განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002809518
საქმე №1ბ/668-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - თე--------ის
ადვოკატ - სო----------------ის
მსჯავრდებულ - და-----------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ და-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 5----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ. ხაშური, 9-------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონი, დ-----------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით და-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა და-----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თ/აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და-----------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
და-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის აპრილის თვეში, ხაშურში, გო----–---–-------------–- მდებარე ყოფილი მეუღლის ნათესავის საცხოვრებელ სახლში, და-----------–---–მა ჩაიდინა ძალადობა ყოფილი მეუღლის - ნა---–-------–-–---–ის მიმართ. მან ჯერ ხელის კვრით იატაკზე წაქცევით, ხოლო შემდეგ სახის არეში ხელის ორჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხაშურში, ო----------------------–- მდებარე გი-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - თა-----------–---–ის თანდასწრებით, და-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ძმის გი-------------–---–ის მიმართ. კერძოდ, ხელების სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასებების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სამართალწარმოების განმავლობაში არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო და-----------–---–ის დამნაშავედ ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს და-----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ და-----------–---–ის აღიარებით, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ და-----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და და-----------–---–ს შეუმცირდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედება და-----------–---–ის მიერ ჩადენილ იქნა 2017 წლის აპრილის თვეში, როდესაც მოქმედებდა დასახელებული მუხლის 2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია, რომლის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ და-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას ასახვა ვერ ჰპოვა დასახელებული მუხლის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედმა რედაქციამ, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და აღნიშნული მუხლით და-----------–---–ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდში /საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით/ განსაზღვრულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხარისხს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ბრალდების პირველ ეპიზოდში დანიშნულ სასჯელში, დანარჩენ ნაწილში კი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ და-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
და-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს და-----------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თ/აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და-----------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
და-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 02 იანვრიდან.
და-----------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე