განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002983954
საქმე №1/ბ-576-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ს და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) დ----- ფ-------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ----------–-----------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით:
დ----- ფ-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინებით დ----- ფ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 23 მარტიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნივთმტკიცებები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; დ----- ფ-------–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი „lenovo“, „bien“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, კომპიუტერის პროცესორი და მ------ თ-----–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 6S“ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს, დ----- ფ-------–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ფ-------–მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისათვის სახელის გამტეხი ცნობების გახმაურებისა და სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 20 მარტიდან 23 მარტამდე დროის პერიოდში, სოციალურ ქსელ „Facebook Messenger“-ის მეშვეობით, დ----- ფ-------–მა სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, მ------ თ-----–---–ს მოსთხოვა 1000 (ათასი) ლარის გადარიცხვა. ვინაიდან, მ------ თ-----–---–ს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 2019 წლის 22 მარტს, დ----- ფ-------–ს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ონლაინ კაზინო „-----------ს“ ანგარიშზე გადაურიცხა 200 (ორასი) ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, ასევე არ პასუხობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა ან დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ან მისთვის პირობითი მსჯავრისა და დამატებითი სასჯელის სახით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებულმა დ----- ფ-------–მა მაქსიმალურად ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან, ხელი შეუწყო საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც მის მიერ იქნა წარდგენილი საგამოძიებო ორგანოში. საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. სასამართლოში წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა და თანახმა იყო მას დანიშვნოდა კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის და მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------- სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: დაზარალებულ მ------ თ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ თ---–- ბ---------ს და დ----- ბ--------ის გამოკითხვის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ფ-------–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრას ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლას, ან მისთვის პირობითი მსჯავრისა და დამატებითი სასჯელის სახით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დ----- ფ-------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ასევე საზოგადოებრივ საშიშროებას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლას ან ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნას, რადგან ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება სასჯელის მიზნები. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ დ----- ფ-------–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეურიგდა დაზარალებულს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მას დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი ითხოვს მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც პალატა ასევე არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ჩადენილი ქმედების ხასიათი, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, დ----- ფ-------–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ისათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს მისი შემსუბუქების ან გამკაცრების საფუძველი. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის და მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის და მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი დ----- ფ-------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ფ-------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 23 მარტიდან.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ დ----- ფ-------–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ფ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით; დ----- ფ-------–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი „lenovo“, „bien“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, კომპიუტერის პროცესორი და მ------ თ-----–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი „აიფონ 6S“, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/