განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003058760
საქმე №1ბ/1267-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------------------–-----ს მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაბადებულის 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–--------------------–------------------------------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით ზ---------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლი 8 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ზ---------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------–-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 19 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 180 (ასოთხმოცი) საათი სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი ძირითადი სასჯელი და ზ---------–-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
ზ---------–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 თებერვალს, ზ---------–----ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი #005571. ორდერის მიხედვით ზ---------–-----ს აეკრძალა მეუღლის - ნ-----–------ს საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: თ---–--------------------------------------–----------------------------- სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ-----–------ შესაძლოა იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ---------–-----მ 2019 წლის 8 მარტს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, საღამოს საათებში ზ---------–----- მივიდა თბილისში, თ-------------------------------–----------------------------–- მდებარე ნ-----–------ს საცხოვრებელ სახლში.
2019 წლის 5 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს #--------- გადაწყვეტილებით ზ---------–----ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი. დამცავი ორდერის მიხედვით ზ---------–-----ს აეკრძალა ნ-----–------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფება ნ-----–------. ასევე 2019 წლის 16 მაისს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ზ---------–----ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #------- შემაკავებელი ორდერის თანახმად ზ---------–-----ს აეკრძალა მეუღლის - ნ-----–------ს საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: თბილისი, თ-------------------------------–----------------------------–-), სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ-----–------ შესაძლოა იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ---------–-----მ 2019 წლის 19 მაისს დაარღვია შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნები და ვალდებულებები, დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა თბილისში, თ-------------------------------–----------------------------–- მდებარე ნ-----–------ს საცხოვრებელ სახლთან და ცდილობდა შიგნით შესვლას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მსჯავრდებულ ზ---------–-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა სწორად შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ზ---------–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და უსაფუძვლოა, ასეთი მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ---------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზ---------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–------ს, მოწმეების ზ--------–----ის, გ----------–----ის, გ-----------–-–---–ის, ე---–----ს, ლ-----------–--–---–-ს, ვ--–----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, #--------------- შემაკავებელ ორდერებით და შემაკავებელი ორდერების ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის #--------- გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები, რომ იგი დანაშაულს აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 24 თებერვალს ზ---------–----ის დაცვის მიზნით გამოიცა #------ შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ზ---------–-----ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი ნ-----–------ს მიერ მასზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ---------–----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლი 8 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ზ---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------–-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 19 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 180 (ას ოთხმოცი) საათი სრულად შთანთქოს საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი ძირითადი სასჯელი და ზ---------–-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 22 მაისიდან - 2019 წლის 25 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მაისის განჩინებით ზ---------–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი