განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100119002949602
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002949602

საქმე №1ბ/993-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ--------–-----ის,მსჯავრდებულ: გ-----------------–---–ის,ადვოკატ: ი-------–---ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობტივად ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.-----–------–---–-------–---–---------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენით გ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი;

 

გ-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ-----------------–---–ი 30 წელია ქორწინებაში იმყოფება ნ-----–----------–---–--ან. 2019 წლის 1 მარტს, სამსახურიდან დაბრუნებულმა გ-----------------–---–მა, გაღიზიანებულმა ფაქტით, რომ მეუღლემ - ნ-----–----------–---–მა არ უპასუხა მის სატელეფონო ზარებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ დაარტყა თავში მუშტი და კვლავ ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა დაზარალებულმა შეძლო მისგან თავის დაღწევა. ნ-----–----------–---–მა, გ-----------------–---–ის მიერ მიყენებული დარტყმებით და ძალადობით, მიიღო დაზიანება თავის არეში, განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ მუქარის შემცველი დანაშაულის ჩადენის მიუხედევად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ნ-----–----------–---–ის, მ---------------------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და

 

პირადი ჩხრეკის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის ბარათით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებული ითხოვს გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება, რომ გ-----------------–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-----------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ-----------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს. მითუმეტეს, რომ გ-----------------–---–ი თითქმის ორი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 01 მარტიდან - 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აკრძალვა დაზარალებულთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების თაობაზე;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი