განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
210100117002000607
ინსტანცია
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100117002000607

საქმე №1ბ/958-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ბ------–---–---–--

ადვოკატის: ნ-----–----–----

მსჯავრდებულის: ზ-------------–---–--

მონაწილეობით,ს--------- რაიონული პროკურორის მოადგილის ი----------–--–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------- საშუალო განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით, ზ-------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ზ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

ზ-------------–---–- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, ზ-------------–---–-- უკანონოდ შეაღწია ს--------- რაიონის, სოფელ ტ-----–- მდებარე ა-------------–---–-- კუთვნილ ხეხილის ბაღში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-------------–---–-- კუთვნილ 1(ერთი)სულ დედალ ცხვარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180(ას ოთხოცი)ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ზ-------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--------- რაიონული პროკურორის მოადგილე ი----------–--–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ-------------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულ ა-------------–---–-- მიერ მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 მაისს მისმა ძმამ გ----------–---–-- მიუყვანა წინა წლით გამორთმეული ცხვარი, რომელიც წაიყვანა ს--------- რაიონის სოფელ ტ-----–-, სკოლის მოპირდაპირე მხარეს, ხევის პირას მდებარე ხეხილის ბაღში. მან სახლიდან წამოიღო თოკი და ცხვარი ბაღში არსებულ ბოძზე მიაბა. კარი მავთულით დაკეტა და შემდეგ წავიდა სამსახურში. საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე აღმოაჩინა, რომ ცხვარი ადგილზე აღარ იყო. ბაღის კარი ღია დახვდა, ხოლო ცხვრის თოკი გადაჭრილი იყო. ა-------------–---–-- დაურეკა გ----------–---–- და უთხრა, რომ ცხვარი ბოსტანში აღარ იყო. გ---- კი უთხრა, რომ სოფელში მოიკითხავდა და იპოვიდა. რამდენიმე დღეში, კერძოდ, 6 მაისს გ----------–---–- გზაზე შეხვდა მეზობელი - ა----------–---–-- რომელსაც უთხრა, რომ მისმა ძმამ - ა------- ცხვარი დაკარგა. აღნიშნულის პასუხად,------------–---–-- განუცხადა, რომ ორშაბათს საღამოს „------–---–-------------- დაინახა ზ-------------–---–-, რომელიც ერთ სულ თოკშებმულ ცხვარს მიათრევდა ხელით. ამის შემდეგ, გ----------–---–-- ზ-------------–---–-- სახლთან ნახა ორი სული ცხვარი, რომელთაგანაც ერთ-ერთში ამოიცნო სწორედ მის მიერ ა-------------–---–--ათვის მიყვანილი ცხვარი. აღნიშნულის შესახებ გ----------–---–-- მაშინვე აცნობა ძმას - ა-------------–---–-- რომელმაც 12 მაისს მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციაში თავიდანვე იმიტომ არ განაცხადა, რომ დრო არ ჰქონდა, სამსახურში ერთი კვირა იყო მორიგე და შემდეგი ერთი კვირა ისვენებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ----------–---–--.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა----------–---–-- დაადასტურა გ----------–---–-- ჩვენების ნაწილი და განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ან 2 მაისს, საღამოს სოფელ ტ-----–- დაინახა ზ-------------–---–-, რომელსაც ცხვარი მიჰყავდა თავისი სახლისკენ. ზ------- წინ მიდიოდა და ცხვარი უკან მისდევდა. ამ ფაქტიდან, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, დილის 08:00 საათზე სოფლის ცენტრში შეხვდა გ----------–---–-- რომელმაც უთხრა, რომ მისმა ძმამ ცხვარი ერთი კვირის წინათ დაკარგა. აღნიშნულზე მან განუცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე დაინახა ზ-------------–---–- როგორ მიჰყავდა ცხვარი. ამის შემდეგ, ის და გ----------–---–- მანქანით წავიდნენ ზ-------------–---–-- ბოსტნისკენ, სადაც დაინახეს 2 ცხვარი. მათგან ერთ-ერთზე გ---- თქვა: ეს ა------- ცხვარი არისო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--------------–-–---–-- განაცხადა, რომ დაახლოებით 2 წლის წინათ, მაისის ბოლოს, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, გ----------–---–- მიყიდა ერთი ცხვარი 100 ლარად. მართალია, ცხვარი 180 ლარი მაინც ეღირებოდა, მაგრამ გ----------–---–- ნაკლებ ფასად მიყიდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ-------------–---–-- განმარტა, რომ 2017 წლის 30 აპრილს, კვირა დღეს, დილით, სანამ ბ------------ ბაზარში წავიდოდა, შევიდა სახლის უკან მდებარე პატარა ბაღჩაში, რა დროსაც ნახა, რომ ღობე იყო გაფუჭებული, ხოლო, ბილიკზე ეყარა ცხვრის განავალი. ვინაიდან მისი მეზობელს - გ--–-- ძმას ჰყავდა ცხვარი, გაიფიქრა, მან ხომ არ შემოაგდო იგი ჩემს ბოსტანშიო. ამასთან, მან დაინახა გ--–-- შვილები და ჰკითხა, მათი ბიძის ხომ არ იყო ცხვარი, რაზედაც გოგონებმა უპასუხეს, რომ მათ ცხვარი იქ არ ჰყოლიათ. მოგვიანებით ზ-------------–---–- ისევ შებრუნდა ბაღჩაში, რა დროსაც უკვე უშუალოდ ცხვარი დაინახა, რომელიც კართან იდგა. ცხვარს ფეხზე შებმული ჰქონდა დაახლოებით 2 მეტრი სიგრძის თოკი, რომელიც ერთხელ იყო გაჭერილი. თავად ერთი სხვა ცხვარიც ჰყავდა და ნაპოვნი ცხვარი იმასთან ერთად შეაგდო სახლის წინ მდებარე ბაღჩაში. შემდეგ მან გ--–--------–---–- ჰკითხა, ცხვარი მისი ძმის ხომ არ იყო. გ--–-- მეორე ან მესამე დღეს დაურეკა თავის ძმას, რომელმაც უთხრა, რომ ცხვარი არ დაუკარგავს. მან ნაპოვნი ცხვრის შესახებ მისი სახლის წინ მდებარე ფურნეშიც განაცხადა, თუმცა, ცხვარი არავის მოუკითხავს. ცხვრის პოვნიდან მეორე კვირას წავიდა ბაზარში, 4 ცხვარი და 3 ხბო იყიდა. ხოლო დაახლოებით მეათე დღეს ყველა ცხვარი დაბანა და შეღება წითელი საღებავით. ზ-------------–---–-- განმარტებით,------------–---–--, შესაძლოა მართლაც დაინახა ცხვართან ერთად, მაგრამ, იმ დროს მას უკვე ჰყავდა საკუთრებაში ერთი ცხვარი და შესაძლოა, სწორედ ამ ცხვართან ერთად ნახა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ-----------–---–---------------------–---–-- დაადასტურეს, რომ 2017 წლის აპრილის ბოლოს, კვირა დღეს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, იმყოფებოდნენ ბოსტანში. ზ-------------–---–-- თავისი ბოსტნიდან გამოსძახათ, რომ ცხვარი არის შემოგდებული და ბიძათქვენის ხომ არ არისო. მათ ნახეს კიდეც ცხვარი და ბრალდებულს უთხრეს, რომ მათი ბიძის არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ჰკითხავდნენ. ზ-------------–---–-- უთხრათ, რომ თუ ვინმე მოიკითხავდა ცხვარს, მასთან მიესწავლებინათ. ნ-----------–---–-- ასევე განმარტა, რომ მან მეზობლებსაც უთხრა ზ-------------–---–-- იპოვა ცხვარი და ხომ არავის ჰყავს დაკარგულიო.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–-- განაცხადა, რომ ზ-------------–---–- არის მისი მეზობელი. 2017 წლის მაისის დასაწყისში სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაახლოებით 4-5 საათზე. ბაღჩაში შესვლის შემდეგ დაუძახა მეზობელმა - ზ-------------–---–-- და უთხრა: „შენ და შენს ძმას ჯოხით უნდა გცემოთ, ცხვარი ალბათ დარჩა და ჩემთან ბოსტანში შემოუგდია, ბაზარში ვიყავი და რომ მოვედი, აქ დამხვდა, ცხვარმა აქაურობა გაკორტნაო“. მოწმემ დაურეკა ძმას და ჰკითხა, ცხვარი დაკარგული ხომ არ ჰყავდა, მაგრამ ძმამ უთხრა, რომ ცხვარი არ დაუკარგავს. 12 მაისს, ზ-------------–---–-- უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მასთან და ცხვარი წაიყვანეს, ასევე უთხრა, რომ ცხვარი თავად სხვა ფერის საღებავით შეღება თავის კუთვნილ ცხვრებთან ერთად.

ზ-------------–---–-- მიერ ბოსტანში ცხვრის პოვნის ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისმა შვილმა მ------------–---–--–-

2017 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს--------- რაიონის სოფელ ტ-----–- და წარმოადგენს ამავე სოფელში მცხოვრები ა-------------–---–-- საკუთრებაში არსებულ მიწის მონაკვეთზე განთავსებულ ხეხილის ბაღს, რომელიც კონკრეტულად მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე გზიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ხეხილის ბაღთან მიახლოება შესაძლებელია ა-------------–---–-- და მისი მომიჯნავის - ა-–-------–-----–---–-- ნაკვეთებს შორის გამავალი საცალფეხო ბილიკით, რომელიც არის 20 მეტრი სიგრძის. აღნიშნული ბილიკიდან სამხრეთის მხარეს მდებარეობს ხეხილის ბაღი, რომელში შესვლაც შესაძლებელია მავთულ-ბადით ნაკეთები ჭიშკრის მეშვეობით, რომელიც იღება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ბაღის საწყის ნაწილში ჩარჭობილია ხის საყრდენი ბოძი, რომელზედაც მავთულების საშუალებით დამაგრებულია ეკლიანი მავთულ-ბადე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გამოირკვა, რომ ხის საყრდენზე დახვეულ მავთულზე გადახვეულია 1.85 სმ. სიგრძის საშუალო სისქის თეთრი და ყვითელი ფერებით ცელოიდის ძაფებით ხვეულის ფორმის თოკი, რომლის ერთი ნაწილი გაკვანძულია და იგი ხსენებული ნაწილით არის მიბმული ბოძზე დახვეულ მავთულზე. ხოლო, მეორე დაბოლოება არის სწორი ზედაპირის და იგი გდია მწვანე საფარზე.

2017 წლის 12 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ზ-------------–---–-- ნებაყოფლობით წარმოადგინა 1 სული დედალი ცხვარი, რომელსაც ორივე ყური აქვს მოჭრილი და აღენიშნება ახალი ჭრილობები, ცხვარს ორივე თვალის გარშემო აღენიშნება ყავისფერი ფერის ბალნის რკალები, წითელი ფერის საღებავი წასმული აქვს ზურგის, მკერდის, კისრის და წელის არეში. ასევე, აღნიშნული საღებავის გარშემო შეინიშნება მწვანე ფერის საღებავის ფერი. ზ-------------–---–-- წარმოადგინა დაახლოებით 175 სმ სიგრძის თოკიც, რაც ადგილზე დაილუქა.

2017 წლის 12 მაისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, წ------- პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ნივთის ამოცნობა, რა დროსაც, ა-------------–---–-- მისთვის წარდგენილი 3 სული ცხვარიდან ამოიცნო 1 სული ცხვარი, თეთრი ფერით, მოჭრილი ყურებით, თეთრი ფერის მატყლით, ზურგის, წელის, თავის და მკერდის არეში წითელი საღებავის გარშემო არსებული მწვანე ფერის საღებავის ლაქებით, თვალების ირგვლივ ყავისფერი ბალნით, არსებული რკალებით და ზოგადი ვიზუალური შეხედულებით.

2019 წლის 15 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის თოკები ერთმანეთს ჰგავს ფორმით, ზომით, ფერით, შემადგენლობით და შესაძლებელია, გადაჭრამდე შეადგენდა ერთ მთლიანს. თოკები განცალკევებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.“ დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა რ--------–-–---–----------–------------------–-–---–---

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ერთი მხრივ დასტურდება გ----------–---–-- მიერ ა-------------–---–--ათვის ცხვრის მიყვანის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ ის გარემოება, რომ ზ-------------–---–-- კუთვნილ ბოსტანში ნანახი და მოგვიანებით სამართალდამცავებისათვის წარდგენილი ცხვარი ნამდვილად წარმოადგენდა ა-------------–---–-- საკუთრებას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არც დაცვის მხარე აყენებს ეჭვის ქვეშ.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ-------------–---–-- ა-------------–---–-- მიერ საკუთარი ხეხილის ბაღში თოკით დაბმული ცხვარი თვითონ წამოიყვანა ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, თუ მან ხსენებული პირუტყვი პირველად ნამდვილად თავის ბოსტანში ნახა და მისთვის უცნობია, თუ საიდან გაჩნდა იქ ა-------------–---–-- კუთვნილი ცხვარი.

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ზ-------------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მართალია, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედება ატარებს ფარულ ხასიათს და შესაძლოა არ გამოირჩეოდეს მოწმეთა სიმრავლით, თუმცა კანონმდებლის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდეს მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას.

ბრალდების მხარე მოცემულ შემთხვევაში აპელირებას ახდენს იმ გარემოებებზე, რომ მოწმე ა----------–---–-- 2017 წლის მაისის დასაწყისში სოფელში დაინახა ზ-------------–---–-, რომელსაც ცხვარი მიჰყავდა თავისი სახლისკენ, ა-------------–---–-- კუთვნილი ცხვარი ამოღებული იქნა ზ-------------–---–--გან, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თოკი, რომელიც ცხვარს ჰქონდა შებმული, იყო გადაჭრილი და არა გაწყვეტილი.

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ბრალდებულის და მისი მეზობლების, ასევე დაზარალებულის ძმის და ა----------–---–-- ჩვენებების თანახმად, ზ-------------–---–- ნამდვილად ჰყავდა თავისი ერთი ცხვარი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ა----------–---–- არ შეუძლია მიუთითოს კონკრეტულ თარიღზე, როდის ნახა ზ-------------–---–- ცხვართან ერთად, იმ ცხვრის აღწერილობაზე, რომელიც მიჰყავდა ზ-------------–---–- და ასევე მან არ იცის, რა ნიშან-თვისებებით გამოირჩეოდა ა-------------–---–-- კუთვნილი ცხვარი ზ-------------–---–-- ცხვრისაგან, მისი ჩვენება არ არის ინფორმატიული იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ზ-------------–---–- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ა-------------–---–-- საკუთრებას. თუ გავითვალისწინებთ მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ ა-------------–---–-- კუთვნილ ცხვარს უკანა ფეხზე ჰქონდა თოკი შებმული, ხოლო ა----------–---–-- განმარტებით, ზ-------------–---–- წინ მიდიოდა და თოკით მიათრევდა მის უკან მიმავალ ცხვარს, სავსებით ლიგიკურია, რომ ეს არ იქნებოდა დაზარალებულის კუთვნილი ცხვარი და მან შესაძლოა ზ-------------–---–- თავის ცხვართან ერთად დაინახა.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ზ-------------–---–--აგან ამოღებული ცხვარი ნამდვილად წარმოადგენდა ა-------------–---–-- საკუთრებას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინა დაცვის მხარემ, რომელიც გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, ბრალდებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ცხვარი ნამდვილად თავის ბოსტანში იპოვა ფეხზე თოკშებმული, რაც შეატყობინა მეზობელ გ--------------–---–- და მის ქალიშვილებს, სრულ შესაბამისობაშია მოწმეების ნ-----------–---–------------------–---–----------------------–---–-- ჩვენებებთან. მათ ნათლად და ურთიერთშესაბამისად, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე დაადასტურეს, რომ ზ-------------–---–-- ნამდვილად აჩვენა მის ბოსტანში შესული ცხვარი მეზობლებს, იკითხა, ხომ არ იყო იგი გ--------------–---–-- ძმის და ასევე დაუბარა ამ უკანასკნელისთვის ეკითხათ, დაკარგა თუ არა ცხვარი.

პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეების გ---------------------------------–---–-- ჩვენებებში რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, არ არსებობს. ასევე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც აღნიშნული პირების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ--------------–---–---------------–---–--------------------–---–- არიან ბრალდებულის მეზობლები, ვერ ქმნის მათი ჩვენების უნდობლობის საფუძველს. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პირი არის საქმის შედეგით დაინტერესებული, მხოლოდ ბრალდებულთან ან დაზარალებულთან ახლო ურთიერთობაში ყოფნა არ არის საკმარისი და აღნიშნული სათანადო არგუმნეტაციის საფუძველზე უნდა იყოს დადასტურებული.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც ზ-------------–---–-- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან დასტურდება, მან მეზობელ გ--------------–---–- უთხრა ცხვრის პოვნის შესახებ და მისი ჩვენების საფუძველზე გამომძიებლის მიერ მოხდა გ--------------–---–-- გამოკითხვაც. ამ უკანასკნელმა გამოკითხვის ეტაპზევე დაადასტურა, რომ ზ-------------–---–-- ნამდვილად აჩვენა მას ნაპოვნი ცხვარი.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ იმ პირობებშიც კი, თუ პალატა მხედველობაში არ მიიღებს ბრალდებულის და მისი მეზობლების ჩვენებებს, შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, ზ-------------–---–-- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად ა-------------–---–-- კუთვნილი ცხვრის დაუფლება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან ეჭვის წარმოშობის საფუძველს და ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო მაღალ სტანდარტს.

ა----------------------–---–---- ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ 1 მაისსვე შეიტყვეს, თოკი, რომლითაც ცხვარი დააბა ა-------------–---–--, გადაჭრილი იყო, ხოლო ცხვარი აღარ იყო იმ ადგილას, სადაც დატოვა. თუმცა, მას არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოსათვის, რომ ცხვარი მოპარეს. ასევე, 6 მაისს მათთვის უკვე ცნობილი იყო, რომ დაკარგული პირუტყვი ნამდვილად ზ-------------–---–---- იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულზე არაფერი მოიმოქმედეს, არც ზ-------------–---–---- ჰქონიათ კომუნიკაცია და არც პოლიციას მიმართეს კიდევ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ამ მხრივ სრულიად ალოგიკურია ა-------------–---–-- ჩვენება, თითქოს მან სამსახურის გამო ვერ მოახერხა პოლიციის განყოფილებაში მისვლა 12 დღის განმავლობაში.

ბრალდების მხარის ვერსია ზ-------------–---–-- მიერ ქურდობის ჩადენასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაზიარებული იმ საფუძვლითაც, რომ იმ პიროებებში, თუკი მან მართლაც ფარულად მიისაკუთრა დაზარალებულის კუთვნილი ცხვარი, დამაჯერებლობას არის მოკლებული მისი მხირდან ცხვრის დაბინავება ბაღჩაში, ყველასათვის თვალნათელ ადგილას, სადაც მის სახლთან მიახლოვებულ ყველა პირს შეეძლო დაენახა და მათ შორის გ----------–---–-- ამ გზით შენიშნა, რომ მისი ძმის კუთვნილი ცხვარი იმყოფებოდა ზ-------------–---–----. ასევე, ალოგიკურია, რომ ბრალდებულმა თოკი, რომლის ნაწილიც ბრადლების მხარის ვერსიით გადაჭრა და რომლითაც სახლში წაიყვანა დაზარალებულის ცხვარი, ფეხზე შეატოვა მას, შემდეგ კი შეინახა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მისვლამდე.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ზ-------------–---–-- ბრალეულობა, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თოკის გადაჭრის ფაქტი.

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ეჭვის ქვეშ არ აყენებს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, თუმცა იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ თოკი ნამდვილად ზ-------------–---–-- გადაჭრა და ამ გზით იგი ა-------------–---–-- ბაღიდან დაეუფლა ცხვარს, ბრალდების მხარეს რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

პალატის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ზ-------------–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა არაერთი საეჭვო გარემოება, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედება საფუძვლად და ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ზ-------------–---–-- ა-------------–---–-- კუთვნილ ცხვარს შეუცვალა ამოსაცნობი ნიშნები და შეუერთა თავის კუთვნილ ცხვრებს, პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ზ-------------–---–-- დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით პირის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წინაშე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ-------------–---–-- მიერ ჩადენილ ქმედებას და არ არსებობს მისი შცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ზ-------------–---–- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ზ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5.განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ზ-------------–---–--აგან ამოღებული 1(ერთი)სული ცხვარი, რაც ჩაბარდა მის კანონიერ მესაკუთრეს - ა-------------–---–-- დარჩეს მის საკუთრებაში.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ზ-------------–---–--აგან ამოღებული თოკები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს--------- რაიონული სამმართველოს წ------- პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი