განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003070052
საქმე №1ბ/1402-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–----------------------–------––ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ო---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
ო---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდა 2 (ორი) წლის ვადა.
ო---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მუქარა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–----------------------–-------–ი, ო---------------სა და მის დას - ვ---------–----------ს შორის, ამ უკანასკნელის ცხოვრების წესის გამო მომხდარი ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე, ო---------------მა თავის არეში ხელი დაარტყა ვ---------–----------ს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების ვ---------------------------ების თანდასწრებით, რის შედეგადაც ვ---------–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა---–---–----------------------–-------–ი, ო---------------მა მის დასთან - ვ---------–----------თან მომხდარი ოჯახური კომფლიქტისას სამზარეულოდან აიღო დანა და დანის კისრის არეში მიბჯენით, ვ---------–----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ვ---------–----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სახლიდან გაიქცა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა დანიშნული სასჯელის ნაწილში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არასათანადოდ შეფასდა მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით საშიში საზოგადოებრივად გასაკიცხი ხასიათი, ასევე ის უარყოფითი შედეგი და ფსიქოლოგიური ტრამვა, რასაც მსგავსი სახის დანაშაულები ახდენენ არასრულწლოვნებზე. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის წლებია სერიოზული უთანხმოებაა, რომელიც არ არის ამოწურული და კონფლიქტი კვლავ გრძელდება. მსჯავრდებული და დაზარალებული ერთ სოფელში ცხოვრობენ. აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ძალადობრივი დანაშაულისკენ მიდრეკილი პირია, მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება თავიდან ვერ აგვაცილებს მომავალში დაზარალებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენას, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებიც მოჰყვეს. მსჯავრდებული დაემუქრა დაზარალებულს, რომ დაბრუნდებოდა და შესაბამისად გაუსწორდებოდა მას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ო---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ვ---------–----------ის, ვ-----------------------------------------------------------------------------------------------–-------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ო---------------ისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის სახით, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ყავს ხუთი შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, დაზარალებული მას შეურიგდა და არ სურს მისი დასჯა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ო---------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ო---------------ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი ო---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ო---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ო---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
ო---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ო---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 მაისიდან - 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სამცხე-ჯავახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ო---------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ა---–---–----------------------–-------–- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი