განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
330100119002897049
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002897049

საქმე № 1ბ/786-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ი-----–- ქ-------ა

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ნ----- ო-------ი - დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–-------------------------------------–--------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–--–----------------–----------------–-.

ადვოკატი: მ--- ტ--–----ე

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 5 აპრილის, განაჩენით ნ----- ო-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- ო-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 14:00 სთ-ზე, ჩ------ გ----------ას მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე ნ----- ო-------ი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო ლანძღვა-გინება და დაემუქრა, რომ როდესაც მივიდოდა სახლში მოკლავდა მას. ამის შემდეგ, 2019 წლის 13 თებერვალს, საღამოს პერიოდში, ნ----- ო-------მა ისევ დაურეკა ჩ------ გ----------ს, რომელსაც უთხრა, რომ მიჰქონდა ბენზინი და გამოწვავდა სახლში, ხოლო 2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 00:15 საათზე, ნ----- ო-------ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში, სადაც დახვდა ყოფილი მეუღლე ჩ------ გ----------ა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო ლანძღვა-გინება, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და დაემუქრა თუკი არ დატოვებდა საცხოვრებელ სახლს, მოკლავდა მას, აღნიშნულის შემდეგ შეშინებულმა ჩ------ გ----------ამ შვილებთან ერთად დატოვა საცხოვრებელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 5 აპრილის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ი-------ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ნ----- ო-------ის მიმართ უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯლის მიზნები, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული მუქარა, დანიშნული სასჯელის შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათთან. პროკურორის მითითებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ქმნის მომეტებულ საფრთხეს და შესაძლოა მსუბუქი სასჯელი წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მსჯავრდებულს შესაძლოა გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი. შესაბამისად ბრალდების მხარის მოსაზრებით, განხორციელებული ქმედებისთვის საჭიროა უფრო მკარი სასჯელის დანიშვნა, ვიდრე პირობითი მსჯავრია.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----- ო-------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულ ჩ------ გ----------ასა და მოწმეების - ასლი ო-------ის, დ---- ო-------ის, ვ-–-------------------- გამოკითხვის ოქმების, 2019 წლის 20 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის, 2018 წლის 11 მაისის N------ შემაკავებელ ორდერის, 2019 წლის 14 თებერვლის N------ შემაკავებელ ორდერის, ადმინისტრაციული დაკავების Nბი000051648 ოქმის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ----- ო-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ნ----- ო-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ მან, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომ ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაული, რასაც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულ გარემოებას, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მსუბუქი სასჯელის დანიშვა შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის და მომავალშიც ჩაიდინოს ახალი დანაშაული. პალატა აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ეს არგუმენტი მეტისმეტად ჰიპოტეტიურია. გარდა ამისა, გადამწყვეტი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირველად და რეციდივის ვარაუდი არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე.

ამ მოცემულობისას, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენა არასაპატიმრო ხასიათის არცერთი სასჯელი და მსჯავრდებულს დაუნიშნა ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა პატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით-ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელი - თავისუფლების გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალური ზომა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სააპელაციო პალატას მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში ნ----- ო-------ი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ----- ო-------ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 5 აპრილის, განაჩენი ნ----- ო-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი ნ----- ო-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ნ----- ო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ნ----- ო-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 თებერვლიდან - 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით პერიოდი;

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ----- ო-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ნ----- ო-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულ ნ----- ო-------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ერთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი