განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
330100119002828815
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002828815, №1/ბ-1343-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - დ----- ფ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–--------------–-------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასჯელი:

 

1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ დ----- ფ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- გ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმება და დ----- ფ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო არაერთი მტკიცებულება, როგორც უკანონოდ მოპოვებული, ამიტომ დ----- ფ------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად იმსჯელა მხოლოდ დაზარალებულ რ--------- ჯ-–--–---–ის და მოწმეების ს------- თ------ის და ე-–--- ლ---–----ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე;

▪ განაჩენში მითითებულია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ დ----- ფ------–---–მა დაიწყო რ--------- ჯ-–--–---–ის სადარბაზოსთან მისვლა, ყვირილი და მუქარის შემცველი წერილების დატოვება, რაც არასწორია და წინააღმდეგობაშია რ--------- ჯ-–--–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ არ დაუნახავს თუ ვინ ანთებდა მანქანის შუქებს და იჯდა თუ არა მასში დ----- ფ------–---–ი. დაზარალებულის განმარტებითვე, სადარბაზოში არსებული წერილები ე.წ. „სკოჩით“ გადაკრული, ნახვის გარეშე მიუტანა პოლიციას. ეს წერილები არც სხვა პირს უნახავს და საქმეზეც არ არის დართული, შესაბამისად დაუდგენელია ნამდვილად არსებობდა თუ არა, შედგენილი იყო თუ არა დ----- ფ------–---–ის მიერ და ატარებდა თუ არა მუქარის შემცველ ხასიათს;

▪ განაჩენში მითითებულია, რომ ვიდეოების ნახვის შემდეგ რ--------- ჯ-–--–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, ამიტომ განცხადებით მიმართა პოლიციას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რ--------- ჯ-–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს პოლიციაში მისვლამდე მას ინტერნეტში ვიდეოები არ უნახავს. დაზარალებულის განმარტებით, მან 2018 წლის 19 დეკემბერს პოლიციას მიმართა შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის მოახლოვების გამო;

▪ მოწმე ს------- თ------ემ განმარტა, რომ დ----- ფ------–---–ის მიერ რ--------- ჯ-–--–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს არ შესწრებია, შესაბამისად ამ მოწმის ჩვენება დ----- ფ------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად არ გამოდგება; მოწმის ჩვენებით, რ--------- ჯ-–--–---–მა მას აჩვენა დ----- ფ------–---–ის ვიდეოები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა დ----- ფ------–---–ის დაკავების შემდეგ;

▪ ის ფაქტი, რომ დ----- ფ------–---–მა თითქოსდა ე-–--- ლ---–----ის მეშვეობით შეუთვალა რ--------- ჯ-–--–---–ს მუქარა, დასტურდება მხოლოდ ამ მოწმის ჩვენებით, რაც არაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეები და დაზარალებული არ უთითებენ, რომ პირადად დ----- ფ------–---–მა გაუგზავნა მუქარის შემცველი ვიდეოები რ--------- ჯ-–--–---–ს, პირიქით, ადასტურებენ, რომ ვიდეოები გამოქვეყნდა რაღაც გვერდზე. საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ე-–--- ლ---–----ის ჩვენება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა სასამართლოს სრულად უნდა გაემართლებინა დ----- ფ------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში;

▪ დ----- ფ------–---–ის ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად;

▪ სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით კანონი არ ითვალისწინებს ელექტრონული სახით დაცული ინფორმაციის გამოთხოვას, რის გამოც იმ მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლად მიჩნევა, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ვიდეოჩანაწერში განხორციელებული მუქარა, არის არასწორი. მოცემულ შემთხვევაში, თუ ასეთი ვიდეოები მართლაც არსებობდა, ბრალდების მხარეს მოსამართლისაგან უნდა აეღო ნებართვა და დაეთვალიერებინა ჩანაწერები, გადაეღო ფოტოები და არ გადმოეწერა ჩანაწერი;

▪ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ დ----- ფ------–---–მა დანაშაული ჩაიდინა გ-–----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თუმცა დანაშაულის ჩადენის დრო მითითებული არ არის. არც ბრალდების მხარე და არც სასამართლო არ უთითებს დ----- ფ------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს, ადგილს, ხერხს, მოტივს და მიზანს. მითითებულია მხოლოდ შედეგი - რ--------- ჯ-–--–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, აღნიშნულით კი დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;

▪ რ--------- ჯ-–--–---–ი ისეა შეპყრობილი დ----- ფ------–---–ის დასჯის სურვილით, რომ მას საპატიმრო ადგილებიდან მობილური ტელეფონით მუქარის შემცველი შეტობინების გაგზავნაც კი დააბრალა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ფ------–---–ს ბრალი წარედგინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე, დ----- ფ------–---–მა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის - რ--------- ჯ-–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. კერძოდ, ქ.თბილისი, გ-–----ის პ------–----------------------------------–--------------- ბინიდან, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ატვირთა მის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები. ასევე ქ.თბილისში, ც----ის ქუჩაზე დ----- ფ------–---–მა რ--------- ჯ-–--–---–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარა შეუთვალა მეგობრის - ე-–--- ლ---–----ის მეშვეობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე დ----- ფ------–---–მა ყოფილი მეუღლის - რ--------- ჯ-–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ატვირთა მის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები. დ----- ფ------–---–ის ქმედებების შედეგად რ--------- ჯ-–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ----- ფ------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ფ------–---–ის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა რ--------- ჯ-–--–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2010 წელს მან და დ----- ფ------–---–მა შექმნეს ოჯახი, მაგრამ ბოლო პერიოდში ურთიერთობის დაძაბვის გამო 2015 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მის მიმართ დანით განხორციელებული მუქარის გამო, 2018 წელს დ----- ფ------–---–ი გაასამართლა სასამართლომ. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დ----- ფ------–---–ი მიდიოდა რ--------- ჯ-–--–---–ის კორპუსის სადარბაზოსთან, ყვიროდა და ტოვებდა მუქარის შემცველ წერილებს, რის გამოც დაზარალებულს ეშინოდა ქუჩაში გასვლის. აღნიშნულის გამო მან მიმართა პოლიციას, რის საფუძველზეც დ----- ფ------–---–ის მიმართ, ერთი თვის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის ნოემბერში, დ----- ფ------–---–მა რ--------- ჯ-–--–---–ის მეგობარს - ს------- თ------ეს სამსახურში მიუტანა ფურცელი, სადაც ეწერა FACEBOOK-ის პირადი გვერდის მისამართი და მოითხოვდა ყოფილ მეუღლეს დაეთვალიერებინა ამ გვერდზე ატვირთული ვიდეო ფაილები. ჩანაწერებში დ----- ფ------–---–ი მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულს, კერძოდ, აცხადებდა, რომ რ--------- ჯ-–--–---–ი ვერ ნახავდა მზის სინათლეს, შეასხამდა ე.წ. „კისლატას“, ისე დასჯიდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე დამახსოვრებოდა და „კანე-კორსოს“ ჯიშის ძაღლს არტერიას დააზიანებინებდა. დაზარალებულის განმარტებით, მან ყოფილი მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან არაერთხელ დამუქრებია, კერძოდ, იყო შემთხვევა, როდესაც დ----- ფ------–---–ი დანით მივარდა ქუჩაში და დაემუქრა ყელის გამოჭრით. ამის შემდეგ მან მიმართა პოლიციას. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მის მეგობარს - ე-–--- ლ---–----ეს ქუჩაში დახვდა დ----- ფ------–---–ი და ყვირილით მოთხოვა რ--------- ჯ-–--–---–ისთვის გადაეცა, რომ „დაბრიდავდა“. დაზარალებულის განმარტებით, იგი ორი კვირის განმავლობაში არ შედიოდა და არ ნახულობდა დ----- ფ------–---–ის ვიდეოებს, რადგან ეშინოდა ეს უკანასკნელი უფრო მეტად არ გააქტიურებულიყო, ამიტომ მხოლოდ კომენტარებს კითხულობდა. ვიდეოები ნახა პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელთან ერთად კომპიუტერში. მას არც დ----- ფ------–---–ის მიერ დატოვებული წერილები წაუკითხავს. პოლიციას მიმართა იმიტომ, რომ შემაკავებელ ორდერს გადიოდა ვადა და კიდევ იმიტომ, რომ ნახა დ----- ფ------–---–ის ვიდეოები. იგი პირადად არ შეხვედრია დ----- ფ------–---–ს, რადგან ეშინოდა და არ გადიოდა სახლიდან, თუმცა აივნიდან ხედავდა, რომ ყვიროდა და დაცვაც ეუბნებოდა, რომ დ----- ფ------–---–ი დარბოდა დაბლა. იგი არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობებს. დაზარალებულის განმარტებით, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ე-–--- ლ---–----ეს ესაუბრა პოლიციაში შესვლამდე. 7 აპრილს კვლავ მიიღო შეტყობინება, ენახა წერილი. მართალია შეტყობინებას გამომგზავნის ვინაობა არ ეწერა, თუმცა ფიქრობს, რომ შეტყობინება გამოუგზავნა დ----- ფ------–---–მა ან მისი დავალებით სხვა პირმა, რადგან ყოფილი მეუღლის გარდა მას წერილებს არავინ უტოვებდა.

 

მოწმე ს------- თ------ის ჩვენების თანახმად, დაზარალებული რ--------- ჯ-–--–---–ი არის მისი მეგობარი, რომელიც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა მეუღლეს - დ----- ფ------–---–ს. 2018 წლის ნოემბერში, მას სამსახურში მიაკითხა დ----- ფ------–---–მა, რომელმაც მიუტანა წერილი, რ--------- ჯ-–--–---–ისთვის გადასაცემად. მან აღნიშნულზე განუცხადა უარი, რამაც დ----- ფ------–---–ი გააღიზიანა და ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ წერილი აუცილებლად უნდა გადაეცა რ--------- ჯ-–--–---–ისთვის. მოწმის განმარტებით, ფურცელზე ეწერა ვებ.გვერდის მისამართი, რომელიც გადაუგზავნა დაზარალებულს. იგი დ----- ფ------–---–ის მიერ დატოვებულ წერილს პირადად არ გაცნობია. როგორც მისთვის დაზარალებულისგან არის ცნობილი, დ----- ფ------–---–ი ხშირად ემუქრებოდა რ--------- ჯ-–--–---–ს, რის გამოც ეს უკანასკნელი იყო შეშინებული. მას დაზარალებულმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დ----- ფ------–---–ი იყო სხვანაირი, სავარაუდოდ - ნასვამი და შერიგებას თხოვდა რ---------ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა გამწარებით.

 

მოწმე ე-–--- ლ---–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რ--------- ჯ-–--–---–ი არის მისი მეგობარი, რომელიც 2010 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა მეუღლესთან - დ----- ჯ-–--–---–თან ერთად. მას დაზარალებულთან არ ჰქონდა ყოველდღიური ურთიერთობა, თუმცა იცოდა მეუღლეებს შორის არსებული უთანხმოების შესახებ, რის გამოც ისინი დაშორდნენ. მას რ--------- ჯ-–--–---–მა უთხრა, რომ დ----- ფ------–---–მა ყელზე მიადო დანა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დ----- ფ------–---–ი გაასამართლეს, თუმცა გათავისუფლების შემდეგ, იგი უთვალთვალებდა და კვლავ აწუხებდა ყოფილ მეუღლეს, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 19 დეკემბერს, მას ქუჩაში შეხვდა დ----- ფ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა რ--------- ჯ-–--–---–ზე ლაპარაკი, რაზეც უარით უპასუხა. უარის გამო დ----- ფ------–---–ი გახდა აგრესიული და არაადეკვატური, დაიწყო ყვირილი და ეუბნებოდა „რ--------- ჯ-–--–---–ს უთხარი მნახოს თორემ დავბრიდავო“. მოგვიანებით რ--------- ჯ-–--–---–მა უთხრა, რომ დ----- ფ------–---–მა FACEBOOK გვერდზე ატვირთა ვოდეო ჩანაწერი, სადაც იგი საუბრობს, რომ შეხვდა ე-–--- ლ---–----ეს, რომელსაც დააბარა „რ--------- ჯ-–--–---–ი თუ არ შემხვდება მოვკლავო“. ასევე მობილური ტელეფონიდან აჩვენა FACEBOOK გვერდზე ატვირთული ვიდეო ჩანაწერები, რომელთაგან ერთ-ერთ ჩანაწერში დ----- ფ------–---–ი რ--------- ჯ-–--–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. მეორე ვიდეოში კი აცხადებდა, რომ რ---------თან ანგარიშსწორების მიზნით შეიძენდა იტალიური ჯიშის ძაღლს „კანე-კორსოს“, რომელიც გლეჯს არტერიას და კლავს ადამიანს. ვიდეოჩანაწერებში დ----- ფ------–---–ი ჩანდა მკაფიოდ და მან მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან დ----- ფ------–---–ი საუბრობდა აგრესიული ტონით და ყვიროდა არაადეკვატურად. იგი ასევე შეაშინა იმ ფაქტმა, რომ წარსულში დ----- ფ------–---–ი მუქარის გამო იხდიდა სასჯელს და მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერები. მისთვის ასევე ცნობილია, რომ დ----- ფ------–---–ი ყოველდღე ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს, მიდიოდა კორპუსის ეზოში და უყვიროდა რ--------- ჯ-–--–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს ეშინოდა ღამით ქუჩაში გასვლა.

 

გამომძიებლებმა თ----- გ------–-–---–მა და ბ------ ჯ---–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი---–-- ა--–--------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა 2018 წლის 20 ნოემბერს მის მიერ შედგენილი შემაკავებელი ოქმის სისწორე და განმარტა, რომ რ--------- ჯ-–--–---–ის განცხადების თანახმად, ყოფილი მეუღლე მის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დ----- ფ------–---–ს ერთი თვით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. მოწმის განმარტებით, რ--------- ჯ-–--–---–ი ასევე აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთა მუქარის შემცველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7------ დასკვნით, დ----- ფ------–---–ს ლაბორატორიულად დაუდგინდა „ამფეტამინის“, „ბუპრენორფინის“, „მეტამფეტამინის“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე, დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ------ ს------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 თებერვლის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დ----- ფ------–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F19.71 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). აღნიშნული ფსიქიკური დაავადება განუკურნებელ დაავადებების ჯგუფს არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი, იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. აღნიშნული დასკვნის სისწორე, დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ------------მა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დგინდება, რომ დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. დ----- ფ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 20 დეკემბრიდან და გათავისუფლდა -2018 წლის 19 სექტემბერს.

 

დ----- ფ------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ რ--------- ჯ-–--–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. მისი ნასამართლობაც გამოიწვია დაზარალებულის მაპროვოცირებელმა ქმედებებმა. მან რ--------- ჯ-–--–---–ს და მის ძმას მისცა გარკვეული თანხა, რომელიც არ დაუბრუნეს უკან და დაემალნენ. რ--------- ჯ-–--–---–ი არასწორად ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. იგი მხოლოდ აღნიშნული თანხის დაბრუნებას თხოვდა დაზარალებულს. მანვე აღნიშნა, რომ სოციალური ქსელით სარგებლობს იშვიათად, თუმცა მუქარის შემცველი ვიდეოები მას არ აუტვირთავს. რ--------- ჯ-–--–---–ი არის კომპიუტერის სპეციალისტი და ვარაუდობს, რომ სწორედ მან გააკეთა სოციალურ ქსელში დ----- ფ------–---–ის სახელით რაღაცეები. მანვე დაადასტურა, რომ რ--------- ჯ-–--–---–ს მისი ეშინია და სახლიდან არ გამოდის, თუმცა მიზეზი მისთვის გაუგებარია.

 

სამართლებრივი შეფასება:

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც დ----- ფ------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე, მათ შორის განქორწინებული.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - რ--------- ჯ-–--–---–ი არის დ----- ფ------–---–ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში, დ----- ფ------–---–მა ყოფილი მეუღლის - რ--------- ჯ-–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ატვირთა მის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო ჩანაწერები. დ----- ფ------–---–ის ქმედებების შედეგად რ--------- ჯ-–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე. გარდა იმისა, რომ დაზარალებულმა ცხადად განმარტა, რომ ეშინოდა დ----- ფ------–---–ის, რომელიც არაერთხელ დამუქრებია მოკვლით, ყურადღებაა გასამახვილებელი მოწმეთა ჩვენებებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ დაზარალებული განიცდიდა აღნიშნულს და ეშინოდა ყოფილი მეუღლის მიერ მუქარის განხორციელების. მოწმეებმა ს------- თ------ემ და ე-–--- ლ---–----ემ ასევე დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც მათ დ----- ფ------–---–ს უარი უთხრეს დახმარებაზე, ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული, ყვიროდა და იმუქრებოდა დაზარალებულის მისამართით.

დაცვის მხარე ადასტურებს კონფლიქტის არსებობას ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა გამორიცხავს მუქარის განხორციელების ფაქტს და განმარტავს, რომ დ----- ფ------–---–ი ყოფილ მეუღლეს თხოვდა თანხის უკან დაბრუნებას. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასრულებისთვის საკმარისია მუქარის განხორციელება და მუქარის ადრესატის მიერ მუქარის განხორციელების რეალურად აღქმა. კანონმდებელი არ ითხოვს ზიანის მიყენების ან მცდელობის რაიმე აქტის შესრულებას. მუქარის განხორციელების შემთხვევაში დ----- ფ------–---–ს წარდგენილი არ ექნებოდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი. შესაბამისად, დ----- ფ------–---–ი შეასრულებდა თუ არა ამ მუქარას, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება დაზარალებულის რაიმე დაინტერესება მსჯავრდებულის მიმართ, როგორც ამას დ----- ფ------–---–ი აღწერს. პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი დაზარალებულ რ--------- ჯ-–--–---–ის ჩვენებაში, რადგან გამყარებულია მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- ფ------–---–ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. ის გარემოება, რომ საქმეში არსებული გარკვეული შესაძლო მტკიცებულებები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ მიუთითებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების სიყალბეზე. დადგენილია, რომ დ----- ფ------–---–მა ს------- თ------ეს გადასცა წერილი, სადაც მითითებული იყო სოციალური ქსელის - ფეისბუქის მისამართი. ეს გარემოება დადასტურებულია როგორც მოწმის, ისე დაზარალებულის მიერ. ასევე, როგორც დაზარალებულის, ისე მოწმის ჩვენებითაა დადგენილი, რომ მითითებულ გვერდზე განთავსებული იყო მუქარის შემცველი ვიდეოები. ვიდეოების შინაარსთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა არამხოლოდ დაზარალებულმა, არამედ მოწმეებმაც, რომლებმაც ასევე უყურეს ვიდეოებს და პალატას ამ გარემოებაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გააჩნია.

დაცვის მხარემ სადავო გახადა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის ფაქტი და მიუთითა, რომ დაკითხვისას, რ--------- ჯ-–--–---–მა დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ პოლიციას მიმართა არა შიშის, არამედ შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის მოახლოვების გამო. პალატა დაცვის მხარის ასეთ შეფასებას ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა განმარტა, რომ პოლიციას მიმართა ორი მიზეზით, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის და ვიდეოების ნახვის გამო. რასაკვირველია, დ----- ფ------–---–ის ნასამართლობა მუქარისთვის, არ წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას, თუმცა, წარსულში არსებული შემთხვევა, დ----- ფ------–---–ის პიროვნება, მისი დამოკიდებულება რ--------- ჯ-–--–---–ის მიმართ, დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, მის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული ზარი, დაზარალებულის მიერ დაფიქსირებულ განმარტებებთან ერთად ამყარებს რწმენას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდასთან დაკავშირებით.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ უშვებს კომპიუტერულ სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლთან მიმართებითაც, უპირობოდ არ მიუთითებს მოწმეთა დაინტერესებაზე და არასწორი ინფორმაციის მოცემაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც გაიზიარა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები და მათ სანდოობაში უსაფუძვლოდ ეჭვი არ შეუტანია. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მოწმე ე-–--- ლ---–----ის ჩვენების ნაწილი სასამართლომ არ გაიზიარა, დასაბუთებული აქვს სასამართლოს და განმარტებული აქვს, რომ აღნიშნული ნაწილი არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც ბრალდების ფორმულირებიდან ამორიცხა. სასამართლოს ე-–--- ლ---–----ის ჩვენება არ მიუჩნევია არასანდოდ და კანონიერად გამოიყენა განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. არ შეიძლება კანონის არსებით დარღვევად ჩაითვალოს ის გარემოებები, რომ ვერ იქნა დადგენილი ქმედების განხორციელების ზუსტი დრო და ადგილი. სასამართლოებმა არაერთ საქმეში განმარტეს, რომ ოჯახური დანაშაული მტკიცებულებების სიმრავლით არ გამოირჩევა. მოცემულ შემთხვევაში, პალატას ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გააჩნია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებში, შესაბამისად, მოთხოვნა დ----- ფ------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

არასწორია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2018 წლის 16 მარტის განაჩენს. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის მაკვალიფიცირებელ გარემოებად აქვს წარდგენილი დ----- ფ------–---–ს, რადგან დანაშაულის ჩადენის დროისთვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. არაერთგზისობის დასადასტურებლად, რასაკვირველია აუცილებელია ნასამართლობის დადასტურება, რაც არ გულისხმობს იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული მუქარის მსჯავრდებით დაეყრდნო წარსულში არსებულ ნასამართლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ დ----- ფ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატას მიაჩნია, რომ დ----- ფ------–---–ის მსჯავრდება და დანიშნული სასჯელი, ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან უნდა გახდეს საფუძველი მომავალში დ----- ფ------–---–ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იყოს დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ----- ფ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- გ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი.

 

დ----- ფ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----- ფ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ხმის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე