განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100115003130663
საქმე №1/ბ-550-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ვ------- ჭ----------ის,ადვოკატის - რ---–---- ჭ--–--ის,მსჯავრდებულის - თ----- ც-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- თ-----ის ძე ც-------ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 03 ა-----–ს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ტყიბული, მ---------- ქ. #1/22
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- ც-------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინსტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. რაც გამოიხატა შემდეგში:
თ----- ც-------ე 2013 წლის 15 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ცნობილი იქნა ადმინსტრაციულ სამართალდამრღვევად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის და დაედო ადმინსტრაციული სახდელი 500 ლარის ოდენობით.
2014 წლის 02 მარტს, დაახლოებით 22:35 საათზე, ქ.სამტრედიაში ა----–-----–-- გამზირზე თ----- ც-------ე მხილებული იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე, ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით თ----- ც-------ე (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცრა) თვის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თ----- ც-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული თ----- ც-------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენში მისთვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ყავს პენსიონერი დედა, უსინათლო ძმა, მეუღლე და შვილი, ხასიათდება დადებითად, მიღებული აქვს არაერთი სიგელი სპორტულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ თ----- ც-------ე და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---–---- ჭ--–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
- პროკურორს ვ------- ჭ----------ეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ----- ც-------ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ----- ც-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - რ---------------–--------------–------–-–---–---------------–---------–----------- ჩვენებებით, გამოძიების აღრიცხვის ბარათით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით, ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ----- ც-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს თ----- ც-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ თ----- ც-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პალატა თ----- ც-------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული) და მიიჩნევს, რომ თ----- ც-------ეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით უნდა შეცვალოს ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ----- ც-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ თ----- ც-------ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თ----- ც-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 27 ივლისიდან - 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან.
თ----- ც-------ე გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
თ----- ც-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად 03 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე