განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
120100118002300539
ინსტანცია
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002300539

საქმე №1ბ/605-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზ---- ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - კა--------–---–---–ის

ადვოკატ - პა-----------–-–---–ის

მსჯავრდებულ - მზ----------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მზ----------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პა-----------–-–---–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მზ----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ა---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით მზ----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მზ----------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2--- წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში მეზობლური კონფლიქტის გამო ურთიერთშელაპარაკების დროს მზ----------–--ემ მეზობელ ია--------–---–ს დ---------–-, ჭ----------------ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ყოფნის დროს, ხელზე აზბესტის ფილის ე. წ. შიფერის ერთხელ დარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მზ----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პა-----------–-–---–მა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მზ----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პა-----------–-–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მზ----------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას საერთოდ არ გაითვალისწინა მტკიცებულებათა შეფასებისა და დასაშვებობის თაობაზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, დადგენილი წესით არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, მათ შორის მოწმის სანდოობის საკითხი, კერძოდ, დაზარალებულმა ია--------–---–მა, ასევე მისმა დედამ - ნორა--------–---–მა განმარტეს, რომ ინციდენტის დროს ია--------–---–მა მიიღო მრავლობითი დაზიანებები, ორივე ხელზე და ზურგზე ეტყობოდა სისხლნაჟღენთები, თუმცა აღნიშნული დაზიანებები არ დაუფიქსირებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ია--------–---–მა არასწორი კონფიგურაციით დაისაკუთრა მიწა, ანუ მიდრეკილია სიცრუისაკენ, როგორც თავად დაზარალებული, ასევე მისი მშობელი - ნორა--------–---–ი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მაინც გაიზიარა მათი ჩვენებები.

 

აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის დროს დადგინდა, რომ ღობე, სადაც ინციდენტი მოხდა, საკმაოდ მაღალია და ფიზიკურად შეუძლებელია ღობის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე ვინმეს მიაყენო ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, ინციდენტი დაიწყო უშუალოდ დაზარალებულმა, რომელსაც ხელს უშლიდა მზ----------–--ე, რომ ეწარმოებინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები მის კუთვნილ ტერიტორიაზე. ასევე, არასწორი შეფასება მიეცა ექსპერტის განმარტებას, რომ დასკვნაში მითითებული დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს რამდენიმე დღის ინტერვალით და არა ზუსტად ინციდენტის დღეს და დროს. აპელანტმა დამატებით მიუთითა, რომ ბრალის წარდგენის დროს დაირღვა მზ----------–--ის დაცვის უფლება.

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მზ----------–--ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულის სახით დაკითხულმა ია--------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა წლების მანძილზე წარმოშობილი კონფლიქტის შესახებ მეზობლად მცხოვრებ მზ----------–--ესთან, რომელიც სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ დაზარალებული მის კუთვნილ ეზოს ღობავს, ხოლო ბრალდებული თავის მხრივ ყოველთვის უზიანებს გაკეთებულ ღობეს. აღნიშნულის გაგრძელებას წარმოადგენდა მოძალადის მომეტებული ძალადობრივი ქმედება 2--- წლის 12 დეკემბერს, როდესაც ბრალდებულს მიყვანილი ჰყავდა ამზომველები და დაზარალებულის მხრიდან იყო ამზომველებისათვის თხოვნა, ზუსტად აეღოთ ნახაზისათვის მონაცემები, რამაც გააღიზიანა ბრალდებული და დაიწყო ია--------–---–ის ღობის დაზიანება, რის აღკვეთასაც შეეცადა დაზარალებული, რომელსაც ბრალდებულმა მზ----------–--ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელზე და ტანის არეში შიფერი, რითაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანება, რაც დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოკითხულმა ნორა--------–---–მა ასევე დაადასტურა მზ----------–--ის მხრიდან ძალადობის ჩადენისა და ია--------–---–ის მიმართ შიფერის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ზა-----------–---–მა, სტ--------------–---–მა და ბრალდებულის მეუღლემ ვა–---------–--ემ კი დაადასტურეს 2--- წლის 12 დეკემბერს მზ----------–--ისა და ია--------–---–ის ხმამაღალი კამათის ხმა, მაგრამ მათი მხრიდან ვერ მოხდა ძალადობრივი ქმედების დაფიქსირება, რადგან იმ დროს, როდესაც მზ----------–--ესა და ია--------–---–ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, მათ დატოვეს ადგილი და გაეცალნენ.

 

ბრალდების მხარის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. აპელანტის განმარტებით, განაჩენში არ იკითხება, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც, ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და სიმსუბუქეზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები დაეთანხმნენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილება ითხოვეს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მზ----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, დაზარალებულისა და მისი დედის წინააღმდეგობრივ ჩვენებებზე, ექსპერტიზის დასკვნასა და დაცვის უფლების შეზღუდვაზე.

დაზარალებულ ია--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს, 12:00 საათზე, სახლიდან გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მზ----------–--ის ავტოფარეხის სიგრძეზე არსებული ღობე აღარ იყო, რადგან დანგრეული ჰქონდა მ------ს, რომელიც თხრიდა მიწას დაზარალებულის მხრიდან და გაჰქონდა ეს მიწა თავისკენ. მზ----------–--ეს სურდა ღობის დანგრევა, რადგან მისი თქმით, ,,გარაჟს’’ ადგილი სჭირდებოდა. ია--------–---–მა დაიწყო დანგრეული ღობის ნაწილის აწყობა, რაზეც მზ----------–--ე გაბრაზდა და იერიშზე გადავიდა. ამ დროს ჯერ მხაზველები არ იყვნენ მისულნი. მზ----------–--ე ნასვამი იყო, არაყის სუნიც ასდიოდა. მხაზველები როდესაც მოვიდნენ, მოწმე შევიდა მ------ს ეზოში. ერთ-ერთ მხაზველს, რომელსაც ზ---- ჰქვია, ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ. თავად მისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, უთხრა, რომ კარგად გადაეღოთ ყველაფერი, ამ სიტყვის თქმა იყო და მზ----------–--ემ მოგლიჯა ღობე, რა დროსაც მან ლამის წააქცია ამზომველი და გადაუბრუნა აპარატი. აღნიშნული ბიჭი გავარდა, ჩაჯდა მანაქანაში და წავიდა. ვა–---------–--ემ წაიყვანა ისინი. მზ----------–--ემ სწორედ ამის მერე შიფერის ნამტვრევებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეს არ უნდოდა, რომ ღობე წაეღო მზ----------–--ეს და ექაჩებოდა ღობეს, მ------ც იქით ექაჩებოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ურტყამდა ხელებზე შიფერს, ხელები ჰქონდა დასიებული. შემდეგ, მოწმის დედა - ნორა--------–---–ი გახდა ცუდად და სასწრაფო რომ მივიდა, მოწმესაც შეუხვიეს ხელი, სისხლჩაქცევები ჰქონდა. მზ----------–--ემ სახლიდან გამოიტანა ურო, ჩაარტყა ახალ ღობეს ორ სამ ადგილას, თან და ყვიროდა, რომ ღობეს სულ ააღებინებდათ. დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც მხაზველები წავიდნენ, ამის მერე მიაყენა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ესროდა ყველაფერს, შიფერს ურტყამდა ხელებზე და ზურგშიც მოხვდა, ორივე ხელი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა, რომელიც ექიმმა შეუხვია. აღნიშნულის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იგივეს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხვისას ნორა--------–---–იც რომელმაც განმარტა, რომ 2--- წლის 12 დეკემბერს სახლში იყო, როდესაც მოესმა ხმაური. გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მის შვილს - ია--------–---–ს და მზ----------–--ეს ეჭირათ ღობე და ერთმანეთს გლეჯდნენ ხელიდან. მზ----------–--ე დავობდა მიწის გამო, ამბობდა, რომ მისი იყო მიწა. ამის შემდეგ, მზ----------–--ემ აიღო იქვე დაყრილი შიფერი და ხელებზე დაარტყა ია--------–---–ს. გრძელი შიფერი იყო, ჯერ ხელზე ორჯერ დაარტყა, მერე ბეჭებში. დარტყმების შედეგად მარცხენა ხელი დაუსივდა და მარჯვენა ჩაულურჯდა, ბეჭიც მარცხენა მხარეს დალურჯებული ჰქონდა. მოწმე შვილს ეუბნებოდა, თავი დაენებებინა მზ----------–--ისთვის, რადგან ეს უკანასკნელი მთვრალი იყო და უარეს შარში არ გაეხვია, იქ ეყარა შიფერის ნამტვრევები, რომელსაც მ------ ისროდა მათი მისამართით თავისი ეზოდან. ეს ყველაფერი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ამ ფაქტს მხოლოდ ნორა--------–---–ი შეესწრო, რადგან ერთ-ერთმა ბიჭმა, რომ დაინახა, რომ კამათობდნენ, თავის იარაღებს ხელი დაავლო და გაიქცა.

 

დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების მიმართ აპელანტის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა იმ მიმართებით, რომ ჩვენებებში აღწერილი დაზიანებები, რომლებიც თითქოს მიიღო ია--------–---–მა ინციდენტის დროს, არ იქნა ასახული საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა მოწმეთა სანდოობის საკითხი. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება ია--------–---–ის მიმართ მიყენებულ დაზიანებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №7--------- დასკვნით დადგენილია, რომ ადიგენის სასწრაფოა სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი №---ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ია--------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მოცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და------------–---–მა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ია--------–---–ისა და მოწმე ნორა--------–---–ის ჩვენებებში აღწერილი დაზიანებები, რომლებიც ია--------–---–ს მიაყენა მზ----------–--ემ, არ მოდის წინააღმდეგობაში დასახელებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. მოწმეები აღნიშნავენ, რომ მზ----------–--ისაგან მოქნეული შიფერის ნაჭერი ია--------–---–ს მოხვდა ხელებზე და ზურგის არეში. დაზარალებულის ჩვენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის თავად არის მედიცინის მუშაკი და სახლში მკურნალობდა ხელებზე, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, დაზარალებულმა განმარტა, რომ დარტყმა მიიღო ზურგის არეში, ხოლო თვითმხილველი მოწმე ნორა--------–---–ის ჩვენებაში მითითებულია, რომ მზ----------–--ემ მის შვილს გრძელი შიფერის ნაჭერი ჯერ ხელზე ორჯერ დაარტყა, მერე ბეჭებში. მარცხენა ხელი დაუსივდა და მარჯვენა ჩაულურჯდა, ბეჭიც მარცხენა მხარეს დალურჯებული ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია ია--------–---–ის მიმართ სწორედ მარცხენა წინამხრის არეში მიყენებული დაზიანებები.

 

აპელანტს, დაზარალებულისა და მისი დედის, მოწმე ნორა--------–---–ის ჩვენებების გაუზიარებლობის კიდევ ერთ საფუძვლად მიაჩნია მათი მიდრეკილება სიცრუისაკენ, რასაც ასაბუთებს იმით, რომ საქმეზე წარდგენილი და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ია რევიშვილმა არასწორი კონფიგურაციით დაისაკუთრა მიწა. პალატა განმარტავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ განიხილება დაზარალებულის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერება. ამდენად, ია--------–---–სა და მზ----------–--ეს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის ფარგლებში განხორციელებული მოქმედებები ვერ გახდება დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი.

მსჯავრდებულ მზ----------–--ის სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია მისთვის ბრალის წარდგენის დროს დაცვის უფლების დარღვევის თაობაზე, რასაც პალატა ასევე არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მზ----------–--ის ხელწერილის თანახმად ირკვევა, რომ მიუხედავად შესაძლებლობისა, ბრალის წარდგენის დროს ადვოკატის დახმარებას არ საჭიროებს და თავის უფლებებს დაიცავს პირადად (იხ. ს. ფ. 55). შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე აპელირება საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს მზ----------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაზარალებულ ია--------–---–ის, მოწმე ნორა--------–---–ის ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ის ფაქტი, რომ ბრალის წარდგენის დროს დარღვეულ იქნა მისი დაცვის უფლება, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ამ მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი მის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მზ----------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მზ----------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას მზ----------–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

აპელანტი აქცენტირებას აკეთებს სასჯელის დანიშვნის ერთ-ერთ მიზანზე, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენაზე და მიაჩნია, რომ მზ----------–--ისათვის ისეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა, როგორიც არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ მზ----------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მზ----------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი მზ----------–--ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მზ----------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პა-----------–-–---–ისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მზ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორცილება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სახურავის აზბესტის შიფერის ნატეხი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე