განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100119002991390
საქმე № 1ბ/1400-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
მსჯავრდებულების რ------ უ----ს და ა----- თ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– ბ--–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რ------ უ----ს - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს თურქეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული და მცხოვრები ა-–-------------------------–--------------, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და
ა----- თ------ს - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს თურქეთის რესპუბლიკაში, პ--------------, რეგისტრირებული და მცხოვრები თურქეთს რესპუბლიკა, ქ-----------------------------------, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმართ
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 16 ივლისის, განაჩენით რ------ უ---- და ა----- თ------ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ორივე მათგანს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.
რ------ უ----ს და ა----- თ------ს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ ფაქტობრივი დაკავების, მომენტიდან 2019 წლის 2 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
რ------ უ----მ და ა----- თ-----მა ჩა-----ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (გადმოკვეთა).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 0--------- წელს დაბადებულმა, რ------ უ----მ (R---------) და 2--------- წელს დაბადებულმა ა----- თ-----მა (A----------) განიზრახეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს და შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 16 ივლისის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების რ------ უ----ს და ა----- თ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------– ბ--–-----–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნა. საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, როგორც რ------ უ----ს, ისე ა----- თ------ს მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა არის მკაცრი, უსამართლო, შეუსაბამოა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, მათ პიროვნებასთან და შესაბამისად უკანონოა. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არასწორად დაადგინა დამამძიმებელი გარემოება, რაც გახდა პატიმრობის დანიშვნის საფუძველი. ორივე მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ მიუთითა, თითქოს ისინი ნასამართლევი არიან, რაც არასწორია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნასამართლევად ითვლება პირი, ვინც ნასამართლევია მხოლოდ საქართველოში. უცხო ქვეყანაში ნასამართლობა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება კი არ შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და საჩივრით მოთხოვნილია მხოლოდ სასჯელის შემცირება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი არაა ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების რ------ უ----ს და ა----- თ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– ბ--–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების რ------ უ----ს და ა----- თ------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: დ---------–---------------------------–-------------------------------- გამოკითხვის ოქმები; ოქმი რ------ უ----ს და ა----- თ------ს საზღვრის კვეთის მონაცემების შემოწმების შესახებ, რ------ უ----ს და ა----- თ------ს ბრალდებულის სახით დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, ავტომანქანის დათვალირების ოქმი, რ------ უ----ს პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის ასლი, რ------ უ----ს და ა----- თ------ს ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, ცნობები რ------ უ----ს და ა----- თ------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმების შესახებ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის პასუხი რ------ უ----ს და ა----- თ------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების შესახებ და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც რ------ უ----მ, ასევე ა----- თ------მ ჩა-----ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (გადმოკვეთა), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რ------ უ----ს და ა----- თ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– ბ--–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, რაც კონკრეტულ საქმეში ორივე მსჯავრდებულის მიმართ ანალოგიურია. როგორც რ------ უ----ს, ისე ა----- თ------ს პასუხლისმგებლობის შემასუბუქუბელ გარემოებას წარმოადგენს მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება და მონანიება. მათ სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, ასეთს წარმოადგენს მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ დანაშაულებრივ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ დამამძიმებელ გარემოებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს დამამძიმებელ გარემოებად არ მიუჩნევია მსჯავრდებულების წარსულში ნასამართლობა, მით უმეტეს უცხო სახელმწიფოში. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ როგორც რ------ უ----მ, ისე ა----- თ------მ დანაშაული ჩა-----ეს კანონის მოთხოვნების შესრულებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ეს დანაშაული კი გამოიხატა ერთი სახელმწიფოდან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო გადასვლაში. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს არა ნასამართლობა, არამედ მსჯავრდებულთა პიროვნული თვისებები, მათი მიდრეკილება როგორც სამართალდარღვევის ჩადენისადმი, ისე ჩადენილ დარღვევაზე პასუხისმგელობისაგან თავის დაღწევისადმი. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები, მათი უნარ-ჩვევები მიემალონ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებული კონტროლირებადი საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის გზით.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, დასახელებული შემასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სანქციად სასჯელის ისეთი სახის გამოყენებით, როგორიცაა პატიმრობა. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმალური ზომა.
ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ შორის პალატა ითვალისწინებს რ------ უ----ს და ა----- თ------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.
სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს რ------ უ----ს და ა----- თ------ს განესაზღვრათ ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 16 ივლისის, განაჩენი რ------ უ----ს და ა----- თ------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ------ უ----ს და ა----- თ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------– ბ--–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი რ------ უ----ს და ა----- თ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ------ უ----, დაბ. 0---------წ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.
რ------ უ----ს, დაბ. 0---------წ. მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 2 აპრილიდან.
ა----- თ------, პ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.
ა----- თ------ს, პ-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 2 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: ა----- თ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 200 ლარი და 30 თეთრი, მობ.ტელეფონის სატენი, გასაღები და კრიალოსანი, სამსუნგის ფირმის მობ.ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში 3 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა----- თ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
რ------ უ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 29 ლარი, ლენოვოს ფირმის ტელეფონი, საფულე, მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა დალუქულ მდგომარეობაში 3 ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ------ უ----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი