განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100119003019786
ინსტანცია
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100119003019786

საქმე №1ბ/1303-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ გ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N 0-----------) - გ------ ს--------ს ძე მ-------–--ლის (დაბადებული - 1--- წლის 13 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ა---- და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, თ--------------------------------------------------) მიმართ დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით:

 

გ------ მ-------–--ლი (პ/ნ №4---------- ) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08 (რვა) საათს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ მ-------–--ლს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ------ მ-------–--ლს განესაზღვრა 02(ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.

 

გ------ მ-------–--ლს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ გ-------მა, აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის მიმართ სასჯელის გამკაცრება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ მ-------–--ლს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა გ------ მ-------–--ლის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მოტივი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. აპელანტი მიუთითებს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას და ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ გ------ მ-------–--ლი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------ მ-------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდში, გ------ მ-------–--ლი მის ყოფილ მეუღლესთან ნ----- ბ----–---–თან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის გამოყენებით და პირადად შეხვედრებით. მუდმივად აკონტროლებდა ნ----- ბ----–---–ის ტელეფონში მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - თუ ვისთან ქონდა კომუნიკაცია ნ----- ბ----–---–ს, მუდმივად ურეკავდა ტელეფონით და სთხოვდა შერიგებას, თითქმის ყოველდღიურად აკითხავდა სამსახურში, რის გამოც ნ----- ბ----–---–ი იძულებული გახდა, თავი დაენებებინა სამსახურისათვის შპს ,,ტ----------ში“, თუმცა გ------ მ-------–--ლი კვლავ აკითხავდა მას ახალ სახსახურში შპს ,,დ---------–-ში“ და მუდმივად სთხოვდა შერიგებას. გ------ მ-------–--ლი საათობით მიდიოდა და სისტემატიურად უთვალთვალებდა თბილისში, მ-------------------------------------------------------ში მყოფ ნ----- ბ----–---–ს და მუდმივად აკონტროლებდა მისი გადაადგილების მარშუტს - თითქმის ყოველდღიურად ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის წინ ნ----- ბ----–---–ის ავტომობილის არსებობის ფაქტს, რითაც ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის სახლსა და სამსახურში ყოფნას, ხოლო შემდეგ ურეკავდა და ამოწმებდა, თუ სად იყო. მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანოდა, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მას, როგორც მამაკაცს სურდა. 2019 წლის 16 იანვრიდან, მას შემდეგ რაც ოფიციალურად განქორწინდნენ, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით, გ------ მ-------–--ლი მუდმივად ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ს მოკვლით და ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად მოკლავდა იმ მამაკაცს, ვისთანაც ნ----- ბ----–---–ს ურთიერთობა ექნებოდა. ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,ჰონდა ფიტის“ დაწვით და დაზიანებით. გ------ მ-------–--ლის ქმედებებით ნ----- ბ----–---–ი განიცდიდა ტანჯვას და იძულებული იყო ყველანაირად თავი აერიდებინა მასთან ურთიერთობისთვის, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ სხვადასხვა მარშუტით დადიოდა სახლიდან სამსახურში. ცდილობდა სამსახურიდან სახლში ადრე გასვლას და სწრაფად მისვლას, რომ თავი აერიდებინა გ------ მ-------–--ლისათვის. არ ხვდებოდა მეგობრებს, მუდმივად იყო სახლში, ხოლო სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარას აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ გ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი გ------ მ-------–--ლის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნ----- ბ----–---–ის განცხადება და მისივე გამოკითხვის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობი) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ------ მ-------–--ლის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდში, გ------ მ-------–--ლი მის ყოფილ მეუღლესთან ნ----- ბ----–---–თან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის გამოყენებით და პირადად შეხვედრებით. მუდმივად აკონტროლებდა ნ----- ბ----–---–ის ტელეფონში მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - თუ ვისთან ქონდა კომუნიკაცია ნ----- ბ----–---–ს, მუდმივად ურეკავდა ტელეფონით და სთხოვდა შერიგებას, თითქმის ყოველდღიურად აკითხავდა სამსახურში, რის გამოც ნ----- ბ----–---–ი იძულებული გახდა, თავი დაენებებინა სამსახურისათვის შპს ,,ტ----------ში“, თუმცა გ------ მ-------–--ლი კვლავ აკითხავდა მას ახალ სახსახურში შპს ,,დ---------–-ში“ და მუდმივად სთხოვდა შერიგებას. გ------ მ-------–--ლი საათობით მიდიოდა და სისტემატიურად უთვალთვალებდა ქ. თბილისში, მ-------------------------------------------------------ში მყოფ ნ----- ბ----–---–ს და მუდმივად აკონტროლებდა მისი გადაადგილების მარშუტს - თითქმის ყოველდღიურად ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის წინ ნ----- ბ----–---–ის ავტომობილის არსებობის ფაქტს, რითაც ამოწმებდა ნ----- ბ----–---–ის სახლსა და სამსახურში ყოფნას, ხოლო შემდეგ ურეკავდა და ამოწმებდა, თუ სად იყო. მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანოდა, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მას, როგორც მამაკაცს სურდა. 2019 წლის 16 იანვრიდან, მას შემდეგ რაც ოფიციალურად განქორწინდნენ, 2019 წლის 16 აპრილის ჩათვლით, გ------ მ-------–--ლი მუდმივად ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ს მოკვლით და ეუბნებოდა, რომ მასთან ერთად მოკლავდა იმ მამაკაცს, ვისთანაც ნ----- ბ----–---–ს ურთიერთობა ექნებოდა. ემუქრებოდა ნ----- ბ----–---–ის კუთვნილი ,,ჰონდა ფიტის“ დაწვით და დაზიანებით. გ------ მ-------–--ლის ქმედებებით ნ----- ბ----–---–ი განიცდიდა ტანჯვას და იძულებული იყო ყველანაირად თავი აერიდებინა მასთან ურთიერთობისთვის, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ სხვადასხვა მარშუტით დადიოდა სახლიდან სამსახურში. ცდილობდა სამსახურიდან სახლში ადრე გასვლას და სწრაფად მისვლას, რომ თავი აერიდებინა გ------ მ-------–--ლისათვის. არ ხვდებოდა მეგობრებს, მუდმივად იყო სახლში, ხოლო სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარას აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გ------ მ-------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

რაც შეეხება საქართველის სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს, გამოიხატება ქმედებაში, კერძოდ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალში, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებაში, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------ მ-------–--ლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ გ------ მ-------–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას.

 

გ------ მ-------–--ლის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია გ------ მ-------–--ლის აღიარება და მონანიება, ამასთან გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ საშეღავათო გარემოებების გამოყენება, მან ასევე დამატებით დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმად მას არ აქვს პრეტენზია ბრალდებულის მიმართ, რომ ჰყავთ საერთო შვილი და ბავშვს ესაჭიროება მამა , ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დაცვის მხარის განმარტებით განაჩენის გამოტანის შემდეგ რაიმე სახის პრეტენზია დაზარალებულს მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის მიმართ არ ჰქონია და ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ გ------ მ-------–--ლის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამას გარდა, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გ------ მ-------–--ლს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა. ამდენად, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ გ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი გ------ მ-------–--ლის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ გ--------ს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი გ------ მ-------–--ლის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

გ------ მ-------–--ლი (პ№4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით: ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით: ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ მ-------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ასორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახესაც განსაზღვრავს პრობაციის ბიურო და რომლის ხანგრძლივობაც დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08(რვა) საათს.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ------ მ-------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------ მ-------–--ლს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო

2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი