განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002954553
საქმე №1ბ/1160-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------------–--ს,მსჯავრდებულ: ზ--------------–---–ის,ადვოკატ: ს-------------–----ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-------------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ--------------–----–-------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, მ---------------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის იანვრის თვის, 2019 წლის 01 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111 - 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ზ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ- ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (2018 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის იანვრის თვის, 2019 წლის 01 მარტის ეპიზოდები)
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში, ქ. თბილისში, მ------------------------------------------------------------–ი, ზ--------------–---–მა დედას - ე----------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავში, რა დროსაც, ე----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ--------------–---–ის ქმედებით ე----------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის იანვრის ბოლოს, ქ. თბილისში, მ------------------------------------------------------------–ი, თავის საცხოვრებელ სახლში, ზ--------------–---–მა დედას - ე----------ს, იმის გამო, რომ მან რძალს - მ-------–---–-----ს მისცა შენიშვნა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში, რა დროსაც, ე----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ--------------–---–ის ქმედებით ე----------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის 01 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------------------------------------------–ი ზ--------------–---–მა, ოჯახური ძალადობა განახორციელა დედის - ე---------ის მიმართ. იმის გამო, რომ იგი დაუკითხავად წავიდა ექიმთან, მუშტით ცხვირის, ზურგისა და კისრის მიდამოში მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, სკამი ჩაარტყა მარჯვენა მაჯაში, რის შედეგადაც, ე----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ--------------–---–ის ქმედებით ე----------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის 01 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------------------------------------------–ი, ზ--------------–---–მა დედას - ე----------ს დანა დაადო კისერზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. ზ--------------–---–ის ქმედების შედეგად, ე----------ს მიადგა მორალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს-------------–----ემ, რომელებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და სასჯელის სახედ მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული განაჩენი არის ძალიან მკაცრი და შეუსაბამო მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ოჯახურ მდგომარეობასთან. მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და ინანიებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავო და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ასევე მსჯავრდებული არაა წარსულში ნასამართლევი. დაკავებამდე მუშაობდა ოჯახში მხოლოდ ის და არჩენდა ოჯახს, დედას, მცირეწლოვან შვილს და მეორე შვილს უხდიდა ალიმენტს. მსჯავრდებულის დაკავების შემთხვევაში ისინი დარჩენილები არიან ულუკმაპუროდ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ--------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე---------ის და მოწმეების: მ-------–---–-----ის, თ---------–----------–--------------–--–-----–---------------------–-----ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის სახედ მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ--------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სწორედ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე პალატას მისთვის სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-------------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის იანვრის თვის, 2019 წლის 01 მარტის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 04 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი