განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
040310418002363445
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №040310418002363445

საქმე №3/ბ-46-2019წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „რ---------–---------–----–------ი“

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „რ---------–---------–----–------ის“ სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 09 მარტს შპს „რ---------–---------–----–------ის“ წარმომადგენელმა ანა მიქიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" 2017 წლის 03 ნ----------------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი;

- შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ამ------–-----ი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7---------;

- შპს "რ---------–---------–----–------ის" (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7---------;

- შპს "რ---------–---------–----–------ის" (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 4--------- იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებული შპს "ა-–-------------ს და შპს "ს-------------------------------------ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:

- ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ამ------–-----ი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7---------;

- შპს"რ---------–---------–----–------ის" (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7---------;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რ--------–-------------–----–------ის" (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნ----------------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი; (ამ------–-----ისა და ონის ნაწილში).

 

ამასთან ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ც------ს რაიონულ სასამართლოს სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში:

- შპს "რ---------–---------–----–------ის" (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 4--------- იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებული შპს "ა-–-------------ს და შპს "ს-------------------------------------ის" მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და მოსარჩელეს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–------ის" (ს/კ. 2--------) 2017 წლის 03 ნ----------------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი; (ც------ს ნაწილში)

 

2018 წლის 08 ივნისს შპს ,,რ---------–---------–----–------მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–---------–----–------ის (ს/კ. 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი, მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

- ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ც------ ) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ი--–--ის N0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 4---------.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ - ონის, ამ------–-----ისა და ც------ს სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება, რის შემდეგაც გამოიცა შემოწმების აქტები, რომლებითაც განისაზღვრა შპს ,,რ---------–---------–----–------ზე“ დარიცხული ჯარიმები, რაც გასაჩივრდა შპს,, რ---------–---------–----–------ის’’ მიერ.

 

შემოწმების აქტებში მოცემული არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა ამ ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც გაცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–---------–----–------ის მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები უკვე აღმოიფხვრა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში, გამართული ადმინისტრაციული პროცესის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შპს ,,რ---------–---------–----–------ს“ დაგვიანებით, 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შემოწმების აქტებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–---------–----–------ის" (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის N------- წერილი.

- შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 19 ი--–--ის N0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 4---------.

ამავე გადაწყვეტილებით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა საკითხის სრულყოფილად და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ, 2017 წლის ივნისი – სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ ონის, ამ------–-----ისა და ც------ს სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება.

 

შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ საკუთრებაშია ცაგერში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები, 2014 წლის 18 დეკემბრიდან. 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 (ცხრა) სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა გამოსყიდვასთან დაკავშირებითაც გამოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულებები და მის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

 

შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ გამოცემული შემოწმების აქტი (ც------) N4---------, რაზეც ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სარჩელით და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე, მათზე წარმოდგენილი შესაგებლებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილებით, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებით დადგენილია, რომ შპს ,,რ---------–---------–----–------ი“ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----–------------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების N4---------, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეჩერდა N---------, აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა-–------------“–ს და შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა------------ის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა.

 

სარჩელით და დაზუსტებული სარჩელით ადმინისტრაციულ საქმეზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს, 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ--------–-------------–----–------ის“ ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა და შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ (ც------) მიმართ (აქტი N4----------, 29.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 11394.43 ლარი, მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 3895.87 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს- 7498.56 ლარს.

 

ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში, ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ, შემმოწმებელმა ჯგუფმა ასევე არ გაითვალისწინა კლინიკების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (ახალი პირადობის მოწმობების ასლები).

 

შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ მიერ შემოწმების აქტებში მითითებულ ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოსა მიერ ანაზღაურებულ თანხას.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ--------–-------------–----–------ის’’ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით შეჩერდა N4---------, აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა-–------------“–ს და შპს ,,ს-------------------------------------ის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის დირექტორს მისი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ამავდროულად გამოიცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი, საბოლოო ფინანსური ვალდებულებების შესახებ, კერძოდ, შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ (ც------) მიმართ (აქტი N4---------, 29.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 11394.43 ლარი, მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 3895.87 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს- 7498.56 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

 

დადასტურებულია გარემოება, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები,რომლებიც გამოცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–---------–----–------ის მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრილი იყო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისგან პირადობის მოწმობების წარდგენით აღმოიფხვრა მათი ბრალის გარეშე დოკუმენტაციის წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზი, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, რამაც ხელყო მოსარჩელე მხარის ინტერესი.

 

მოპასუხე მხარეს - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ ხელმისაწვდომობა სამოქალაქო რეესტრთან, რის საშუალებითაც ახდენენ პიროვნების იდენტიფიცირებას და ასეთ ვითარებაში, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისთანავე ვერ წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ეწინააღმდეგება მათ კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი, უფლების შეზღუდვა მის მიერ პირადობის მოწმობის წარუდგენლობით და ამ საფუძვლით საჯარიმო სანქციების გამოყენება შპს ,,რ---------–---------–----–------ში“ შემავალი უწყებების მიმართ, მით უფრო როცა ეს ხარვეზი არ არსებობდა იმ მოცულობით, რაც შემოწმების აქტშია დაფიქსირებული და შემოწმების პროცესის დროს გამოსწორებული იქნა, არ არისკანონიერი, რაც სამართლიანად იქნა გასაჩივრებული შპს,,რ---------–---------–----–------ის“ მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 0--------- N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილი. შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ი--–--ის N0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 4--------- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების № 1 დანართის, მე-19 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად” სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

დადგენილია ის ფაქტი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ ონის, ამ------–-----ისა და ც------ს სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების პროცესში და ადმინისტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიცია აღნიშნულ საკითხთან, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და ან/და შემოწმების პროცესში წარედგინა პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია, მიიჩნევს რომ მოპასუხე მხარისაგან არ მოხდა საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევა და შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ (ც------) მიმართ განხორციელდა ზემოქმედების ღონისძიებანი საკითხის ზედაპირულად გამოკვლევის ფონზე.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისა და მოწმის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების, 23-ე მუხლის, 35-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მომსახურების გაწევის განხორციელება. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 09 სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ჯარიმის დარიცხვის დროს მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა დოკუმენტაცია უკვე შემოწმების მომენტისათვის სრულად იყო შევსებული, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

 

პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების შემთხვევას, როცა პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე. მოსარჩელე უწყებაში რეგისტრირებული ბენეფიციარები წარმოადგენენ ამ პროგრამის მოსარგებლეებს, არ არიან რეგისტრირებული სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მიერ მათზე ორმაგი ხარჯი არ გაწეულა, რის გამოც არ უნდა მოხდეს ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება და დამატებითი ჯარიმის დაკისრება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამდენად შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ სარჩელი სასამართლოს მიერ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და სრულად დააკმაყოფილა. ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით და გასათვალისწინებელია რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ანუ ინკვიზიციური პრინციპის დამახასიათებელია კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებისთვის. ინკვიზიციურ პროცესში საქმის გარემოებათა გამოკვლევის პრივილეგია არა მხარეებს, არამედ საქმის მწარმოებელ სახელმწიფო ორგანოს – სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლო ორგანოს აკისრია ვალდებულება ex ofcio გამოარკვიოს გარემოებები. შეჯიბრებითი პროცესისგან განსხვავებით, მოსამართლე დამოუკიდებლად ატარებს სრული მოცულობით სასამართლო გამოკვლევას და ამ გზით ადგენს ე.წ. მატერიალურ ჭეშმარიტებას. მოსამართლე საქმის განხილვის დროს არ იზღუდება მხარეთა შუამდგომლობებით და მოსაზრებებით. იგი უფლებამოსილია და ამავდროულად ვალდებულიც, ჭეშმარიტების დასადგენად მოიპოვოს და გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მათ შორის ისინიც, რომელიც მხარეებს არ წარმოუდგენიათ ან არ გამოუთხოვიათ;

 

აპელანტის მოსაზრებით, სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული პირადობის მოწმობები მიიღო, შეაფასა და გამოიკვლია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით: "პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე." ხოლო დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "მ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს შემდეგს: ,,მ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება;" საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს–3------(გ–18) 2018 წლის 19 ი--–--ის განჩინება საქმეზე №ბს–695–695(გ–18)) განმარტებულია, რომ №36 დადგენილება ანუ სახელმწიფო პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა – ანუ მხარეებს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება და კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც დათქმულ დროზე არ იქნა შესრულებული მოსარჩელე მხარის მიერ.

 

აღნიშნული გარემოებების ერთობლივი გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ისევ და ისევ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მხარის ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბუნებრივია სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებდა ისეთი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო და უდავო ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო და სამწუხაროდ ეს ისევ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს დაუბრუნდა საუარესოდ, როდესაც სასამართლოს მიერ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ დაკმაყოფილდა სარჩელი სრულად და ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ზემოაღნიშნული კანონის 89-ე მუხლი მიუთითებს, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს და შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში (851 მუხლი).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

მე-11 პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 18 დეკემბრიდან შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ საკუთრებაშია ცაგერში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, შპს ,,რ---------–---------–----–------ს“ გადაეცა 09 (ცხრა) სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა გამოსყიდვასთან დაკავშირებითაც გამოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულებები და მის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

 

შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ წარმომადგენლის განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების, 23-ე მუხლის, 35-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,რ---------–---------–----–------ზე’’ ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მომსახურების გაწევის განხორციელება. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 09 (ცხრა) სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ჯარიმის დარიცხვის დროს მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა დოკუმენტაცია უკვე შემოწმების მომენტისათვის სრულად იყო შევსებული, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ მიერ განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ ონისა, ამ------–-----ისა და ც------ს სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება.

 

შემოწმების შედეგად (შემოწმების აქტი N4---------. 29.09.2017წ) გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ 2014 წლის 30 ოქტომბრიდან შევსებულ მკაცრი აღრიცხვის 225 თანხომობის ფორმას არ ერთვოდა ბენეფიციარების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები, რაც გახდა სადავო აქტებით მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი (ს.ფ. 50-54).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის შემოწმების N4--------- აქტი გასაჩივრებულ იქნა შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ მიერ (ადმინისტრაცილი საჩივარი N1-----).

 

,,საყოველთაო ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილებით შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შეჩერდა N4--------- აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა-–-----------’’-ს და შპს ,,სადაზღვეო კომპანია ა------------ის’’ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია ... სადაო აქტი სხვა ნაწილში უცვლელი დარჩა და დადგენილი წესით გაგრძელდა შესაბამისი საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება ... (ს.ფ. 61-65).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 0-----------–ის წერილით, შპს ,,რ---------–---------–----–------ს“ ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ--------–-------------–----–------ის“ ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა და შპს ,,რ---------–---------–----–------ის’’ (ც------) მიმართ (აქტი N4----------, 29.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 11394.43 ლარი, მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა 3895.87 ლარი, ხოლო დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ შეადგინა - 7498.56 ლარი.

 

პალატის განმარტებით პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების შემთხვევას, როცა პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე. მოსარჩელე უწყებაში რეგისტრირებული ბენეფიციარები წარმოადგენენ ამ პროგრამის მოსარგებლეებს, არ არიან რეგისტრირებული სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მიერ მათზე ორმაგი ხარჯი არ გაწეულა, რის გამოც არ უნდა მოხდეს ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება და დამატებითი ჯარიმის დაკისრება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს.

 

შპს ,,რ---------–---------–----–------ს’’ წარმომადგენლის განმარტებით სადაო პერიოდები ეხება ძველ პერიოდს, ანუ 2014 წლამდე პერიოდს, ანუ ე.წ. გადმომისამართებულ ბენეფიციარებს. შემოწმების აქტში დარღვევის თარიღად მითითებული - 2014 წლის 30 ოქტომბრი. კერძოდ 2014 წლის 30 ოქტომბრიდან შევსებულ მკაცრი აღრიცხვის 225 თანხომობის ფორმას არ ერთვოდა ბენეფიციარების პირადობის მოწმობები (ს.ფ. 52). ამასთან ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე შპს ,,რ---------–---------–----–------ს’’, როგორც დაბრუნებული თანხა, ასევე ჯარიმა ჩამოჭრილი აქვს.

 

დადგენილია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, რაც არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის მიზეზად პირადობის მოწმობების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გაცემა მიეთითა.

 

ამდენად პალატა არ იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და ან/და შემოწმების პროცესში წარედგინა პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია, მიიჩნევს რომ მოპასუხე მხარისაგან არ მოხდა საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევა და შპს ,,რ---------–---------–----–------ის“ (ც------) მიმართ განხორციელდა ზემოქმედების ღონისძიებანი საკითხის ზედაპირულად გამოკვლევის ფონზე.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ამ ნორმის მე-5 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

 

დადგენილების მიხედვით, შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და 16 მუხლები).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

პალატა განმარტავს, რომ დადგენილების მე-20 მუხლისა და კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელმა საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში შემოიტანა ხარვეზის ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფისა და შესაბამისად ობიქტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულებაა, განუმარტოს მხარეს, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც აპელანტის წამომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ამასთან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს, ხოლო მოსარჩელეს მხარესათვის მაღალმთიან რეგიონში გადაცემული ცხრა სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას სჭირდებოდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი.

 

პალატა თვლის, რომ დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი ქმედებისა და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც მმართველობის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი იქნა ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, რითაც აღმოფხვრა სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ხარვეზი, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კი თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „რ---------–---------–----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ პუნქტი N4--------- აქტის შეჩერების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს „ა-–-----------“-ის და შპს „ს-------------------------------------ის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N4--------- შემოწმების აქტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „რ---------–---------–----–------ის“ (ც------) შემოწმებასთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.გაუქმდეს ც------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს „რ---------–---------–----–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2------------------------ საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ პუნქტი N4--------- აქტის შეჩერების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს „ა-–-----------“-ის და შპს „ს-------------------------------------ის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

5.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N4--------- შემოწმების აქტი.

 

6.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „რ---------–---------–----–------ის“ (ც------) შემოწმებასთან დაკავშირებით;

 

7.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი