განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119002900105
საქმე №1ბ/749-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - გი--------------------ის
ადვოკატ - პა-----------–-–---–ის
მსჯავრდებულ - ვა---------------ის
თარჯიმან - თი-----------------ის
მონაწილეობით,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ნინოწმინდა, კ----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111; 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენით ვა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდა 2 წელი;
- საქართველოს სსკ-ის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ვა---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ვა---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა იძულება - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. ადამიანის ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მის უფლებას წარმომადგენს.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ვა---------------ი მეუღლეს - ან---------------ს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან ქ. ნინოწმინდაში, ნ-----–------------–---–------------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად, თვეში რამოდენიმეჯერ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ხელს ურტყამდა სხვადასხვა ადგილებში, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მათ შორის 2019 წლის 09 თებერვალს, საღამოს საათებში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ვა---------------მა მეუღლეს - ან---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე თმიდან დაითრია და მოქაჩა იგი, რის შედეგადაც ან---------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ვა---------------ის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობის შედეგად ან---------------ი განიცდიდა ტანჯვას.
ვა---------------ი მეუღლეს - ან---------------ს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან ქ. ნინოწმინდაში, ნ-----–------------–---–------------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების გამო, სისტემატურად, თვეში რამოდენიმეჯერ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ხელს ურტყამდა სხვადასხვა ადგილებში, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების დაფარვის მიზნით, ვა---------------ი ემუქრებოდა მეუღლეს ან---------------ს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მოუყვებოდა თავის ახლობლებს, იგი სახლ-კარს გადაუწვავდა მამამისს და არ აცოცხლებდა მათ, ასევე, თუ მას დაიჭერდნენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა მას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დანიშვნის ნაწილში და ვა---------------ისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არ არის სამართლიანი. გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ინტენსივობა, ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული. ვა---------------ი მეუღლეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, თუ იტყოდა აღნიშნულის შესახებ, უარესი დაემართებოდა მას და მის ახლობლებს. ამასთან, დაზარალებული დღემდე არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან, ისინი გაშორდნენ და აღარ ცხოვრობენ ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ვა---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვა---------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ვა---------------ის აღიარებით, დაზარალებულ ან---------------ის, მოწმეთა - გა----------------ის, სტ-----–----------------ის, არ---------------ის და გუ---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ან---------------ის სამედიცინო დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სააპელაციო ინსტანციაშიც მხარეები სადავოდ არ ხდიან. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვა---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ვა---------------ის ქმედებების კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომებს და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვა---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომები არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა ვა---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, აგრეთვე ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ვა---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი ვა---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 წლის ვადა;
- საქართველოს სსკ-ის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ვა---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვა---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით (3 დღე).
ვა---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე