განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002771374
საქმე №1ბ/1290-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---–-------------------–---–ის დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: კ-----------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს------–----–------------–--------------–------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს---–---------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ------–--–----------–---–----–-----------–------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ს---–---------–---–მა, შვილების 6 წლის ლ----, 5 წლის ფ------ და 1 წლის ნ----------–---–ების თანდასწრებით ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ც-------–----–---ის მიმართ. კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, მოქაჩა თმაში და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ც-------–----–---ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ს---–---------–---–ის ქმედებით ც-------–----–---ემ განიცადა ფიზიკური და მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით ს---–---------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ს---–---------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი იყო ერთმანეთთან ობიექტურად შეთავსებადი და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში განხილვის შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს---–---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნსის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს---–---------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ც-------–----–---ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 02 თებერვალს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად 2018 წლის 19 ნოემბერს, მოქ. ც-------–----–---ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მტევნის მე-3 ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე მ-----–---------–---–ის ჩვენებით, დაზარალებული ც-------–----–---ე არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ს---–---------–---–თან. 2018 წლის 17 ივლისს დაუკავშირდა ც-------–----–---ე და უთხრა, რომ იჩხუბა მეუღლესთან და სთხოვა მასთან მისვლა. სახლში მისვლისას, ც-------–----–---ემ დაუდასტურა მეუღლესთან ჩხუბის ფაქტი, თუმცა ს---–---------–---–მა მიაყენა თუ არა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მეუღლეებს შორის ჩხუბის ფაქტს თავად არასდროს შესწრებია.
მოწმე თ----------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა გარკვეული სახის ინფორმაცია. სხვა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ს---–---------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (ო-----------------------------–-–---–----------------------------------------–---–------------------–---–----–-------–----–---ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით, თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 12 იანვრის განაჩენი და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის დადგენილება ს---–---------–---–ის მიმართ) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ წარმოდგენილი იყო ერთმანეთთან ობიექტურად შეთავსებადი და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში განხილვის შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს---–---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს---–---------–---–ის მიერ ც-------–----–---ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა ც-------–----–---ეს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.
საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 17 ივლისს, მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ს---–---------–---–ის მიერ მეუღლეზე - ც-------–----–---ეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ც-------–----–---ეზე განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის შესახებ, არის თავად დაზარალებული, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმე თ----------------ი, რომელმაც აწარმოა გამოძიება დაზარალებულად ცნობილი ც-------–----–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. გამომძიებელი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და მის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ს---–---------–---–ის მიერ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში.
მოწმე მ-----–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მართალია განმარტა, რომ როგორც ც-------–----–---ისგან გადმოცემით იცის მას ჩხუბი მოუვიდა მეუღლესთან - ს---–---------–---–თან, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, ხოლო 2018 წლის 17 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით, მის შვილს - ცისნამი წამალაიძეს არ უთქვამს მისთვის, რომ ს---–---------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტის დასკვნით მართალია დადგენილია, რომ ც-------–----–---ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მტევნის მე-3 ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევების სახით, თუმცა ამავე დასკვით იმის დადგენა თუ ვინ, როდის ან რა ვითარებაში მიაყენა ც.წამალაიძეს აღნიშნული დაზიანება შეუძლებელია.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ს---–---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს---–---------–---–ის მხრიდან ც-------–----–---ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ს---–---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი
დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ს---–---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ს---–---------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ს---–---------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს---–---------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით, ს---–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ ს---–---------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნა საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი