განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
010142219700093985
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700093985

საქმე№1/ა.გ.128-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაკა გველესიანი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მერაბ ჯორბენაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ რ--------------–---–ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

რ--------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 6 (ექვსი) თვის ვადით; ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ რ--------------–---–ს შორის დამტკიცდა დადებული საპროცესო შეთანხმება.

რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ--------------–---–ს განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

რ--------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თამახმად, ჩამოერთვა; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 6 (ექვსი) თვის ვადით; ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

2019 წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ--------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სსკ-ის 273-ე მუხლი და არა სსკ-ის 2731-ე მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ სასამართომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და წყვეტს პრობლემას ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, შესაბამისად, იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის №1/2/1282 განჩინების თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

ამდენად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მიზნებისათვის, სსკ-ის 273-ე და სსკ-ის 2731-ე მუხლები ერთი რეგულაციის რეჟიმში ექცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით, რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით, რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროდან 2019 წლის 30 სექტემბერს მიღებული N2/05/89681 (შემოსვლის N1/7677) წერილის თანახმად, მსჯავრდებულ რ--------------–---–ს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის საათების შესრულება დაწყებული არ აქვს.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის №1/2/1282 განჩინება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ რ--------------–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენები უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის №1/2/1282 განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებული რ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელებისგან.

3. რ--------------–---–ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრისა და 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მაკა გველესიანი

 

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

 

მერაბ ჯორბენაძე