განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-582-2019 წელი
№820100119003077081
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
3 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ--–---- ბ-----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ--–---- ბ-----------ი, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, რეგისტრირე-ბული ქ. ბ------–--------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–--------–----------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ--–---- ბ-----------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფი-ზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 ივნისს, ქ.ბ------–--------–----------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- ბ-----------მა საყოფაცხოვრებო ნია-დაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თავის მეუღლეს შ------- ქ------ეს სახეში რამდენჯერმე დაატყა ხელი, ძალადობის შედეგად შ------- ქ------ემ განიცადა ფიზი-კური ტკივილი.
2019 წლის 02 ივნისს, ქ.ბ------–--------–----------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- ბ-----------ი საყოფაცხოვრებო ნია-დაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს – მეუღლეს შ------- ქ------ეს, რა დროსაც შ------- ქ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ--–---- ბ-----------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ--–---- ბ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორ-ციელებას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა და იგი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა თავის მეუღლეს. მ--–---- ბ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--–---- ბ-----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მ--–---- ბ-----------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, წარ-სულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გა-აჩნია და მ--–---- ბ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობ-ლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩა-უთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთა-ნხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი მ--–---- ბ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ--–---- ბ-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ--–---- ბ-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბო-ლოოდ მ--–---- ბ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გა-მოსაცდელი ვადით.
მ--–---- ბ-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნ-ველყოფით გაუქმებულია.
მ--–---- ბ-----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო – 2019 წლის 02 ივნისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
მ--–---- ბ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili