განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100119002942265
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002942265

საქმე № 1ბ/1379-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი------ ჩ--------–---–ის მიმართ დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-------------------------------------------------------–-

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით, ი------ ჩ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 მარტიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------ ჩ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ: 2019 წლის 9 მარტს, დილის საათებში, თბილისში, ხ------------ ქუჩა №--------------–-, ამავე მისამართზე მცხოვრებმა ი------ ჩ--------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას, ასევე მითითებულ მისამართზე მცხოვრებ ე---------ე ჩ--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: ე---------ე ჩ--------–---–ს მიუახლოვდა უკანა მხრიდან, მარცხენა ხელი მოჰკიდა თმაში და გადაუწია თავი უკან, ხოლო მარჯვენა ხელით ხის ტარის მქონე სამზარეულოს დანა, დანის მჭრელი პირით, მიადო ყელის არეში და დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ე---------ე ჩ--------–---–მა, ი------ ჩ--------–---–ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა მიერ, ი------ ჩ--------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი------ ჩ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- მ----–--ემ და მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება შერაცხულ ბრალდებაში. საჩივრის თანახმად, მოცემულ საქმეში დაზარალებულად ცნობილია მსჯავრდებულის და ე---------ე ჩ--------–---–ი, რომელიც შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანია. მას გავლილი აქვს წვრთნა და აღჭურვის პროგრამა, რომლიც გულისხმობს სამხედრო პირისგან სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას საომარ მდგომარეობაში. ასევე 18 წლის მსახურების პერიოდში, შეიარაღებულ ძალებში გავლილი აქვს ფიზიკური მომზადების კურსი. სასამართლო პროცსზე მისი გადმოცემით მას დაკავებული ყავს არაერთი ბოროტმოქმედი. ადვოკატის მითითებით, დაზარალებულმა სხდომაზე განმარტა, რომ მსჯავრდებული ,,დებილია“ და მას შეეშინდა არა იმის, რომ ი------ი რამეს დაუშავებდა, არამედ იმის, რომ ი------ ჩ--------–---–ი ხელში არ შემოკვდომოდა. სააპელაციო საჩივრის თანახმად თავად დაზარალებულია მოძალადე და დედა-შვილს შორის კონფლიქტის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაცვის მხარემ ასევე მიუთითა მოწმე ნ------- ხ--–-–---–ის ჩვენებაზეც, რომელიც მსჯავდებულის დედაა და რომელმაც სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ დაზარალებული ტყუის და ძმას ტყუილ ფაქტს აბრალებს.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი არაა ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი------ ჩ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ე---------ე ჩ--------–---–მა აჩვენა, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ხ------------ ქუჩა №-----------------------------–-. იმავე ბინაში ცალკე ცხოვრობენ, აგრეთვე, დედამისი - ნ------- ხ--–-–---–ი და მისი ძმა ი------ ჩ--------–---–ი. დედამისთან და ძმასთან წლების განმავლობაში აქვს კონფლიქტი. 2019 წლის 9 მარტს, დილის საათებში, სამზარეულოში ყოფნისას, დედასთან ნ------- ხ--–-–---–თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამის შემდეგ დედამისი გავიდა სამზარეულოდან და კონფლიქტის შესახებ აცნობა მის ძმას ი------ ჩ--------–---–ს. ეს უკანასკნელი შევიდა სამზარეულოში, მიუახლოვდა მას ზურგის მხრიდან, ყელზე დაადო ხის ტარიანი სამზარეულოს დანის ბასრი პირი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, „მოგკლავ და შენც დაისვენებ და ჩვენცო“. აღნიშნული მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, საფრთხე იყო რეალური. მართალია მათ შორის კონფლიქტი არსებობს და მისი ძმის მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი კამათს, მაგრამ დანა მისმა ძმამ გამოიყენა პირველად, დაადო ყელზე დაემუქრა, რამაც ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რის გამოც მიმართა საპატრულო პოლიციას. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ დედამისი - ნ------- ხ--–-–---–ი უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, იგი სამზარეულოში შევიდა მოგვიანებით და დანა, რომელიც მის ძმას ი------ ჩ--------–---–ს ხელში ეჭირა, შეინახა სამზარეულოს უჯრაში, რადგან იგი ამბობდა რომ პოლიციას გამოიძახებდა. მისი თქმით, დედამისი არის მასთან დაპირისპირებული, ხოლო ი------ ჩ--------–---–ი არის მისი რჩეული შვილი და უშუალოდ ფაქტს რომც შესწრებოდა, მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბ--–---------------------------–-------------------------------–---------------–-------------–----------------- გ--- დ---–--ემ და თ-- კ---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენეს, რომ 2019 წლის 9 მარტს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ეკიპაჟით - 7---, რა დროსაც რადიოსადგურ ცენტრის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება თბილისში, ხ------------ ქ-------------------------------------–- არსებული ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ისინი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ინიციატორი ე---------ე ჩ--------–---–ი, მისი ძმა ი------ ჩ--------–---–ი და დედა ნ------- ჩ--------–---–ი. შეტყობინების ინიციატორმა ე---------ე ჩ--------–---–მა მათთან საუბრისას განმარტა, რომ მისი ძმა ი------ ჩ--------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, ყელზე დაადო ხის ტარიანი სამზარეულოს დანის ბასრი პირი და დაემუქრა „ყელს გამოგჭრიო“. იმავდროულად, ე---------ე ჩ--------–---–მა მიუთითა სამზარეულოს უჯრაში არსებულ დანაზე და აღნიშნა, რომ ამ დანით განახორციელა მისმა ძმამ მუქარა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, გ--- დ---–--ის მიერ განხორციელდა ი------ ჩ--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოღებულა. მის მიერ, ასევე, განხორციელდა სამზარეულოს უჯრიდან იმ დანის ამოღება და დალუქვა, რომლის გამოყენებითაც ე---------ე ჩ--------–---–ის განმარტებით დაემუქრა ი------ ჩ--------–---–ი. მოგვიანებით აღნიშნული დანა მან წარუდგინა გამომძიებელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--- საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა - ლ-–- ლ---------–---მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 09 მარტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--- თანამშრომლების შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ი------ ჩ--------–---–ის მიერ დის - ე---------ე ჩ--------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნენ მოწმეები: ე---------ე ჩ--------–---–ი, ნ------- ხ--–-–---–ი, გ--- დ---–--ე და თ-- კ---------–---–ი, ასევე, ბრალდებული ი------ ჩ--------–---–ი, ასევე, მის მიერ გ--- დ---–--ისგან ამოღებულ იქნა დანა, ბრალდებულს წარუდგინა ბრალი და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

მსჯავრდებულმა ი------ ჩ--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

დაცვის მხარის მოწმემ, ნ------- ხ--–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 9 მარტს, დილის საათებში, მასსა და მის შვილს ე---------ე ჩ--------–---–ს შორის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც ხმაურზე სამზარეულოში შევიდა მისი მეორე შვილი - ი------ ჩ--------–---–ი, რომელმაც ე---------ე ჩ--------–---–ს მიმართა „რით ვერ დაწყნარდი, რა მოგივიდაო“. შემდეგ თვითონ და ი------ ჩ--------–---–ი გავიდნენ სამზარეულოდან, ხოლო ე---------ე ჩ--------–---–ი შევიდა თავის საძინებელ ოთახში და ცრუდ გამოიძახა საპატრულო პოლიცია „მიშველეთ, დანა დამადო, შვილები დამიწიოკაო“, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დანა, რომელზეც ე---------ე ჩ--------–---–მა მიუთითა, სამზარეულოს დანაა და იგი კონფლიქტის დროს სამზარეულოს უჯრაში იდო. შემთხვევის დღეს აღნიშნული დანა ი------ ჩ--------–---–ის ხელში არ დაუნახავს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მასსა და მის შვილს ე---------ე ჩ--------–---–ს შორის კონფლიქტს აქვს სისტემატური ხასიათი, რის გამოც ხშირია ე---------ე ჩ--------–---–ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

ასევე დაცვის მხარის მოწმემ, შ----– არ-----–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მსჯავრდებული ი------ ჩ--------–---–ი დაახასიათა დადებითად, როგორც მშრომელი, უკონფლიქტო, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი. აღნიშნა, რომ მართალია განსახილველ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ზოგადად მათ ოჯახში კონფლიქტს და პოლიციის გამოცხადებას აქვს სისტემატური ხასიათი.

ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 9 მარტს, თბილისში, ხ------------ ქუჩა №-----------------------------–-, პატრულ-ინსპექტორ გ--- დ---–--ის მიერ დალუქულ იქნა ხის ტარიანი დანა, რომლითაც ი------ ჩ--------–---–ი დაემუქრა მის დას - ე---------ე ჩ--------–---–ს.

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 9 მარტს, 15:38 საათიდან - 15:53 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--- საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ლ-–- ლ---------–---ის მიერ, თბილისში, რ---–---–-------------ში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, პატრულ-ინსპექტორ გ--- დ---–--ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ხის ტარიანი, მცირე ზომის დანა, დალუქულ მდგომარეობაში.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 09 მარტს, 10:28 საათზე, თბილისში, ხ------------ ქუჩა N 1--------------–- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--- მესამე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ--- დ---–--ის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია ი------ ჩ--------–---–ი. მასვე, დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რადროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ყოფილა ამოღებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ამ მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ ი------ ჩ--------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას, ე---------ე ჩ--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, ამავე დროს, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დაადგინა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ მოყვანილ დასკვნას და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

კანონის დასახელები ნორმები ცალსახად ითხოვს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. თავის მხრივ ეს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

შესაბამისად პალატა, წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონის დასახელებული ნორმების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შესაძლებლობა. ამ შეფასებისას პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე.

ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით, საქმეზე სადაც ერთადერთი თვითმხილველი იყო დაზარალებული, საკასაციო პალატამ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნა შემდეგი: „განსახილველი დანაშაული თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებების, უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

პალატა აფასებს რა დაზარალებულ ე---------ე ჩ--------–---–ის და მოწმეების - გ--- დ---–--ისა და თ-- კ---------–---–ის ჩვენებებს, აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და თანმიმდევრულია. ისინი იდენტურად აღწერენ ი------ ჩ--------–---–ის მიერ მისი დის ე---------ე ჩ--------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების თანახამად მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა მასსა და დედამისს, ნ------- ხ--–-–---–ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გავიდა სამზარეულოდან და კონფლიქტის შესახებ აცნობა მის ძმას, ი------ ჩ--------–---–ს, რომელიც შევიდა სამზარეულოში, მიუახლოვდა მას ზურგის მხრიდან, ყელზე დაადო ხის ტარიანი სამზარეულოს დანის ბასრი პირი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, „მოგკლავ და შენც დაისვენებ და ჩვენცო“. ე---------ე ჩ--------–---–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, ვინაიდან საფრთხე იყო რეალური. მისივე ჩვენების თანახმად ი------ ჩ--------–---–ი წარსულშიც ახორციელებდა მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს, რამაც ასევე განაპირობა მის მიმართ მუქარის რეალურად განხორციელების შიში.

ი------ ჩ--------–---–ის ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმდების ჩადენის ფაქტზე მიუთითებს ასევე მოწმეები გ--- დ---–--ის და თ-- კ---------–---–ის ჩვენებები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებილი იქნენ შემთხვევის ადგილზე. პალატა მიუთითებს, რომ მართალია გ--- დ---–--ე და თ-- კ---------–---–ი მომხდარი ამბის შემდგომ განვითრებული მოვლენების შემსწრეები არ არიან, თუმცა კონფლიქტი ახალი დასრულებული იყო და კონფლიქტის ფონი კარგად შეიმჩნეოდა. მათ ადგილზე დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული, ასევე მისი ძმა ი------ ჩ--------–---–ი და დედა ნ------- ჩ--------–---–ი. მოწმეების განმარტებითვე, სწორედ ე---------ე ჩ--------–---–მა განაცხადა მათთან საუბრისას, რომ მისი ძმა ი------ ჩ--------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, იმავდროულად, ე---------ე ჩ--------–---–მა მიუთითა სამზარეულოს უჯრაში არსებულ დანაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული დანით განახორციელა მისმა ძმამ მუქარა.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გარდა დაზარალებულის და ბარლდებულის, შემთხვევას სხვა უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას მოწმე ნ------- ხ--–-–---–ზე, პალატა მის ჩვენებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკველეულ მტკიცებულებებს, იგი წარმოადგენს დაინტერესებულ მოწმეს და მისი ჩვენება მიზნად ისახავს შვილისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ამ მხრივ საყურადღებოა დაზარალებულ ე---------ე ჩ--------–---–ის განმარტება, რომ დედამისი - ნ------- ხ--–-–---–ი უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, იგი სამზარეულოში შევიდა მოგვიანებით ხოლო დანა, რომელიც მის ძმას ი------ ჩ--------–---–ს ეჭირა ხელში, შეინახა სამზარეულოს უჯრაში, რათა შვილის ი------ ჩ--------–---–ის ქმედება შეენიღბა. დაზარალებულის განმარტებითვე დედამისი არის მასთან დაპირისპირებული პირი, ხოლო ი------ ჩ--------–---–ი არის მისი რჩეული შვილი და უშუალოდ ფაქტს რომც შესწრებოდა, მის წინააღმდეგ ჩვენებას მაინც არ მისცემდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი მოწმე ნ------- ხ--–-–---–ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი------ ჩ--------–---–ის მხრიდან აგრესიული ფორმით, დანის გამოყენებით, გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით მუქარა, კერძოდ ყელზე დანის ბასრი პირის დადება და სიტყვები „მოგკლავ და შენც დაისვენებ და ჩვენცო“ დაზარალებულ ე---------ე ჩ--------–---–ის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად. ამ უკანასკნელს გაუჩნდა შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო მუქარის გამოხატვის ფორმა და ვითარება - გაღიზიანებული/აგრესიული ბრალდებულის მხრიდან ყელზე დანის მიბჯენა, რა დროსაც საფრთხე არის რეალური, მსჯავრდებულის პიროვნება - დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულის მხრიდან წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი კონფლიქტურ და ძალადობრივ ქმედებებს. ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას დაზარალებულის ფიზიკურ მონაცემებზე და მიუთითებს რომ მომხდარი დანაშაულის ფაქტი (ყელზე ბასრი დანის მიბჯენა) გამორიცხავს ვარაუდის საფუძველსაც კი, რომ დაზარალებულს შესაძლებელია არც შეშინებოდა.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კიდევ ერთხელ უთითებს დანაშაულის სპეციფიკაზე და განმარტავს, რომ იმ საკითხის გარკვევა გამოიწვია თუ არა მუქარამ მისი განხორციელების რეალური შიში, პრაქტიკულად შესაძლებელია პირველ რიგში უშუალოდ დაზარალებულის მხრიდან მიღებული ინფორმაციით. ის ერთადერთია, ვისაც უტყუარად შეუძლია დაადასტუროს მუქარის რეალურად აღქმისა და მასში საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული არა მხოლოდ ადასტურებს ასეთი შიშის გაჩენის ფაქტს, არამედ სრულიად რეალური და დამაჯერებელი არგუმენტებით ხსნის მისი გაჩენის მიზეზს. ამავე დროს მისი ჩვენება შინაარსობრივად თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან, გარდა დაცვის მოწმის - ნ------- ხ--–-–---–ის ჩვენების. ამ უკანასკნელის მიმართ კი არსებობს სრულიად დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ ის დაიტერესებულია ი------ ჩ--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობით და პირიქით - დაპირისპირებულია დაზარალებულთან. შესაბამისად თავისი ჩვენებით ცდილობს შვილისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

იმ საკითხის გარკვევისას, ჩაიდინა თუ არა ი------ ჩ--------–---–მა ოჯახური დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე, რომლითაც ოჯახური დანაშაული განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ დაზარალებული და ბრალდებული არიან და-ძმა, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებისათვის არიან ოჯახის წევრებიც.

ამდენად, სააპელაციო პალატაც უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 მარტს, ი------ ჩ--------–---–ი, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას, ე---------ე ჩ--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ე---------ე ჩ--------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ კიდევ ერთ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ე---------ე ჩ--------–---–ი თავად წარმოადგენს მოძალადეს და რომ მის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მიმიდნარეობს გამოძიება, აღნიშნულზე პალატა მიუთითებს, რომ მითითებულ ფაქტს მოცემულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და იგი წარმოადგენს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენ გარემოებას.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი------ ჩ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების შეფასებისას პალატა თვლის, რომ ი------ ჩ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ დადგენილა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

პალატა მხდველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს, რაც წარმოადგენს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

იღებს რა მხედველობაში ზემო მითითებულ გარემოებებს, სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას შერჩევისას პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ი------ ჩ--------–---–ი არ არის ნასამართლევი და მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად. მიუხედავად ამისა მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ერთი მხრივ, მასსა და დედამისს, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულს შორის კონფლიქტს აქვს სისტემატური ხასიათი. ეს პირები ცხოვრობენ ერთად რაც კიდევ უფრო ზრდის კონფლიქტის გაგრძელების საფრთხეს. ამ ფონზე სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამიტომ, თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

კონკრეტულად ამ სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატა უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ი------ ჩ--------–---–ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი------ ჩ--------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში ი------ ჩ--------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში ი------ ჩ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ი------ ჩ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 მარტიდან.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი------ ჩ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავრი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი