განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003037592
საქმე № 1ბ/1387-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
თბილისის პრ-----------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ----- კ------ის მიმართ დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული, ქალაქი თ--–---- დ----- აღ--–-----–----------–--–----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–---–----------------------------------–--
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით, დ----- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ--------–----- ეპიზოდი, 02.05.2019 წ ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ-------–----- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ----------- ეპიზოდი, 02.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ----------- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ--------–----- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ----- კ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- კ------ე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ----- კ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- კ------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი). კერძოდ:
2019 წლის 2 მაისს, დ----- კ------ე იმყოფებოდა მეუღლის მ--- ა-----–---ის და ვ---------- კ------ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თ---–-------------–---–------------------------, ბ-------–-- რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ა-----–---ს, კერძოდ, დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს, რითაც მ--- ა-----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 3 მაისს, დ----- კ------ე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა მეუღლის მ--- ა-----–---ის და შვილის ვ---------- კ------ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თ---–-------------–---–-----------------------, ბ-------–-- რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ა-----–---ს, კერძოდ, ცდილობდა საცხოვრებელი ბინის კარის დამტვრევას და დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს, რითაც მ--- ა-----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 2 მაისს, დ----- კ------ე იმყოფებოდა მეუღლის მ--- ა-----–---ის და შვილის ვ---------- კ------ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თ---–-------------–---–-----------------------, ბ-------–-- რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა შვილს ვ---------- კ------ეს, კერძოდ, დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს, რითაც ვ---------- კ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 3 მაისს, დ----- კ------ე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა მეუღლის მ--- ა-----–---ის და შვილის ვ---------- კ------ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თ---–-------------–---–-----------------------, ბ-------–-- რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა შვილს ვ---------- კ------ეს, კერძოდ, ცდილობდა საცხოვრებელი ბინის კარის გამტვრევას და დაემუქრა, რომ გამოჭრიდა ყელს, რითაც ვ---------- კ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პრ-----------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორმა გ------- შ---------მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, დ----- კ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. აპელანტის მოსაზრებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება - დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. კერძოდ, მსჯავდრებულის მიერ ჩადენილია მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მომავალშიც ჩაიდენს ის ანალოგიურ დანაშაულს. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, რაც გავრცელებული ძალადობრივი ფორმაა და რასაც არაერთი მძიმე შედეგი მოჰყოლია, ამიტომ ასეთი ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა მკაცრია. შესაბამისად, საჭიროა მოძალადის მიმართ ადეკვატური სასჯელის გამოყენება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება დაზარალებულის დაცვა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი არაა ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პრ-----------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- კ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულ მ--- ა-----–---ას და ვ---------- კ------ის, ასევე მოწმეების გ------- შუ-----------------------–-------–---- გამოკითხვის ოქმების, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- კ------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
თბილისის პრ-----------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, დ----- კ------ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება; გარდა ამისა დ----- კ------ემ აღიარა დანაშაული და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დ----- კ------ის ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის, რომლისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, განსახილველი დანაშაულების ჩადენისას არ იყო გასული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრის ხარსხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, რაზეც ძირითადად უთითებს საჩივარში აპელანტი, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და აღიარა მისი ჩადენა, ყველა ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა. ეს მოცემულობა ტოვებს საფუძველს დასკვნისათვის, რომ როგორც ზოგადი, ისე კერძო პრევენციის მიზნებისათვის დანიშნული სასჯელი არ წარმოადგენს მსუბუქს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელი არ ტოვებს განცდას, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში გამოყენებული არ იქნება სასჯელის მკაცრი სახე და ზომა, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სასჯელთა შეკრებას, ამ შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში, სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდესის 59-ე მუხლით და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ----- კ------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დ----- კ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პრ-----------------–------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------–---- პროკურორის გ------- შ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დ----- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ----- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ--------–----- ეპიზოდი, 02.05.2019 წ ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ-------–----- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ----------- ეპიზოდი, 02.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ვ----------- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ--------–----- ეპიზოდი, 03.05.2019 წ) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- კ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- კ------ე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ----- კ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი