განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
020100117002141848
ინსტანცია
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002141848

საქმე N1/ბ-357-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა-----------ს

მსჯავრდებულის _ ზ------ ქ--–-----ს

ადვოკატის _ დ-------- ხ----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ------ ქ--–-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ ყ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ ქ--–-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------––-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის გ--–--------------------–------–-, მცხოვრების წ--–--------------------------–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 1501 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ ქ--–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ქორწინების იძულება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ ლ-----–--ამ და ზ------ ქ--–-----მ დაახლოებით 4 წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი. მათ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა მას შემდეგ, რაც მ------ ლ-----–--ამ ზ------ ქ--–-----სგან გაიგო, რომ უყვარდა იგი, დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ზ------ ქ--–----- მიხვდა, რომ მ------ ლ-----–--ა ნებაყოფლობით არ გახდებოდა მისი მეუღლე, მან განიზრახა ქორწინების იძულების მიზნით მ------ ლ-----–--ასთვის უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 17 ივლისს, ქ-----------–-----------------–- არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა დანაშაულის ჩადენის, კერძოდ, ქორწინების იძულების გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ზ------ ქ--–-----მ და სხვა პირებმა მ------ ლ-----–--ა მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს მისი ნების შესაბამისად გადაადგილების შესაძლებლობა და წაიყვანეს ზ----------------------------–------------–-, მდინარე ე-------ს ნაპირთან. ზ------ ქ--–-----მ მ------ ლ-----–--ა თავისი ნების საწინააღმდეგოდ ხელში აყვანილი გადაიყვანა მდინარე ენგურზე, რის შემდეგაც ზ------ ქ--–-----მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა მ------ ლ-----–--ა მიიყვანეს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მდებარე ზ------ ქ--–-----ს ნათესავის სახლში, ხოლო შემდეგ მათ მ------ ლ-----–--ა გ-------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წაიყვანეს ო-----------------------------–--------–- მდებარე ზ------ ქ--–-----ს ნათესავის _ ე---–--- ტ---------ს საცხოვრებელ სახლში. მომდევნო დღეს ზ------ ქ--–-----მ თავისი ავტომანქანით მ------ ლ-----–--ა წაიყვანა გ--–----------------------–-------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, რითაც მას აღუკვეთა თავისუფლება. 2017 წლის 19 ივლისს, ღამის საათებში, მ------ ლ-----–--ამ იხელთა დრო, როდესაც ყველას ეძინა და გაიპარა ზ------ ქ--–-----ს სახლიდან.

 

ზემოაღნიშნულის გამო ზ------ ქ--–-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 1501 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ------ ქ--–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------ ქ--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მობილური ტელეფონი სიმბარათთან და მეხსიერების ბარათთან ერთად, ხელჩანთა, 2 ცალი „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, 1 ცალი აფთიაქ „ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათი და 1 ცალი აფთიაქ „პსპ“-ს პლასტიკური ბარათი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ ქ--–-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------ ყ-----–---–მა, რომელმაც ითხოვა ზ------ ქ--–-----ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ------ ქ--–-----მ აღიარა ჩადენილი ქმედება და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რის შემდეგაც მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- ხ----ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვალა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ზ------ ქ--–-----.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა-----------მ ითხოვა დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ლ-----–--ას ჩვენებით; მოწმეების _ ბ------ ჭ------ის, დ--- ა-----ს, ჯ---- ზ---------ს, თ--------------ს, ი-----–- ლ-----–--ას და ი------- ნ-----ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ ქ--–-----ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ზ------ ქ--–-----მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი) და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია ზ------ ქ--–-----სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მისთვის საბოლოო სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ------ ქ--–-----ს მიმართ პროკურორის 2017 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით გამოცხადებული იყო ძებნა და იგი დააკავეს 2018 წლის 9 მაისს, ე.ი. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდგომ. აქედან გამომდინარე, მართალია, ზ------ ქ--–-----მ სააპელაციო სასამართლოში აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება გამოძიებასთან თანამშრომლობად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ზ------ ქ--–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 1501 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე „გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ქ--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ზ------ ქ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 მაისიდან.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მობილური ტელეფონი სიმბარათთან და მეხსიერების ბარათთან ერთად, ხელჩანთა, 2 ცალი „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, 1 ცალი „ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათი და 1 ცალი „პსპ“-ს პლასტიკური ბარათი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/