განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001828996
საქმე №1ბ/614-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ა----–----–---–--
ადვოკატის: თ--------------
მსჯავრდებულის: დ----------------
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------–---- და მსჯავრდებულ დ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------------------------------- მიმართ დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით, დ---------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2300(ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, დ---------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 თებერვალს ქ.თბილისი, პ---------------------–------------–--------------- მაღაზიიდან დ--------------- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „--------- ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შპს „---------ს მიადგა 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისი, პ---------------------–------------–--------------- მაღაზიიდან დ--------------- თვითნებურად დაეუფლა „--------- ფირმის მაჯის საათს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შპს „---------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ბრალდების მხარემ - ქ.თბილისის, ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------–---- მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და დ---------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დაცვის მხარემ - მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - ბრალდების მხარის - მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობამ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მსჯავრდებულის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ შპს „------–---- არ გადაუცია დ----------------ათვის ნაკლიანი ნივთი. ერთ შემთხვევაში, როდესაც ნაკლიანი აღმოჩნდა საათი, შპს „------–----- შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეუცვალა იგი, ხოლო სხვა შემთხვევაში ნივთს არ გააჩნდა არანაირი ნაკლი და აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებითაც. შესაბამისად, მსჯავრდებულ დ---------------ს ვერანაირად ვერ ექნებოდა თავისად დაგულებული გატაცებული მაჯის საათი, ვინაიდან ამისათვის არანაირი წინაპირობა სახეზე არ იყო. რაც შეეხება მნიშვნელოვანი ზიანის ნაწილს კვალიფიკაციასთან მიმართებაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საათის საბაზრო ღირებულება შეადგენდა – 180 ლარს.
პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საჩივარში მოყვანილი გარემოებები მსჯავრდებულ დ---------------- მიერ ძარცვის ჩადენასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია და გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ელ-------------- განაცხადა, რომ მუშაობს შპს „------–----- კუთვნილ, ქ.თბილისში, პ-----------------ში არსებულ მაღაზია „-----–--- შემთხვევამდე დაახლოებით 2 წლის წინათ მათ მაღაზიაში ქალბატონმა მეუღლისთვის შეიძინა „----------- ფირმის საათი, რომელიც სავარაუდოდ ღირდა 160 ლარამდე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მაღაზიაში მივიდა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ საათი ჩერდებოდა ხელზე. ვინაიდან მოქმედებდა საგარანტიო ვადა, შემოწმების მიზნით მაღაზიაში დაიტოვეს საათი. მაღაზიის მესაათემ შეამოწმა იგი და დაუდგინდა მექანიზმის წუნი, რის გამოც საათი შეუცვალეს მომხმარებელს და გადასცეს ახალი საათი. ამ ფაქტიდან დაახლოებით ორ თვეში კვლავ მივიდა იგივე პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი საათიც უჩერდებოდა ხელზე. მათ კვლავ დაიტოვეს საათი შემოწმების მიზნით, რომელიც შეამოწმა მესაათემ და დადგინდა, რომ საათს არანაირი წუნი არ ჰქონდა. დაუკავშირდნენ დ---------------ს, რომელიც მივიდა და წაიღო მისი ნივთი. დაახლოებით ორი თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნული პირი კვლავ მივიდა მაღაზიაში ანალოგიური პრობლემით, მათ დაიტოვეს საათი, რომელიც შეამოწმა მესაათემ და დადგინდა, რომ საათს კვლავ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დ---------------ს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ საათი მუშაობდა და წაეღო მაღაზიიდან, რომელმაც განუმარტა, რომ ვერ იყენებდა საათს და არ სჭირდებოდა. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში საათი შენახული ჰქონოდათ მაღაზიაში, რის შემდეგ მივიდა დ--------------- და მოითხოვა მისი კუთვნილი საათი, რომელიც გადასცეს და წაიღო. დაახლოებით 2 თვის გასვლის შემდეგ კვლავ მივიდა დ--------------- მაღაზიაში ანალოგიური პრეტენზიით. ამ დროს საათის გარანტიის ვადა უკვე გასული იყო, თუმცა კეთილი ნებით შესამოწმებლად დაიტოვეს საათი. შეამოწმა მესაათემ და განაცხადა, რომ საათის მექანიზმს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და გამართულად მუშაობდა. აღნიშნულის შემდეგ დ---------------მ აღარ მოიკითხა საათი. 2017 წლის 2 თებერვალს მაღაზიაში მივიდა დ--------------- და იკითხა მისი კუთვნილი საათი, რომელიც გადასცეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის საათი იყო გაჩერებული. აღნიშნულის დანახვაზე დ---------------მ განაცხადა „ხომ გითხარით, პრობლემა აქვს საათს, გაჩერებულიაო“. მოწმემ აუხსნა ბრალდებულს, რომ საათს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა გამოცვლილი ელემენტი და სწორედ ეს იყო მისი გაჩერების მიზეზი. შემდეგ დ---------------მ გვერდზე არსებული თაროდან შეარჩია „------------ მოდელის საათი და მოითხოვა მისი ჩვენება, რომელიც მოწმემ მას გადასცა. დ---------------მ საათი გაიკეთა ხელზე და დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით ერთი ფასი ჰქონდა მის საათსა და აღნიშნულ საათს და იკითხა შეიძლებოდა თუ არა საათების გაცვლა. ვინაიდან თავად ვერ წყვეტდა აღნიშნულ საკითხს, დაუძახა მენეჯერს - ნ-----------–-–---–-- რომელმაც დ---------------ს აუხსნა, რომ ვინაიდან ერთხელ უკვე შეუცვალეს საათი, აღარ შეეძლო შეცვლა, ამასთანავე გასული იყო ერთწლიანი საგარანტიო ვადა. მენეჯერმა ისიც შესთავაზა, რომ თუ სურდა მექანიზმს კომპანიის პრესტიჟიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მათივე ხარჯებით გამოუწერდნენ, თუმცა მას ძველი საათის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდა და ამაზეც არ იყო თანახმა, ახალი საათი სურდა. საუბრისას დ---------------ს ხელზე ეკეთა საათი და თანდათან ტოვებდა მაღაზიის ტერიტორიას, რომელსაც მოუწოდა, რომ ხელზე საათი ეკეთა და დაეტოვებინა, თუმცა დ---------------მ არ მიაქცია ყურადღება, აგრძელებდა საუბარს და მიიწევდა გასასველელი კარისკენ. მოწმემ კვლავ მოუწოდა დ---------------ს, რომ საათი მოეხსნა მაჯიდან და დაეტოვებინა მაღაზიაში. უკვე როდესაც მაღაზიის კარის ზღურბლს აბიჯებდა, ხმამაღლა მოუწოდა, რომ ხელზე ეკეთა საათი და დაეტოვებინა. მიუხედავად მოწოდებისა, დ--------------- სწრაფი ნაბიჯებით გავიდა მაღაზიიდან, რომელსაც დაედევნა მენეჯერი და დაუძახა, თუმცა დ---------------მ დატოვა ტერიტორია. მათ მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მათ შორის განმარტა, რომ ამოცნობის ფარგლებში წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული დ---------------. მოწმის განმარტებით, დ---------------- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საათის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 180 ლარს, რომელიც არ არის ანაზღაურებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარენოებები დაადასტურა მოწმე ნ-----------–-–---–--- რომელმაც დაადასტურა, რომ მიუხედავად მისი განმარტებებისა, დ--------------- არ უსმენდა და წავიდა გასასვლელისკენ. ამ დროს კონსულტანტმა ე-–---- მიმართა დ---------------ს, რომ მოეხსნა საათი და დაეტოვებინა, რაზეც დ---------------მ უპასუხა, რომ არ სჭირდებოდა საათი და დაეტოვებინათ. კონსულტანტმა უკვე უხეშად მიმართა, რომ მოეხსნა საათი და დაეტოვებინა, თუმცა დ---------------მ საათთან ერთად დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ამ დროს თავადაც გააცნობიერა, რომ დ---------------ს ხელზე ეკეთა კომპანიის კუთვნილი საათი, რის გამოც დაედევნა მას და სთხოვდა დაებრუნებინა საათი, თუმცა დ--------------- არ დაბრუნდა და წავიდა. მათ გამოიძახეს პოლიცია და შემდგომში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. მათ შორის, წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული. მოწმის განმარტებით, თუკი საათი ინახება კომპანიაში, ამ შემთხვევაში საგარანტიო ვადის დინება ჩერდება, მხოლოდ მაშინ თუ მაღაზიის ბრალეულობით ვერ სარგებლობს კლიენტი აღნიშნული საათით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ვ--–----------------
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ვ----------------ში მდებარე ე.წ. „----------- შენობაში, არის საათების ხელოსანი და ემსახურება როგორც კერძო კლიენტებს, ასევე მაღაზიებს, მათ შორის ემსახურებოდა მაღაზია „-------–-- როგორც საგარანტიო ხელოსანი. მაღაზიიდან მასთან მიჰქონდათ საათები, რომლებსაც უცლიდა ელემენტებს. დაზიანებული საათის შემთხვევაში უნდა ენახა, რის გამო იყო იგი დაზიანებული, თუ შესაძლებელი იყო შეკეთება, შეაკეთებდა, თუ ელემენტი იყო გამოსაცვლელი, ცვლიდა, თუ ისეთი რამ იყო დაზიანებული, რაც არ კეთდებოდა და ქარხნული წუნი იყო, ეუბნებოდა მაღაზიის წარმომადგენელს, რომ საათი ექვემდებარებოდა შეცვლას. კონკრეტულად „----------- მოდელის საათი თუკი დაზიანდა, დაშლა-აწყობას არ ექვემდებარება, მას შესაძლოა შეეცვალოს ელემენტი, გაუსწორდეს საათის ისარი. მასთან შესამოწმებლად მაღაზიიდან იგზავნებოდა საათები მითითებულ პერიოდში, თუმცა უშუალოდ კლიენტი ვინ იყო, მისთვის უცნობია. მასთან საათი რჩება მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ---------------–--- რაიონული სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ლ--------–---–-----------–-------------------–---–-----------------------------------–---------------------------------------------–---–-----------------------–----------------------------------–-–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2017 წლის 2 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ---------------ს მისი თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მის მიერ მარცხენა ხელის მაჯიდან მოხსნილი და წარდგენილი იქნა „----------- ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც არის ოვალური ფორმის, ჩარჩო არის ვერცხლისფერი, შიგნით არის ცისფერი ფერის, აქვს თეთრი ფერის ციფრები და თეთრი ფერის ისრები. მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე აქვს ნაქსოვი ოვალური ფორმის მექანიზმი, შიგნიდან ზედა შუა ადგილას აწერია „------------------ ხოლო მას ქვევით პარალელურად „--------------- საათის ჩარჩოს უკანა მხარეს არის ვერცხლისფერი მეტალი, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერები, ხოლო შავ ფერად აწერია „----------------------- საათს აქვს მოყავისფრო ფერის ტყავის სამაჯური, ცალ მხარეს მეტალის ვერცხლისფერი ჩამკეტით.
2017 წლის 3 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------–-–---–-- ამოიცნო N2 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - დ---------------. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისი, პ---------------------ში მდებარე საათების და აქსესუარების მაღაზია „---------იდან გაიტაცა „--------- ფირმის საათი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: გაპარსული მომრგვალო ფორმის პირსახით, საშუალო ზომის შავი ფერის გვერდებში შეჭაღარავებული თმით, საშუალო ზომის შავი ფერის წარბებით, მოყავისფრო ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და ტუჩებით.
2017 წლის 3 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა - ელ-------------- ამოიცნო N4 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - დ---------------. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სახის ფორმით, თმების ფერით და ფორმით, მუქი ფერის წარბებით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით და ტუჩების ფორმით.
2017 წლის 7 თებერვლის დათვალიერების ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა გენერალური მენეჯერის ვ--–--------------- მიერ წარდგენილი „DVD“ დისკი. დისკში ჩაწერილია ქ.თბილისი, პ---------------------ში არსებული „------ის მაღაზიის შიდა სამეთვალყურეო კამერების 2017 წლის 2 თებერვლის 14:42-სთ-დან და 17:52 საათის მონაკვეთი. დისკში არის 7 ცალი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, სადაც N1 კამერაში 17:42:18 სთ-ზე ფიქსირდება მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი, ღია და მუქ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი. აღნიშნული მამაკაცი ნ-----------–-–---–-- განმარტებით, არის დ---------------, რომელმაც 2017 წლის 2 თებერვალს მაღაზიიდან გაიტაცა „--------- ფირმის მამაკაცის მაჯის საათი. კამერა N7-ში ფიქსირდება, რომ დ--------------- მიდის სალაროსთან, სადაც იმყოფება მაღაზიის კონსულტანტი ე-–-------------- 17:43:00 სთ-ზე ე-–------------- დ---------------ს აჩვენებს მაჯის საათს, რომელიც ნ-----------–-–---–-- განმარტებით, ეკუთვნოდა დ---------------ს და აღნიშნული მაჯის საათი მას დატოვებული ჰქონდა დაახლოებით ორი თვის წინათ და წაღებაზე უარს აცხადებდა. დ--------------- აღნიშნულ საათს არ ართმევს კონსულტანტ ე-–------------- და კადრში ჩანს, რომ მისი მაჯის საათი ხელში უკავია კონსულტანტს, რომელიც შემდგომ შედის ოთახში და ბრუნდება დარბაზში. ამ პერიოდში დ--------------- დგას სალაროს გვერდზე არსებულ „--------- ვიტრინასთან და ათვალიერებს საათებს. 17:44:30 სთ-ზე კამერის ჩანაწერში ფიქსირდება ნ-----------–-–---–-- რომელიც გამოდის სალაროს გვერდით არსებული ოთახიდან. იგი იღებს ე-–-------------ს მიერ დადებულ მაჯის საათს, დ--------------- მიდის ნ-----------–-–---–---- და საუბრობენ ერთმანეთში, რა დროსაც, ნ-----------–-–---–-- განმარტებით, დ--------------- უცხადებდა, რომ საათი იყო ქარხნული წუნით და არ სურდა წაღება. N5 კამერაში ფიქსირდება, რომ დ--------------- „--------- ვიტრინასთან დგას და 17:46:15 სთ-ზე ე-–------------- ვიტრინაში ხელით მიუთითებს საათზე, რის საფუძველზეც ე-–------------- ხსნის ვიტრინის კარს და იღებს ზედა თაროს მარცხენა ნაწილიდან მაჯის საათს, რომელსაც დ--------------- 17:47:10 სთ-ზე იკეთებს მარცხენა ხელზე და ესაუბრება ნ-----------–-–---–-- 17:48:30 საათზე იხსნის დ--------------- ხელიდან საათს, ხსნის საათზე არსებულ შტრიხ კოდს, ფასს და 17:49:10 სთ-ზე კვლავ მარცხენა ხელზე იკეთებს საათს, აგრძელებს საუბარს პერსონალთან და საუბრის დროს ტოვებს მაღაზიას 17:51:40 სთ-ზე, რომელსაც მიჰყვება ე-–------------- და ნ-----------–-–---–-- თუმცა დ--------------- გადის მაღაზიიდან და ქრება კამერების თვალთახედვის არიდან.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად აშკარაა და არც მხარეების მიერ გამხდარა სადავო ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, პ---------------------–------------–--------------- მაღაზიიდან დ---------------მ შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე, პერსონალის უნებართვოდ გაიტანა 180 ლარად ღირებული „--------- ფირმის მაჯის საათი.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული ქმედებით დ---------------მ განახორციელა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 12 ივნისის №7აპ-15 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევს დადგენილად, რომ დ---------------ს ჰქონდა შპს „---------ის მაღაზიიდან დაუფლებული „--------- ფირმის მაჯის საათის თავისად დაგულების საფუძველი.
მოწეების ვ--–---------------, ე-–-------------ს და ნ-----------–-–---–-- ჩვენებებით ცალსახად იქნა დადასტურებული, რომ დ---------------- კუთვნილ საათს არ გააჩნდა არანაირი დაზიანება. თავდაპირველად, როდესაც მისი მეუღლის მიერ შეძენილ საათს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, მათ უპრობლემოდ შეცვალეს ეს ნივთი და დ---------------ს გაატანეს ახალი საათი, თუმცა ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ დ--------------- მათთან არაერთხელ მივიდა და პრეტენზიას გამოთქვამდა საათის ხშირი გაჩერების შესახებ, მათმა ხელოსანმა ყველა ჯერზე შეამოწმა საათი და იგი იყო მუშა მდგომარეობაში. ხოლო ის გარემოება, რომ 2017 წლის 2 თებერვალს დ---------------- მაღაზიაში მისვლისას მას თანამშრომლების მიერ წარდგენილი საათი დახვდა გაჩერებული, მოწმეებმა არ უარყვეს და აღნიშნული ახსენეს მხოლოდდამხოლოდ იმ ფაქტით, რომ მას შესაძლოა ელემენტი ჰქონოდა დამჯდარი. აღსანიშნავია ისიც, რომ მაღაზიის პრესტიჟიდან და კეთილი ნებიდან გამომდინარე მისი პერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებოდა დ---------------ს, ბოლო ჯერზე მიუხედავად იმისა, რომ საათზე გავრცელებული ერთწლიანი საგარანტიო ვადა გასული იყო, მაინც დაიტოვა იგი და კიდევ ერთხელ გადააგზავნეს ხელოსანთან შესამოწმებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი იმ გარემოებაში, რომ დ---------------- კუთვნილი საათი იყო სრულიად უნაკლო, რის გამოც თავისთავად მას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი, რომ კიდევ ერთხელ მოეთხოვა ძველი საათის შეცვლა ახლით.
ასევე უტყუარად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ დ---------------- კუთვნილ საათზე ნამდვილად იყო გასული ერთწლიანი საგარანტიო ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველად დ---------------- მეუღლემ საათი შპს „---------ის მაღაზიაში შეიძინა 2015 წლის აგვისტოს თვეში, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში ახალი საათით შეუცვალეს დ---------------ს. ამდენად, შემთხვევის დროს - 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, საათის შეცვლიდან გასული იყო დაახლოებით წელიწადნახევარი და მასზე ერთწლიანი საგარანტიო ვადა ვეღარ გავრცელდებოდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დ---------------- კუთვნილი საათი თვეების განმავლობაში ინახებოდა კვლავ შპს „---------ის მაღაზიაში და მესაკუთრე ვერ სარგებლობდა მისით, მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენდა საგარანტიო ვადის დინების შეჩერების საფუძველს. როგორც მოწმეებმა ვ--–--------------- და ნ-----------–-–---–-- ახსნეს, საგარანტიო ვადის დინება ჩერდება მხოლოდ მაშინ, თუ კლიენტი მაღაზიის მიზეზით ვერ სარგებლობს თავისი საათით, თუმცა დ---------------- საათი მაღაზიაში ინახებოდა თავად ამ უკანასკნელის მიზეზით, თანამშრომლებმა არაერთხელ დაურეკეს მას და უთხრეს, რომ საათი იყო მუშა მდგომარეობაში და შეეძლო წაეღო, თუმცა დ--------------- მისდამი ინტერესს არ იჩენდა და ნივთი თვეების განმავლობაში არ მიჰქონდა, რის გამოც მაღაზია არ იყო ვალდებული უსასრულოდ შეენახა მისი საათი და მასზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეეჩერებინა საგარანტიო ვადის დინება.
რაც შეეხება ახალ საათს, რომელიც დ---------------მ ხელზე გაიკეთა და მისი ღირებულების გადახდის გარეშე დატოვა მაღაზია, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ელ-------------- და ნ-----------–-–---–-- განაცხადეს, ამ უკანასკნელმა ნათლად და არაერთხელ გაუმეორა დ---------------ს, რომ ვერ მოხდებოდა მისთვის ახალი საათის მიცემა ძველის სანაცვლოდ. მას მაღაზიის მენეჯერმა აუხსნა, რომ მისთვის საათის გამოცვლა ერთხელ უკვე მოხდა, ამასთან, იმ მომენტისათვის უკვე გასული იყო მის საათზე მოქმედი ერთწლიანი საგარანტიო ვადა და კომპანიას აღარ გააჩნდა ვალდებულება საათის გაცვლასა თუ შეკეთებასთან დაკავშირებით. ამდენად, კომპანიის თანამშრომლების საუბარი იყო სრულიად საკმარისი, რათა იგი დარწმუნებულიყო, რომ ახალი საათის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას აღარ ჰქონდა.
ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად და უტყუარად ადასტურებს, რომ დ---------------ს არ ჰქონდა არანაირი პირობა, რის საფუძველზეც შპს „---------ის კუთვნილი მაღაზიიდან საათს დაიგულებდა თავისად. მას თანამშრომლების საუბრიდან და მოწოდებებიდან გამომდინარე აშკარად ჰქონდა შესაძლებლობა გაეცნობირებინა, რომ საათზე არანაირი უფლება არ გააჩნდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, იგი არ დაემორჩილა მომსახურე პერსონალს, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ საათს და სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.
ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და მას მსჯავრი უნდა დაედოს სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება დ---------------- მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამავე კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში, აპელირება ხდება იმ გარემოებაზე თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა უშუალოდ დაზარალებულს. განსახილველ შემთხვევაში კი, შპს „---------ის გენერალურმა მენეჯერმა ვ--–--------------- სასამართლო პროცესზე არაერთხელ და ნათლად დააფიქსირა, რომ დ---------------- ქმედების შედეგად, მის კომპანიას მიადგა 60 ლარის და 56 თეთრის დანაკლისი, რაღაც თეთრების მატერიალური ზიანი. მიუხედავად მოსამართლის არაერთხელ განმარტებისა, რომ ზიანი განესაზღვრა კომპანიის ინეტრესებიდან გამომდინარე და მიუთითეს იმ სარგებელზე, რასაც მიიღებდა კომპანია საათის რეალიზაციის შედეგად, მან როგორც კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მათ შორის კომპანიის ინტერესების გათვალისწინების შედეგად, განმარტა, რომ იგი კომპანიისათვის მიყებენულ ზიანად მიიჩნევს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთის თვითღირებულებას, ფასს, რაც დაუჯდა კომპანიას ნივთის შეძენა და გასაყიდ ობიექტამდე ტრანსპორტირება. რაც შეეხება ნივთის სარეალიზაციო ღირებულებას - 180 ლარს, ვ--–-------------- მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ზიანი ბიზნეს თვალსაზრისით, თუმცა კომპანიას მატერიალური სახით მიადგა 60 ლარის და 56 თეთრის ზიანი.
იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მიუთითებს, რომ მისთვის ზიანი არის ნივთის თვითღირებულება და იგი დაზარალებულად თავს მიიჩნევს იმის გამო, რომ ნახა 60 ლარის და 56 თეთრის დანაკლისი, შეუძლებელია დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალად შეერაცხოს მის მიერ დაუფლებული ნივთის საბაზრო ღირებულების ოდენობის ზიანის მიყენება.
ბრალდების მხარე ზიანთან დაკავშირებით აპელირებს 2017 წლის 17 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი „T-----------------ის ფირმის მაჯის საათის საბაზრო ღირებულება შეადგენს 180 ლარს. თუმცა როგორც ექსპერტმა თ------------ განმარტა, მას ჰკითხეს, თუ რა იყო წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულება, ხოლო თუ დასმული იქნებოდა კითხვა ნივთის საბითუმო ღირებულებასთან დაკავშირებით, მაშინ მოიძიებდა ინფორმაციას და მას ასახავდა დასკვნაში. მოცემულ შემთხვევაში ნივთის საბაზრო ღირებულება - 180 ლარი ნამდვილად არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, თუმცა კომპანია მისთვის მიყენებულ ზიანს განსაზღვრავს ნივთის თვითღირებულებიდან გამომდინარე, ამდენად, ბრალდების მხარის შეფასება, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს დ---------------- ბრალეულობას წარდგენილი კვალიფიკაციით, არ გამომდინარეობს თავად ამ მტკიცებულებათა შინაარსიდან.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ---------------- ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იმისათვის, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილიყო და სასამართლოს გაერკვია დ---------------- ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა კომპანიისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის დადგენა. შპს „---------ის წარმომადგენლმა ვ--–--------------- ცალსახად დააფიქსირა, რომ დ---------------- ქმედებამ კომპანიას მიაყენა სამოცი ლარის და ორმოცდათოთხმეტი თეთრის მატერიალური ზიანი. მან ასევე განმარტა, რომ ეს თანხა არის საათის თვითღირებულება, რაც დაუჯდა კომპანიას საათის შესყიდვის, ტრანსპორტირების, განბაჟების და სხვა ხარჯების გათვალისწინებით. ამასთან, 2015 წლის 22 აგვისტოს მ--------- მეუღლემ „წუნდებულ საათში“ გადაიხადა 160 ლარი. აქედან გამომდინარე, თუ თანხებს შევადარებთ, გამოდის, რომ კომპანიას მატერიალური ზიანი არ მიუღია, კომპანიამ ვერ მიიღო გასამმაგებული მოგება. სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედების საფუძველს წარმოადგენს პირის ბრალეული ქმედება. ე.წ ბლანკეტური ნორმებიდან და ბრალის ხარისხიდან გამომდინარე, მსგავსი ინსტიტუტები გვხვდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს. ჩვენ შემთხვევაში, სსკ-ის 360-ე მუხლს და ასკ-ის 174-ე მუხლს შორის განსხვავება და მაკვალიფიცირებელი ნიშანი არის მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც ქმედების ობიექტურ მხარეში უნდა ვეძიოთ, კერძოდ შედეგში. განსახილველ საქმეზე არ დგინდება დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ გვაქვს ბრალის ობიექტური შერაცხვა, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და დანაშაულის გამომრიცხველი გარემოებაა. აქედან გამომდინარე, დ---------------- მიერ ჩადენილი ქმედება არის ასკ-ის 174-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ---------------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ--–---------------, მოწმეების ე-–-------------ს და ნ-----------–-–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმით, საათისა და ფასის იარლიყის დათვალიერების ოქმით, დ---------------- პირადი ჩხრეკის ოქმით, მისი ამოცნობის ოქმებით და მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით უტყუარად იქნა დადასტურებული დ---------------- მიერ ძარცვის ჩადენა, ხოლო მისი მხრიდან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე პალატის მიერ უარყოფილი იქნა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დ---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ, რომ დ---------------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.,პალატა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას რომ დ---------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ასევე დამდგარ შედეგს და მიიჩნევს, რომ ჯარიმა არის პროპორციული, ადეკვატური სასჯელი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ---------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. დ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, დ---------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ნ-----------–-–---–-- მიერ წარდგენილი საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- დ---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ვ--–--------------- მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი