განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
030210018002425046
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210018002425046

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-747-2019 18 სექტემბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი, მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ხ-----------–----–--------------- ჯ------ ბ------, ხ------- თ----------- შპს „–-----გ----–--- პ------–-“ ფ-------- ჭ--–---

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, ხ-----------–----–---------------ს მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხე, შპს „–-----გ----–--- პ------–-სათვის“, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 37605,29 ლარის გადახდის დაკისრება; 2. აპელანტის, შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 23 მარტს, ხ----- მუნიციპალიტეტსა და შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ შორის, გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ქ.ხ----- ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგ-ს გათვალისწინებით) 569 777 ლარს. ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა.

შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ, 2016 წლის 23 მაისის N01/105, 01 ივლისის N01/155 და 19 ივლისის N01/170 წერილებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაო 10 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა, ხოლო ჯ-----–---–--, ვ------, მ–--------- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნა 14-14 დღის ვადაგადაცილებით.

ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569 777 ლარის 0,1%-ის ოდენობით.

შესაბამისად, შპს „–---------–-- პ------–-“, გ-------–---–-- ქუჩაზე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო - 10 ვადაგადაცილებულ დღეზე-5697,77 ლარი; ვ------ ქუჩაზე, 14 ვადაგადაცილებულ დღეზე-7976,88 ლარი; მ–--------- ქუჩაზე, 14 ვადაგადაცილებულ დღეზე-7976,88 ლარი; ჯ-----–---–-- ქუჩაზე, 14 ვადაგადაცილებულ დღეზე-7976,88 ლარი; ლ---–---- ქუჩაზე, 14 ვადაგადაცილებულ დღეზე-7976,88 ლარი. საერთო ჯამში-37605,29 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული, 2016 წლის 23 მარტის №-- ხელშეკრულების 1.6, 10.1. და 10.2 მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ვადებში შეუსრულებლობისთვის და არა ექსპერტიზის დასკვნის ვადის დარღვევით წარმოდგენისთვის.

ამასთან, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს, თითოეული ქუჩის მიხედვით, დარჩენილი სამუშაოს ღირებულებიდან.

იმ პირობებში, როდესაც სამუშაო დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოს ღირებულება და პირგასამტეხლოც ნულის ტოლია.

მოპასუხის განმარტებით, გ-------–---–-- ქუჩის სამუშაოების 10 დღით ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით. ამავე დროს, ამ ქუჩაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისას დარჩენილი იყო, მხოლოდ 25000 ლარის ღირებულების სამუშაო და პირგასამტეხლოც სწორედ ამ თანხიდან უნდა დაანგარიშდეს.

მოპასუხემ, ალტერნატივის სახით აღნიშნა, რომ, თუ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის ვადაგადაცილებით წარდგენისთვის, მაინც განსაზღვრავდა პირგასამტეხლოს, მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო თითოეული ქუჩის სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა 0,1%-დან უნდა შემცირებულიყო 0,02%-მდე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ----- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, შპს „–----- გ----–--- პ------–-ს“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ; 2. მოპასუხე, შპს „–-----გ----–-- პ------–-“ დაეკისროს, ქ. ხობში, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 3082,5 ლარის ოდენობით. 3. მოპასუხე, შპს „–-----გ----–-- პ------–- დაეკისროს, ქ. ხობში, ჯ-----–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 795.6 ლარის ოდენობით; 4. მოპასუხე, შპს „–-----გ----–-- პ------–- დაეკისროს, ქ. ხობში, ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 607,2 ლარის ოდენობით; 5. შპს „–-----გ----–-- პ------–-ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით მთლიანობაში დაეკისროს 4485,3 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა განთავსდეს ხ----- მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა ანგარიშის N200122900, სახელწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------. 6. მოპასუხე, შპს ”შ-----გ----–-- პ------–-“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 134,5 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის №200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50. 7. მოსარჩელე, ხ-----------–----–---------------ს, შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, იურიდიული მომსახურების საფასურის 1250 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პ------–- ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 23 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის პირობები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 569 777 ლარს, მათ შორის, ქ.ხობში: გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით-342 502,43 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა 90 კალენდარული დღეს, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა-სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე; ჯ-----–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 66 299,37 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა - 60 კალენდარული დღე, 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე, 2016 წლის 6 ივლისის ჩათვლით; ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 50 657,85 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა - 60 კალენდარული დღე, 2016 წლის 22 მაისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე, 2016 წლის 6 ივლისის ჩათვლით; ვ------ ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 68 570,85 ლარი, სამუშაოს შესრულების ვადა - 90 კალენდარული დღე, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე; მ–--------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 41747,29 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა - 90 კალენდარული დღე, 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე; 2.2. 2016 წლის 23 მარტის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ №-- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით, მხარეებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეესრულებინათ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესრულების ვადას, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა თითოეული ქუჩის სამუშაოს შესრულების და ექსპერტიზის წარდგენის ვადები. 2.3. მოპასუხემ, 2016 წლის 23 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული, ქ.ხობში მდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნა და დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N5), მოსარჩელეს წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს N01/170 წერილით. 2.4. მოპასუხემ, ქ. ხობში, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 1 ივლისს, ნაცვლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც გადააცილა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. 2.5. მოპასუხემ, ქ. ხობში, ჯ-----–---–-- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელეს წარუდგინა 2016 წლის 19 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 6 ივლისისა, რითაც ორივე შემთხვევაში 12-12 დღით გადააცილა ექსპერტიზის წარდგენის ვადას, ხოლო ვ------ და მ–--------- ქუჩებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა დროულად. 2.6. 2016 წლის 15 აგვისტოს N24 იურიდიული დასკვნით, მოსარჩელემ, შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-“, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისთვის, დააკისრა პირგასამტეხლო 37605,29 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 401-ე, 402-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა 2016 წლის 23 მარტს დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს დასრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ ვერ შეასრულა, რითაც სახეზე იყო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება და მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.1. და 10.2 პუნქტებზე მითითებით მოპასუხისგან მოეთხოვა, როგორც სამუშაოს დასრულების, ისე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის დარღვევით გამო, პირგასამტეხლო. 2.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ვადებში შეუსრულებლობისთვის და არა ექსპერტიზის ვადის დარღვევის წარმოდგენისათვის. სასამართლომ აღინიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები პასუხს აგებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო პირობების შეუსრულებლობაში შედიოდა, ასევე მე-7 მუხლით განსაზღვრული ექსპერტიზის ვადებში წარდგენის ვალდებულება. 2.9. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს თანხა უნდა განსაზღვრულიყო, თითოეულ ქუჩაზე ვალდებულების დარღვევის მოცულობის მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხის პასუხისმგებლობასთან შესაბამისი და გონივრული იყო. 2.10. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მითითება, რომ გ-------–---–-- ქუჩის სამუშაოების 10 დღის ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურება მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა, რადგან გამორიცხავდა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ხ----- მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ქალაქ ხ----- ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა და ექსპერტიზის მომსახურება, მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, რასაც ადასტურებდა შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ, სამუშაოს დასრულების შესახებ, 2016 წლის 20 ივლისს წარმოდგენილი წერილი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გ-------–---–--, ვ------ და მ–--------- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები 29-29 დღის ვადაგადაცილებით არის შესრულებული, ხოლო ჯ-----–---–-- და ლ---–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები - 59-59 დღის ვადაგადაცილებით. 3.2. №-- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „–-----გ----–--- პ------–-“, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან: 1. გ-------–---–-- ქუჩაზე - 569777.00 ლარის 0.1%-ის ოდენობით 29 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 16523.53 ლარს; 2. ვ------ ქუჩაზე - 569777.00 ლარის 0.1%-ის ოდენობით 29 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 16523.53 ლარს; 3. მ–--------- ქუჩაზე - 569777.00 ლარის 0.1%-ის ოდენობით 29 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 16523.53 ლარს; 4. ჯ-----–---–-- ქუჩაზე - 569777.00 ლარის 0.1%-ის ოდენობით 59 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 33616.84 ლარს; 5. ლ---–---- ქუჩაზე - 569777.00 ლარის 0.1%-ის ოდენობით 59 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 33616.84 ლარს. ჯამში-116804.27 ლარის ოდენობით. შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.3. აპელანტის მითითებით, №---ე ხელშეკრულების 1.7 პუნქტით განსაზღვრულია შესასრულებელი სამუშაოს ცნება, რომელშიც მოიაზრება ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული, ქ.ხ----- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მე-7-ე მუხლით განსაზღვრულია მოპასუხის მიერ, ქ. ხ----- 5 ქუჩაზე (გ-------–---–--, ჯ-----–---–--, ლ---–----, ვ------ და მ–--------- ქუჩის) გასაწევი სამუშაოების შესრულების ვადები შემდეგი პირობით: გ-------–---–--, ვ------ და მ–--------- ქუჩებისათვის - 2017 წლის 21 ივნისამდე; ჯ-----–---–--ა და ლ---–---- ქუჩებისათვის - 22 მაისამდე. 3.4. ამავე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანმახმად, გასაწევი სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს, მხოლოდ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის პირობების დარღვევას, გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-7 მუხლით, ასევე განსაზღვრულია შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადებიც, თუმცა აღნიშნული ვადების დარღვევისათვის ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე, არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალსახად ნათელია, რომ მოსარჩელისათვის, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას №-- ხელშეკრულების 1.7 მუხლის, მე-2 მუხლის, მე-7 მუხლისა და 10.2 მუხლით გათვალისწინებული "სამუშაოების შესრულების ვალდებულებად". შესაბამისად, ექსპერტიზის დაგვიანებით წარდგენის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც აპელანტს ექსპერტიზის წარდგენის ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე შესრულებული ჰქონდა მთელი 100%-ით. 3.5. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, რომლითაც ნათლად არის განსაზღვრული, რომ პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების დარჩენილი სამუშაოს ღირებულების 0,02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3.6. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს შემცირება დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით გათვალისწინებულ ოდენობამდე თუნდაც მოცემულ შემთხვევაში არის მიუღებელი, რადგანაც ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა თითქოს იქნება უმნიშვნელო. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებით და კონკრეტულად, მოცემულ შემთხვევაშიც მიმწოდებლის (აპელანტის) მოგება არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 6%-ს, საიდანაც მიმწოდებელს, ასევე გადასახდელი აქვს დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ, პირგასამტეხლოს დაკისრება მთლიანობაში 4485 ლარის ოდენობით სცდება პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პ------–- ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 23 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს წარმოადგენდა ხელშეკრულების მეორე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი (1.6. პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, ქალაქ ხ----- ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტება) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა (2.1. პუნქტი); (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 28-34). 4.2. საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი 26.07.2016წ. №10 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯ-----–---–--, ვ------, ლ---–---- და მ–--------- ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 23 მაისს (ვადაში), ხოლო გ-------–---–-- ქუჩაზე ნაცვლად 2016 წლის 21 ივნისისა- დასრულდა 2016 წლის 1 ივლისს (10 დღის ვადაგადაცილებით). (იხ. აქტი, ს/ფ 99). სამართლებრივი დასაბუთება 4.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ხ----- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და მისი ოდენობა. 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 4.5. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას როგორც გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებისათვის, ისე ჯ-----–---–--, ვ------, მ–--------- და ლ---–---- ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისათვის გათვალისწინებული ვადის დარღვევისათვის. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ, 2016 წლის 23 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, მხარეებმა ნათლად გაითვალისწინეს, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქალაქ ხ----- ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტება) მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შესრულების ვადას გადააცილებდა წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადას, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ამდენად, სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ჩანაწერში, მხარეებმა გამოავლინეს ნება, რომ პირგასამტეხლო, მხოლოდ სამუშაოების გეგმა-გრაფიკით დარღვევის შესრულების შემთხვევაში იქნებოდა გადახდილი, რაც გამორიცხავს ექსპერტიზის დასკვნის ვადაში წარუდგენლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას. ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნის ვადაში წარუდგენლობის გამო პირგასამტეხლო მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით - წერილობითი ფორმით არ არის შეთანხმებული, გამორიცხავს ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას. 4.7. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ გ-------–---–-- ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულდა 2016 წლის 1 ივლისს, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა. ამდენად, ამ ნაწილში ადგილი აქვს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას კერძოდ, 10 დღის ვადაგადაცილებას, რაც სკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. 4.8. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს, გ-------–---–-- ქუჩაზე, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, პალატას მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელით მოთხოვნილი, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 569777 ლარის 0,1%-ის ოდენობით შპს „–---------–-- პ------–-“-სთვის დაკისრება რაც შეადგენს-5697,77 ლარს-არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას, უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. 4.9. გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელის მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშების ნაწილში, ვინაიდან პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიზნებიდან. 4.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.11. მხარეთა შორის გაფორმებულ, 2016 წლის 23 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება დაგვიანდა მხოლოდ 10 დღით, ამასთან, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, ზიანის წარმოშობის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0,1 %-ის ოდენობით არაგონივრულია და ემსახურება მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რის გამოც იგი უნდას შემცირდეს და განისაზღვროს 0,05%-ით. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება, გ-------–---–-- ქუჩაზე, თუ რა ოდენობის შეუსრულებელი სამუშაო იყო ვადის ამოწურვისას, ამ ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხე კომპანიისათვის გადასახდელი პირგასატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს, ამ სამუშაოების შესყიდვის ღირებულების-342 502,43 ლარის 0,05%, რაც შეადგენს 171,25 ლარს, ხოლო 10 დღის პირგასამტეხლო, ნაცვლად 1712 ლარს (171,25 x 10 = 1712,5). 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პ------–- ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პ------–- ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო ექსპერტიზის დასკვნის ვადაში წარუდგენლობისთვისაც, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით გონივრულს წარმოადგენდა და ამ მსჯელობის საფუძველზე, ხ----- მუნიციპალიტეტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ნაწილობრივ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-386-ე მუხლების და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ხ-----------–----–---------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ-----------–----–---------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, ხ-----------–----–---------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 23 მარტის N45 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, კერძოდ, გ-------–---–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების 10 დღის ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ ქუჩის კეთილმოწყობისათვის გათვალისწინებული თანხის-342 502,43 ლარის 0,05%-ზე გაანგარიშებით, სულ-1712 ლარის გადახდა; სხვა სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ხ-----------–----–--------------- სახელმწიფო ბაჟს შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟს გადახდისაგან, ამასთან მისი სარჩელი და შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახ. ბაჟი უნდა განისაზღვროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 1712 ლარის 7%, ოღონდ, არანაკლებ ორივე ინსტანციის სასამართლოსათვის გათვალისწინებული მინიმალური ოდენობისა, რაც მთლიანობაში შეადგენს 250 ლარს (100+150=250). იმის გათვალისწინებით, რომ შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 179,50 ლარი, დამატებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 70,50 ლარის გადახდა (250-179,50=70,50). საქმეზე წარმოდგენილი საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, სს „თიბისი ბანკის მეშვეობით, 2019 წლის 27 მაისს, ფ-------- ჭ--–----------, საადვოკატო მომსახურეობის მიზნით გადახდილი აქვს 1500 ლარი(ს.ფ.212). ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 37605,29 ლარს, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მხოლოდ 1712 ლარის ნაწილში, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ხ-----------–----–---------------ს, შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-1000 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ-----------–----–---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ხ-----------–----–---------------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, ხ-----------–----–---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, 2016 წლის 23 მარტის N45 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს-1712 ლარის გადახდა;

6. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

7. შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 70,50 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;

8. ხ-----------–----–---------------ს, შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, სასარგებლოდ დაეკისროს, ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-1000 ლარის ანაზღაურება;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა