განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
330100119003006508
ინსტანცია
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003006508-1ბ/1300-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ლ-------------------------------------- დაბადებული 1----–-–----- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–---------–----–--–---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 5750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–----- და ითხოვა მსჯავრდებულ ლ-------------- მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება;

 

ლ------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 8 მარტს საღამოს, თ---–--–-, ს---–----–--–---- ქუჩაზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების - ნ-------–-------- და გ------------------- მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ------------ნი. დაკავების შემდეგ ლ------------ი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაყვანილ იქნა თ---–--–-, ნ----------–---–---------–- მდებარე, შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე ავტოსადგომზე, სადაც 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლ------------ნი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, კერძოდ, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ცდილობდა, არ მიეცა შესაბამისი ოქმის შედგენის შესაძლებლობა და თავი გაეთავისუფლებინა დაკავებიდან. ოქმის შედგენის მიზნით, ნი-------–-----ა გადავიდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან. ლ------------თან ავტომანქანაში დარჩა გ--------------ოძე, რა დროსაც ლ------------მა, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის და დაკავებიდან თავის გათავისუფლების მიზნით, გ--------------ოძეს ჯერ თავი ჩაარტყა სახეში, ხოლო შემდეგ უკბინა მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ხელის იდაყვზე. ლუ----------- ქმედებით გ--------------ოძემ მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ლ-------------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: დაზარალებულ გ-------------------, მოწმე ნ-------–------ს გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N003078919 დასკვნით, მსჯავრდებულ ლ-------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ლ-------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, ლ-------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში, მაგალითად პოლიციის მუშაკი და სხვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებებში: ა) პოლიციის მუშაკის ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე ბ) აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას.

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით და სხვა. ხელისუფლების წარმომადგენლის აშკარა უკანონო მოქმედებისათვის იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, მასზე აქტიურ ზემოქმედებაში აშკარად უკანონო მოქმედების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში ძალადობაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. მუქარა უნდა ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი გაუჩნდეს;

 

მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს შეძლო თუ არა დამნაშავემ პოლიციის მუშაკისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა, ანდა აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება.

 

სუბიექტურ მხრივ მისი მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან შეაწყვეტინოს მას თავისი საქმიანობა ამ მიმართებით, ან შეაცვლევინოს ეს საქმიანობა. ამდენად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. ქმედების მოტივი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, კერძოდ ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარება, პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანი და სხვა, რაც კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ-------------- მიერ ჩადენილი ქმედების პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით; კერძოდ, დაზარალებულ გ-------------------, მოწმე ნ-------–------ს გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N003078919 დასკვნით, მსჯავრდებულ ლ-------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით. აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ირგვლივ არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რაც იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

პალატა უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის და იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 8 მარტს, საღამოს, თ---–--–-, ს---–----–--–---- ქუჩაზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების - ნ-------–-------- და გ------------------- მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ------------ნი. დაკავების შემდეგ ლ------------ი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაყვანილ იქნა თ---–--–-, ნ----------–---–---------–- მდებარე, შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე ავტოსადგომზე, სადაც 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლ------------ნი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, კერძოდ, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ცდილობდა, არ მიეცა შესაბამისი ოქმის შედგენის შესაძლებლობა და თავი გაეთავისუფლებინა დაკავებიდან. ოქმის შედგენის მიზნით, ნი-------–-----ა გადავიდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან. ლ------------თან ავტომანქანაში დარჩა გ--------------ოძე, რა დროსაც ლ------------მა, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის და დაკავებიდან თავის გათავისუფლების მიზნით, გ--------------ოძეს ჯერ თავი ჩაარტყა სახეში, ხოლო შემდეგ უკბინა მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ხელის იდაყვზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-------------- მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი)

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს ითანამშრომლა გამოძიებასთან), ასევე გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-------------, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ-------------- პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი, ლ-------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლუ----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

3.ლ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-------------, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4.გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის N12/3871 განჩინებით, ლუ----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თ---–--–-, ს-–--–----------------------–------------------------- ფართის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0----------------------, დადებული ყადაღა.

 

5.ნივთიერი მტკიცებულებები - ლუ----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი