განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017002179957
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1261-19 7 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ა-------- გ-----ი
წარმომადგენელი – ვ------ა ჩ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ ბ-------–--ე
წარმომადგენელი – ა--------------ი
დავის საგანი – ბეს თანხის ორმაგად დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. ზ------ ბ-------–--ისათვის მოსარჩელე ა-------- გ-----ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ა-------- გ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე, 422-ე, 477-ე, 327-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე ზ------ ბ-------–--ემ შეთანხმებული ავტომანქანა რ-------ს ფ-------–----ან ა-------- გ-----ს ჩამოუყვანა. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოპასუხის განმარტებებს, კერძოდ, მოპასუხე ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ვინმე ა-–----------ი. ის იყო რეალური მყიდველი და მანქანაც რ-------ს ფ-------–----ან მას ჩამოუყვანა. ა-–----------იმ მანქანის შესამოწმებლად ორი პირი მიავლინა, რომლებსაც მანქანა მოეწონათ, მაგრამ ა-–----------იმ ყიდვა გადაიფიქრა. ხოლო ა-------- გ-----ი იყო შუამავალი. მისივე განცხადებით, მან ა-–----------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მანქანა, სწორედ მას ჩამოუყვანა, ხოლო ა-–----------იმ უმიზეზოდ არ მიიღო ნასყიდობის საგანი, რითაც დაკარგა ბეს სახით გადახდილი თანხის მოთხოვნის უფლება.
5.2. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოწმე რ----–-------------ის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ სადავო ავტომანქანა მან ზ------ ბ-------–--ის დაკვეთით ჩამოიყვანა. მანქანის შესამოწმებლად მისული იყო ორი პირი, რომელთა შორის ა-------- გ-----ი არ ყოფილა.
5.3. მოპასუხის ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება მიმართულია ა-–----------თან. მოპასუხემ მთელი თავისი შეპასუხება ააგო იმაზე, რომ მან ა-–----------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა. ზ------ ბ-------–--ემ ცალსახად დაადასტურა, რომ მას მანქანა ა-------- გ-----ისათვის არ ჩამოუყვანია. იგივე გაიმეორა მოწმემაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ა-–----------ისათვის მანქანის ჩამოყვანა ჩათვალა ა-------- გ-----ისათვის მანქანის ჩამოყვანად და აღნიშნული ფაქტი მიუსადაგა ა-------- გ-----სა და ზ------ ბ-------–--ეს შორის 2----–-–---------------ს დადებულ ბეს შეთანხმებას, რაც არასწორია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2----–-–---------------ს, ზ------ ბ-------–--ესა და ა-------- გ-----ს შორის დაიდო ბეს შეთანხმება შემდეგი პირობებით: ბეს შეთანხმების გაფორმებისთანავე მყიდველი უხდის გამყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან ჯამში 2---------–--------- აშშ დოლარიდან 1------------------- აშშ დოლარს. მყიდველი იღებს ვალდებულებას, ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება, ანუ ჯამში 1-------–---------------ი) აშშ დოლარი, გადაუხადოს ნასყიდობის საგნის მყიდველზე გაფორმებისთანავე. გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში. ნასყიდობის საგანია: მ--------------–-: M-----------------, გ----–------–--–--------.
8.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და სადავო არ არის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი - კონკრეტული მ-------------------–---------------ა, ზ------ ბ-------–--ეს ა-------- გ-----ისათვის რ-------ს ფ-------–----ან უნდა ჩამოეყვანა ხელშეკრულების დადებიდან 10-15 დღეში. ხელშეკრულების შესრულების ადგილი მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა.
8.3. ბეს თანხის - 1000 აშშ დოლარის ზ------ ბ-------–--ესათვის გადაცემის ფაქტი სადავო არ არის. მოსარჩელე ხელშეკრულებით შეთანხმებულ ავტომანქანას არ დაუფლებია.
9. 2----–-–---------------ს ა-------- გ-----მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მის მიერ ზ------ ბ-------–--ესათვის ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობის - 2000 აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
10. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად ეფუძნება იმ სამართლებრივ დასკვნას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაარღვია მოსარჩელემ, კერძოდ, მან, როგორც მყიდველმა არ მიიღო ნასყიდობის საგანი, რაც მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არამართებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
10.2. განსახილველ შემთხვევაში, ბეს ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, კერძოდ, ნასყიდობის საგანი იდენტიფიცირებადია, ფასი ზუსტად განსაზღვრულია, მხარეთა გამოვლენილი ნება ნამდვილია, ნება ხელმოწერებით დადასტურებულია, გარიგება წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულია. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ბეს ხელშეკრულება ნამდვილია ვალდებულებითსამართლებრივი თვალსაზრისით და წარმოშობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
10.3. პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ბეს მთავარი ფუნქციაა ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება (მტკიცების ფუნქცია), მას გააჩნია ასევე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და საგადამხდელო ფუნქციები. პირველი ფუნქციის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს და ბეს თანხა ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში; ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მაშინ მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, არ გამოირიცხება ბეს მიმცემის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც (სკ-ის 423 მ).
10.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ მან, ბეს შეთანხმების თანახმად, კონკრეტული ავტომანქანა ჩამოიყვანა ს----------–--–- 2----–-–---------------ს, თუმცა თავად მყიდველმა განაცხადა უარი შეძენაზე. შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს ბეს დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული არგუმენტის საპირისპიროდ, პალატა ყურადღებას მაიქცევს მოპასუხის განმარტებას იმ ნაწილში, სადაც იგი ადასტურებს, რომ სადავო ავტომანქანასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს მესამე პირთან - ა-–----------თან აწარმოებდა, ვინაიდან, რეალური მყიდველი ა-–----------ი იყო. (იხ: შესაგებელი). ა-–----------იმ მანქანის შესამოწმებლად ორი პირი მოავლინა, რომლებსაც მოეწონათ მანქანა, თუმცა შემდეგ ნასყიდობა არ შედგა.
10.5. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული რ----–-------------ის (მანქანის ჩამომყვანი) ჩვენებით დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა მან ზ------ ბ-------–--ის დაკვეთით ჩამოიყვანა, მანქანის შესამოწმებლად მასთან ორი პირი მივიდა, თუმცა მათ შორის ა-------- გ-----ი არ ყოფილა.
10.6. სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)“ (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).
10.7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მაიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოპასუხემ ბეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მანქანა წარუდგინა არა ა-------- გ-----ს, არამედ მესამე პირს - ა-–----------ს, რომელიც, მისივე მტკიცებით, ნამდვილი მყიდველი იყო. ასეთ შემთხვევაში, იმ გარემოების დადასტურების ტვირთი, რომ ზ------ ბ-------–--ემ 2----–-–---------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სწორედ ა-------- გ-----ის წინაშე შეასრულა (წარუდგინა ხელშეკრულებით შეთანხმებული მანქანა, მაგრამ ა-------- გ-----მა უარი თქვა მის მიღებაზე), მოპასუხის მხარეზეა, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები (მაგ: მოწმის ჩვენება) სასამართლოს ვერ წარუდგინა.
10.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის შედავება, რომ 2----–-–---------------ს ბეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის (ბეს მიმღების) მიერ ნასყიდობის საგანზე უარის თქმით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულება, რაც ბეს ხელშეკრულების თავისებურებებიდან გამომდინარე, ბეს თანხის ორმაგი ოდენობით უკან დაბრუნების მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
11. რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ ცნობას მ---------------------------ან, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება საქმის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან აღნიშნულით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ბეს ხელშეკრულებით შეთანხმებული ავტომობილი ს----------–--–- დარეგისტრირდა 2----–-–------------------ს მესამე პირის - თ----------–-- - სახელზე, რასაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მტკიცების მიზნებისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სარჩელზე (162 ლარი), სააპელაციო საჩივარზე (216 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოფაზე (50 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 428 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-------- გ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა-------- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე ზ------ ბ-------–--ეს მოსარჩელე ა-------- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 აშშ დოლარის გადახდა.
5. ზ------ ბ-------–--ეს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად ა-------- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 428 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე