განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210014618109
საქმე №2ბ/8026-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
I აპელანტი - მ----ა დ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ----ა ბ--------ა
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ-------- კ-----ე, ი----ა ჯ--------ე, თ------ ჩ----ა, მ-----ა მ----------ი, ი----ე გ-------–---–ი, შპს „მ---------–-----ი ქ----------“
წარმომადგენლები - ა-----– ჩ-------ე, მ------ შ-------–---–ი, ჟ--- ჩ-------ი, თ----- ხ-----–---–ი
II აპელანტი - შპს „მ---------–-----ი ქ----------“
წარმომადგენელი - ა-----– ჩ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ----ა დ------–---–ი
III აპელანტი - ნ-------- კ-----ე
წარმომადგენელი - ა-----– ჩ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ----ა დ------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გარდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნისა.
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
III აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე მ----ა დ------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების - მ-----ა მ----------ის, თ------ ჩ----ას, ნ-------- კ-----ის, ი----ე ჯ--------ის, ი----ე გ-------–---–ის და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის მიმართ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ----ა დ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3.1. მოპასუხეებს - ი----ე გ-------–---–ს, ნ-------- კ-----ეს და შპს ,,მ---------–-----ი ქ----------''-ს დაევალათ ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------"-ის მე-8 გვერდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2----–-–---------–--ის გაზეთ ქ----------"-ის ნომერში ნ-------- კ-----ის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქ-ნი მ----ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კ---------------იის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი"; ,,ს--------–-------------საც ატყუებდა მ----ა დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხდიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----ა დ------–---–ი რ--------ი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ს--------–-------------ისაგან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა"; ,,ქ-ნ მ----ა როცა კ---------------იის რ--------ად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა", არ შეესაბამება სიმართლეს;
3.2. მოპასუხეებს - ი----ე გ-------–---–სა და შპს ,,მ---------–-----ი ქ----------''-ს დაევალათ ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------"-ის მე-14 გვერდზე 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2----–-–----------------ის გაზეთ „ქ----------"-ის ნომერში გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,ს---------ში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ან სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?! რასაკვირველია მ----ა დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩ------–---–-------------ში მდებარე ს-------ო ს---------ზე ესკლუზივი აქვთ, ე.ი მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!", არ შეესაბამება სიმართლეს;
3.3. მოპასუხე ნ-------- კ-----ეს მოსარჩელე მ----ა დ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
3.4. მოპასუხე ი----ე გ-------–---–ს მოსარჩელე მ----ა დ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
3.5. მოპასუხე შპს ,,მ---------–-----ი ქ----------''-ს მოსარჩელე მ----ა დ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
3.6. მოსარჩელე მ----ა დ------–---–ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;
3.7. მოპასუხეებს ი----ე გ-------–---–ს, ნ-------- კ-----ეს და შპს ,,მ---------–-----ი ქ----------''-ს მოსარჩელე მ----ა დ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 42.90 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ----ა დ------–---–მა, ნ-------- კ-----ემ და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-მა. მ----ა დ------–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გარდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნისა, ხოლო ნ-------- კ-----ემ და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-მა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
5. აპელანტის - მ----ა დ------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა მ----ა დ------–---–მა, რომლითაც დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და მოითხოვა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი - სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, მოპასუხეებს - ი----ე გ-------–---–ს, შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ს, ნ-------- კ-----ეს, თ------ ჩ----ას, ი----ე ჯ--------ეს და მ-----ა მ----------ს დაევალოთ უარყონ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები. ასევე, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდის ნაწილში. აპელანტი - მ----ა დ------–---–ი არ ითხოვს მოპასუხეთაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას.
5.2. აპელანტის - მ----ა დ------–---–ის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივი გარემოების 3.2.3 პუნქტში სასამართლომ არასწორად დაადგინა:
5.3. ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში 2----–-–---------–--ს, მოპასუხე ნ-------- კ-----ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი ტექსტი: ,,ქალბატონმა მ----ა დ------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პ------------ას კ---------------იას დაგვატოვებინებდა, კ---------------ია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, ს-------ო ნაწარმოების კ---------------ი, ს----- კ-------ე, ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------ დ---–-----ე კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ----ა, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კ---------------იიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რ--------ი მ----ა დ------–---–ი მივიდა, ე------ დ---–-----ის ც---–- ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–---ი ა--ა ერთ თვეში გარდაიცვალა, როგორც კი კ---------------იიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----ა დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად ს-------------------------------------ით - ნ------- ჯ--------ით უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------ი ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. ს----------------------------------ი გ--ი გ------–--ეც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვ----–------–----------------მა, თ----- გ-----–-----მა. კ---------------ი ნ------- მ-----–---–იც მ----ა დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კ---------------იის მიღმა დატოვეს ფ--–--ს ღ-–-----ი, ვ-–ა ა------–---–ი, მ----ა დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კ---–--------------ი, მ-------ის კ---------------იის პროფესორი, ვ-–ა ჩ----ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ გაქვთ და აპირებთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----ა დ------–---–ი კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კ---------------იის რ-------- დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს როცა უკვე რ--------------------–ეა მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მ–---------------------------------–---------–ს 1500 ლარი ეძლევა“.
5.4. ასევე, 2----–-–---------------ს მოპასუხე ი----ა ჯ--------ისა და თ------ ჩ----ას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი: „21-ე საუკუნის საქართველოში კ---------------იაში 1937 წელია?!“ ,,კ---------------იიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მ----------ი, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინ გააკეთა ეს?! - ვინ და მ----ა დ------–---–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ----ას მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კ---------------იიდან კი არა, ყ------–-------------–-----------–ის დირ--------იდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----ა დ------–---–მა ს----–ის დირ--------ის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ ს----–ის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“, ,,ქ--–---------------–-------------------–--------------–-------–-------------–---–---–------------------------------------------–--თანაც არ გასჭირვებია ურთიერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კ---------------იაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“.
5.5. ასევე, 2----–-–-------------ოს, მოპასუხე მ-----ა მ----------ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, მოპასუხე ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ტექსტი: ,,კ---------------იის მაშინდელი რ--------ი მ----ა დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა-----------ე უნდა ჩაიჭრას, მ----ა დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ა-----------ის საფლავს ო-----------–ი?“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შ---–-- სიმღერა მომწონს. ა-----------ეები ვიდრე მე ვარ, თბილისის კ---------------იის ახლოს ვერ გაეკარებიანო“ - წარმოადგენს მოსაზრებას. ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების 6.1. პუნქტში სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ „3.2.4 (დაშვებულია მექანიკური შეცდომა, უნდა ეწეროს 3.2.3) სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხეების აზრს და არ არის გადმოცემული მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ, რაც არასწორია, რადგან სახეზეა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული, კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელეს საჯარო პირად მიიჩნევდა და იხელმძღვანელებდა ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლით, გვერდს ვერ აუვლიდა იმ დადასტურებულ ფაქტებს, რომ მოპასუხეთათვის დანამდვილებით წინასწარ იყო ცნობილი, რომ ავრცელებდნენ მ----ა დ------–---–ის მიმართ აშკარად მცდარ ფაქტებს, მეტიც ამას პერმანენტულად აკეთებდნენ, შეგნებულად და განზრახ სჩადიოდნენ.
5.6. აპელანტის განმარტებით, დიფამაციის საქმეებზე არსებითი „მნიშვნელობა ენიჭება გასაჩივრებული განცხადებები შეიცავს თვალსაზრისს, კომენტარს, შეფასებით მსჯელობას, თუ მასში გადმოცემულია დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტები, მოვლენა, რომელიც არწმუნებს მკითხველს, რომ მოვლენა სინამდვილეს შეესაბამება. განსახილველ დავაზე, სადავო სტატიებში მითითებულია გარემოებები, რაც შეიძლება დადასტურდეს ან უარყოფილ იქნეს.
5.7. ტერმინები - „გაათავისუფლა“, „მსხვერპლი“, „მკვლელი“, „ფინანსური მაქინაციები“, „სამსახურიდან დათხოვნა“, „პრივატიზაცია“ - არის სამართლებრივი ტერმინები, რომლებსაც ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი მოპასუხეებთან ერთად იყენებს სტატიებში, ამავდროულად, აღწერენ ფაქტობრივ მდგომარეობას, წარმოადგენენ არარსებულ დოკუმენტებს. მაგალითად, ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი რესპოდენტს ნ-------- კ-----ეს უსვამს კითხვას: „ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ გაქვთ და აპირებთ ჩვენც გადმოგვცეთ“ (იხ. „ქ----------“-ის 2----–-–---------–--ის ნომერი), ასევე, „სხვისი არ ვიცი, მაგრამ, როდესაც მე - ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი საგაზეთო სტატიას ვამზადებ, რესპოდენტისაგან აუცილებლად ვითხოვ მისეული სიმართლის დამადასტურებელ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას და სხვათა შორის, ინტერვიუებსაც შარაზე გადებულ ინტრიგებთან და მატყუარებთან კი არა, საქმის მცოდნე, პროფესიონალ ადამიანებთან ვწერ, რომლებიც კონკრეტულ უკანონობაში დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას მაწვდიან ხოლმე, რითაც მკითხველის თვალში ასაბუთებს და დამაჯერებლობას მატებს რესპოდენტების მიერ სტატიაში გადმოცემული ფაქტების უტყუარობას, სარწმუნო მტკიცებულებების არსებობას, ქ-ნ მ----ა დ------–---–ის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას, უღირსი საქციელის ჩადენას“. ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი არ ემიჯნება რესპოდენტების მიერ გამოთქმულ განცხადებებს, პირიქით, იწონებს მათ და რესპოდენტების გარეშეც აქვეყნებს დამატებით არაერთ სტატიას (იხ. 2----–-–----------------ის, 07 ოქტომბრის, 25 ნოემბრის, 02 დეკემბრის გაზეთი „ქ----------“; 2----–-–--------------ის გაზეთი „ა-----–---------–ი“). მ----ა დ------–---–ის დისკრედიტაციას ეთმობა გაზეთ „ქ----------“-ის რვა საგაზეთო ნომერი და გაზეთ „ა-----–---------–ის“ ერთი საგაზეთო ნომერი. აპელანტის - მ----ა დ------–---–ის მიმართ გამოქვეყნებული სტატიები არის ნეგატიური, წამოყენებულია მნიშვნელოვანი ბრალდებები.
5.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივი გარემოებების 3.2.3 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ გამონათქვამები წარმოადგენს მოსაზრებას და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებაში მოცემულ სხვა მსჯელობებს. გავრცელებული ბრალდებების/ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება ერთადერთი მტკიცებულებით - სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. შეუძლებელია, სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადებები ცალსახად ცილისმწამებლურია და ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას. მიუხედავად ამისა, მ----ა დ------–---–მა კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა. აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5.9. აპელანტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა იგი აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონიერი საფუძვლის არსებობისას, ისეთ პირობებში, როდესაც მას ცალკეული პირის, თუ პირთა ჯგუფის კანონიერი ინტერესები უპირისპირდება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის ას-1559-1462-2012 განჩინება). ამ მიმართებით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის ურთიერთგამიჯვნის საკითხს, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, ხოლო ფაქტი კვალიფიციური პრივილეგიის სტატუსით სარგებლობს. აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობა გულისხმობს თუ არა, რომ პირს შეუძლია ნებისმიერი აზრის გამოხატვა, მათ შორის, სხვა პირთა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უხამსი და ა.შ. აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 03 აპრილის ას-1477-1489-2011 განჩინება). ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობა უნდა განიმარტოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. აზრის აბსოლუტურ პრივილეგირებულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა და არა აზრის გამოხატვა და მისი გავრცელება. აზრის გამოხატვა, გავრცელება უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ფაქტისა, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ აზრის გამოხატვა, გავრცელება აბსოლუტური უფლებაა. ამგვარი დასკვნის საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, „მაშინაც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი სადავო განცხადებისათვის, რამდენადაც თვით შეფასებითი მსჯელობაც კი, რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება გადაჭარბებული იყოს (საქმიდან დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ, 2002).
5.10. აპელანტის განმარტებით, როდესაც საუბარია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და ჟურნალისტთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე, აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი (ჰენდისაიდი, 1986). თუმცა ასეთი ინფორმაციაც გარკვეული ღირებულების მატარებელი უნდა იყოს და მხოლოდ სხვათა უფლებებსა და დაცულ ღირებულებებს არ უნდა ხელყოფდეს, ანუ სხვაგვარად, რომ ითქვას, ინფორმაციას, მათ შორის გამაოგნებელს, შემაშფოთებელსა და შეურაცხმყოფელს, საზოგადოებისათვის გარკვეული წონა უნდა ჰქონდეს (ოტტო პრემინგერ). შესაბამისად, კონვენციით დაუცველ გამოხატვათა რიცხვს განეკუთვნება უხამსობა, მძიმე შეურაცხყოფა, სამართალდარღვევისკენ წაქეზება, საყოველთაოდ დადასტურებული ფაქტების უარყოფა, რაც მძიმე შედეგებს იწვევს და კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა. გავრცელებული ცნობების უარყოფის თაობაზე განცხადების გამოქვეყნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციას, აღადგინოს მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლება, მოახდინოს მისი შელახული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის რესტიტუცია, თუ უარყოფის გამოქვეყნება მოხდება ანალოგიური ფორმით იმავე გამოცემაში, იმავე შრიფტით, იმავე გვერდზე და ა.შ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის არსებული ფორმულირებით თუ ვიმსჯელებთ, უარმყოფელი ცნობების გამოქვეყნების დროს, მოპასუხეები თავისუფალნი არიან შეარჩიონ ნებისმიერი, მათ შორის, წვრილი და შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი შრიფტიც კი და ამგვარად მოახდინონ გავრცელებული ცნობების უარყოფა, მაშინ როცა დიფამაციური სტატიების გავრცელება ხდებოდა მსხვილი სათაურებით, მეტწილად მ----ა დ------–---–ის სურათების მითითებით მკითხველის ყურადღების უკეთ მისაპყრობად. შესაბამისად, უარმყოფელი ცნობების გავრცელების შემთხვევაშიც, აუცილებელია მოპასუხეებს დაევალოთ ამგვარი ცნობების გამოქვეყნება იმავე შრიფტით, რა შრიფტითაც გავრცელდა დიფამაციური ხასიათის განცხადებები.
6. II აპელანტის - ნ-------- კ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად 3.2.1 სადავო გარემოება, რომ თითქოს გავრცელებული განცხადება არის მტკიცებითი ფორმით არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. სასამართლომ არასწორად დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა 3.2.1 სადავო ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მტკიცების ტვირთი, უკანონოდ, სრულად დააკისრა მოპასუხე მხარეს და სამართლებრივი დასაბუთების დროს მოპასუხეებს მოსთხოვა მათ მიერ გამოთქმულ აზრსა და შეფასებით მსჯელობასთან დაკავშირებით, მ----ა დ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი. ნ-------- კ-----ის მიერ გაკეთებული განცხადებები არის აზრი და სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
7. III აპელანტის - შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად 3.2.1 სადავო გარემოება, რომ თითქოს გავრცელებული განცხადება არის მტკიცებითი ფორმით არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. სასამართლომ არასწორად დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა 3.2.1 სადავო ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მტკიცების ტვირთი, უკანონოდ, სრულად დააკისრა მოპასუხე მხარეს და სამართლებრიცი დასაბუთების დროს მოპასუხეებს მოსთხოვა მათ მიერ გამოთქმულ აზრსა და შეფასებით მსჯელობასთან დაკავშირებით, მ----ა დ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, სასამართლო მსჯელობს ჟურნალისტის ეთიკის დარღვევაზე, როდესაც ამგვარი კანონი და სპეციალური ნორმები საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიძებნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. 2----–-–---------–--ს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში მოპასუხე ნ-------- კ-----ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი----ე გ-------–---–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,კ---------------იის გარდაცვლილი პროფესორები, პრეზერვატივები როიალებში და კრიმინალში ეჭვმიტანილი მ----ა დ------–---–ი“, რომლის მე-8 მე-9, 22-ე და 23-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,ქალბატონმა მ----ა დ------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პ------------ას კ---------------იას დაგვატოვებინებდა, კ---------------ია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, ს-------ო ნაწარმოების კ---------------ი ს----- კ-------ე ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------ დ---–-----ე კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ----ა, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კ---------------იიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რ--------ი მ----ა დ------–---–ი მივიდა, ე------ დ---–-----ის ც---–- ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–---ი ა--ა ერთ თვეში გარდაიცვალა, როგორც კი კ---------------იიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----ა დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად ს-------------------------------------ით - ნ------- ჯ--------ით უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------ი ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. ს----------------------------------ი გ--ი გ------–--ეც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვ----–------–----------------მა, თ----- გ-----–-----მა. კ---------------ი ნ------- მ-----–---–იც მ----ა დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კ---------------იის მიღმა დატოვეს ფ--–--ს ღ-–-----ი, ვ-–ა ა------–---–ი. მ----ა დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კ---–--------------ი, მ-------ის კ---------------იის პროფესორი, ვ-–ა ჩ----ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ გაქვთ და აპირებთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----ა დ------–---–ი კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კ---------------იის რ-------- დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს, როცა უკვე რ--------------------–ეა, მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მ–---------------------------------–---------–ს 1500 ლარი ეძლევა“. ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქალბატონი მ----ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კ---------------იის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი“; ,,ს--------–-------------საც ატყუებდა მ----ა დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----ა დ------–---–ი რ--------ი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ს--------–-------------იდან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა. აი ბატონო დოკუმენტი და თვითონ ნახეთ, რა რაოდენობის ხელფასია გათვალისწინებული ს--------–-------------ზე“. ,,ქალბატონი მ----ა როცა კ---------------იის რ--------ად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა. კიდევ რამდენიმე ფაქტი გინდათ დაგისახელოთ და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ დ------–---–ის დანაშაულებრივი მმართველობის პერიოდში არაერთი ათასი ლარია მიტაცებული“. ,,თბილისის ვ-------------–---–ის სახელობის სახელმწიფო კ---------------იის ვ-----–----------–------------------------------ორი, მ----ა დ------–---–ის რ--------ობის პერიოდში დაითხოვეს სამსახურიდან“. ,,ს-------ო ხ--–------ის მეტრები: გ--ი მ------–---–ი, ს----- კ-------ე, ვ-----–-----ბი ე-–----- გ-–--ე, გ---–-----------–ი, რომელიც მ----ა დ------–---–ის ახლობლებით იყო დაკომპლექტებული. თ----------------–---–ი, ო----- ჩ------–---–ი და ს----–-–----------------ის სხვა დანარჩენი წევრები კ---------------იის გარეშე დატოვეს. ეს ადამიანები დ------–---–მა გააბითურა“. ,,მოგახსენებთ, იმ გაუგონარ კრიმინალზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს კ---------------იაში, კერძოდ კ---------------იის საოპერო სტუდიის ორკესტრანტების რაოდენობა 43 კაცია. სახელფასო განაკვეთი, რომ დავამრგვალოთ 215-230 ლარამდე მერყეობს, მაგრამ ხელფასს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უხდიან მათ და დანარჩენი თვეები ანუ 8 თვის ხელფასები არ ეძლევათ“ (სარჩელი; შესაგებელი; ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2----–-–---------–--ის ნომერი, მე-8, მე-9, 22-ე, 23-ე გვერდები; მხარეთა განმარტებები).
9. 2----–-–---------------ს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, მოპასუხეების - ი----ე ჯ--------ისა და თ------ ჩ----ას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი----ე გ-------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით: ,,21-ე საუკუნის საქართველოში კ---------------იაში 1937 წელია?!“, რომლის მე-7 და 22-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კ---------------იიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მ----------ი, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ----ა დ------–---–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ----ას მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კ---------------იიდან კი არა, ყ------–-------------–-----------–ის დირ--------ობიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----ა დ------–---–მა ს----–ის დირ--------ის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ ს----–ის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“. ,,ქ--–---------------–-------------------–--------------–-------–-------------–---–---–------------------------------------------–--თანაც არ გასჭირვებია ურთიერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კ---------------იაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“ (სარჩელი; შესაგებელი; ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2----–-–---------------ს ნომერი, მე-7 და 22-ე გვერდები; მხარეთა განმარტებები).
10. 2----–-–-------------ოს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, მოპასუხე მ-----ა მ----------ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი----ე გ-------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით: ,,უპერსპექტივო მ---------–--------ის სათქმელი მ----ა დ------–---–ს?“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კ---------------იის მაშინდელი რ--------ი მ----ა დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა-----------ე უნდა ჩაიჭრას, მ----ა დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ა-----------ის საფლავს ო-----------–ი“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შ---–-- სიმღერა მომწონს. ა-----------ეები ვიდრე მე ვარ, თბილისის კ---------------იას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“ (სარჩელი; შესაგებელი; ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2----–-–-------------ოს ნომერი, 30-ე, 31-ე და 35-ე გვერდები; მხარეთა განმარტებები).
11. 2014 წლის 30 სექტემბერს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, ამავე გაზეთის ჟურნალისტმა ი----ე გ-------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით: ,,კ---------------იის დე ფაქტო რ--------ი მ----ა გ------ა“ „ქ----------“-ის წინააღმდეგ? ომია? ომი იყოს - ვოინა ეტო ხუ...ნა, გლავნოე მანიოვრი“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,დღეს ს---------ში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ანუ სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20 000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული“ რასაკვირველია მ----ა დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩ------–---–-------------ში მდებარე ს-------ო ს---------ზე ექსკლუზივი აქვთ, ე.ი. მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!“ (სარჩელი; შესაგებელი; ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2----–-–----------------ის ნომერი, 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდები; მხარეთა განმარტებები).
12. მოსარჩელე მ----ა დ------–---–ი მუშაობს ს----------–--------–------------------–-------–---------------------------------------–---------------–---------------–---- ვ-------------–---–ის სახელობის სახელმწიფო კ---------------იაში რ--------------------–ედ (სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა განმარტებები).
13. ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“ წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,მ---------–----- ქ----------“-ის საკუთრებას (სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა განმარტებები).
14. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მ----ა დ------–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხ--–------ის სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
17. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
18. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
19. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია არის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
20. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
22. ამდენად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
23. პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს და მისი რეგლამენტირების დროს მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი.
24. სააპელაციო სასამართლო დამატებით, მიუთითებს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამიტომ, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება მიაპყროს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა, ხოლო მისი გამოხატვა გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს. გამოხატვის თავისუფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისაგან განუყოფელია. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევამ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა გამოიწვიოს. აზრის ქონის უფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული არ არის. მოვალეობებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად სხვა ინტერესებთან დაპირისპირებას თავი აარიდოს. სხვათა ინტერესებში კი, პირველ რიგში, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა იგულისხმება. შესაბამისად, შერჩეულ უნდა იქნეს გამოხატვის ის ფორმა, რომლითაც სხვა ღირებულებათა (სხვათა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია) იგნორირება არ მოხდება. მით უფრო, როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაცია სხვა ღირებულებათა ნაკლები ხელყოფით არის დასაშვები.
25. ნათელია, რომ განსახილველი კატეგორიის დავებში ერთმანეთს ორი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალიან ღირებული და კანონის ძალით დაცული უფლება უპირისპირდება, კერძოდ, ერთი მხრივ, პირის პატივისა და ღირსების დაცვის ვალდებულება და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ორივე ინტერესის დაცვა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ მოსარჩელეს პატივისა და ღირსების შელახვის შეგრძნება არ დარჩეს, ხოლო მოპასუხეს გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ არ შეეზღუდოს. სწორედ აღნიშნული სულისკვეთების გამოძახილია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ „აზრისა“ (შეფასებითი მსჯელობის) და „არსებითად მცდარი ფაქტის“ გამიჯვნა. აღნიშნული კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, აზრი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც ამავე კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას იწვევს.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით კი, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
27. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში 2----–-–---------–--ს, მოპასუხე ნ-------- კ-----ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი: ,,ქალბატონმა მ----ა დ------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პ------------ას კ---------------იას დაგვატოვებინებდა, კ---------------ია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, ს-------ო ნაწარმოების კ---------------ი ს----- კ-------ე ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------ დ---–-----ე კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ----ა, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კ---------------იიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რ--------ი მ----ა დ------–---–ი მივიდა, ე------ დ---–-----ის ც---–- ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–---ი ა--ა ერთ თვეში გარდაიცვალა, როგორც კი კ---------------იიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----ა დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად ს-------------------------------------ით - ნ------- ჯ--------ით უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------ი ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. ს----------------------------------ი გ--ი გ------–--ეც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვ----–------–----------------მა, თ----- გ-----–-----მა. კ---------------ი ნ------- მ-----–---–იც მ----ა დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კ---------------იის მიღმა დატოვეს ფ--–--ს ღ-–-----ი, ვ-–ა ა------–---–ი. მ----ა დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კ---–--------------ი, მ-------ის კ---------------იის პროფესორი, ვ-–ა ჩ----ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ გაქვთ და აპირებთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----ა დ------–---–ი კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კ---------------იის რ-------- დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს, როცა უკვე რ--------------------–ეა, მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მ–---------------------------------–---------–ს 1500 ლარი ეძლევა“. ასევე, 2----–-–---------------ს მოპასუხე ი----ა ჯ--------ისა და თ------ ჩ----ას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი: 21-ე საუკუნის საქართველოში კ---------------იაში 1937 წელია?!“ ,,კ---------------იიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მ----------ი, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ----ა დ------–---–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ----ას მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კ---------------იიდან კი არა, ყ------–-------------–-----------–ის დირ--------ობიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----ა დ------–---–მა ს----–ის დირ--------ის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ ს----–ის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“. ,,ქ--–---------------–-------------------–--------------–-------–-------------–---–---–------------------------------------------–--თანაც არ გასჭირვებია ურთიერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კ---------------იაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“. ასევე, 2----–-–-------------ოს, მოპასუხე მ-----ა მ----------ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, მოპასუხე ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ტექსტი: ,,კ---------------იის მაშინდელი რ--------ი მ----ა დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა-----------ე უნდა ჩაიჭრას, მ----ა დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ა-----------ის საფლავს ო-----------–ი“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შ---–-- სიმღერა მომწონს. ა-----------ეები ვიდრე მე ვარ, თბილისის კ---------------იას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“, წარმოადგენს მოსაზრებას.
28. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ ტექსტებში არ ჩანდა მტკიცებითი ფორმა, რომელიც აუცილებელი იყო გამოთქმულის ფაქტად და არა მოსაზრებად კვალიფიკაციისათვის. განცხადებები წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოსაზრებებს და არა მტკიცებით ფორმაში საუბარს მ----ა დ------–---–ის თაობაზე. მითითებული გამონათქვამები წარმოადგენდა მოპასუხეთა აზრს და არ იყო გადმოცემული მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, სასამართლომ, აღნიშნულ ნაწილში მ----ა დ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი გადაწყვიტა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.
29. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ----ა დ------–---–ის მიერ წარმოდგენილია დიფამაციური სარჩელი და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხეთა მიერ გაკეთებული სადავო განცხადებები მიეკუთვნება ფაქტებს, თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული, აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრვი პასუხისმგებლობას. თანაბარმნიშვნელოვანია, ასევე, იმის დადგენაც, თუ ვის მიმართ გაკეთდა განცხადება და რა კონტექსტში. იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეთა გამონათქვამები შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს აღნიშნული გამონათქვამები და მოპასუხეთა მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
30. ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემას, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ).
32. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - მ----ა დ------–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ განჩინების 27-ე პუნქტში არსებული გამონათქვამები არ წარმოადგენს მოპასუხეთა აზრს და გადმოცემულია მტკიცებით ფორმაში, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ პუნქტში მითითებული სადავო განცხადებები/გამონათქვამები თავისი შინაარსის, გამოთქმის ფორმის და კონტექსტის მიხედვით წარმოადგენს სწორედ „აზრს“ და არა „ფაქტს“. აღნიშნულს მოწმობს თავად მოპასუხეთა მითითებების ის ფორმა, რომლის მიხედვითაც მათ მ----ა დ------–---–ი და განვითარებული მოვლენები ახსენეს. აღნიშნული ტექსტები თავისი შინაარსიდან გამომდინარე და არა განყენებულად შეფასების თვალსაზრისით, წარმოადგენს აღნიშნულ პირთა შეხებულებებს, შეფასებებს, მოსაზრებებს და არა დადასტურებულ ფაქტს.
33. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია და მოწინააღმდეგე მხარეთა გამონათქვამები არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, მასში ასახულია მხოლოდ ვარაუდი, აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან ფაქტების დამტკიცების მცდელობა. აპელანტს - მ----ა დ------–---–ს არ წარმოუდგენია ამ განჩინების 27-ე პუნქტში მითითებული განცხადებების ფაქტად მიჩნევისათვის აუცილებელი რელევანტური მტკიცებულებები. აპელანტის - მ----ა დ------–---–ის მხრიდან მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, უნდა დადასტურებულიყო მითითებული გამონათქვამების მტკიცებითი ფორმის შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის - მ----ა დ------–---–ის, როგორც მოსარჩელის მტკიცების საგანს და ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია მცდარი და ცილისმწამებლური ფაქტია, თანახმად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შინაარსისა.
34. პალატა განმარტავს, რომ საქმეზე „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ გაიმეორა ის პრინციპები, რომლებიც რეპუტაციის უფლების, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ნაწილის მიმართ პრეცედენტული სამართლით დაადგინა და ეხება კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილ დაცვას. იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას მე-8 მუხლი, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს და იმ ფორმით უნდა განხორციელდეს, რომ ზიანი მიაყენოს პირის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებით სარგებლობას. კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი საშუალებები ხელშემკვრელი სახელმწიფოს შეფასების ზღვრის ფარგლებში ჯდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს: პოზიტიური თუ ნეგატიური. ანალოგიურად, კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, კონვენციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული ზღვარი, როდესაც აფასებენ, არის თუ არა საჭირო ან რა მოცულობით ხდება ამ მუხლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. მსგავსი ტიპის საქმეებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, დაიცვა თუ არა სახელმწიფომ, კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში, სამართლიანი ბალანსი პირის რეპუტაციის უფლებასა და მე-10 მუხლით გარანტირებული მეორე მხარის გამოხატვის თავისუფლებას შორის. იმ საქმეებში, სადაც საჭიროა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დაბალანსება გამოხატვის თავისუფლებასთან, საჩივრის შედეგი არ უნდა განსხვავდებოდეს, იმის მიხედვით, ის წარდგენილ იქნა კონვენციის მე-8 თუ მე-10 მუხლის საფუძველზე.
35. საქმეზე „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას. ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და „გადაჭარბებულად“ იქნას მიჩნეული. განცხადების კლასიფიკაცია ფაქტად ან შეფასებით მსჯელობად, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს, თვითონ შეაფასოს სადავო განცხადებები.
36. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მ----ა დ------–---–ი კერძო პირს წარმოადგენს, დასადგენია კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ვიწროა, მაგრამ კრიტიკის ვიწრო ფარგლების აღიარება, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ ბალანსის სამართლიანობაზე მოქმედი სხვა ფაქტორები მხედველობაში არ მიიღება.
37. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ საქმეთა დიდი ნაწილი, სადაც სადავოდ იქცა კერძო პირთა მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლების დაცულობა, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს შეეხებოდა, შესაბამისად, ღირებულებათა კონფლიქტის გადაჭრისას გათვალისიწინებას მოითხოვდა საზოგადოების უფლება, მიეღო მასზე ინფორმაცია. ამ ფაქტორების არსებობით, კრიტიკის ვიწრო ფარგლების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში სასწორი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ იხრება. საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე დებატების კონტექსტში კერძო პირის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია ცილისწამებად საქმეზე - „ფუენტეს ბობო ესპანეთის წინააღმდეგ“ (29 თებერვალი, 2000 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც კერძო პირები მოღვაწეობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების სფეროში, მათ მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ფართოვდება და მიჩნეულია, რომ ასეთ დროს, კრიტიკისადმი მათ მეტი მოთმინება მოეთხოვებათ (ასეთი განმარტება მოცემულია საქმეზე - „ქ-ნი სუსანა ჯერუსალემი ავსტრიის წინააღმდეგ, 27 თებერვალი, 2001 წელი).
38. პალატა, „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების კუთხით აფასებს განჩინების 27-ე აბზაცში მითითებულ მოპასუხეთა მოსაზრებებს (შეფასებებს), ხომ არ არის მათი ეს შეფასებები „გადაჭრაბებული“ და თვლის, რომ ზემოთმითითებული შეფასებები არ გაცდენია კანონით გათვალისწინებული აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ ზღვარს. მ----ა დ------–---–ი მართალია არის კერძო პირი, თუმცა ის არის თბილისის ვ-------------–---–ის სახელობის სახელმწიფო კ---------------იაში რ--------------------–ე და შესაბამისად მისი ეს საქმიანობა, თავისი ფუნქციებიდან, ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სფეროში საქმიანობას, რაც თავის მხრივ უფრო მეტად ზრდის მ----ა დ------–---–ის მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს, იმ კერძო პირთან შედარებით, რომელიც არ ახორციელებს საქმიანობას საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების სფეროში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სადავო შეფასებების შინაარსი თუ გამოთქმის ფორმა არ გაცდენია იმ ზღვარს, რის შემდეგაც შესაძლებელია დადგინდეს მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში მოპასუხეთა მოსაზრებები მოქცეულია დასაშვები კრიტიკის ფარგლებში, ხოლო „გადაუჭარბებელი“, „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებში მოქცეული გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას უპირისპირდება ადამიანისათვის ისეთი მნიშვნელოვანი უფლება, როგორიცაა პატივისა და ღირსების უფლება.
39. აპელანტის განმარტებით, ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი არ ემიჯნებოდა რესპოდენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, პირიქით იწონებდა მათ და რესპოდენტების გარეშეც აქვეყნებდა დამატებით არაერთ სტატიას, რომელიც იყო ნეგატიური, წამოყენებული იყო მნიშვნელოვანი ბრალდებები და ემსახურებოდა მ----ა დ------–---–ის დისკრედიტაციას. ასევე, მისი განმარტება - „სხვისი არ ვიცი, მაგრამ, როდესაც მე - ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი - საგაზეთო სტატიას ვამზადებ, რესპოდენტისგან აუცილებლად ვითხოვ მისეული სიმართლის დამადასტურებელ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას და, სხვათა შორის, ინტერვიუებსაც შარაზე გადებულ ინტრიგებთან და მატყუარებთან კი არა, საქმის მცოდნე, პროფესიონალ ადამიანებთან ვწერ, რომლებიც კონკრეტულ უკანონობაში დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას მაწვდიან ხოლმე“, მკითხველის თვალში ასაბუთებს და დამაჯერებლობას მატებს რესპოდენტების მიერ სტატიაში გადმოცემული ფაქტების უტყუარობას, სარწმუნო მტკიცებულებების არსებობას, მ----ა დ------–---–ის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას და უღირსი საქციელის ჩადენას, ხოლო ტერმინები: „გაათავისუფლა“, „მსხვერპლი“, „კრიმინალია“, „მკვლელი“, „ფინანსური მაქინაციები“, „სამსახურიდან დათხოვნა“, „პრივატიზაცია“ არის სამართლებრივი ტერმინები, რომელთაც ჟურნალისტი ი----ე გ-------–---–ი მოპასუხეებთან ერთად იყენებს სტატიებში, ამავდროულად აღწერენ ფაქტობრივ მდგომარეობას, წარმოადგენენ არარსებულ დოკუმენტებს.
40. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ღირებულებათა კონფლიქტის სპეციფიკურობა. მოცემულ შემთხვევაში, ამ საკითხის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განსახილველ საქმეში ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს პრესა (გაზეთი) და სწორედ მოპასუხე გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ცალკეული გამონათქვამების გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობა წარმოადგენს დავის საგანს. გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. ეს დებულება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება და ეს ბუნებრივია, ვინაიდან აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ღია საჯარო დებატები სწორედ პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ხორციელდება. პრესის ფუნქციაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე. ამ ფუნქციის პრესის მიერ შეუსრულებლობა ტოლფასია საზოგადოებისათვის იმ უფლების წართმევისა, რომ მიიღოს ეს ინფორმაცია და იქონიოს მასზე თავისი შეხედულება, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პრესის საშუალებით ინფორმაციებისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა. ამდენად, პრესის თავისუფლების მაღალი ღირებულება გააჩნია და ამიტომაც არის, რომ მისი შეზღუდვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით „უჩვეულოდ წონად გამართლებას მოითხოვს“.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, განჩინების 27-ე აბზაში დასახელებული გამონათქვამები და ტერმინები, არც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით და არც იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში, არ იძლევა მათი ფაქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკმარის საფუძველს და ის ისინი წარმოადგენს მოპასუხეთა მოსაზრებას. ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მ----ა დ------–---–ია ვალდებული დაადასტუროს ის, რომ ეს განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს და არა მოსაზრებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ეს გამონათქვამები შეაფასა მოსაზრებად, რომლებიც როგორც უკვე აღინიშნა, არ არის „გადაჭარბებული“ და მოქცეულია „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებში, ხოლო აპელანტმა აღნიშნული განცხადებებისათვის „აზრის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
42. ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - მ----ა დ------–---–ის შედავებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ადასტურებს იმ გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას და პრეტენზიას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ ზემოთმითითებული სტატიები შეიცავს ცილისმწამებლურ ინფორმაციას. პალატას მიაჩნია, რომ სადავო განცხადებები და გამონათქვამები მხოლოდ მისი ავტორის მოსაზრებების გავრცელებას ემსახურება, რომელიც ასახავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას მ----ა დ------–---–ის პიროვნების მიმართ და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის სუბიექტური აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) და არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტების დამტკიცების მცდელობა. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად, ვინაიდან აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
43. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ აპელანტის - მ----ა დ------–---–ის მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით და არ არსებობს მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის, თუ რაში მდგომარეობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად მოპასუხეთათვის რა ოდენობის სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, საქმეში წარმოდგენილ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი პუნქტი. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მ----ა დ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
44. შესაბამისად, ყოველივე ზემოთმითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, ხოლო მ----ა დ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
45. აპელანტების - ნ-------- კ-----ის და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს შემდეგს:
46. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2----–-–---------–--ის გაზეთ ,,ქ----------”-ის ნომერში მოპასუხე ნ-------- კ-----ის მიერ გამოთქმული და ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი განცხადებები: ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქ-ნი მ----ა წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კ---------------იის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი"; ,,ს--------–-------------საც ატყუებდა მ----ა დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხდიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----ა დ------–---–ი რ--------ი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ს--------–-------------ისაგან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა"; ,,ქ-ნ მ----ა როცა კ---------------იის რ--------ად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა" და 2----–-–----------------ის გაზეთ „ქ----------“-ის ნომერში ჟურნალისტ ი----ე გ-------–---–ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი განცხადებები: ,,ს---------ში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ან სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?! რასაკვირველია მ----ა დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩ------–---–-------------ში მდებარე ს-------ო ს---------ზე ესკლუზივი აქვთ, ე.ი მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!", არ შეესაბამებოდა სიმართლეს და წარმოადგენდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ ინფორმაციას.
47. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების - ნ-------- კ-----ის და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მტკიცების ტვირთი, უკანონოდ, სრულად დააკისრა მოპასუხე მხარეს, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
48. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ-------- კ-----ის და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებებში მითითებულია ისეთი მოქმედებები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს. ამდენად, ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელებით, შესაბამისი მტკიცებულების - სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი კანონიერ ძალაში შესული გამატყუნებელი განაჩენის, წარდგენის გარეშე, უდავოდ ილახება პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამდენადაც საზოგადოებაში ასეთი პირი შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც დამნაშავე, რაც მისი საზოგადოებრივი სტატუსის დისკრედიტაციას გამოიწვევს. შესაბამისად, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სპეციალური კანონი, სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მართებულად დაასკვნა, რომ მ----ა დ------–---–მა წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა ზემოაღნიშნული გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, ხოლო ნ-------- კ-----ემ და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-მა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, ვერ წარმოადგინეს საპირისპირო რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთი სწორედ საქართველოში აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად გაანაწილა, რომელიც, ასევე არ ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს.
49. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ მოცემული განჩინების 46-ე პუნქტში მითითებული გამონათქვამები შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ინფორმაციას და ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, მითითებული გამონათქვამები წარმოადგენს ცილისწამებას - არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ ინფორმაციას და ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს. აქედან გამომდინარე გაზეთ ,,ქ----------”-ში გამოქვეყნებულმა, განჩინების 46-ე პუნქტში მითითებულმა გამონათქვამებმა გამოიწვიეს მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
50. რაც შეეხება აპელანტის - შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის მოსაზრებას ჟურნალისტის ეთიკის დარღვევაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ყოველი უფლება უნდა იყოს იმგვარად რეალიზებული, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვა უფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოხატვის თავისუფლება გაწონასწორებული უნდა იყოს ამ თავისუფლებით მოსარგებლის მოვალეობითა და პასუხისმგებლობით. ჟურნალისტებისა და მედაისაშუალებების მიმართ ასევე მოითხოვება პასუხისმგებლობით მოპყრობა გამოხატვის საგნის მიმართ. გამოხატვის თავისუფლების მოსარგებლე ვალდებულია იმოქმედოს ისე, რომ სხვა მომიჯნავე ღირებულებები არ დაარღვიოს და ამით საფრთხე არ შეუქმნას სხვა პირებს. ერთ-ერთ საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა „პრესამ არ უნდა გადალახოს განსაზღვრული მიჯნები, განსაკუთრებით სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით. მის მოვალეობას წარმოადგენს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გადაცემა, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელიც შეესაბამება მის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას''(De Haes and Gijsels v. Belgium, 1997). „ჟურნალისტი ვალდებულია იმოქმედოს კეთილი განზრახვით, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად იმისათვის, რათა საზოგადოება უზრუნველყოს სწორი და საიმედო ინფორმაციით“ (Radio France and Others v. France 2004).
51. პალატა იზიარებს ევროსასამართლოს მიდგომას, რომ, როდესაც ჟურნალისტი „არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებს, მისი (ჟურნალისტის) დაცვის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კონვენციის მეათე მუხლი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ასევე - ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვას პირმა, თუკი იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მოვალეობები პრესაზეც ვრცელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება პირის რეპუტაციის შელახვას. მეათე მუხლის თანახმადვე, ჟურნალისტები კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდნენ და უზრუნველყოფდნენ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას ჟურნალისტური ეთიკის საფუძველზე (Bladet Tromso and Stensaas v. Norway).
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ განჩინების 46-ე პუნქტში მითითებული გამონათქვამებთან მიმართებით მ----ა დ------–---–ის ინტერესი (საკუთარი რეპუტაციის დაცვა) უპირატესია გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, რადგან მასში მითითებული გამონათქვამები წარმოადგენს ცილისწამებას, ის სცილდება მისაღები კრიტიკის ფარგლებსა და ინფორმირების უფლებას და როგორც გამონათქვამები, ისე სტატიათა შინაარსი ხელყოფს მ----ა დ------–---–ის პირად უფლებებს და ზიანს აყენებს მას. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი აპელანტებს - ნ-------- კ-----ეს და შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ს სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს არ მიუთითებიათ ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ წარმოუდგენიათ ისეთი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტების პრეტენზიას და ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
55. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
57. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----ა დ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „მ---------–-----ი ქ----------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. ნ-------- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
4. სამოქალაქო საქმეზე №2/17851-14, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
5. აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა