განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
110100119003041394
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003041394

საქმე №1/ბ-594-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №047090419002) ნ------ გ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (-----------------------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ჭ----------------------------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ჭ----------------–----–----------------–------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით:

 

ნ------ გ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 9 აპრილიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით), საბოლოოდ ნ------ გ------ეს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

ნ------ გ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის №12/4-2019 განჩინებით გ----------ის (პ/ნ 5----------), გ------- გ------ის (პ/ნ5----------), ნ----- გ------ის (პ/ნ 5----------) და ნ------ გ------ის (პ/ნ 5----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ჭ----------------------------–------–-, საკადასტრო კოდით №3-----------) დადებული ყადაღა.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------ გ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჭი----------------–----–----------------–------–- მცხოვრებმა ნ------ გ------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ე-–---- მ----–--ის მიმართ, კერძოდ, მოქაჩა მას თმებში და ფეხი ძლიერად დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რა დროსაც ე-–---- მ----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფ-------- ს-----ემ, რომელმაც ითხოვა ნ------ გ------ისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

მსჯავრდებულ ნ------ გ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ნ------ გ------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ე-–---- მ----–--ის და მოწმეების -ნ----- გ------ის, გ----------ის, ბ----------------ის, მ------- ბ-------ის და ვ----–-- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ------ გ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ნ------ გ------ისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ------ გ------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 11 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ ე-–---- მ----–--ეს ნ------ გ------ის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ამჟამად ცხოვრობს მასთან ერთად და სურს შეინარჩუნოს ოჯახი, რის გამოც ითხოვს მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ------ გ------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი ნ------ გ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი ნ------ გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ნ------ გ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ------ გ------ეს 2019 წლის 09 აპრილიდან 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ------ გ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის №12/4-2019 განჩინებით გ------------ის (პ/ნ 5----------), გ------- გ------ის (პ/ნ5----------), ნ----- გ------ის (პ/ნ 5----------) და ნ------ გ------ის (პ/ნ 5----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ჭ----------------------------–------–- მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №3-----------) დადებული ყადაღა.

 

6.მსჯავრდებულ ნ------ გ------ისათვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/