განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
120100119002993703
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002993703

საქმე №1ბ/1440-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ოქტომბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-------–-–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 0--------- წელს, პ--------------, მცხოვრების: ქ-----––---------------–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით ა---------–-------–-–---–ი (პ--------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

ა---------–-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს და საბოლოოდ, ა---------–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

 

ა---------–-------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 მარტს ქ-----––---–---------------–------------------ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–-------–-–---–მა მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, სამზარეულოს ტაფის დარტყმით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ------–-–---–---–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუიძვლიანი შიში.

 

ქ-----––---–--------------–----------------ში მცხოვრები ა---------–-------–-–---–ი მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ოჯახის წევრების თანდასწრებით, ასევე მარტოც ყოფილ მეუღლეს მ------–-–---–---–ს ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა--------–-------–-–---–მა მიუხედავად მისი წარსული დამოკიდებულებისა ყოფილი მეუღლის მიმართ 2019 წლის 24 მარტს ოჯახის წევრების თანდასწრებით კვლავ დაამცირა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ------–-–---–---–ს, ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით მ------–-–---–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენის გაუქმება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და ა---------–-------–-–---–ისთვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, სასჯელის მიზნებს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა---------–-------–-–---–ი მომავალშიც კვლავ ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის განზრახ დანაშაულს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–-------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მ------–-–---–---–ის 24.03.2019 წ, 26.03.2019წ მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებით, მ-------------–---–-ს 24.03.2019წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ბ-------------–-–---–ის 24.03.2019წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, მ------–-–---–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, ა--------–-------–-–---–ის 25.03.2019წ, ბრალდებულის სახით გამოკითვის ოქმით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 მაისის N---------- დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

დაზარალებულის მ------–-–---–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, 1985 წელს ოფიციალურად დაქორწინდა ქ-----––---–ი მცხოვრებ ა--------–-------–-–---–ზე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი. დაახლოებით 8 წელია რაც ოფიციალურად გაშორდა მეუღლეს ა--------–-------–-–---–ს, თუმცა დღემდე ერთდ ცხოვრობენ, რადგან სხვა საშუალება ფიზიკურად არ გააჩნიათ. 2019წლის 24 მარტს სახლში არასრულწლოვნებთან ერთად იყო, რა დროსაც სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მეუღლე ა--------–-------–-–---–ი, რომელიც დილიდან იგინებოდა უცენზური სიტყვებით. მთელი დღის განმავლობაში მისი მისამართით და ასევე ოჯახის სხვა წევრების მისამართითაც, ხოლო შვილიშვილებს არაფერს უშავებს. როდესაც ჩუბს იწყებდა ბავშვები ყოველთვის სხვა ოთხში შეყავდათ, რადგან ჩხუბისთვის არ ეყურებინათ. ეს ყოველივე მისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის აუტანელი იყო და როდესაც სთხოვა, რომ აღარ ეყვირა და ეგინა. ამაზე სულ გადაირია და კატეგორიულად მოსთხოვა სახლი დაეტოვებინა თორე არ აცოცხლებდა. აღნიშნულის შემდეგ უთხრა რომ არ აცოცხლებდა და ხელი ჰკრა, რა დროსაც ა--------–-------–-–---–მა სამზარეულოდან აიღო ტაფა და უნდოდა მისთვის დაერტყა, რაზეც მოითმინა, გაერიდა აღნიშნულ სიტუაციას და დარეკა 112-ში, ვინაიდან მისი მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან სისტემატიურად სვავს და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური განადგურებით. მისი მეუღლე ა--------–-------–-–---–ი ცილს სწამდა რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ქუჩის ქალი და ქურდი, თითქოს იყო სომეხი, ოსი, ან თათარი და მას ძალით შეეტენა. აღნიშნული საქციელები გრძელდება დაახლოებით 25 წლის განმავლობაში. საფუძვლიანი შიში აქვს, რომ თუ მის მეუღლეს არ დააპატიმრებენ ის თავის მუქარას შეასრულებს და მას მოკლავს. მის მეუღლემ ხელი რომ ჰკრა ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, შესაბამისად არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

მოწმე მ-------------–---–-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, 2019 წლის 24 მარტს სახლში იყვნენ ოჯახის ყველა წევრი, გარდა მისი მაზლისა და მეუღლისა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი მამამთილი ა---------–-------–-–---–ი, რომელიც დილიდან იგინებოდა უცენზურო სიტყვებით მისი დედამთილის მ------–-–--–---–ის მისამართით, თუმცა ბავშვებს არაფერს ერჩის და არაფერს უშავებს. როდესაც მისი მამათილი მთვრალია და იწყებს ჩხუბს და გინებას, ბავშვებს მას არიდებს და შეჰყავს სხვა ოთახში. ეს ყოველივე მისთვის არის მიუღებელი, ვინაიდან მისი ყვირილი და გინება ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, განსაკუთრებით ნ----ზე, რომელიც რომელიც ტირილით ჩაბჟირდა კიდეც. მის დედამთილმა მ------–-–---–---–მა მეუღლეს ა---------–-------–-–---–ს როდესაც სთხოვა, რომ აღარ ეყვირა და ეგინა, ამაზე სულ გადაირია და კატეგორიულად მოსთოვა სახლი დაეტოვებინა თორე არ აცოცხლებდა. აღნიშნულის შემდეგ უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და ხელი ჰკრა, რა დროსაც ა--------–-------–-–---–მა სამზარეულოდან აიღო ტაფა და უნდოდა მ------–-–--–---–ისთვის დაერტყა, რაზეც მოითმინა, გაერიდა აღნიშნულ სიტუაციას და დარეკა 112-ში.

 

მოწმე ს----------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 მარტს დილით სახლიდან გავიდა მის ძმასთან ბ-------------–-–---–თნ ერთად და სახლში 17:00 საათზე დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებისას მისი მეუღლისგან მ------გან გაიგო რომ მის მამას ა--------–-------–-–---–ს დედისთვის უცენზურო სიტყვებით უგინებია, რის შემდეგ ხელი ჰკრა, ტაფაც აუღია ხელში დასარტყმელად და სცოცხლის მოსპობით დაემუქრებია. აღნიშნავს, რომ მამამისი სისტემატიურად სვავს და და მუდამ აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედა მ------–-–---–---–ს. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას მას არ დაუნახავს და არც გაუგია ამის შესახებ. როდესაც მამამისი მთვრალია ბავშვები სხვა ოთახში შეჰყავთ, რადგან მოარიდონ ჩხუბს და ყვირილს.

 

მოწმე ბ-------------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 მარტს დილით სახლიდან გავიდა მის ძმასთან ს----------–-–---–თნ ერთად და სახლში 17:00 საათზე დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებისას მისი რძლისგან მ------გან გაიგო, რომ მის მამას ა--------–-------–-–---–ს დედისთვის უცენზურო სიტყვებით უგინებია, რის შემდეგ ხელი ჰკრა, ტაფაც აუღია ხელში დასარტყმელად და სცოცხლის მოსპობით დაემუქრებია. აღნიშვნავს, რომ მამამისი სისტემატიურად სვავს და და მუდამ აგინებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედა მ------–-–---–---–ს. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას მას არ დაუნახავს და არც გაუგია ამის შესახებ. როდესაც მამამისი მთვრალია ბავშვები სხვა ოთახში შეჰყავთ, რადგან მოარიდონ ჩხუბს და ყვირილს.

 

მოწმე თ---–--------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა---––---–------------–------------ში ოჯახთან ერთად. ზუსტად არ ახსოვს როდის, მაგრამ პაპა ა--------–-------–-–---–ი ყვიროდა სახლში მაგრამ რატომ ყვიროდა არ იცის. ამ დროს სხვა ოთხში იყო მის ბიძაშვილთან ნ----სთან ერთად. ა---------–-------–-–---–ი მათთან არც შესულა და მათთვის არაფერი უთქვამს.

 

2019 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მ------–-–--–---–ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის 24 მარტს მისი მეუღლის ა---------–-------–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, მ------–-–---–---–ი (---------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2019 წლის 13 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ------–-–---–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი ქმედებას გულწრფელად ინანიებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–-------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ა---------–-------–-–---–ისთვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი ა---------–-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა---------–-------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

ა---------–-------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს და საბოლოოდ, ა---------–-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

ა---------–-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 მარტიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

ა---------–-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ა---------–-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ლ----------–---------------------- საკუთრებაში არსებულ 14300 ლარის ღირებულების კუთვნილი უძრავ ქონებას, მდებარე სოფელი ა–---------------–-------------------------------–----–-------–----------------------------–-------------------------------------------------------------------------------- (12/010-19წ 2019 წლის 28 მარტის განჩინება).

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ტაფა რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, რომლის შესრულებაც დაევალოს შსს ახალცხიის რაიონულ სამმართველოს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი