განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100118002614253
ინსტანცია
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002614253

საქმე №1ბ/723-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----------------–-–----------–---–---

ლ-–----------–--ის

ადვოკატის: გ------------–---–---ს

გამართლებულის: ბ--------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ბ--------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------–-------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I2 ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ--------------–-–---–მა ჩაიდინა სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ე-–-------------–--ე 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობდა ბ--------------–-–---–ის მიერ დაარსებულ ტურისტულ კომპანია ,,ე-------–--------ში“ და აღნიშნულ პერიოდში დაახლოვდნენ. 2013 წლის შემოდგომაზე, ბ--------------–-–---–ის თხოვნით, ე-–-------------–--ემ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით სესხი გამოიტანა და უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მისი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული თანხა გადასცა ბ--------------–-–---–ს, რომელსაც თანხა ესაჭიროებოდა ტურისტულ სააგენტოს გასაფართოებლად. ამ დროიდან ბ--------------–-–---–მა დამოკიდებულება შეცვალა ე-–-------------–--ის მიმართ და მის მიმართ, პერიოდულად და სისტემატურად 2018 წლამდე, დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება; კერძოდ, ამცირებდა, უმიზეზოდ უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მას, რის შედეგადაც ე-–-------------–--ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. 2014 წლის გაზაფხულზე, ე-–-------------–--ემ ბანკიდან მიიღო შეტყობინება, რომ სესხის თანხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ჰქონდა გადასახდელი და ბანკი მიმართავდა ქონებით უზრუნველყოფას. აღნიშნულის გამო, იგი დაუკავშირდა ბ--------------–-–---–ს, რომელმაც იგი დაამცირა და უთხრა, რომ არ ჰქონდა ვითარებაში გარკვევის გონებრივი შესაძლებლობა და საკითხს თვითონ მოუგვარებდა. 2014 წლის ზაფხულში, ე-–-------------–--ე კვლავ დაუკავშირდა ბ--------------–-–---–ს და მოსთხოვა სესხის თანხის დაფარვა. აღნიშნულის გამო, ბ----------------–-–---–ი მივიდა მასთან, საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------ში და ე-–-------------–--ის დაჟინებული მოთხოვნით გაღიზიანებულმა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა დედის მისამართით და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ე-–-------------–--ემ უთხრა, რომ მის გარდაცვლილ დედას აღარ შეხებოდა, რის გამოც ბ--------------–-–---–ი უფრო აგრესიული გახდა, დაუწყო ყვირილი, როგორ ბედავდა შეპასუხებას და იმავდროულად ყელში წვდა; ე-–-------------–--ე ცდილობდა ბ--------------–-–---–ისგან თავის დაღწევას, ხელ-ფეხს იქნევდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა იქვე არსებულ დივანზე, ბ--------------–-–---–ი კი ხელს მაინც არ უშვებდა. ამ დროს ოთახში შევიდა ე-–-------------–--ის არასრულწლოვანი შვილი - ქ----------------–---–ი, რის გამოც ბ--------------–-–---–მა ხელი გაუშვა ე-–-------------–--ეს. ამ ვითარებაში ე-–-------------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. 2014 წლის ზაფხულში, მანვე ერთ-ერთი შელაპარაკების როს, ე-–-------------–--ეს, მისივე საცხოვრებელ ბინაში ჭურჭელი დაუმტვრია. 2015 წლის ზაფხულში, ბ--------------–-–---–ი დაუკავშირდა ე-–-------------–--ეს და შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ, ბ--------------–-–---–ი მივიდა ე-–-------------–--ის ეზოში, საიდანაც მას ხმამაღლა უყვიროდა და აგინებდა. 2015 წლის შემოდგომაზე, ბ--------------–-–---–ი კვლავ დაუკავშირდა ე-–-------------–--ეს და სთხოვა თბილისის ზღვაზე გასეირნება. ვინაიდან უარის თქმის შემთხვევაში ბ--------------–-–---–ი მეზობლების გასაგონად მიაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა ე-–-------------–--ეს, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეხვედროდა. შეხვედრისას ე-–-------------–--ემ ბ--------------–-–---–ს, სესხის თანხის გადახდა მოსთხოვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა და უთხრა, რომ თუკი რამეს განაცხადებდა მამამისს ეტყოდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. 2016 წლის ზაფხულში, ბ--------------–-–---–ი კვლავ მივიდა ე-–-------------–--ის სახლთან და ფანჯრის კენჭებს ესროდა, რის შემდეგაც დაიწყო გინება და სიგნალის მიცემა. აღნიშნულის გამო ე-–-------------–--ე იძულებული გახდა, მის სანახავად გასულიყო. ბ--------------–-–---–ის ქმედებების შედეგად, ე-–-------------–--ე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიცდიდა ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით:

 

ბ--------------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ბ--------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი გამართლებულ ბ--------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ--------------–-–---–ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბ--------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბ--------------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე-–-------------–--ემ განმარტა, რომ 2013 წელს გაიცნო ბ--------------–-–---–ი, რომელმაც მუშაობა დააწყებინა თავისთან ტურისტულ კომპანიაში. მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბ--------------–-–---–თან. მის ფუნქციებში შედიოდა მხოლოდ ბ--------------–-–---–ის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება. მუშაობის პროცესში, ბ--------------–-–---–მა სთხოვა სესხის აღება, რომელსაც თანხა ესაჭიროებოდა კომპანიის საქმიანობისათვის. მან სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა კახეთის რეგიონში მდებარე კუთვნილი სახლი, ხოლო აღებული თანხა გადასცა ბ--------------–-–---–ს. ამის შემდეგ მასსა და ბ--------------–-–---–ს შორის არსებული ურთიერთობები შეიცვალა. ბ--------------–-–---–მა მასზე დაიწყო აგდებული საუბარი, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა. როდესაც იგი ბ--------------–-–---–ს სესხის თაობაზე საუბარს უწყებდა, ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიოდა და ემუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც ბ---------------–-–---–ი მიდიოდა მის სახლთან ა/მანქანით, ,,ასიგნალებდა“, უყვიროდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აგინებდა, აიძულებდა რომ გარეთ გასულიყო და შეხვედროდა. 2015 წლის ზაფხულის პერიოდში, მის სახლთან მივიდა ბ--------------–-–---–ი, რომელიც იყო ნასვამი, იგი ფანჯრებს კენჭებს ესროდა, ,,ასიგნალებდა“ და იგინებოდა, მას არ სურდა მეზობლებს გაეგოთ და იძულებული იყო გასულიყო, ჩაუჯდა მანქანაში. ბ--------------–-–---–მა იგი წაიყვანა თბილისის ზღვაზე, სადაც მისი მხრიდან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში. მას შორტები ეცვა, რა დროსაც ბ--------------–-–---–მა დაუწყო ხელების ფათური, ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მცდელობას. იყო შემთხვევა, როდესაც ბ--------------–-–---–ი მასთან სახლში იმყოფებოდა, ის საუბრობდა ხმამაღლა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდა ფინჯანი ყავა გაემზადებინა და მიერთმია მისთვის, მას ფიზიკური ნაკლი აქვს, უჭირს ხელების დამორჩილება და, როდესაც ყავა ფინჯანზე დაეღვარა, ბ--------------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაამტვრია ჭურჭელი, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე მოუჭირა ხელი, რასაც მისი არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ის იმდენად შეშინებული იყო ბ--------------–-–---–ისგან ყველაფერზე თანხმდებოდა და ვერ უწევდა მას წინააღმდეგობას. ყოველივე აღნიშნულით, ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფის შედეგად, ის განიცდიდა მძიმე სულიერ ტანჯვას. დაზარალებულის განმარტებით, ბ---------------–-–---–ი რომ ეტლით გადაადგილდებოდა არ იცის, მას არასდროს უნახავს ბ--------------–-–---–ი ეტლით. მან ავტომანქანის მართვა არ იცის, ბ---------------–-–---–ს საკუთარი მანქანა მისთვის არასდროს დაუტოვებია და მას არასდროს უსარგებლია ამ უკანასკნელის ავტომანქანით არც მარტო და არც მეგობრებთან ერთად.

 

მოწმე ქ----------------–---–მა განმარტა, რომ დედამისმა ე-–-------------–--ემ მუშაობა დაიწყო ბ--------------–-–---–თან ოფისში. ბ--------------–-–---–ს თავდაპირველად ე-–-------------–--ესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ პერიოდებში კი ბ--------------–-–---–ი ე-–-------------–--ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ის ოფისში შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ბ--------------–-–---–ი აგრესიულად ექცეოდა ე-–-------------–--ეს, საყვედურობდა და უყვიროდა საბუთების გადაადგილების გამო, ასევე ყავის მოდუღების გამო. ასევე შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც სახლში სამზარეულოში განთავსებულ დივანზე ბ--------------–-–---–ი ყელში ხელს უჭერდა ე-–-------------–--ეს. იყო შემთხვევა, როდესაც სამზარეულოში ბ--------------–-–---–მა დაამტვრია ჭურჭელი, იგი სკოლიდან დაბრუნდა და გაიგონა ჭურჭლის მტვრევის ხმა, შევიდა სამზარეულოში, სადაც ბ--------------–-–---–ი უყვიროდა ე-–-------------–--ეს, აგინებდა და ამსხვრევდა რაღაცეებს. გარდა ამისა, ბ--------------–-–---–ი მიდიოდა მათ სახლთან და ფანჯარას ესროდა კენჭებს, ,,ასიგნალებდა“ და მოუწოდებდა ე-–-------------–--ეს შეხვედრისკენ, აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ხშირად ხდებოდა (მანქანის საყვირი და კენჭების სროლა). მისივე განმარტებით, ბ--------------–-–---–ს მანქანის მართვა არ უჭირდა, არც გადაადგილების პრობლემა ჰქონია.

 

მოწმე თ------–---–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ ის და ე-–-------------–--ე ბ--------------–-–---–ს შეხვდნენ ერთ-ერთ კაფეში, სადაც გაიცნო ბ--------------–-–---–ი. შემდეგ როგორც მისთვის ცნობილი გახდა ე-–-------------–--ესა და ბ--------------–-–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა. ბ--------------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას. ტელეფონზე დარეკვის დროს ბ--------------–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აფრთხილებდა ე-–-------------–--ეს, რომ აღარ დაერეკა მისთვის. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი იცის გადმოცემით. იგი შემსწრეა, როდესაც ბ--------------–-–---–ი ესაუბრებოდა ე-–-------------–--ეს სოციალურ ქსელ ,,სკაიპში“, რა დროსაც ბ--------------–-–---–ი იყო ზემოდან შიშველი და საუბრობდა ისე, რომ მისთვის იყო მიუღებელი. იყო ასევე მუქარები ბ--------------–-–---–ის მხრიდან, თუმცა ესეც მისთვის ცნობილია ე-–-------------–--ისგან. მოწმემ აღნიშნა, რომ ბ--------------–-–---–ს შეხვდა კაფეში და ნანახი ჰყავს ,,სკაიპით“, ბ--------------–-–---–ის ნახვის ან შეხვედრის სხვა ფაქტს ვერ იხსენებს. მანვე განმარტა, რომ მას და ე-–-------------–--ეს უსარგებლიათ ბ--------------–-–---–ის მანქანით. ბ--------------–-–---–ს ე-–-------------–--ის ფარეხში ჰყავდა დატოვებული მანქანა. მისთვის უცნობია თუ რამდენად ხშირად სარგებლობდა ე-–-------------–--ე ბ--------------–-–---–ის მანქანით, თუმცა ერთი შემთხვევა, რომელიც ზემოთ აღნიშნა იყო.

 

მოწმე ნ--------------მ განაცხადა, რომ 2015 წლის ზაფხულის პერიოდში ის და ე-–-------------–--ე იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, ს------–--------–ი. ე-–-------------–--ეს ა/მანქანით მიაკითხა ბ--------------–-–---–მა და ისინი რამდენიმე ხნით ა/მანქანით ერთად წავიდნენ. როდესაც ე-–-------------–--ე სახლში დაბრუნდა ის იყო განერვიულებული და ნამტირალევი.

 

მოწმე გ---------------–---–ის ჩვენების მიხედვით, ის და ბ--------------–-–---–ი ერთად საქმიანობდნენ, მათ ჰქონდათ ტურისტული კომპანია. ბ--------------–-–---–მა კომპანიაში მუშაობა დააწყებინა ე-–-------------–--ეს. ბ--------------–-–---–ს და ე-–-------------–--ეს ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ, იცნობდნენ ოჯახებით ერთმანეთს. ის და ბ--------------–-–---–ი ე-–-------------–--ის სახლში ბევრჯერ არიან ნამყოფი, მათ შორის ახალი წლის დღეს. ე-–-------------–--ე და ბ--------------–-–---–ი მასთან სახლში ხშირად მიდიოდნენ. მანვე განმარტა, რომ არ შეუმჩნევია ბ--------------–-–---–ს ე-–-------------–--ისთვის ცუდად მიემართოს, ეძალადოს მასზე ან შეურაცხყოფა მიეყენებინოს მისთვის. ე-–-------------–--ე ბ--------------–-–---–ის ა/მანქანით სარგებლობდა, ასევე როდესაც ბ--------------–-–---–ი მთვრალი იყო ე-–-------------–--ე ჯდებოდა საჭესთან და მას მიყავდა ბ--------------–-–---–ი.

 

მოწმე თ-------------–---–ის განმარტებით, იგი იყო ბ--------------–-–---–ის და გ---------------–---–ის ბიზნეს პარტნიორი. ბ--------------–-–---–სა და ე-–-------------–--ეს შორის კონფლიქტური ურთიერთობა არ იყო, პირიქით ბ--------------–-–---–ს ე-–-------------–--ესთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი ერთმანეთთან ოჯახებში დადიოდნენ სტუმრად. მისივე განმარტებით, ოფისში მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევდა, არასდროს არავინ არავის ავიწროვებდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ბ--------------–-–---–მა 2015 წელს გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც მას დაახლოებით რვა თვე დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

 

მოწმე ნ-----------–-–---–ის ჩვენებით, მის მეუღლეს ბ--------------–-–---–ს და ე-–-------------–--ეს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ბ--------------–-–---–ი ე-–-------------–--ეს ექცეოდა კარგად, ედგა მხარში როგორც ფინანასურად, ისე მორალურად. 2015 წლიდან ბ--------------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გულზე ჰქონდა პრობლემები და ოპერაცია ჩაუტარდა, ბ--------------–-–---–ს დაემართა ინსულტი და ცალ მხარეს ვერ ამოძრავებდა. მას გადაადგილება უჭირდა, ექვსი თვის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული და ა/მანქანის საჭესთან არ ჯდებოდა, ერთხელ სექტემბრის თვეში დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. ბ--------------–-–---–მა მხოლოდ ნოემბრის თვიდან დაიწყო სიარული. როდესაც ბ--------------–-–---–მა ოპერაცია გაიკეთა ე-–-------------–--ე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მოინახულა იგი. მანვე განმარტა, რომ ბ--------------–-–---–სა და ე-–-------------–--ეს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ------------–-–---–მა.

 

მოწმე დ-------------–-–---–-ს განმარტებით, 2015 წელს ბ--------------–-–---–მა გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც დაემართა ინსულტი და მარცხენა მხარე გაეთიშა. მას ბ--------------–-–---–ი ეტლით დაჰყავდა ექვსი თვის განმავლობაში სამედიცინო ცენტრებში. საჭესთან ის იჯდა და მას დაყავდა ბ--------------–-–---–ი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში. საჭესთან ბ--------------–-–---–ი ვერ დაჯდებოდა მისი მდგომარეობის გამო. სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდა საჭესთან არ ჯდებოდა. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ბ--------------–-–---–ი ჩუმად დაჯდა მანქანაზე და დაამტვრია კიდეც.

 

ბ--------------–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2015 წლის 1 მარტს პაციენტი (ბ--------------–-–---–ი) მოთავსებული იქნა სტაციონარში, მას დაუდგინდა გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა, არასტაბილური სტენოკარდია, გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა, შაქრიანი დიაბეტი, გულ-მკერდის არტერიიდან კორონალურ არტერიებთან ანატომოზის შექმნა სამი დისტალური ანასტოოზით. ბ--------------–-–---–ს 2015 წლის 2 მარტს გულზე ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო 04.03.2015 წელს დაეწყო ძლიერი ფსიქო, მოტორული აგზნება, გახდა აგრესიული, არაადეკვატური. მკურნალობის შემდეგ ბ--------------–-–---–ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2015 წლის 10 მარტს გაეწერა კლინიკიდან ბინაზე დანიშნულებით და რეკომენდაციებით. შემდეგ ბ--------------–-–---–ი კლინიკაში გადიოდა ამბოლატორიულ მკურნალობას, პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ხელ-ფეხის ზომიერი ჰემი პარეზი გადაადგილდებოდა სავარძლით, იმყოფებოდა ნევროლოგიის დაკვირვების ქვეშ.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ე-–-------------–--ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოცემულია ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში. ბ--------------–-–---–ის მოქმედების შედეგად ე-–-------------–--ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ე-–-------------–--ეს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი - F 70; დაავადებათა კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა წარმოადგენს თანდაყოლილ პათოლოგიას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ელიზას დაუდგინდა მსუბუქი ჩამორჩენილობა გონებრივი, ემოციური არამდგრადობა, რაც ხდის მას ადვილად მანიპულირებდეს. მ-------------–---–მა აღნიშნა, რომ დანამდვილებით ვერ განაცხადებს, რომ ამ მდგომარეობამდე ე-–--------------–--ე ბ---------------–-–---–მა მიიყვანა, აღნიშნული გარემოება არის ძიების საქმე. ამ დასკვნამდე რომ მივიდეს გამოკვლეული უნდა იყოს ორივე პირი, რაც არ ხდება, ვინაიდან ძალიან შორს მიდის პროცედურა. მას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ უნდობლობა გამოუცხადოს გამოძიებას, მისი საქმეა დაადგინოს, რომ პირმა განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი საქმე არ არის ვინ იყო გამომწვევი სუბიექტი. მსჯელობს იმის მიხედვით, რასაც გამოძიება მიაწვდის.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ბ--------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ბ--------------–-–---–ს ამხელს მოცემული დანაშაულის ჩადენაში, არის დაზარალებულ ე-–-------------–--ის ჩვენება. სააპელაციო პალატა აფასებს და აანალიზებს რა დაზარალებულის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ იგი დამაჯერებლობას და უტყუარობას მოკლებულია. თავდაპირველად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების იმ მნივნელოვან ნაწილზე, სადაც ის განმარტავს, რომ 2015 წლის ზაფხულის პერიოდში მის სახლთან მისული იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ--------------–-–---–ი, რომელიც აგინებდა მას და ,,უსიგნალებდა“, იძულებული გახდა ჩამჯდარიყო ბადრის მანქანაში, რომელმაც წაიყვანა რა თბილისის ზღვაზე მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ძალადობაში გადაიზარდა. დაზარალებულის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ ბ--------------–-–---–ი ავად იყო და ეტლით გადაადგილდებოდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც მოწმეთა ჩვნებებით ისე სამედიცინო დოკუმენტაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2015 წლის 2 მარტს ბ--------------–-–---–ს გულზე ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, რის შემდგომაც იმავე წლის ნოემბრამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული იყო და იგი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია ინსულტგადატანილი, ეტლით მოსარგებლე ბ--------------–-–---–ი როგორ ახერხებდა მანქანის დამოუკიდებლად მართვას, ე-–-------------–--ის სახლთან მისვლას და მით უფრო ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. აქვე პალატა ყურადღებას გაამხვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე ნ-----------–-–---–ის განმარტებით, როდესაც მისმა მეუღლემ ოპერაცია გაიკეთა ე-–-------------–--ე იმყოფებოდა საავადმყოფოში და ბ--------------–-–---–ი მოინახულა. დაზარალებულის განმარტებით, მან ავტომანქანის მართვა არ იცის, ბ---------------–-–---–ს საკუთარი მანქანა მისთვის არასდროს დაუტოვებია და მას არასდროს უსარგებლია ამ უკანასკნელის ავტომანქანით არც მარტო და არც მეგობრებთან ერთად. საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა მოწმე თ------–---–---მ განმარტა, რომ მას და ე-–-------------–--ეს უსარგებლიათ ბ--------------–-–---–ის ავტომანქანით. ავტომანქანით სარგებლობასთან დაკავშირებით საყურადღებოა მოწმე გ---------------–---–ის განმარტებაც. მან აღნიშნა, რომ ე-–-------------–--ე ბ--------------–-–---–ის ავტომანქანით სარგებლობდა, უფრო მეტიც მისივე განმარტებით, როდესაც ბ--------------–-–---–ი მთვრალი იყო ე-–-------------–--ე ჯდებოდა საჭესთან და მას მიყავდა ბ--------------–-–---–ი. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას რომ ბ--------------–-–---–ის პარტნიორებს გ---------------–---–ს და თ-------------–---–ს ხშირი შეხება ჰქონდათ ე-–-------------–--ესთან და ბ--------------–-–---–თან. ორივე მათგანი გამორიცხავს ბ--------------–-–---–ის მხრიდან რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენებას ე-–-------------–--ისათვის. კერძოდ, გ---------------–---–ის განმარტებით, ე-–-------------–--ე და ბ--------------–-–---–ი მასთან სახლში ხშირად მიდიოდნენ, მას არ შეუმჩნევია ბ--------------–-–---–ს ე-–-------------–--ისთვის ცუდად მიემართოს, ეძალადოს მასზე ან შეურაცხყოფა მიეყენებინოს მისთვის. მოწმე თ-------------–---–ის განმარტებით, ბ--------------–-–---–სა და ე-–-------------–--ეს შორის კონფლიქტური ურთიერთობა არ იყო, პირიქით ბ--------------–-–---–ს ე-–-------------–--ესთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი ერთმანეთთან ოჯახებში დადიოდნენ სტუმრად. სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების ანალიზის შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით, მხარის მიერ მოპოვებული მასალის (ინფორმაციის) სასამართლოსათვის წარდგენა, ამ მასალას (ინფორმაციას) ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან, წარდგენის შემდეგ მტკიცებულებამ (მხარეთა მიერ მოპოვებულმა და სასამართლოსათვის წარდგენილმა მასალამ (ინფორმაციამ)) უნდა გადალახოს რამდენიმე ,,ბარიერი“, ანუ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“, მაგრამ მესამე „ბარიერის“ გადაულახაობის გამო, იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ე-–-------------–--ის ჩვენება განსახილევლ საქმესთან მიმართებით ზემოთმითითებული ალოგიკურობის, სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობის და ნაკლებად დამაჯერებლობის გამო, ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს.

 

გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ ვრცელ და არგუმენტირებულ მჯელობებს იმასთან დაკაშირებით, რომ გამოკვლეული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დასტურდება ბ--------------–-–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს ფსიქოლოგიური ტანჯვის არსებობა/არარსებობის ფაქტი, თუმცა შეუძლებელია, რომ ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს ფსიქოლოგიური ტანჯვის მიმყენებელი პირის ვინაობა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ბ--------------–-–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება, - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ბ--------------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სსსკ-ის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი ბ--------------–-–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი ბ--------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ბ--------------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ბ--------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია;

ბ----------------–-–---–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის

აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გამართლებულ ბ--------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლო სხდომის ამსახველი აუდიო მასალა /დალუქული 27.13.10. ერთვის სისხლის სამართლის საქმეს/ დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი