განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100115746884
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115746884

საქმე №1ბ/1167-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

ნინო სოლომნიშვილის, სოფიკო კაპანაძის,ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ზ-------------–-ას, გ--------------ის,ადვოკატების - შ--–--------------ის, ი-–----–----ას, ნ--------------ის, რ------------ს, მ--------------ის, ა-–---------------–---–ის,მსჯავრდებულების - ნ---------------–--ის, რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ--------–--ის, ასევე მსჯავრდებულ ნ---------------–--ის ადვოკატების შ--–--------------ისა და ი-–----–----ას, მსჯავრდებულ თ-----------------–----ისა და მისი ადვოკატის მ--------------ის, მსჯავრდებულ ა-------------ის ადვოკატ ა-–---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-----------------------------–---ს მიმართ - დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ-----------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები, ქ------–----------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

რ-------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თ-----------------–------------–----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა---------------–-------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ნ---------------–--ეს და ა-–----------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ასევე ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

რ-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

თ-----------------–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ა-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სამშენებლო საქმიანობის წარმოების მიზნით, ნ---------------–--ემ 2006 წლის 12 ივლისს დააფუძნა შპს „N--“ (ს/ნ 2--------) (შპს „ბ------------–---“), რომლის დირექტორებს წარმოადგენდნენ ნ---------------–--ე და ა-–----------------–--ე.

 

რ-----------ე 2013 წლის 14 მაისიდან, 2014 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

თ-----------------–----- 2014 წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის 14 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

 

ა-------------ე 2014 წლის 3 იანვრიდან, ამავე წლის 15 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რ-----------ე, თ-----------------–----- და ა-------------ე წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და ვალდებულნი იყვნენ მათზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინათ კეთილსინდისიერად, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

2013 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „N--“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება გ----------------–----–------–--------------------------------–---–------–-------–----------- კორპუსების სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 2 640 000 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად - 2014 წლის 3 ივნისი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შპს „N--“-ის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილ იქნა შპს „ა--------------ს“ საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, 2013 წლის 22 ოქტომბერს შპს „N--“-ის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა ამავე წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული სს „ლ--------------ს“ 1 000 000 ლარის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, ხოლო 2013 წლის 22 ოქტომბერს - შპს „ა--------------ს“ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია 300 000 ლარის თაობაზე. 2013 წლის 27 ნოემბერს, საზოგადოების მიერ დამატებით წარდგენილ იქნა სს „ლ--------------“-ს 1 340 000 ლარის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია. აღნიშნული გარანტიების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 3 აგვისტო. ზემოაღნიშნული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების წარდგენის საფუძველზე, სამინისტრომ შპს „N--“-ს ავანსის სახით ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა 2 640 000 ლარის ოდენობით, რომელიც სს „ლ-------------–ი“ განთავსებულ იქნა სპეციალურ ანგარიშზე. შპს „N--“-ის მიერ ბანკში წარდგენილი მიღება-ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულების აქტების (ე.წ. ფორმა №2-ების) წარდგენის შემდგომ, საზოგადოებას კუთვნილ ანგარიშზე ერიცხებოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოს ღირებულება. 2013 წლის 18 ნოემბერს, ამავე წლის 28 ნოემბერს და 2014 წლის 3 აპრილს, შპს „N--“-ის მიერ, როგორც სამინისტროში, ასევე სს „ლ-------------–ი“ წარდგენილ იქნა სამი ცალი მიღება-ჩაბარების აქტი ვაზიანის სამხედრო დასახლებაში განლაგებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში 1 017 060.58 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები სამინისტროს მხრიდან დაადასტურა ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა რ-----------ემ, ხოლო შპს „N--“-ის მხრიდან - საწარმოს დირექტორმა ნ---------------–--ემ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ბანკის მიერ საზოგადოებას ჩაერიცხა აქტებში დაფიქსირებული სამუშაოს ღირებულება.

 

საზოგადოების დირექტორებმა - ნ---------------–--ემ და ა-–----------------–--ემ განიზრახეს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებითა და შემდგომ სს „ლ-------------–ი“ წარდგენის გზით მოტყუებით დაუფლებოდნენ სამინისტროს მიერ ჩარიცხულ ფულად თანხებს, რომლის მიღების უფლებაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შეეძლოთ მხოლოდ სათანადო ღირებულების სამუშაოს შესრულებისა და სამინისტროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ასლის ბანკში წარდგენის შემდგომ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა-–----------------–--ის მიერ სს „ლ-------------–ი“ წარდგენილ იქნა ნ---------------–--ის მიერ დამოწმებული 9 ცალი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი და ასევე ყალბი ფორმა №2-ები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ორგანიზაციას სრულად ჰქონდა შესრულებული 2 640 000 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სრულად იქნა გადარიცხული საზოგადოების ანგარიშზე, მაშინ, როცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს 2014 წლის 3 ივნისამდე პერიოდისთვის, შპს „N--“-ის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა სამი მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული ფორმა №2-ები მხოლოდ 1 017 060.58 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. 2014 წლის 1 აგვისტოს, შპს „N--“-ის დირექტორის ა-–----------------–--ის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა №5-------- მიღება-ჩაბარების აქტი 1 269 573 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე, რომელსაც საზოგადოების სახელით ხელმოწერით კვლავ ადასტურებდა ნ---------------–--ე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის საზოგადოების მიერ არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იყო მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა და სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ არ მომხდარა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოს შემოწმება ადგილზე გასვლის გზით, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა რ-----------ემ შპს „N--“-ისთვის უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მოაწერა ხელი ა-–----------------–--ის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, რითაც ამ უკანასკნელს შეუქმნა სს „ლ---------------ან“ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა თ-----------------–-----მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს „N--“-ის მიერ არ იყო სრულად შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ზემოხსენებული №5-------- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი და წარადგინა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში, რომლითაც ადასტურებდა შპს „N--“-ის მიერ შესრულებული სამუშაოს სამინისტროს მიერ მიღებასა და ბანკის მიერ საზოგადოებისათვის თანხის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს.

 

2013 წლის 2 ოქტომბერს, შპს „N--“-ის სამინისტროში წარდგენილი აქვს სადაზღვეო კომპანია „ა--------------“-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვითაც, შპს „N--“-ის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროს უფლება ჰქონდა „ა--------------“-სათვის მოეთხოვა აღნიშნული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხა. შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დანიშნულ იქნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მოცულობებს და რაოდენობებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 557 886.36 ლარით, ნაცვლად საზოგადოების მიერ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 2 639 497.84 ლარისა. ამდენად, შპს „N--“-ის დირექტორები ნ---------------–--ე და ა-–----------------–--ე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა №2-ების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლნენ 1 081 611.48 ლარს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ნაკისრი ვალდებულებები მხარეს შესრულებული არ ჰქონდა, საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ა-------------ემ გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და მასზე დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში - 2014 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა „ა--------------“-ს მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, რითაც სამინისტრომ ვერ მიიღო ზემოხსენებული თანხა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით:

 

ნ---------------–--ეს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ნ---------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ნ---------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 13 სექტემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 11 ივლისიდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე.

 

ა-–----------------–--ეს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა-–----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თ-----------------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ა-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული რ-----------ის, თ-----------------–----ისა და ა-------------ის ბრალეულობა მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ რ-----------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ შპს „N--“-ისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე თ-----------------–-----მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ შპს „N--“-ისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ხოლო ა-------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. რაც შეეხება ა-–----------------–--ისა და ნ---------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო ნაწილობრივ არ დაეთანხმა მათი ქმედების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნია, რომ მათ მიერ ჩადენილია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ა-–----------------–--ისა და ნ---------------–--ის მიერ აღნიშნული ქმედება გამოყენებულ იქნა თაღლითობის ჩასადენად, რის გამოც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ--------–--ემ, ასევე მსჯავრდებულ ნ---------------–--ის ადვოკატებმა შ--–--------------ემ და ი-–----–----ამ; მსჯავრდებულმა თ-----------------–-----მ და მისმა ადვოკატმა მ--------------ემ; მსჯავრდებულ ა-------------ის ადვოკატმა ა-–---------------–---–მა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულების რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პროკურორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპების გამოყენება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ა-------------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს წაერთვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ბერკეტები და საბანკო გარანტიების ფარგლებში აენაზღაურებინა მსჯავრდებულების ნ---------------–--ის და ა-–----------------–--ის მიერ მიყენებული ზიანი, ხოლო რ-----------ის და თ-----------------–----ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მსჯავრდებულებს ნ---------------–--ეს და ა-–----------------–--ეს მიეცათ შესაძლებლობა, მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. სასამართლომ მართლმსაჯულების აღსრულებით, ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ სათანადო რწმენისა და პატივისცემის შენარჩუნებას, მითუმეტეს განსახილველ შემთხვევაში, როცა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და შელახულ იქნა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი აშკარაა, რომ რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და უგულვებელყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

მსჯავრდებულ ნ---------------–--ის ადვოკატებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმება და ნ---------------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ---------------–--ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულის განმარტებით, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და გამოთქვამს მზადყოფნას, აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.

 

მსჯავრდებულმა თ-----------------–-----მ და მისმა ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმება და თ-----------------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა თ-----------------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენას. თემურ მ-----–----- არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან მართლაც დაადასტურა N4-ე მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მას მიუტანა რ-----------ემ და მასზე გააკეთა ვიზირება. თუმცა აქტი იყო შუალედური და ამ შემთხვევაში კომპანია „ემბიჯის“ მიერ სამუშაოების შესრულება სრულად არ იქნებოდა, რაც მ-----–----------ს ცნობილი იყო. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მ-----–-----ს აღნიშნული ფაქტი ადგილზე უნდა შეემოწმებინა და მოეხდინა ინსპექტირება, აპელანტი განმარტავს, რომ მისთვის ეს არ იყო სავალდებულო, რადგან ლტოლვითა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებიდან გამომდინარე, სამმართველოს უფროსს არ ევალება ობიექტზე, ანუ ადგილზე ინსპექტირება. აღნიშნულის შესრულება ევალებოდა რ-----------ეს, რომელიც აკეთებდა მოხსენებით ბარათს, რაც შემდგომში უნდა დაედასტურებინა თ-----------------–-----ს. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მ-----–----- ამით არავითარ დანაშაულებრივ ქმედებას არ ჩადიოდა. აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თ-----------------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

მსჯავრდებულ ა-------------ის ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმება და ა-------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ადვოკატის მტკიცებით, გამოძიება ვერ მიუთითებს იმ გარემოებაზე, თუ მთავრობის დადგენილების ან საფინანსო დეპარტამენტის დებულების რომელი მუხლით ან პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობა არ იქნა შესრულებული საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მიერ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ა-------------ის გულგრილობაში დადანაშაულების საფუძველი. მსგავსი რამ გამოძიების მასალებში არ არის დაფიქსირებული იმიტომ, რომ არც მომხდარა. ა-------------ის უდანაშაულობას ადასტურებს გამოძიების მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის: „საქართველოს მთავრობის დადგენილება N-34 ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, „ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ბრძანება N383 - ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება“, სამინისტროს 2014 წლის ბრძანება N108 - საფინანსო დეპარტამენტის და მასში შემავალი სამმართველოების დებულებები“, ყველა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი და დათვალიერების ოქმების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრული დაცვით შევიდა დოკუმენტაცია სამუშაოების თავის ვადებში დასრულების შესახებ, აღნიშნული დოკუმენტაცია ერთდროულად დაეწერა მინისტრის მოადგილიდან საფინანსო და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსებს. ა-------------ეს იმ მოტივით, რომ ერთი და იგივე წერილი შესასრულებლად ეწერა ორ დეპარტამენტს, არანაირი უფლება, მით უმეტეს ვალდებულება არ ქონდა ოფიციალურად მოეთხოვა სხვა დეპარტამენტისათვის მათი უფლება-მოსილების ფარგლებში შესული წერილის შესრულების შესახებ ინფორმაცია. ასევე, საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა მართლა დაუდასტურა ტელეფონზე შუალედური აქტის არსებობა ბანკის წარმომადგენელს და ისიც უთხრა, რომ ეს აქტი საჭიროებდა დაზუსტებას და დაზუსტებამდე არ მოხდებოდა ანგარიშსწორება, თუმცა რატომ არ უნდა დაედასტურებია ა-------------ეს ის, რაც რეალურად იყო. რაც შეეხება ერთი ეგზემპლიარის გადაცემას, აპელანტის განმარტებით, საფინასო დეპარტამენტში შედის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი ანგარიშსწორებისთვის და დეპარტამენტის ფუნქცია არ არის შესრულების აქტის ეგზემპლიარის მხარეებისათვის გადაცემა. ეს სწორედ ის აქტია, რომელიც საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა დააწერა აღრიცხვა-ანგარიშსწორების სამმართველოს რეზოლუციით - „საჭიროებს დაზუსტებას, ამიტომ არ მოახდინოთ ანგარიშსწორება“.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ---------------–---მ განმარტა, რომ სამინისტროს მოხელეების - ა-------------ის, თ-----------------–----ის და რ-----------ის დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ა-–----------------–--ის და ნ---------------–--ის ქმედებებმა კი სამინისტროს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. კერძოდ, სამშენებლო კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული განსაზღვრულ ვადებში, ხოლო სამუშაოს შესრულებული ნაწილი კი იყო უხარისხო, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება აღმოჩნდა არარენტაბელური და საჭირო გახდა შენობის დემონტაჟი, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია სახელმწიფოსათვის დიდი ზარალის მიყენება. ასევე, სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსს - ა-------------ეს ჰქონდა საბანკო გარანტიის გამოთხოვის ვალდებულება, რაც მან არ შეასრულა და ამით კიდევ უფრო მეტად იზარალა სამინისტრომ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------მ განაცხადა, რომ იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი. 2014 წელს დეპარტამენტის უფროსი იყო ა-------------ე. ამ პერიოდში მოწმის მოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება, ასევე, იგი დეპარტამენტის უფროსს - ა-------------ეს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას დევნილთა სახლების მშენებლობასთან დაკავშირებულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის, ხელშეკრულების ვადების, საბანკო გარანტიების ვადების და ხელშეკრულების შესრულების თაობაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ 2013 წელს სამინისტროსა და შპს „N--“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. სახელშეკრულებო პერიოდში შპს-ს მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იყო მხოლოდ 3 მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა №2-ები, რომელსაც სამინისტროს მხრიდან ამოწმებდა რ-----------ე, ხოლო ვიზირებას ახდენდა ა-------------ე. მოწმემ უშუალოდ შეატყობინა ა-------------ეს, რომ კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და შესაბამისად, იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვის საფუძველი, თუმცა ა-------------ე უმტკიცებდა, რომ სამუშაოები რეალურად შესრულებული იყო. ნ-----------ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ცალსახად დარღვეული იყო, ა-------------ემ მაინც არ გამოითხოვა საბანკო გარანტიები. უშუალოდ გადაამოწმა ბანკში დარჩენილი ავანსის ოდენობა, საიდანაც მიიღო ინფორმაცია კომპანიის მიერ მისი სრულად ათვისების თაობაზე. ასევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანკში წარდგენილი იყო 9 მიღება-ჩაბარების აქტი, მაშინ, როდესაც სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ 3 მიღება-ჩაბარების აქტი. ამის შემდეგ ბანკიდან გამოითხოვა ზემოხსენებული დოკუმენტაცია, რაც აჩვენა ა-------------ეს და რ-----------ეს. მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ აღნიშნული აქტები შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული ლტოლვილთა სამინისტროს დებულების შესაბამისად, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფლება-მოვალეობაში შედიოდა სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა-ნუსხის შედგენა; სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება. ამდენად, ზემოხსენებულ დეპარტამენტს და მასში შემავალი ქვედანაყოფების მუშაობას ორგანიზებას უწევდა საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, რომელიც იყო პასუხისმგებელი პირი, მისი დეპარტამენტისა და მასში შემავალი სამმართველოებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზებას უწევს ტენდერების ჩატარებას; პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ანგარიშს წარუდგენს მინისტრს და მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. შესაბამისად, მოწმემ დაადასტურა, რომ საფინანსო დეპარტამენტის უფროსს - მოცემულ შემთხვევაში ა-------------ეს - საბანკო გარანტიების მოთხოვნაზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------–------მ ასევე დაადასტურა, რომ ა-------------ე, როგორც საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, პასუხისმგებელი იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვაზე, თუმცა მან არავითარი ზომები არ მიიღო ამ ვალდებულების შესასრულებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------ამ განაცხადა, რომ 2014 წლის იანვრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მუშაობდა ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლის 27 აგვისტოს გამოცხადებულ იქნა ტენდერი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის სამხედრო დასახლებაში განლაგებული ორი კორპუსის (№2 და №3) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებზე. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „N--“, რომელთანაც 2013 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება N5------. ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს, შპს „N--“-ის დირექტორის ა-–----------------–--ის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა №5-------- მიღება-ჩაბარების აქტი 1 269 573 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე, რომელიც რ-----------ის და თ-----------------–----ის მიერ სასწრაფო წესით იქნა დამოწმებული, მაშინ, როდესაც თავად მოწმე არ იმყოფებოდა სამსახურში. გ----------ას განმარტებით, რ-----------ეს და თ-----------------–-----ს არ ჰქონდათ პასუხი, თუ რატომ დაამოწმეს სასწრაფო წესით ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ სს „ლ--------------ს“ ერთ-ერთი კლიენტი იყო შპს „N--“, რომელთანაც სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობები ჰქონდათ 2012 წლიდან. მასთან გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო საკრედიტო თანხების ათვისება. 2013 წლის 18 ოქტომბერს, სს „ლ---------------“ შპს „N--“-ის წერილობითი მომართვის საფუძველზე გასცა საავანსო საბანკო გარანტია 1 000 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც შპს „N--“-მ წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან 2013 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ტენდერის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2 640 000 ლარს. მოგვიანებით, იგივე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შპს „N--“-ის მიერ 2013 წლის 25 ნოემბერს კვლავ იქნა მოთხოვნილი შპს „N--“-ის სასარგებლოდ მეორე საავანსო გარანტიის გაცემა 1 340 000 ლარის ოდენობაზე, რაც ბანკის მიერ დაკმაყოფილდა. ბანკის მიერ გაცემულმა საავანსო გარანტიების ჯამურმა მოცულობამ მთლიანობაში შეადგინა 2 340 000 ლარი, რაც უზრუნველყოფილ იქნა სამინისტროსგან ავანსის სახით გადმორიცხული თანხებით, რომელიც განთავსებულ იქნა შპს „N--“-ის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. გარდა აღნიშნული თანხისა, შპს „N--“-ს ანგარიშზე სამინისტროს მიერ ჩაირიცხა 300 000 ლარი, რომელზეც შესაბამისი საავანსო გარანტია შპს „N--“-ის აღებული ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „ა--------------სგან“. ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები უზრუნველყოფილი იყო ბენეფიციარი მხარეების მიერ სს „ლ-------------–ი“ შპს „N--”-ის პირად ანგარიშებზე ავანსად გადმორიცხული თანხებით, რომლებიც განთავსდა შპს „N--”-ის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. საბანკო გარანტიის პირობებიდან გამომდინარე, საბანკო გარანტია ავტომატურად მცირდებოდა შპს „N--”-ის და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ბანკში წარმოდგენის საფუძველზე. მოწმის განმარტებით, ბანკი ვალდებული იყო შპს „N--“-ის მიერ მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენის შემდეგ, შეემცირებინა საბანკო გარანტიის თანხა და მიეცა საშუალება შპს „N--“-სთვის, მიეღო სპეციალურ ანგარიშებზე განთავსებული სამინისტროს კუთვნილი თანხა, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში განსაზღვრული თანხის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა შპს „N--“-ის მიერ ბენეფიციარის წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების ფაქტი. სს „ლ---------------ან“ ურთიერთობა მუდმივად ჰქონდათ შპს „N--“-ის მხრიდან დირექტორებს - ნ---------------–--ეს და ა-–----------------–--ეს. საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით, შპს „N--“-ისა და სამინისტროს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები ბანკში პირადად მიჰქონდათ ა-–----------------–--ეს და ნ---------------–--ეს ან აგზავნიდნენ ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც მითითებული ჰქონდათ კომპანიის შპს „N--“-ის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში, სამინისტროსთან და ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენის შემდეგ, სამინისტროს კუთვნილი თანხები სპეციალური ანგარიშიდან ირიცხებოდა შპს „N--“-ის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე. 2014 წლის 1 აგვისტოს, სს „ლიბერთი ბანკს“ წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და მოითხოვა შპს „N--“-ის მიერ ვაზიანის ობიექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საგარანტიო თანხის ანაზღაურება, რაც წერილობით ინფორმაციით შეადგენდა 1 622 939.42 ლარს. სამინისტრო ბანკისგან ითხოვდა შპს „N--“-ზე გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიების საფუძველზე ბანკში შპს „N--“-ის ანგარიშზე წინასწარი ავანსის სახით ჩარიცხული თანხებიდან, შპს „N--“-ის მიერ აუთვისებელი თანხის ნაწილის უკან - სამინისტროსთვის ბიუჯეტში დაბრუნებას. მაშინ, როდესაც შპს „N--“-ის მიერ ბანკში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა შპს „N--“-ის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. ასევე, მათ მიერ წარმოდგენილ მიღება–ჩაბარების აქტებში ფიქსირებული თანხების საერთო ჯამის გათვალისწინებით ავანსად ჩარიცხული თანხიდან დარჩენილი იყო მხოლოდ 505 ლარი და 37 თეთრი, რის გამოც ბანკის თანამშრომლები შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს. მათთან მოლაპარაკების დროს ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მიერ ბანკისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა ნამდვილ მიღება-ჩაბარების აქტებს. სამინისტროს წერილით გაირკვა, რომ მისთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სამი მიღება-ჩაბარების აქტი. შპს „N--“-ის კი სს „ლ-------------–ი“ სულ წარდგენილი ჰქონდა 11 მიღება ჩაბარების აქტი, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2 339 497.84 ლარი. სამინისტროსა და შპს „N--“-ს შორის 2013 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შპს „N--“-ის მიერ სს „ლ-------------–ი“ წარმოდგენილი 11 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, კომპანიამ ივლისის მდგომარეობით სრულად აითვისა სამინისტროს მიერ შპს „N--“-სათვის ავანსის სახით ჩარიცხული თანხა. შპს „N--“-ს ოფიციალურად გადაეგზავნა სს „ლ--------------ს“ წერილობითი შეტყობინება აუთვისებელი თანხების ბიუჯეტში უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ა-–----------------–--ესა და ნ---------------–--ესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, 2014 წლის 5 აგვისტოს, სამინისტროში ა-------------ესთან შეხვედრაზე მყოფმა ა-–----------------–--ემ, იმის დასამტკიცებლად, რომ სამინისტრო თავადაც აღიარებდა სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულებას, კუთვნილი მობილური ტელეფონით სურათი გადაუღო ახლად შედგენილ მიღება–ჩაბარების აქტს 1 269 573 ლარის სამუშაოს შესრულებაზე და „VIBER“–ის საშუალებით გამოუგზავნა ზ------------------ეს, რომელიც ფოტოსურათის მიღების დროს იმყოფებოდა მოწმის გვერდით სს „ლიბერთ ბანკში“. ზ------------------ემ მისივე ელექტრონული ფოსტიდან დ-------------–-–---–ის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნა ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--------მ განაცხადა, რომ მუშაობს სს „ლ-------------–ი“ სტრუქტურული ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში სპეციალისტად. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სს „ლ--------------ს“ ერთ-ერთი კლიენტი იყო შპს „N--“. 2014 წელს დაევალა შპს „N--“-ს და შპს „აეროპორტების გაერთიანების“ საავანსო გარანტიის წერილის მომზადება და ხელშეკრულების შედგენა. ამ დროს შპს „N--“-ის უკვე ჰქონდა მის დეპარტამენტთან ურთიერთობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების“ საფუძველზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გაიცნო შპს „N--“-ს დირექტორები ა-–----------------–--ე და ნ---------------–--ე. მის კუთვნილ სამსახურებრივ მეილზე შპს „N--“-ის კუთვნილი მეილიდან გადმოგზავნილ იქნა შპს „N--“-ს მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული საავანსო გარანტიის შემცირების შესახებ. სამსახურებრივ მეილზე მიღება-ჩაბარების აქტის მიღების შემდეგ, შპს „N--“-ს საქმეში განთავსებული კონტრაქტის და საბანკო გარანტიის წერილის მონაცემების შესაბამისად, ახდენდა მეილზე გადმოგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმებას, კერძოდ, კონტრაქტის ნუმერაციის, ასევე გარანტიის წერილში და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული სამუშაოების დასახელების შემოწმებას, ასევე, იყო თუ არა მიღება ჩაბარების აქტები ორმხრივად ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული. ამის შემდეგ ამზადებდა თანხის შემცირების თაობაზე განკარგულებას, ადებდა ვიზას, რასაც აწვდიდა დეპარტამენტის დირექტორს - ოთარ ტაბუცაძეს. ოთარ ტაბუცაძის მხრიდან განკარგულების შემოწმების და მის მიერ ხელმოწერის შემდეგ განკარგულება პირადად აქონდა ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში, სადაც გადასცემდა ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც გადარიცხავდა თანხას შპს „N--“-ს კუთვნილი ბანკის შიდა ანგარიშიდან მიმდინარე ანგარიშზე. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტებს, მოწმემ დაადასტურა, რომ ის ყოველთვის იყო PDF ფაილები, მასზე ხელმოწერები იყო შესრულებული ფერადი მელნით და ბენეფიციარის და პრინციპალის ბეჭდებიც იყო ფერადი, მოლურჯო ფერის. იგი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენისთანავე უკავშირდებოდა ა-–----------------–--ე, ამოწმებდა აქტის მიღებას და სთხოვდა გარანტიის დროულად შემცირებას. ერთობლიობაში შპს „N--“-ს ათვისებული აქვს დაახლოებით 520 000 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------------ემ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა სს „ლ-------------–ი“ კორპორატიული საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე. შპს „N--“-სთან ბანკს ჰქონდა სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ბანკის მიერ გაცემული იყო საბანკო გარანტიები. მას უშუალოდ ურთიერთობა ჰქონდა ა-–----------------–--ესთან და ნ---------------–--ესთან. მათ მიერ ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენა ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლტოლვილთა სამინისტროსა და ბანკში წარდგენილი მიღება ჩაბარების აქტები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. უშუალოდ უკავშირდებოდა ა-–----------------–--ეს, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი დატოვებული ჰქონდა სამინისტროში ხელმოსაწერად, რის დასადასტურებლად 5 აგვისტოს ა-–----------------–--ემ ბანკის დირექტორი დ-------------–-–---–ი დააკავშირა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსს ა-------------ესთან, რომელმაც დაუდასტურა ხსენებული ფაქტი. შემდგომ ა-–----------------–--ემ „ვაიბერის“ საშუალებით გადმოუგზავნა ახალი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გადააგზავნა დ-------------–-–---–ის ელექტრონულ ფოსტაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ რ-----------ე, თ-----------------–----- და ა-------------ე მუშაობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, სამმართველოს უფროსის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციებზე და სამივე პირი ითვლებოდა მოხელედ.

 

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული ლტოლვილთა სამინისტროს დებულების შესაბამისად, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამოსილებაში შედიოდა დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება და მიმდინარე კონტროლი. ამავე დებულების შესაბამისად, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფლებამოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთანუსხის შედგენა; სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება.

 

სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე დადგენილია რომ შპს „N--“-ს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებებს ახორციელებდნენ ნ---------------–--ე და ა-–----------------–--ე.

 

2013 წლის 8 ოქტომბრის №5------ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „N--“-ს შორის შედგა შეთანხმება გ----------------–----–------–--------------------------------–---–------–-------–----------- კორპუსების სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 2 640 000 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად 2014 წლის 3 ივნისი. ასევე, 2013 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების შესწავლით დგინდება, რომ 2013 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-16 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 3 ივნისი. ამავე ხელშეკრულების 5.1.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ შპს „N--“-ს ჰქონდა ვალდებულება სამინისტროსთვის სხვა დოკუმენტებთან ერთად წარედგინა მიმართვა გაგზავნილი სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ამავე ხელშეკრულების 9.7. პუნქტის თანახმად, შპს „N--“-ს დაეკისრა ვალდებულება, სამუშაოების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩაეტარებინა ექსპერტიზა და დასკვნა წარედგინა სამინისტროში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შპს „N--“-ის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, №5-------1 (18.11.2013წ.) აქტში ასახულია ვაზიანის სამხედრო დასახლებაში განლაგებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში 361 914.74 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე; №5-------2 (28.11.2013წ.) აქტში - 270 808.90 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე; №5058/85-3 (03.04.2014წ.) აქტში - 384 336,94 ლარის სამუშაოს შესრულების თაობაზე; №5-------- (01.08.2014წ.) აქტში - 1 269 573 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტებს სამინისტროს მხრიდან ხელს აწერს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რ-----------ე, ხოლო შპს „N--”-ის მხრიდან - საწარმოს დირექტორი ნ---------------–--ე.

 

სს „ლ--------------“-დან ამოღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სამინისტროში მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენის პარალელურად შპს „N--“-იმ სს „ლ-------------–ი“ წარადგინა თერთმეტი ცალი მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა №2-ები. ესენია: 2013 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №/5-------1, თანხით 361 914,74 ლარი; 2013 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------2, თანხით 270 808.90 ლარი; 2013 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------3, თანხით 359 639.088 ლარი; 2014 წლის 14 იანვრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5--------, თანხით 328 587.60 ლარი; 2014 წლის 03 თებერვლით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------5, თანხით 291 653.86 ლარი; 2014 წლის 12 თებერვლით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------6, თანხით 179 821.43 ლარი; 2014 წლის 20 თებერვლით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------7, თანხით 236 458.64 ლარი; 2014 წლის 4 მარტით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------8, თანხით 158 219,22 ლარი; 2014 წლის 11 მარტით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------9, თანხით 86 170.24 ლარი; 2014 წლის 20 მარტით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------10, თანხით 44 723.57 ლარი; 2014 წლის 14 ივლისით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი №5-------11, თანხით 21 500.55 ლარი, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2 339 497.84 ლარი.

 

ზ------------------ის ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმის და მასზე თანდართული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დასტურდება ა-–----------------–--ის მიერ გამოგზავნილი მიღება-ჩაბარების აქტის ზ------------------ის მიერ დ-------------–-–---–ის ელექტრონულ ფოსტაზე გაგაზავნა.

 

სამინისტროს შიდა აუდიტის 2014 წლის 14 აგვისტოს დასკვნით ირკვევა, რომ ა-------------ე, როგორც საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, პასუხისმგებელი იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვაზე, თუმცა მან არავითარი ზომები ამ მიზნით არ მიიღო.

 

ა-------------ის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, რომელიც მან მისცა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში, მან დაადასტურა, რომ ბუღალტერი ნ------------ მას რეგულარულად აწოდებდა ცხრილებს, სადაც მითითებული იყო ხელშეკრულებები და მათი შესრულების ვადები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 25 ნოემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, 2013 წლის 18 ოქტომბერს შპს „N--“-ს სამშენებლო სამუშაოებზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მოცულობებს და რაოდენობებს. კერძოდ, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს №2 კორპუსის შემთხვევაში 765 222,39 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა №2-ებში მოცემული ჯამური ღირებულების 1 130 024,12 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 364 801,73 ლარს. №3 კორპუსის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 788 133,45 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა №2-ებში მოცემული ჯამური ღირებულებისა 1 156 609,54 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 368 476.09 ლარს. სულ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 553 355,84, ნაცვლად ფორმა №2-ებში წარმოდგენილი 2 286 633,67 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 733 277.83 ლარს. საერთო ჯამში, შპს „N--“-ის მიერ მიღებული თანხა შეადგენს 2 639 497,84 ლარს. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შპს „N--“-ის მიერ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მიღებულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 1 081 611,48 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ-----------------მ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ-----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობას. შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიის მიერ დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც მითითებული სამუშაოების შესრულება ადგილზე გასვლითა და ინსპექტირებით უნდა შეემოწმებინა, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში 2014 წლის 1 აგვისტოს შედგენილი და ნ---------------–--ის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მან კანცელარიით მიიღო, ისე დაამოწმა თავისი ხელმოწერით და მისცა მსვლელობა, რომ მასში ასახული სამუშაოების შესრულება ადგილზე გასვლით არ შეუმოწმებია. იგი ა-–----------------–--ეს ენდო, რომელმაც მას და თ-----------------–-----ს უთხრა, რომ აქტში მითითებული სამუშაოები შესრულებული ჰქონდა. ამის შემდეგ მან (რ-----------ემ) შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომელიც ხელმოსაწერად გადაუგზავნა თავის უფროსს - თ-----------------–-----ს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, აღნიშნულ მოხსენებით ბარათს გაუკეთა ვიზირება და გადააგზავნა საფინანსო დეპარტამენტში. იგი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიდა ადგილზე შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა შეუსაბამობა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ სამუშაოებსა და რეალურად შესრულებულს შორის, თ-----------------–-----ს უთხრა, რომ აღნიშნული აქტი ექვემდებარებოდა კორექტირებას. რ-----------ემ დაადასტურა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებამდე, მისთვის ლ--------------ს მიერ უკვე იყო მიწოდებული ინფორმაცია ბანკში 11 ცალი მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შესახებ, რაც უნდა ყოფილიყო ყალბი, ვინაიდან მანამდე მას დამოწმებული ჰქონდა მხოლოდ 3 მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, მან მაინც მოაწერა ხელი 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტს, რითაც უპირატესობა მიანიჭა შპს „N--“-ის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-----------------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. შპს „N--“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდიდა უშუალოდ რ-----------ე. ეს უკანასკნელი ხელმოწერით ადასტურებს 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტსაც, სიტყვიერადაც უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თ-----------------–----ის თქმით, სწორედ ამიტომ მისცა მსვლელობა მიღება-ჩაბარების აქტსა და მის საფუძველზე შედგენილ მოხსენებით ბარათს. მართალია, აღნიშნული მოხსენებითი ბარათით სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტს უქმნიდა ანგარიშსწორების საფუძველს, მაგრამ საფინანსო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა გადაეწყვიტა თანხის გადარიცხვის საკითხი. მისი აზრით, თანხის გადარიცხვა არ უნდა მომხდარიყო, რადგან გარკვეული დეტალების დაზუსტება ჯერ კიდევ იყო საჭირო. მას არ ჰქონდა ვალდებულება, მოეხდინა შესრულებული სამუშაოს ადგილზე ინსპექტირება და ენდო რ-----------ის განმარტებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. მართალია, შპს „N--“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, მაგრამ მას არ ევალებოდა საბანკო გარანტიის გამოთხოვა. ა-------------ის მითითებით, თავის შეცდომას ხედავს იმაში, რომ მის დაქვემდებარებაში შემავალ აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამმართველოსათვის გაგზავნილ წერილს დააწერა - „ცნობისათვის და სათანადო რეაგირებისათვის“, თუმცა შემდეგ აღარ მიაქცია ყურადღება მის შესრულებას, მაგრამ რომც მოეკითხა ინფორმაცია, ვერ წარუდგენდნენ ცნობას შესრულებული სამუშაოების შესახებ, რადგან იგი არ შესრულებულა. მას ჰქონდა მხოლოდ საავანსო გარანტიის გამოთხოვის ვალდებულება, რაც შეასრულა კიდეც, თუმცა საბანკო გარანტიის გამოთხოვის ვალდებულება არ ჰქონია.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - თ-----------------–----ის და ა-------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მსჯავრდებულებს ნ---------------–--ეს და რ-----------ეს, მათ აღიარეს იმ დანაშაულებრვი ქმედებების ჩადენა, რისთვისაც მსჯვარი დაედოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ; მათ ნაწილში პალატამ შეაფასა რა საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ (ნ---------------–--ის და რ-----------ის) ქმედებებს, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, არც მხარეთა მიერ გამხდარა სადავო.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების თ-----------------–----ის და ა-------------ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებების ჩადენას; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს თითოეული მათგანისათვის ბრალად შერაცხულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნემდე, რომ არსებობს თ-----------------–----ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია დადასტურებული იყოს: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ; თავისთვის ან სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად; რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მოხელის ქმედება უნდა გამომდინარეობდეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან და მისთვის ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღნიშნული დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე კიარ არღვევს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, არამედ მოქმედებს მის ფარგლებში, თუმცა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. მოხელის სამსახურებრივი მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განისაზღვრა მისი უფლებამოსილებანი შესაბამის ნორმატიული აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ თ-----------------–----- 2014 წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის 14 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე და წარმოადგენდა მოხელეს. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია სამინისტროს დებულება, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამოსილებაში შედიოდა დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება და მიმდინარე კონტროლი.

 

ასევე, წარმოდგენილი საქმის მასალებით უტყუარად იქნა დადასტურებული და არც თავად მსჯავრდებული თ-----------------–----- ხდის სადავოდ, რომ მან კომპანიის დირექტორის ა-–----------------–--ის მიერ წარდგენილი და ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის რ-----------ის მიერ ხელმოწერილი №5-------- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შედგენილი მოხსენებითი ბარათი დაადასტურა ხელმოწერით და წარადგინა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში. თუმცა როგორც თ-----------------–----- უთითებს, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შპს „N--“-ს არ ჰქონდა შესრულებული მიღება-ჩაბარების აქტში ასახული სამუშაოები და სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ არ მომხდარა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოს შემოწმება ადგილზე გასვლის გზით. მისი განმარტებით, არ ჰქონდა ვალდებულება მოეხდინა შესრულებული სამუშაოს ადგილზე ინსპექტირება და შესრულებასთან დაკავშირებით მას ინფორმაციას აწვდიდა უშუალოდ რ-----------ე, რომელმაც სადავო მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებითაც უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ასევე თ-----------------–----- უთითებს, რომ საფინანსო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა გადაეწყვიტა თანხის გადარიცხვის საკითხი.

 

პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ რ-----------ეს ეკისრებოდა ვალდებულება ადგილზე შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოები და ასევე თანხის გადარიცხვამდე საფინანსო დეპარტამენტსაც გააჩნდა გარკვეული ვადლებულებები, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს არ ათავისუფლებს თავისი წილი პასუხისმგებლობისაგან. როგორც სამინისტროს დებულებიდან ირკვევა, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფლებამოსილებაში შედიოდა დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება და მიმდინარე კონტროლი. ამდენად, ვინაიდან თ-----------------–----- წარმოადგენდა ხსენებული სამმართველოს ხელმძღვანელს, უპირველეს ყოვლისა მის ვალდებულებაში შედიოდა დებულებით გაწერილი ფუნქციების განხორციელება, რაც გამოიხატებოდა სამუშაობის ზედამხედველობასა და კონტროლშიც.

 

რ-----------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს შედგენილი და ნ---------------–--ის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ისე დაამოწმა ხელმოწერით და მისცა მსვლელობა, რომ მასში ასახული სამუშაოების შესრულება ადგილზე გასვლით არ შეუმოწმებია. იგი ენდო ა-–----------------–--ეს, რომელმაც როგორც მას, ასევე თ-----------------–-----ს უთხრა, რომ აქტში მითითებული სამუშაოები შესრულებული ჰქონდა. ამის შემდეგ, რ-----------ემ შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომელიც ხელმოსაწერად თ-----------------–-----ს გადაუგზავნა. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა გ----------ამ განაცხადა, რომ თ-----------------–-----ს არ ჰქონდა პასუხი, თუ რატომ დაამოწმა სასწრაფო წესით რ-----------ის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, 2014 წლის 1 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებამდე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოსათვის უკვე ცნობილი იყო შპს „N--“-ს მიერ ლ-------------–ი სავარაუდოდ გაყალბებული 11 ცალი მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შესახებ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, თ-----------------–-----მ უპირატესობა მიანიჭა შპს „N--“-ს და მაინც მისცა მსვლელობა ნ---------------–--ისა და რ-----------ის მიერ ხელმოწერილ აქტს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ზემოაღნიშნული მიღება-ჩააბრების აქტი იყო შუალედური და არა საბოლოო, პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოწმეების დ-------------–-–---–ის და ირაკლი ჩხეიძის ჩვენებებით, ასევე სს „ლ--------------დან“ ამოღებული დოკუმენტებით დგინდება, ბანკში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა შპს „N--“-ის მიერ ბენეფიციარის წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების ფაქტი, რის შემდეგაც, სამინისტროს კუთვნილი თანხები სპეციალური ანგარიშიდან ირიცხებოდა შპს „N--“-ის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე. ამდენად, შპს „N--“-ის მიერ მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენის შემდეგ, ბანკი თითოეულ ჯერზე ამცირებდა საბანკო გარანტიის თანხას და შპს „N--“ იღებდა სპეციალურ ანგარიშებზე განთავსებულ სამინისტროს კუთვნილს თანხას, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში განსაზღვრული თანხის შესაბამისად.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს №5-------- მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია რ-----------ის მიერ და შემდგომში მოხსენებითი ბარათიც მან შეადგინა, რაც ხელმოსაწერად გადასცა თ-----------------–-----ს, აღნიშნული ამ უკანასკნელს - როგორც სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს, არ ათავისუფლებდა ვალდებულებისაგან, რომ საფუძვლიანად შეესწავლა და გამოეკვლია - რამდენად შეესაბმებოდა მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ინფორმაცია რეალობას. თ-----------------–----- იყო აქტის მსვლელობაზე პასუხლისმგებელი, მისი ხელმოწერით მიდიოდა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში შესაბამისი მოხსენებითი ბარათი და ვალდებული იყო ხელმოსაწერ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მასზე ხელმოწერისა და რეაგირების თაობაზე.

 

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ-----------------–----ის მიმართ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება ა-------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის გათავლისწინებულ ქმედებაში, პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ უტყუარობის კრიტერიუმს ქმედების სამსახურებრივი გულგრილობით კვალიფიკაციისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს და მისი საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იწვევს ფიზიკური და იურიდული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება როგორც აქტიური მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ, არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.

 

ბრალდების მხარე ა-------------ეს ედავება მასში, რომ მან, როგორც საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, მასზე დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში - 2014 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა „ა--------------“-ს მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საზოგადოების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ. ა-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებით კი, მსჯავრდებულს არ ევალებოდა საბანკო გარანტიის გამოთხოვა.

 

დაცვის მხარის პოზიცია ა-------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:

 

დადგენილი ფაქტია, რომ ა-------------ე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და წარმოადგენდა მოხელეს, რაც ზოგადად აუცილებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტისათვის. მას ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების, რომლის თანახმადაც საფინანსო დეპარტამენტის უფლებამოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთანუსხის შედგენა; სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება. ამდენად, ვინაიდან ა-------------ე იყო სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უპირველეს ყოვლისა მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამინისტროსთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოწესრიგებისა და მიზნობრივად განკარგვის შესახებ.

 

გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებისა, ის გარემოება, რომ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ა-------------ე პასუხისმგებელი იყო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოეთხოვა „ა--------------“-ს მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, დასტურდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ---------------–---მ განმარტა, რომ სწორედ ა-------------ეს ჰქონდა საბანკო გარანტიის გამოთხოვის ვალდებულება, რაც მან არ შეასრულა და ამით კიდევ უფრო მეტად იზარალა სამინისტრომ. ანალოგიური გარემოება დაადასტურეს მოწმეებმა ზ--------–------მ და გ-------------–---–მა. ამ უკანასკნელმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები და ნათლად მიუთითა, რომ დეპარტამენტის უფროსის პასუხისმგებლობა დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე მოიცავდა მის მიერ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო გარანტიების მოთხოვნის ვალებულებასაც. მოწემთა ჩვენებები გამყარებულია სამინისტროს შიდა აუდიტის 2014 წლის 14 აგვისტოს დასკვნით, რომელიც ასევე ცალსახად ადასტურებს, რომ ა-------------ე, როგორც საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, პასუხისმგებელი იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვაზე.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, იცოდა თუ არა ა-------------ემ, რომ შპს „N--“-მ არ შეასრულა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების ნ-----------ის, დ-------------–-–---–ის და ზ------------------ის ჩვენებებზე. მოწმე ნ-----------ის ჩვენებით, რომელიც არის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი, იგი დეპარტამენტის უფროსს - ა-------------ეს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას დევნილთა სახლების მშენებლობასთან დაკავშირებულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის, ხელშეკრულების ვადების, საბანკო გარანტიების ვადების და ხელშეკრულების შესრულების თაობაზე. ამასთან, მან უშალოდ შპს „N--“-ს შემთხვევაშიც შეატყობინა ა-------------ეს, რომ კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და შესაბამისად, სახეზე იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვის საფუძველი, თუმცა ა-------------ე უმტკიცებდა, რომ სამუშაოები რეალურად შესრულებული იყო. მოწმის ჩვენება გამყარებულია ა-------------ის წერილობითი ახსნა-განმარტებითაც, რომელიც მან მისცა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში, საიდანაც დასტურდება, რომ ბუღალტერი ნ------------ მას რეგულარულად აწოდებდა ინფორმაციას ხელშეკრულებების და მათი შესრულების ვადები თაობაზე.

 

გარდა აღნიშნულისა, სს „ლ--------------ს“ წარმომადგენლებმა დ-------------–-–---–მა და ზ------------------ემ დაადასტურეს, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ა-------------ესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა შპს „N--“-ს დირექტორი ა-–----------------–--ე, რომელმაც განუმარტათ, რომ სამინისტრო აღიარებდა სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულებას. მან კუთვნილი მობილური ტელეფონით სურათი გადაუღო 1 269 573 ლარის სამუშაოს შესრულებაზე შედგენილ აქტს და „VIBER“-ის საშუალებით გამოუგზავნა ზ------------------ეს. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს ზ------------------ის ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი და მასზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ბანკის თანამშრომლებისათვის აქტის არსებობის დადასტურება არ წარმოადგენს პრობლემას, მოცემულ შემთხვევაში ამ ფაქტს ყურადღება ენიჭება იმ თვალსაზრისით, რომ ა-------------ისათვის ნამდვილად იყო ცნობილი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების სრულყოფილად შეუსრულებლობის შესახებ, თუმცა მან მიუხედავად ამისა, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა „ა--------------ს“ მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების სამსახურებრივ გულგრილობად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევაში გამოიხატება. კერძოდ, ა-------------ის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, სამინისტრომ ვერ მიიღო საბანკო გარანტიის თანხა 211 200 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სახეზეა წარდგენილ ბრალდებაში ა-------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ა-------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით; ხოლო თ-----------------–-----მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზე არ არის გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე მათი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულების თ-----------------–----ის, ა-------------ის და რ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელების - ჯარიმის, თავისუფლების აღკვეთით შეცვლასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად გაითვალისწინა და ინდივიდუალურად შეაფასა რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ხასიათი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, მათი როლი დანაშაულებრივ ქმედებაში და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე მათი პირადი და ეკონომიკური პირობები და ჩათვალა, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ მსჯავრდებულებმა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით მნიშვნელოვნად დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტური შემადგელობის ნიშანს, რაც დამატებით სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით ვერ იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ითვლისწინებს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის ალტერნატიული სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას და მათ მიმართ სასჯელი განსაზღვრულია დადგენილი სანქციის ფარგლებში. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მიმართ დანიშნულია კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ---------------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის არგუმენტაციას.

 

პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მონანიებას, მის მზადყოფნას აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის (რაც გამოიხატა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანში) და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში უპირატესია სახელმწიფო ინტერესი, რომელიც იქნა ხელყოფილი ნ---------------–--ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, არის სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი ნ---------------–--ის, რ-----------ის, თ-----------------–----ის და ა-------------ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ა-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ნ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების შ--–--------------ის და ი-–----–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ თ-----------------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი;

 

ნ---------------–--ეს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ნ---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ---------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 13 სექტემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 11 ივლისიდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე.

 

რ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

რ-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

თ-----------------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თ-----------------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ა-------------ის, რ-----------ის და თ-----------------–----ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ა-------------ის და თ-----------------–----ის საქართველოს მოქალაქის პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 7 (შვიდი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე