განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113384562
საქმე №1ბ/1286-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მსჯავრდებულ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--------–-----------–------------------------ში მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის გაზაფხულზე, მ---------------–---–მა გადაწყვიტა სესხის სახით თანხის გაცემის სანაცვლოდ იპოთეკის გაფორმება (საცხოვრებლად ე.წ. ,,ბინის დაგირავება”). მან ინტერნეტით მოიძია განცხადება, რომლის მიხედვითაც მ------------–---–ი თანახმა იყო სესხად აეღო 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ გამსესხებლისთვის მიეცა ქ.------–--–------–--------------------ში განთავსებული სახლში ცხოვრების უფლება. ვინაიდან მ---------------–---–ისთვის პირობები მისაღები აღმოჩნდა, მ------------–---–ს შეუთანხმდა ხელშეკრულების გაფორმებაზე შემდეგი პირობებით: მ---------------–---–ი მ------------–---–ს სესხად გადასცემდა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს ერთი წლის ვადით, რითაც ეს უკანასკნელი გაისტუმრებდა ბინაში მცხოვრებ ოჯახს და მათ მიერ ბინის დატოვებისთანავე მასში საცხოვრებლად გადავიდოდა მ---------------–---–ი. შეთანხმებისამებრ, 2012 წლის 26 აპრილს ქ-------–--–---------------------ში განთავსებულ ა-----------–---–ის სანოტარო ბიუროში, მ------------–---–ს და მ---------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის მფლობელობაში გადაცემას, მხარეები ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით შემოიფარგლნენ. თუმცა, მ------------–---–მა მ---------------–---–ს ბინაში გადასვლის შესაძლებლობა არ მისცა, რადგან მისგან მიღებული თანხით საცხოვრებელ ფართში მყოფი პირები არ გაისტუმრა და არც აღებული ფული დაუბრუნებია.
გარდა ამისა, რომ მ------------–---–მა მოატყუა მ---------------–---–ი და არ შეასრულა ბინის მის მფლობელობაში გადაცემის პირობა, მ------------–---–ს სესხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრებოდა იმავე ბინაში უკვე მცხოვრები სხვა პირების მიმართ. ეს უკანასკნელნი, ვალის დაბრუნების გარეშე ბინას არ დაცლიდნენ. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, მ-------------–---–მა, თ----–----------–---–ის სანოტარო ბიუროში, 2012 წლის 28 მაისს, მ--------------თან დადო ანალოგიური ტიპის სესხის ხელშეკრულება, ნოტარიულად დამოწმებული თავისივე თანხმობით, შემდეგ პირობებზე: მ------------–---–ი იღებდა ვალდებულებას სეხად აღებული 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, მ--------------ის ოჯახი ერთი წლის ვადით შეეშვა ბინაში საცხოვრებლად. მ------------–---–მა ბინაში მცხოვრებ ოჯახს ბინის დატოვების სანაცვლოდ თანხა არ გადასცა, შესაბამისად, მასში საცხოვრებლად ვერ გადავიდა მზია იაგუბოვიც. ამ უკანასკნელისგან მიღებული თანხა კი მ------------–---–მა მიისაკუთრა.
მ------------–---–მა მ---------------–---–თან ერთად მოატყუა მ--------------იც და არ შეასრულა ბინის მის მფლობელობაში გადაცემის პირობა. ამასთან, ქ.------–--–------–--------------------ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში უკვე ცხოვრობდნენ სხვა პირები, რომლებიც სესხის დაბრუნების გარეშე ბინას არ დაცლიდნენ. მიუხედავად ამისა, მ------------–---–ი, 2012 წლის 25 ივლისს რ------------–--ეს შეუთანხმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე. თუმცა ნ-----–--------–-–---ს სანოტარო ბიუროში მისულ რ------------–--ეს მოატყუა, რომ სახლი არ იყო პრივატიზებული, ჯერ კიდევ ირიცხებოდა მ------------–---–ის დედამთილის სახელზე (რეალურად სახლი 2014 წლის 25 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა მ------------–---–ის შვილის ი------–---–---ს საკუთრებაში), რის გამოც მათ შორის ვერ დაიდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ------------–---–მა, რ------------–--ეს ალტერნატივად შესთავაზა მხოლოდ სესხის ხელშეკრულების ერთი წლის ვადით დადება. ამასთან, პარალელურად ხელწერილის გაფორმება 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ სახლის ერთი წლით მფლობელობაში გადაცემის თაობაზე. ასეთი გარიგება მხარეებს შორის დაიდო კიდეც, თუმცა, მ------------–---–მა ამჯერადაც არ გადასცა თანხა ბინაში მცხოვრებ პირებს და რ------------–--ის ოჯახი სახლში საცხოვრებლად ვერ გადავიდა. რ------------–--ისგან მიღებული თანხა კი მ------------–---–მა ამ შემთხვევაშიც მიისაკუთრა.
მ------------–---–მა ისე, რომ მ---------------–---–ის, მ--------------ის და რ------------–--ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ ქონდა შესრულებილი, ქ-------–--–-----–----------------------ში განთავსებული სახლი, ერთი წლის ვადით საცხოვრებლად დაუთმო გ-------------–--ს. მიხედავად ამისა, რომ ამ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები არ არსებობდა, თავისი შვილის ლ------–---–---ს მონაწილეობით, სალომე სალუქვაძის სანოტარო ბიუროში, 2013 წლის 20 მარტს გ---–--------------–--ესთან, ფაქტობრივად თავად გააფორმრა სესხის ხელშეკრულება 05 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითება არ გაკეთბულა, თუმცა მ------------–---–ი გ---–-------------–--ეს ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხით გაისტუმრებდა გ-------------–--ს და მისცემდა ბინაში ცხოვრების საშუალებას. შეთანხმების მიუხედავად მ------------–---–მა გ---–-------------–--ეს ბინაში გადასვლის შესაძლებლობა არ მისცა და აღებული თანხაც 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით მიისაკუთრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით:
მ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.
მ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 31 ოქტომბრიდან - 2013 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენი გამოტანილ იქნა ბრალდებულ მ------------–---–ის მონაწილეობის გარეშე, მისივე განცხადების საფუძველზე, ადვოკატის მონაწილეობით.
მსჯავრდებული მ------------–---–ის დაკავებულ იქნა 2019 წლის 11 ივლისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------------–---–მა. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის, 6 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, ან დანიშნული სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, ხოლო ნაწილის პირობითად ჩათვლა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: მ--------------ის, ი------–---–---ს, გ---–-------------–--ის, მ---------------–---–ის, ნ---------–-–---–ის, გ-------------–--ს, რ------------–--ის ჩვენებების, ბრალდებულ მ------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, დოკუმენტების დათვალიერების ოქმების; 2012 წლის 25 ივლისის სესხის ხელშეკრულების და ხელწერილების საცხოვრებლის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 2012 წლის 28 მაისის სესხის ხელშეკრულების და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საცხოვრებელის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 2012 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულების, 2013 წლის 20 მარტის სესხის ხელშეკრულების, 2012 წლის 25 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მ--------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ქ.------–--–------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მ------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მოინანიება, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დაზარალებულებისისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც არ არის ანაზღაურებული, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი; პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ მ------------–---–ს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის სახედ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების, ასევე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის საფუძველიც არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს და სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. სასამართლომ მსჯავრდებულ მ------------–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის განუსაზღვრა საქნციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადის მინიმუმი, 6 წელი. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა მიუთითებს აღნიშნული მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაუშვებელია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენი განაჩენი მ------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 31 ოქტომბრიდან - 2013 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
რ------------–--ის და ი------–---–---ს საუბრის ამსახველი 01 ცალი CD დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალი CD დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი