განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
820100119002806690
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002806690

საქმე №1/ბ-327-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვერა დოლიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის - თ----- ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - რ----- შ----ის

მსჯავრდებულის - ი-----–- ჩ----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ი-----–- ჩ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------–---------- რაიონში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ--–----------------------------–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ჩ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, ი-----–- ჩ----ე ხ--–----------------–----–----------------–---------------–-, ე-–------ დ------ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ „-------------ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით I------, რითაც დაზარალებულს მიაყენა 8800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ჩ----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენით:

 

ი-----–- ჩ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ი-----–- ჩ----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან.

 

ი-----–- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა და მობილური ტელეფონი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს, ხოლო ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები უნდა განადგურდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–- ჩ----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ.

 

მსჯავრდებულმა ი-----–- ჩ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია. აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა სახლიდან და ფეხით მოძრაობდა სამსახურის მიმართულებით. გზად შეხვდა გაჩერებული მინივენი. იქვე იმყოფებოდა რ---- ბ-----ის ცოლი მ-----. ამ უკანასკნელმა თხოვნით მიმართა, აღნიშნულ ავტომანქანას თუ წაუყვანდა მეპატრონეს, რომელიც დაახლოებით 3 კილომეტრში მოჰყვებოდა მიკროავტობუსს და იქ დახვდებოდა. ვინაიდან, თვითონაც იქეთ მიდიოდა, დათანხმდა მას, აიღო ავტომანქანის გასაღები, რომელიც „ტორბედოზე“ იდო, აამუშავა მანქანა და წავიდა. დაახლოებით 800 მეტრი რომ გაიარა, მეზობლის ბიჭები _ ლ-–- ვ---–----ე და ზ------ კ---–--–--ე შეხვდნენ, გააჩერა მანქანა და მათ ესაუბრებოდა. 2 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოსვეს მანქანიდან და წაიყვანეს განყოფილებაში. გამომძიებელს ეუბნებოდა, რომ რაღაც შეცდომა იყო, მაგრამ მოტყუებით მოაწერინეს ხელი რაღაც ფურცლებზე და დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ი-----–- ჩ----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ, მის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე ვერ დგინდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ვერ დადგინდა მსჯავრდებულის განზრახვა და მისი ქმედების მოტივი, რაც აუცილებელია განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი-----–- ჩ----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- შ----ემ ითხოვა ხელვაჩაურის სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- ჩ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულ ე-–------ დ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს, დედასთან _ ჟ--–---- დ------ესთან და მეუღლესთან _ თ----- ა----–---სთან ერთად, თავისი კუთვნილი ავტომანქანით _ „-------------ის მარკის მინივენით, სახელმწიფო ნომრით I--------, წავიდა ხ--–----------------------------–-------–- მდებარე, ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მანდარინის მოსაკრეფად. როდესაც სოფელში ჩავიდნენ, მანქანა სამანქანე გზაზე გააჩერა, მიწის ნაკვეთთან დაახლოებით 20-30 მეტრში და ნაკვეთში მანდარინის საკრეფად საჭირო სხვადასხვა ნივთები აიტანა. მანქანა იქვე დატოვა ღია მდგომარეობაში და გასაღებიც არ ამოუღია. უკან რომ მობრუნდა, მანქანა ადგილზე აღარ დახვდა, რის გამოც დედამისმა ჟ--–---- დ------ემ დარეკა 112-ის სამსახურში და განაცხადა მომხდარის შესახებ. დაახლოებით 15-20 წუთში მათთვის ცნობილი გახდა, რომ მანქანა ნაპოვნი იყო.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში დაკითხვისას მოწმეებმა თ----- ა----–---მ და ჟ--–---- დ------ემ.

 

მოწმე ლ-–- ვ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, ხ--–----------------------------–-------–- და შეშას ამზადებდა. დაახლოებით 12:30 საათზე, სოფლის გზაზე ლურჯი ფერის მინივენით ჩამოიარა ი-----–- ჩ----ემ, რომელმაც შეაჩერა ავტომანქანა და გამოელაპარაკა. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ზ------ კ---–--–--ე. ი-----–-მ გასეირნება შესთავაზათ, რაზეც უარი უთხრეს. მალევე ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ი-----–- ჩ----ე გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და ჰკითხეს თუ ვის ეკუთვნოდა იგი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ზ------ კ---–--–--ემ.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხ--–---------------------–--------------–ოს ჩ--------- პოლიციის განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის, გ------ ფ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ სოფელ აგარაში, ე-–------ დ------ის კუთვნილი „----------ს“ მარკის ავტომანქანა გატაცებული ჰყავდა იმავე სოფელში მცხოვრებ ი-----–- ჩ----ეს, რის შესახებაც აცნობა განყოფილების უფროსს, ვ------- თ-----------.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხ--–---------------------–--------------–ოს ჩ--------- პოლიციის განყოფილების უფროსის, ვ------- თ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 12:00_12:30 საათზე, ჩ--------- პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ხ--–----------------------------–-------–- გატაცებული იყო „----------ს“ მარკის ავტომანქანა, მინივენი, სახელმწიფო ნომრით I--------, რის გამოც ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ამავე დროს მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა გატაცებული ჰყავდა სოფელ აგარაში მცხოვრებ ი-----–- ჩ----ეს. გზაზე მოძრაობისას სოფელ აგარის ტერიტორიაზე შენიშნეს გატაცებული ავტომანქანა _ „----------ს“ მარკის ლურჯი ფერის მინივენი და გააჩერეს. ავტომანქანის საჭესთან იჯდა ი-----–- ჩ----ე, რომელმაც განმარტა, რომ სეირნობდა. დადგინდა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე იყო ე-–------ დ------ე, რის შემდეგაც ი-----–- ჩ----ე დაკავებული იქნა მათ მიერ.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, ჩ--------- პოლიციის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა გ---------–--ემ.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ი-----–- ჩ----ე დაკავებული იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს, 16:23 საათზე, ხ--–----------------------------–-------–-, სოფლის გზაზე, სასაფლაოების მიმდებარედ, რა დროსაც იგი მართავდა მოპარულ ავტომანქანა „-------------ს, სახელმწიფო ნომრით I--------.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ხ--–----------------------------–-------ს საავტომობილო გზაზე, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებულია ი-----–- ჩ----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „------------, სახელმწიფო ნომრით I--------, ლუჯი ფერის. ავტომანქანის სამზეურში სხვადასხვა საბუთებთან ერთად მოთავსებულია ავტომანქანის №B-------- სარეგისტრაციო მოწმობა და მართვის მოწმობა, გაცემული ე-–------ დ------ის სახელზე.

 

ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის მონაცემების თანახმად, ლურჯი ფერის „------------------ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით I--------), მფლობელია ე-–------ დ------ე.

 

სასაქონლო ექსპერტიზის №1----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის „------------, სახელმწიფო ნომრით I--------, საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი და მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით, შეადგენს 8800 (რვა ათას რვაას) ლარს.

 

მსჯავრდებულმა ი-----–- ჩ----ემ როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუთითა, რომ ე-–------ დ------ის კუთვნილი ავტომანქანა მას არ მოუპარავს, არამედ რ---- ბ-----ის ცოლმა, მ-----მ თხოვა აღნიშნული ავტომანქანა წაეყვანა მეპატრონისთვის, რომელიც დაახლოებით 3 კილომეტრში მოჰყვებოდა მიკროავტობუსს და იქ დახვდებოდა, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. ამასთან, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულ ე-–------ დ------ისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. მათ ჩვენებებში რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით არ შეინიშნება და საფუძველს მოკლებულია ვივარაუდოთ, რომ ისინი ცრუობენ. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ვერსიის სანდოობას, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-----–- ჩ----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებასა და საქმის შედეგით დაინტერესებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ ი-----–- ჩ----ეს არ ჩაუდენია ავტომანქანის ქურდობა. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ი-----–- ჩ----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-----–- ჩ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენი ი-----–- ჩაიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ი-----–- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 დეკემბრიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ავტომანქანა და მობილური ტელეფონი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და ანაწმენდები განადგურდეს.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ. დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ. სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/