განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100119002983100
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002983100

საქმე №1ბ/1133-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ლანა ჩერქეზიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ---------------ის

ადვოკატის: მ------–------–-–---–ის

მსჯავრდებულის: ე-–------–-----ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე-–------–-----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------–-----ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ო---------------------------–---–----–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ზ------------------------------–--------------–ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილებით მიიჩნია, რომ ე-–------–-----ამ ჩაიდინა:

 

_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118- ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და

 

ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე-–------–-----ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თ---–--–-------------------------------–---დებარე საცხოვრებელ სახლში ე-–------–-----ა მეუღლეს თ----–-----------ს, უმეტესად არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ეჭვიანობდა და უზღუდავდა სახლიდან თავისუფლად გასვლას, უკონტროლებდა მის გარეშე გატარებულ დროს, უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას, არ აძლევდა ტანისამოსის თავისუფლად შერჩევისა და ჩაცმის საშუალებას, ეუბნეოდა, რომ იყო მისი ცოლი, უუფლებო და მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. უკონტროლებდა სოციალურ ქსელს, არ აძლევდა გადაწყვეტილებების მისი სურვილისამებრ მიღების შესაძლებლობას. მუდმივად ემუქრებოდა მოკვლითა და სხეულის დაზიანებით. ე-–------–-----ას ქმედებებით თ----–----------- განიცდიდა ტანჯვას.

 

2018 წლის აგვისტოდან - 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ე-–------–-----ა ყოფილ მეუღლესთან თ----–-----------სთან, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის გამოყენებით და სთხოვდა პირისპირ შეხვედრას. სისტემატურად უთვალთვალებდა, მოულოდნელად ხვდებოდა სახლთან, ბავშვების სკოლასთან და ბაღთან. 2----–-–----------------–ს, თბილისში, მეტროსადგურ ,---------–--------------- მიმდებარედ არსებულ სწრაფი კვების ობიექტ ,,----------–---–--- ე-–--------–------მ თ----–------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2019 წლის 21 თებერვალს, ე-–------–-----ა თ----–-----------ს მოულოდნელად დახვდა თბილისში, ზ-----–---–----------- და უნდოდა მასთან საუბარი. 2-----–-–------ თებერვალს ტელეფონის საშუალებით დაემუქრა რომ მოკლავდა, რაც თ----–-----------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ე-–------–-----ა თ----–-----------ს როგორც სატელეფონო საუბრისას, ისე მოკლეტექსტური საშუალებებით მუდმივად სთხოვდა შეხვედრას, უარის მიღებისას ემუქრებოდა სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა რომ თავს მოაჭრიდა, სადმე დახვდებოდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. აკონტროლებდა მის გადაადგილებას და სოციალურ ქსელში აქტივობებს. ე-–------–-----ას ქმედებით თ----–----------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. ექმნებოდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და იძულებული იყო მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატებოიდა მასში, რომ თ----–----------- ე-–------–-----ას ქმედებებისგან შეშინებული სისტემატურად იცვლიდა სახლიდან სკოლაში და ბაღში გასავლელი გზების მარშუტს, სხვა გზით დადიოდა მაღაზიებში, ერიდებოდა სახლიდან მარტო გასვლას და ა.შ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით:

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–------–-----ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განჩინებით ე-–------–-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–------–-----ამ. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს მსჯავრდებულ ე-–------–-----ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმგვარად, რომ მას შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელის ზომა ან დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად ან სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

დაცვის მხარე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ე-–------–-----ა აღიარებს დანაშაულის ჩადენას, კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული მშობლები, ასევე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. დაცვის მხარის განმარტებით, საგულისხმოა ის გარემობაც რომ ე-–------–-----ას შემაკავებელი ორდერის პირობები არ დაურღვევია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-–------–-----ას მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ე-–------–-----ას მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი გარდა ე-–------–-----ას აღიარებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ თ----–-----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ--------------ის, ქ------------------ის, ი-–------------ის, ნ------------ის, დ----------–-–---–ის, თ------------ის, კი------------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების, პირობითად ჩათვლის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა და სხვა ოჯახური დანაშაულები საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით არასრულწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ე-–------–-----ას მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე-–------–-----ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531მუხლის იმპერატიული მოთხოვნების მხედველობაში მიღებით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი ე-–------–-----ას მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე-–------–-----ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე-–------–-----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი ე-–------–-----ას მიმართ, დარჩეს უცვლელად.

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–------–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–------–-----ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე-–------–-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 აპრილიდან.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განჩინებით ე-–------–-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი