განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
190100119002903175
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100119002903175-1ბ/1450-19წ;

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: რ------------------------------------------აბადებული 1----–-–------------------ ირანის ისლამური რესპუბლიკა, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ი----------–-----------------–---------------------------------------------–---, დროებით მცხოვრები: ქ-------–------–-------------------------------------–--------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქოს სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რე-----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ-----------------–---–-------------------------–-–---–-- და მოითხოვეს რე-----------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება;

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

რ------------ ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

რ-------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 52,358 გრამი, რომლის ნაწილს 31,818 გრამს ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, ხოლო ნაწილს - 20,54 გრამს ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში, ქ-------–--–---–-----------------–- მდებარე სასტუმრო „----–----–------- ოთახში ფარდის საკიდის ზედა მხარეს. მის მიერ უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის საერთო წონამ შეადგინა 52,358 გრამი. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 26 თებერვალს რე-----------ს პირადი და მისი მითითებული დროებით საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;

 

მსჯავრდებულმა რე-----------მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს დასკვნა, რე-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების მ-------–-------–------------–--------------------------------–------------–---–------------------------- გამოკითხვის ოქმებს, რე-----------ს პირადი ჩხრეკისა და მისი დროებითი საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს.

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ რ------------ ქ. თ---–------–------------------------------------–----------- ოთახში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მუქი ფერის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი მოთეთრო პოლიეთილენის ცელოფანში მოთავსებული, დაფასოებული, საშუალო ზომის და ფორმის გაურკვეველი ნივთიერება;

 

უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 თებერვლის ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ რე-----------ს (დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან) ქ. თ---–------–------------------------------------–----------- ოთახში ფანჯრის ფარდის ე.წ. ,,კარნიზის’’ ანუ ფარდის საკიდის ზევიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ორი ცალი პოლიეთილენის პარკში დაფასოებული საშუალო კვერცხის ზომის და ფორმის გაურკვეველი ნივთიერება;

 

ასევე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-986/ქრ დასკვნის თანახმად, რე-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ თეთრ და უფერო პოლიეთილენის ნაჭრებში სამ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, ნოტიო მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით - 67,34 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 31,818 გრამი; ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რე-----------ს დროებით სარგებლობაში არსებული N---- ოთახის ჩხრეკისას ამოღებული თეთრ და უფერო პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერებები, ნოტიო მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით-43,47 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 20.54 გრამი; ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 52.358 გრამი;

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის რე-----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შესახებ, ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 01 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ საქმეზე ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-986/ქრ დასკვნის თანახმად, რე-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით - 67,34 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 31,818 გრამი; ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რე-----------ს დროებით სარგებლობაში არსებული N---- ოთახის ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერებები, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით-43,47 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 20.54 გრამი; ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 52.358 გრამი; რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ-------------ს მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კერძოდ, სასამართლოს დასკვნა რე-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ რე-----------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმეების - მ-------–-------–------------–--------------------------------–------------–---–------------------------- გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 26 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, 2019 წლის 26 თებერვლის ოთახის ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 27 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N856/სქ-986/ქრ დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რე-----------ს პირადი ჩხრეკის ოქმი და ოთახის ჩხრეკის ოქმები შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ რ------------ ქ. თ---–------–------------------------------------–----------- ოთახში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მუქი ფერის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი მოთეთრო პოლიეთილენის ცელოფანში მოთავსებული, დაფასოებული, საშუალო ზომის და ფორმის გაურკვეველი ნივთიერება, ხოლო 2019 წლის 26 თებერვლის ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ რ------------ ქ. თ---–------–------------------------------------–----------- ოთახში ფანჯრის ფარდის ე.წ. ,,კარნიზის’’ ანუ ფარდის საკიდის ზევიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ორი ცალი პოლიეთილენის პარკში დაფასოებული საშუალო კვერცხის ზომის და ფორმის გაურკვეველი ნივთიერება; სწორედ ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ (საშუალო ზომის და ფორმის გაურკვეველი ნივთიერება) ამოღებული რაღაც მასა წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა იყო 52,358 გრამი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რე-----------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რე-----------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რე-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რე-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (52.358 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რე-----------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი, რ-------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული,ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალება, ანაწმენდები და სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რ---------------–-----------------–----------------------–---–--.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რე-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების რ-----------------–---–-------------------------–-–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. რე----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

4. რე-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

5. რე-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან.

 

6. რ------------ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება, ანაწმენდები და სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (ინახება რ---------------–-----------------–----------------------–---–--.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ხ. კიკილაშვილი