეგობარმა - დ-------- ა-–----–---–მა, რომელიც არ გაჩერებულა, სახლში წავიდა. ისანში, სკოლის მოპირდაპირედ ჩავიდნენ ქუჩაზე, სადაც უბანში ბიჭები სვამდნენ ლუდს, მათ შორის იყო ლ-–---------- ვ---–----ი. მან და ბ-----მ გაიცნეს ლ-–---------- და სასაუბროდ გადაინაცვლეს ჩიხისკენ, სადაც ჯერ მისი ძმა და ლ-–---------- საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა ი---- რ------ე, რომელიც ლ-–----------ს ესაუბრებოდა და ჰკითხა რა უნდოდა. ლ-–----------მ უპასუხა, რომ უნდოდა მილიონი. იგი ამ დროს ლ-–----------ს მეგობარს ესაუბრებოდა. ი----მ, საუბრისას ზურგი შეაქცია ლ-–----------ს და მოითხოვა, თუ ვინმეს შეეძლო მასთან ჩამოყალიბებული საუბარი, მისულიყო, რამაც სიტუაცია დაძაბა. მას ლ-–----------ს ხელში დანა არ დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ ამ უკანასკნელმა ხელი მოუქნია და დაარტყა ი----ს. მოჩხუბრებმა თავები მიადეს ერთმანეთს. ი----მ სახეში დაარტყა ლ-–----------ს, რომელიც წაბარბაცდა და ხელი შეუბრუნა ამ უკანასკნელს. სხვა პირი, გარდა ლ-–----------სა ი----ს არ შეხებია. ლ-–---------- მისმა ძმაკაცებმა გაიყვანეს. ის და მისი ძმა აპირებდნენ გაყოლას, თუმცა ი----- ჯ---–---–მა შეაჩერათ, ადამიანი არის სისხლიანიო და ისინიც მოეშვნენ. ამასობაში, მათთან დაბრუნდა დ-------- ა-–----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ი---- ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
მოწმე ს-------- ლ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს კოჯორში აღნიშნეს მისი დაბადების დღე. სუფრასთან იქნებოდა დაახლოებით 20 ადამიანი. მას დაურეკა ლ-–---------- ვ---–----იმ და დაბადების დღე მიულოცა, რითიც დაინტერესდა მისი შეყვარებული ბ----- ბ-------ე. მან აუხსნა, რომ ლ-–----------ს იცნობდა სოციალური ქსელიდან, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა აღარ სურდა შეხვედრების გაგრძელება. დაახლობით ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც სუფრა დაიშალა. ორთაჭალაში იგი დაშორდა ბიჭებს და ს------- კ-----–---–თან ერთად სახლში წავიდა. გვიან ღამით სახლიდან ურეკავდა ბ-----ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არ უპასუხა, ასევე არ პასუხობდა ზარებს მისი ძმა - ზ------ ლ----ე. დაახლოებით 3 საათში გაიგო, რომ ყველანი იყვნენ ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც ი---- რ------ეს უტარდებოდა ოპერაცია. საავადმყოფოში მისვლისთანავე პოლიციელებმა წაიყვანეს დაკითხვაზე, სადაც გაიგო, რომ ი---- რ------ე იყო დაჭრილი და ეჭვმიტანილი იყო ლ-–---------- ვ---–----ი.
მოწმე ს------- კ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს იყო კოჯორში, ს-------- ლ----ის დაბადების დღეზე. სუფრასთან იყო დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის ბ----- და ბ----- ბ-------ეები, ი---- რ------ე, ზ------ ლ----ე და სხვები. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ორთაჭალაში ბიჭებს დაშორდნენ და ის და ს-------- ლ----ე წავიდნენ ამ უკანასკნელის სახლში. მოგვიანებით ს-------- ურეკავდა მის ძმას - ზ------ ლ----ეს და შეყვარებულს - ბ----- ბ-------ეს, რომლებიც აღმოჩნდა, რომ იყვნენ ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც მისულებმა შეიტყვეს, რომ ი---- რ------ე იყო დაჭრილი.
მოწმე თ----- დ---–-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს, მისმა საქმრომ - თ-------- შ----–--ემ წაიყვანა მისი მეგობრის ს-------- ლ----ის დაბადების დღეზე, რომელსაც აღნიშნავდნენ კოჯორში. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიშალნენ. ის და თ-------- ერთად წამოვიდნენ და მისი ა/მანქანით სეირნობდნენ. დაახლოებით ერთ საათში თ--------ს დაურეკეს ტელეფონზე და შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი სტუმარი იყო დაჭრილი გულ-მკერდის არეში. ის და თ-------- მივიდნენ ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, მათ შორის იყვნენ ბ----- და ბ----- ბ-------ეები და ზ------ ლ----ე. მას ტელეფონზე დაურეკა ს-------- ლ----ემ, რომელსაც მან აუხსნა საქმის ვითარება.
მოწმე თ----- ბ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს, იყო მისი მეუღლის ზ------ ლ----ის დის - ს-------- ლ----ის დაბადების დღე, რომელსაც აღნიშნავდნენ კოჯორში. იგი დაგვიანებით, დაახლოებით 23:00 საათისთვის მივიდა, რადგან მანამდე იყო ქალაქგარეთ. სუფრასთან დახვდნენ ს--------ს შეყვარებული, ასევე ამ უკანასკნელის და მისი მეუღლის მეგობრები. სუფრა მალევე დაიშალა. იგი მიდიოდა ქ.რუსთავში, სადაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა დატოვებული. მეუღლეს, რომელიც იყო ნასვამი, ორთაჭალაში დაშორდა. ქ.რუსთავში ჩასულმა, მეუღლეს დაურეკა და მისგან გაიგო, რომ იყო უბანში. მან ზ------ს სთხოვა სახლში მალე მისულიყო, თავად კი ჩაეძინა. მეორე დღეს მეუღლისგან შეიტყო, რომ ისანში ჩხუბი მოუვიდათ და ერთი ბიჭი, რომელიც იყო სუფრასთან, დაჭრეს, მაგრამ გადარჩა და უკვე კარგად იყო, სხვა დეტალები არ ახსოვდა, რადგან იყო ნასვამი. მოგვიანებით, პოლიციაში გაიგო, რომ დაჭრილს ერქვა ი---- რ------ე.
მოწმე რ----- ლ----ის ჩენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს მის ქალიშვილს ს-------- ლ----ეს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც მეგობრებთან ერთად აღნიშნა კოჯორში. როგორც მისთვის არის ცნობილი, მის ქალიშვილს ტელეფონზე ურეკავდა ლ-–---------- ვ---–----ი, რაც არ მოეწონა ქალიშვილის შეყვარებულს - ბ----- ბ-------ეს, რასაც მოყვა ლ-–----------სთან ჩხუბი. შემთხვევის დღეს იგი სახლში გვიან დაბრუნდა. ქალიშვილი შინ არ დახვდა. როდესაც დაურეკა, შეიტყო, რომ ს-------- იყო ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში, სადაც იყო დაჭრილი ბ-----ს მეგობარი ი---- რ------ე.
მოწმე მ-----– ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 7 მაისს, გამთენიისას, მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით შავი ზღვის ქუჩაზე, რა დროსაც, გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან გააჩერა ორმა ახალგაზრდამ და სთხოვეს ჯერ ე.წ. „ზეემკაზე“, ხოლო შემდეგ ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოში მიყვანა. საავადმყოფოსთან გადაუხადეს მგზავრობის საფასური და წავიდნენ. როდესაც ა/მანქანაში შუქი აანთო, დაინახა, რომ წინა სავარძელზე, კერძოდ საზურგეზე იყო სისხლის ლაქები, რომელიც ჯერ ჩვრით ჩამოწმინდა, მეორე დღეს კი სპეციალური ხსნარით.
მოწმე დ-------- ა-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6-7 მაისს ღამით, დაახლოებით 12 საათისთვის დაურეკა ბ----- ბ-------ემ და სთხოვა ორთაჭალის ციხეებთან მისვლა. ბ-----მ სთხოვა ისანში, 87-ე სკოლასთან გაეყვანა, სადაც ვიღაცას უნდა შეხვედროდა. მიზეზი არ უკითხავს. შემთხვევის ადგილზე დატოვა ბ-----ი და ბ----- ბ-------ეები და სახლში დაბრუნდა, საიდანაც 20 წუთში უკან უნდა მიეკითხა. გზაში ი---- რ------ისგან ვაიბერზე მიუვიდა შეტყობინება, რომ მიდიოდა „არამიანცის“ საავადმყოფოში. იგი მივიდა ბ----- და ბ----- ბ-------ეებთან, სადაც გაიგო, რომ ი---- რ------ე სავარაუდოდ იყო დაჭრილი. მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც დატოვა ბიჭები და თავად შინ დაბრუნდა.
მოწმე შ----- ბ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ექიმი (ქირურგი). 2018 წლის 7 მაისს იგი გამოიძახეს შპს „N1 საავადმყოფოში“, რადგან ჰყავდათ პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობები გულ-მკერდის არეში. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ პაციენტი საოპერაციოში ჰყავდათ უკვე შეყვანილი. პაციენტს ჰქონდა სამი სისხლმდენი ღია ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ნეკნებთან ჰქონდა არტერია და ვენა დაზიანებული. ერთი დაზიანება, რომელიც იყო ყველაზე მძიმე, ფილტვის დაზიანებით, საიდანაც იყო სისხლდენა და ჰაერდენა, რადგან ჭრილობა იყო დიდი, გახსნილი და გაფართოვებული. დროული სამედიცინო ჩარევა რომ არ მომხდარიყო, ფატალური შედეგი დადგებოდა.
მოწმე გ------- ღ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ექიმი (ზოგადი ქირურგი). 2018 წლის 7 მაისს იგი მუშაობდა შპს „N1 საავადმყოფოში“, იყო მორიგე, სადაც გამთენიისას შეიყვანეს პაციენტი - ი---- რ------ე, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარა შ----- ბ----ემ. იგი მეთვალყურეობდა პაციენტის ზოგად მდგომარეობას, რომელსაც ჰქონდა ორი ჭრილობა - გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, V-VI ნეკნთა სივრცეში და ერთი ჭრილობა წელის არეში. პაციენტი იყო გონზე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო მძიმე.
მოწმე ს------- პ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა წინანდლის ქუჩაზე მდებარე შპს „N1 საავადმყოფოში“ ექთნის თანაშემწედ. 2018 წლის 7 მაისს საავადმყოფოში თვითდინებით, ახლობლებმა შეიყვანეს ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი - ი---- რ------ე, რომელსაც სასწრაფოდ გადაუღეს კარდიოგრამა, გახადეს სისხლიანი ტანისამოსი, რადგან ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობები გულ-მკერდის არეში და მოამზადეს საოპერაციო ბლოკში შესაყვანად. მოგვიანებით, გამომძიებელმა მისგან ამოიღო ი---- რ------ის ტანისამოსი.
2018 წლის 7 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩა N9-ში მდებარე შპს „პირველი საავადმყოფოს“ ადმინისტრაციული შენობაში ექთნის დამხმარე ს------- პ---–--–---–ისგან ამოღებული იქნა ი---- რ------ის ტანსაცმელი. კერძოდ მუქი ფერის ჯინსის შარვალი, მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, შარვალს აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, შავი ფერის პერანგი წინა მხარეს და ზურგის მთლიან სიგრძეზე მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, მოლურჯო-მოთეთრო ფერის სპორტული სტილის ფეხსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი თეთრი ფერის წინდა.
2018 წლის 8 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მოწმე ი----- ჯ---–---–ის ჩვენების შესამოწმებლად, მოწმე, მისივე მითითებით, მიყვანილი იქნა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მე-3 დოლაბაურის ხევში, მეორეხარისხოვანი გზების გზაჯვარედინზე, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა ჩხუბი და ვინმე ლ-–----------მ ზურგის არეში სამჯერ დანის ჩარტყმით დაჭრა ი---- რ------ე. მესამე დოლაბაურის ხევში, საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ექსპერტების მიერ სპეციალური ხელსაწყოთი ამოტეხილი იქნა ასფალტის ზედაპირიდან და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე ასევე ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის დაზიანებული მაისური მოწითალო ფერის ლაქებით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---–- გ-----–--მ.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N005019618 დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ:
- პაკეტში წარწერით: „...საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირიდან მუქი ფერის ლაქის ამონატეხი...“, მოთავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი---- რ------ეს (ობ.N14 პაკეტი წარწერით: „...რ------ის სისხლის ნიმუში....“);
- პაკეტში წარწერით „....საავტომობილო გზის მიმდებარედ ნიადაგის ზედაპირზე არსებული მოთეთრო ფერის დაზიანებული მაისური მოწითალო ფერის ლაქით...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-–---------- ვ---–----ის (ობ.N13; პაკეტი, წარწერით „...ნერწყვის ნიმუში ...აღებული ბრალდებულ ლ-–---------- ვ---–----ის პირის ღრუდან);
- პაკეტში წარწერით „...ვ---–----ის ტანსაცმელი და კეტები...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ.N3-5) და ერთ-ერთ ფეხსაცმელზე (ობ.N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ.5,6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–---------- ვ---–----ის (ობ.N13). ობ.N3,4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---- რ------ეს (ობ.N14);
- პაკეტში წარწერით „...ი.რ------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული ჯინსის შარვალზე (ობ.N7,8) მოსაცმელზე (ობ.N9), წყვილ ფეხსაცმელსა (ობ.N10,11) და ერთ-ერთ წინდაზე (ობ.12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფროს ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი---- რ------ეს (ობ.N14).
აღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ს-------–--ემ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004672218 დასკვნის მიხედვით შპს „პირველი საავადმყოფოს“ პაციენტის სამედიცინო ბარათი N3547-ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ი---- რ------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 07.05.18წ-12.05.28წ. დიაგნოზით: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, სკაპულარულ ხაზზე V და VI ნეკნთაშუა სივრცეში და წელის მალების საპროექციოდ აღინიშნებოდა ჭრილობები. გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. V ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა და წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 6 მაისს.
აღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა.
მოწმე დ----- გ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ლ-–---------- ვ---–----ის ძმა. 2018 წლის 7 მაისს, დღის საათებში, ნახა მისი ძმა, რომელსაც სახე ჰქონდა გასიებული და თვალი ჩალურჯებული, რაზეც ძმამ აუხსნა, რომ იჩხუბა. 2018 წლის 8 მაისს მისი ძმა სახლში არ დაბრუნდა, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. საღამოს, მის სახლში მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებისგანაც შეიტყო, რომ მისი ძმა იყო მათთან. ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მისი ძმის შარვალი და ფეხსაცმელი (კეტი). საღამოს, პოლიციის განყოფილებაში მიიტანა ტანსაცმელი, რადგან მისი ძმა იყო შორტით. პოლიციაში იგი გამოკითხეს, რის შემდეგ, როცა ლ-–----------ს ამბავი მოიკითხა, უთხრეს, რომ ამოცნობას ჩაუტარებდნენ და მერე გადაიყვანდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მოწმე ბ--- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს, იყო ს-------- ლ----ის დაბადების დღეზე. სუფრასთან იქნებოდა 10-ზე მეტი ადამიანი. იგი იყო ნასვამი და სუფრიდან ზ------ ლ----ის ავტომანქანით წამოვიდა და ა/მანქანაში ჩაეძინა. რამდენიმე საათში გაეღვიძა ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაჯვარედინზე, სადაც ნახა დაჭრილი ბიჭი, რომელიც მანამდე სუფრასთან გაიცნო. ბიჭმა უთხრა, რომ ცუდად იყო, მერე თვითონ გააჩერა ტაქსი და ისინი ერთად მივიდნენ საავადმყოფოში. დაჭრილი ბიჭი ტაქსიში იჯდა წინა სავარძელზე და თავისი ფეხით შევიდა საავადმყოფოში.
მოწმე ზ------ ლ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს, ქალაქგარეთ აღნიშნავდნენ მისი დის - ს-------- ლ----ის დაბადების დღეს. სუფრაზე იქნებოდა 15-20 ადამიანი, მათ შორის მისი და - ს-------- ლ----ე, ბ----- ბ-------ე და ი----- ჯ---–---–ი. სუფრიდან იგი მეუღლემ წამოიყვანა ა/მანქანით. მისი მეუღლე წავიდა ქ.რუსთავში. ორთაჭალაში, ძველი ციხეების ტერიტორიაზე, იგი გადაჯდა თავის ა/მანქანაში, რომელსაც მართავდა ი----- ჯ---–---–ი, რითაც მიდიოდნენ მისი სახლის მიმართულებით. ა/მანქანაში გადაჯდომის დროს ბ----- და ბ----- ბ-------ეები არ უნახავს და არც დალაპარაკებია მათ. იგი იყო ნასვამი და ა/მანქანაში ჩაეძინა. გაეღვიძა წინანდლის ქუჩაზე, ე.წ. „არამიანცის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიგო, რომ ი---- რ------ე იყო დაჭრილი.
მოწმე გ------- ი--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე მეტროსადგურ „ისანის“ მოპირდაპირედ, სუპერმარკეტიდან გამოსვლისას მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო, რომ იგი ფიზიკურად გავდა ვიღაცას და მონაწილეობა უნდა მიეღო ამოცნობაში, რაზეც იგი დაეთანხმა. დაახლოებით 00:30 საათზე, დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, რომლის დროს, იგი მინიდან დაახლოებით ერთ მეტრში იდგა მარჯვნვ, მის მარცხნივ იდგა ბრალდებული და შემდეგ კიდევ ერთი პირი. ამოცნობისას მას ეცვა სპორტული ზედა და ღია ჯინსის შარვალი, ბრალდებულს ეცვა მუქი ფერის სპორტული ზედა და შარვალი. ამოცნობა დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. მას ამოცნობის ოქმი არ უნახავს, ისე მოაწერა ხელი.
ლ-–---------- ვ---–----იმ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–---------- ვ---–----ის გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ი---- რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი შეეკითხა ლ-–----------ს, რა უნდოდა, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მილიონი, რასაც მოყვა მათ შორის კონფლიქტი. ლ-–----------მ შეურაცხყოფა მიაყენა მას და საუბარი დაეძაბათ. იგი შეტრიალდა ბიჭებისკენ, რა დროსაც უკნიდან იგრძნო ორი დარტყმა. როცა შეტრიალდა პირველი დაინახა ლ-–----------, რომელსაც ხელი დაარტყა, თუმცა ეს უკანასკნელი არ წაქცეულა და ხელი შეუბრუნა. ლ-–----------ს გარდა, კიდევ იდგნენ სხვა ბიჭები, თუმცა ლ-–---------- მასთან ყველაზე ახლოს იდგა და იმიტომ დაარტყა. შემოტრიალებისას ლ-–----------ს სახეში უყურებდა, ხელზე არ შეუხედავს. ლ-–----------სთან მივიდა მისი ახლობელი, ხელი მოკიდა და იქაურობას სირბილით გაარიდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, იგრძნო დაბუჟება, ხელი მოისვა სხეულზე და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი, თუმცა მანამდე დაჭრის მომენტი არ უგრძვნია და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. ამ დროს მაისური არ ეცვა, თუმცა როდის გაიხადა, არ ახსოვს. სამი ჭრილობა ჰქონდა, ორი ზურგში და ერთი გვერდში. შემთხვევის ადგილი იყო განათებული გარე განათების ლამპიონებით და საუბრისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხედავდნენ.
დაზარალებულ ი---- რ------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე ი----- ჯ---–---–ის ჩვენებასთან, რომლითაც დადგენილია, რომ ლ-–----------სა და ი----ს საუბარი დაეძაბათ, თავებიც მიადეს ერთმანეთს. ი---- ეუბნებოდა, რა გინდაო? რაზეც ლ-–----------მ ირონიულად უპასუხა, მილიონი დოლარიო და შეურაცხყოფა მიაყენა ი----ს, რომელიც მიტრიალდა, ზურგი აქცია ლ-–----------ს, რა დროსაც მან, მოჩხუბრებისგან 2-3 მეტრის მანძილიდან, დაინახა, ლ-–----------მ როგორ წაიღო უკან ხელი და ორჯერ დაარტყა დანა ვ---- რ------ეს. მან მაშინვე აღიქვა მეტალის ელვარება და მიხვდა, რომ ლ-–----------ს ხელში დანა ეკავა. ი----მ იყვირა, დამჭრესო, მერე მიუბრუნდა ლ-–----------ს და სახეში გაარტყა ხელი. ლ-–---------- წაბორძიკდა და ისევ დაარტყა ხელი ი----ს.
მისივე ჩვენებით, დადგენილია, რომ მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოიღეს სისხლის ლაქები და სისხლიანი მაისური. ასევე მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ლ-–---------- ვ---–----ი.
დაზარალებულ ი---- რ------ისა და მოწმე ი----- ჯ---–---–ის ჩვენებას, (რომ დაზარალებულსა და ლ-–---------- ვ---–----ის შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, მათ შორის თავებით კონტაქტს და ასევე დაზარალებულისთვის დანით ჭრილობების მიყენების შემდეგ, დაზარალებულის მხრიდან ხელის დარტყმას სწორედ სახეში) ადასტურებს ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004374118 დასკვნა და ექსპერტ თ---------- ქ----–--ის ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ ლ-–---------- ვ---–----ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება - სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, ასევე აღენიშნებოდა მოვარდისფრო, პრიალა ზედაპირიანი დეპიგმენტური უბნები მარცხენა წარბზემო მიდამოში და ორივე იდაყვის სახსრის არეში, უკანა ზედაპირებზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც ექსპერტის განმარტებით, შესაძლებელია განვითარებულიყო როგორც ხელით მოქმედებისას, ასევე დაცემისას.
ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზის N005019618 დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დაზარალებულის მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-–---------- ვ---–----ის.
მოწმეებმა - ბ----- ბ-------ემ და ბ----- ბ-------ემ, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე დაადასტურეს, ლ-–----------სა და ი---- რ------ეს შორის პირისპირ დაძაბული საუბარი და მათ შორის კონფლიქტის არსებობა. შელაპარაკების დროს, სწორედ ლ-–---------- ვ---–----ი იდგა ი---- რ------ის სიახლოვეს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N004672218 დასკვნით და ექსპერტ ქ------- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი---- რ------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 07.05.18წ-12.05.28წ. დიაგნოზით: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, სკაპულარულ ხაზზე V და VI ნეკნთაშუა სივრცეში და წელის მალების საპროექციოდ აღინიშნებოდა ჭრილობები. გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. V ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა და წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო წელის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 6 მაისს.
ამასთან, პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–---------- ვ---–----იმ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–---------- ვ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ასევე ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათს და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–---------- ვ---–----ის დაუნიშნა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი ლ-–---------- ვ---–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ი---- რ------ის ჯინსის შარვალი ტყავის ქამრით, შავი ფერის პერანგი, დაზიანებული მაისური, სპორტული ფეხსაცმელი, წინდები, ლ-–---------- ვ---–----ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ჯინსის შარვალი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ასფალტის ანატეხები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს; ერთი ლაზერული დისკი, სამი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარ-----ლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ-–---------- ვ---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლაშა ხარშილაძის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-–---------- ვ---–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
ლ-–---------- ვ---–----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.
ლ-–---------- ვ---–----ი გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ: ი---- რ------ის ჯინსის შარვალი ტყავის ქამრით, შავი ფერის პერანგი, დაზიანებული მაისური, სპორტული ფეხსაცმელი, წინდები, ლ-–---------- ვ---–----ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ჯინსის შარვალი და შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ასფალტის ანატეხები, ნერწყვის და სისხლის ნიმუშები განადგურდეს;
ერთი ლაზერული დისკი, სამი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/