განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
080100118002657134
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002657134

საქმე №1/ბ-351-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- გ----------ის

ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს, ზ----- დ-------ას

მსჯავრდებულის _ თ---------- გ-------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ---------- გ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და ზ----- დ-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ---------- გ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის, (პირადი №5----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების გ------------------------–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით და 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ---------- გ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-–---–-------–--------------------------ში მდებარე სახლში, თ---------- გ-------მა, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით სცადა ყოფილი მეუღლის _ ს------- ო--------ისა და ამ უკანასკნელის ამჟამინდელი ქმრის _ გ------- ბ------–---–ის მოკვლა. მან ს------- ო--------ეს გულმკერდის, კეფის, საფეთქლისა და ხელის მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო გ------- ბ------–---–ს გულმკერდისა და ზედა კიდურების მიდამოებში _ ასევე მრავლობითი დაზიანებები.

 

ზემოაღნიშნულის გამო თ---------- გ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენით:

 

თ---------- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლსა და 120-ე მუხლზე (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით).

 

თ---------- გ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თ---------- გ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------- გ-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ---------- გ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 10 ივლისიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქები, 2 ცალი ზეწარი, დანა, ასევე გ------- ბ------–---–ის და ს------- ო--------ის სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· თ---------- გ-------ის ტანსაცმელი (პერანგი და შორტი), რომლებიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ---------- გ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· გ------- ბ------–---–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი თავისივე ქამრით), რომელიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ------- ბ------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ს------- ო--------ის ტანსაცმელი (შარვალი), რომელიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს------- ო--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები და რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა გ------- ბ------–---–ს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა ს------- ო--------ეს, ხოლო „OPEL ASTRA“-ს მოდელის ავტომანქანა დაუბრუნდა ტ------– გ-------ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა გამორიცხავდა თ---------- გ-------ის მიერ გ------- ბ------–---–ის მკვლელობის განზრახვას და მკაფიოდ მიუთითებდა მისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზანზე, რის გამოც ამ ნაწილში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო დამდგარი შედეგის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქციით). რაც შეეხება თ---------- გ-------ის მიერ გ------- ბ------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემდეგ ს------- ო--------ის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია თ---------- გ-------ის მიერ თავისი მეუღლის უეცრად წარმოშობილი განზრახვით მკვლელობის მცდელობის ფაქტი. განაჩენში აღნიშნულია, რომ თ---------- გ-------ი ქმედების ჩადენის დროს ცდილობდა მეუღლის მოკვლას, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გ------- ბ------–---–ის მეშვეობით გამოძახებული სასწრაფო დახმარებისა და ექიმების დროული და კვალიფიციური სამედიცინო ჩარევის შედეგად ს------- ო--------ე გადარჩა, რითაც თ---------- გ-------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით.

 

განაჩენის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: 2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ---------- გ-------მა ქ-–---–-------–----------------------–- მდებარე, თავისი მეუღლის სახლში, სამზარეულოში მყოფ გ------- ბ------–---–ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზნით, დანის არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამის შემდეგ თ---------- გ-------მა სამზარეულოში შესულ მეუღლეს, ს------- ო--------ეს იმავე დანის მრავალჯერადი დარტყმით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდის, კეფისა და საფეთქლის მიდამოებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გ------- ბ------–---–ის მეშვეობით გამოძახებული სასწრაფო დახმარებისა და ექიმების დროული და კვალიფიციური სამედიცინო ჩარევის შედეგად ს------- ო--------ე გადარჩა.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ---------- გ-------მა და მისი ინსტრესების დამცველმა ადვოკატებმა გ--- შ-----–--მ და ზ----- დ-------ამ, რომლებმაც ითხოვეს ს------- ო--------ის ნაწილში თ---------- გ-------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ;117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: თ---------- გ-------ი დანაშაულის ჩადენისას არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით. მსჯავრდებულს ს------- ო--------ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, მას ფეხზე მდგომს არ დატოვებდა. სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ თუ თ---------- გ-------ს უეცრად წარმოეშვა ს------- ო--------ის მოკვლის განზრახვა, დანით შეიარაღებულს რამ შეუშალა ხელი სისრულეში მოეყვანა იგი. მსჯავრდებულს ს------- ო--------ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა რომ წარმოშობოდა, მას უმალვე, სამზარეულო ოთახში გასვლამდე, მეუღლესთან პირისპირ ყოფნისას განახორციელებდა. თ---------- გ-------ს კი, სასტუმრო ოთახში ყოფნისას ვინმეს მოკვლის მუქარა არ გამოუთქვამს, იგი შეუიარაღებელი გავიდა სამზარეულო ოთახში მხოლოდ ერთი მიზნით _ ეიძულებინა გ------- ბ------–---–ი, დაეტოვებინა ს------- ო--------ის საცხოვრებელი სახლი და მარტო დარჩენილიყო მეუღლესთან სასაუბროდ. ქმედების სუბიექტურ მხარეზე მსჯელობისას სასამართლომ ძირითადი ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ ს------- ო--------ის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობაზე, ლოკალიზაციასა და ხარისხზე, რაც საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ თ---------- გ-------ს მსჯავრი დასდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ---------- გ-------მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--- შ-----–--მ და ზ----- დ-------ამ ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- გ----------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ---------- გ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და ზ----- დ-------ას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ---------- გ-------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლიდან 111;117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ---------- გ-------მა ჩაიდინა ს------- ო--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ:

 

დაზარალებულ გ------- ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ო--------ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა დაახლოებით 3-4 წელი და ისინი 7-8 წელია დაშორდნენ ერთმანეთს. მათ ჰყავთ საერთო შვილი _ 8 წლის მარიამი. 2018 წლის ივლისის თვეში თავისი შვილი ჩაიყვანა ქ-–---–-------–-- ს-------სთან დასატოვებლად, საიდანაც ბავშვი ს-------ს დედამ წაიყვანა, თავად კი სახლში დარჩა ს-------სთან ერთად. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 9 ივლისს, მაღაზიიდან ამოიტანა ლუდი და არაყი და დალია, რა დროსაც ლუდი გადაესხა მაისურზე. ამის გამო ს-------მ მაისური გაურეცხა და წელს ზემოთ შიშველი იყო. მისაღებ ოთახში იმყოფებოდა ს-------ს ბავშვი, რომელიც მეორე ქმრისგან (ბრალდებულ თ---------- გ-------ისგან) ჰყავს. იგი ტელევიზორს უყურებდა, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ს-------მ გააღო კარი და თქვა, რომ მისი ქმარი _ თ---------- გ-------ი მოვიდა. თავდაპირველად ს-------ს მეუღლე ბავშვთან შევიდა, მაგრამ მალევე გამოვიდა ოთახიდან და წელს ზემოთ შიშველი რომ დაინახა, დაუყვირა, თუ ვინ იყო. იმავდროულად იგრძნო მკლავში დარტყმა და ძლიერი ტკივილი. შემდეგ თ----------მა მკლავში მოქაჩა და გასასვლელისკენ გააგდო. ს------- ჯერ ბავშვთან იყო და შემდეგ შევიდა სამზარეულოში. ამ დროს თვითონ კედელთან იდგა და დაინახა როგორ უქნევდა ს-------ს დანიან ხელს თ---------- გ-------ი. როდესაც ეს უკანასკნელი სამზარეულოდან გამოვიდა და კედელთან მდგომი დაინახა, დაუყვირა _ „შენ კიდევ არ წასულხარო?“. ამის შემდეგ თ---------- გ-------მა დანა სამზარეულოში დააგდო და წავიდა. დაზარალებულ გ------- ბ------–---–ის განმარტებით, თ---------- გ-------მა მას დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ დაარტყა პურის საჭრელი საოჯახო დანა, რომელიც მაგიდაზე იდო, თან ეუბნებოდა გაეთრიეო. ს------- ო--------ესა და თ---------- გ-------ს შორის კონფლიქტი დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. მას არ დაუნახავს ზუსტად რა ადგილებში დაარტყა დანა თ---------- გ-------მა ს------- ო--------ეს, მაგრამ ხედავდა, რომ ის ს-------ს მიმართულებით იქნევდა დანიან ხელს.

 

დაზარალებულმა ს------- ო--------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

თავად ბრალდებულმა თ---------- გ-------მა აჩვენა, რომ ს------- ო--------ე გაიცნო დაახლოებით 4 წლის წინ, ქ.ქუთაისში. მათ დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა და დაოჯახდნენ. მოგვიანებით შეეძინათ ბავშვი და ცხოვრობდნენ ერთად, გ------------------------–--------------–-, მაგრამ მისმა მეუღლემ და დედამისმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის გამოც ს------- საცხოვრებლად გადავიდა წ---–-------–- და ბავშვიც თან წაიყვანა. ს-------სთან ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, თვეში რამდენჯერმე ჩადიოდა მასთან, ეხმარებოდა და პატრონობდა. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 9 ივლისს ტელეფონზე ურეკავდა ს-------ს, მაგრამ მან არ უპასუხა, ამიტომ პირდაპირ ავიდა სახლში და კარზე დააკაკუნა. ს-------მ ცოტა დაგვიანებით გაუღო კარი, რის შემდეგაც შევიდა ბინაში და დაინახა ვიღაც წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, რომელიც სამზარეულოსკენ წავიდა. ჯერ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და მივიდა ბავშვის საწოლთან, რომელსაც ეძინა და მისი გაღვიძება ვერ შეძლო. შემდეგ ს-------ს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის მამაკაცი, რაზეც მან უპასუხა, რომ ბავშვი ჩამოუყვანა. ამ საუბრის დროს შევიდა სამზარეულოში, სადაც დაინახა წელს ზემოთ შიშველი გ------- ბ------–---–ი, შეაგინა მას და უთხრა, რომ გათრეულიყო მისი ოჯახიდან. გ------- ბ------–---–ი მისკენ წავიდა, რა დროსაც შენიშნა სამზარეულოში მაგიდაზე დადებული დანა, აიღო და დაარტყა მას, შემდეგ ხელი მოჰკიდა და გარეთ გააგდო. თვითონ დანიანად შემოტრიალდა და სამზარეულო ოთახში შევიდა. ხმაურზე ს-------ც შევიდა სამზარეულოში, რომელიც წაიწია მისკენ, თან უთხრა, რომ მისი საქმე არ იყო ოჯახში ვის მიიყვანდა და დანაზე წაავლო ხელი, რის შედეგადაც ხელი გაეჭრა. შელაპარაკებისას ს-------საც დაარტყა დანა, რა დროსაც ის მაგიდას თუ გაზს დაეყრდნო ხელით. სამზარეულოდან გასულმა დაინახა იქვე მდგომი გ------- ბ------–---–ი. მას დანა ისევ ხელში ეჭირა და ამ უკანასკნელს უთხრა _ „შენ კიდევ არ წასულხარ აქედანო?“. ამის შემდეგ დანა გადააგდო და ბინიდან გავიდა. ბრალდებულის განმარტებით, მას არც გ-------ს და არც ს-------ს მოკვლა არ სურდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს არაფერი უშლიდა მოეკლა ისინი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ-–---–-------–-- დ-------------------–-, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე, რომლის შესასვლელი ერთფრთიანი კარის ჩარჩოს გარე ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქა. შესასვლელი კარიდან მარცხნივ მდებარე სამზარეულო და სააბაზანო ოთახებში შეინიშნებოდა უწესრიგობა, იატაკი დასვრილი იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. სამზარეულო ოთახში, მაგიდის ქვეშ, იატაკზე აღმოჩენილი იქნა მოვერცხლისფრო ლითონის ტარიანი დანა, რომლის პირზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ასევე უწესრიგობა იყო შესასვლელი კარის პირდაპირ მდებარე სასტუმრო ოთახში, სადაც კომპიუტერის მაგიდასთან განთავსებული რბილი სავარძლიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ზეწარი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმული საწოლიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ზეწარი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისს, გამომძიებელ ა-–------------------ს მიერ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, თ---------- გ-------ისაგან ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი _ მოკლესახელოებიანი პერანგი და ლურჯი ფერის ჯინსის შორტი, რომლებზეც შეინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმებში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–------------------მ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ------- ბ------–---–ს აღენიშნებოდა გულმკერდის უკანა და გვერდითი ზედაპირის ღია ჭრილობა, ზედა კიდურების მრავლობითი მცირე ზომის ჭრილობა, რომლებიც არ იყო შემავალი. გულმკერდის უკანა და გვერდით ზედაპირზე არსებული ჭრილობები განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ზედა კიდურებზე არსებული ჭრილობები განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ს------- ო--------ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მრავლობითი ღია ჭრილობა, მარცხენა მხრის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობა, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ნაწილობრივი დაზიანება, მარჯვენა მტევნის მე-3 თითის ნაკვეთი ჭრილობა, მარცხენა კეფის და მარჯვენა საფეთქლის ჭრილობა. კერძოდ: ს------- ო--------ეს გულმკერდის, ზედა კიდურების და თავის არეში, მარჯვენა ლავიწზედა არეში და მარცხენა მე-4 ნეკნის სიმაღლეზე აღენიშნებოდა სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ასეთივე ჭრილობები აღენიშნებოდა ზედა კიდურებსა და მარცხენა კეფისა და მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. მარჯვნივ ლავიწზედა მიდამოში ვლინდებოდა კანისა და კანქვეშა ქსოვილების დეფექტი (ჭრილობა). დასკვნა: კტ. კვლევით ვლინდებოდა გულმკერდის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ჰემითორაქსში. მარჯვენა ლავიწზედა არეში ორი 1,5 სმ სიგრძის ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში. მარცხენა მე-4 ნეკნის სიმაღლეზე აღინიშნებოდა 1,5 სმ სიგრძის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჩხვლეტი ჭრილობები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მჩხვლეტავი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სამზარეულო ოთახის იატაკიდან ამოღებული ვერცხლისფერი ლითონის ტარიანი დანის პირზე და მოთეთრო ფერის ზეწარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, ასევე შესასვლელი კარის ჩარჩოს ზედაპირიდან, სააბაზანოს და სამზარეულო ოთახის იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს------- ო--------ეს; ბრალდებულ თ---------- გ-------ისაგან ამოღებულ მოკლესახელოებიან პერანგსა და ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლებიც ს------- ო--------ის და გ------- ბ------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ს------- ო--------ეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა თ---------- გ-------მა, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ, ის, თ---------- გ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. აპელანტები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაზარალებულ ს------- ო--------ის ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;117-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რადგან მას არ ჰქონია ს------- ო--------ის მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა ეს განზრახვა და მოეკლა იგი. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტების პოზიციას მსჯავრდებულ თ---------- გ-------ის მიერ არა განზრახ მკვლელობის მცდელობის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების არამარტო სიმძიმე, არამედ მათი რაოდენობა და ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს------- ო--------ეს მიყენებული აქვს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, გულმკერდის და პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობები, ასევე ჭრილობები მარცხენა კეფისა და მარჯვენა საფეთქლის არეში), ადასტურებს იმას, რომ თ---------- გ-------ი უცილობლად ითვალისწინებდა თავისი ქმედების შესაძლო შედეგს (დაზარალებულ ს------- ო--------ის სიკვდილს) და სურდა ამ შედეგის დადგომა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან სწორედ განზრახვის მიმართულება განასხვავებს. თუ პირმა მოკვლის მიზნით სხვას მძიმედ დაუზიანა ჯანმრთელობა, მაგრამ სიკვდილი არ დადგა, სახეზე გვაქვს მკვლელობის მცდელობა და არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ს------- ო--------ისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი და სიმრავლე ადასტურებს თ---------- გ-------ის განზრახვას _ მოეკლა იგი, რაც ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, კერძოდ, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ს------- ო--------ე გადაურჩა სიკვდილს. ამდენად, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------- გ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 111;117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------- გ-------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ამრიგად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი თ---------- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და ზ----- დ-------ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ თ---------- გ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და ზ----- დ-------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი თ---------- გ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ---------- გ-------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 120-ე მუხლზე (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია).

 

4.თ---------- გ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით და 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;19;108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ---------- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ თ---------- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 10 ივლისიდან.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქები, 2 ცალი ზეწარი, დანა, ასევე გ------- ბ------–---–ის და ს------- ო--------ის სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· თ---------- გ-------ის პერანგი და შორტი, რომლებიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს თ---------- გ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· გ------- ბ------–---–ის ჯინსის შარვალი თავისივე ქამრით, რომელიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს გ------- ბ------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ს------- ო--------ის შარვალი, რომელიც ინახება წ---–-------------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ს------- ო--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები და რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა გ------- ბ------–---–ს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი ჩაბარდა ს------- ო--------ეს, ხოლო „OPEL ASTRA“-ს მოდელის ავტომანქანა დაუბრუნდა ტ------– გ-------ს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/