განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002734765
საქმე №1/ბ-213-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ი----- მ–----ს,ადვოკატის - მ------ მ--------ის,მსჯავრდებულის - ა---------– კ------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– ი------ს ძე კ------ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 08 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები წყალტუბოს რაიონი სოფელი ო--–-----ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– კ------ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 02 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში საავტომობილო გზაზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– კ------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული „ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომობილით, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 და 33.26 მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა რკინაბეტონის ღობეს, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მისი მგზავრები რ-–---- ს-----ე და გ--–- ქ---–--ე, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ-----–- კ------ემ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით ა---------– კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 01 (ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ა---------– კ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ ა---------– კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ მ--------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას, მინიმალური სასჯელის დანიშვნას და სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ერთი მეოთხედის პირობით ჩათვლას. შემდეგ გარემოებათა გამო: ა. კ------ე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ა---------– კ------ე და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------ მ--------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
- პროკურორს ი----- მ–----ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ა---------– კ------ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ო----- ქ---–--ის და მ------- ს-----ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ვ-----–- კ------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ---------------–--------------------------–-–---------------–----------------------------------------------------------------–-–---–--------------------–-----------–--–----–--–--–---–---------------–--------------–-----–-----------------------------–------------------------------------------------–------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ა---------– კ------ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ოქმით სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ, ალკოტესტთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ქიმური-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– კ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს ა---------– კ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით ’’ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი’’.
პალატა ა---------– კ------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობით დანაშაული), რაც გამოძიებასთან თანამშრომლობის დამადასტურებელ აქტს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც ა---------– კ------ეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით დანიშნული ძირითადი სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 05 წელი და 04 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 წელი და 08 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 02 წლის და 08 თვის გამოსაცდელი ვადით. პალატა განმარტავს, რომ სახეზეა სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების პირობები: მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მას თანამონაწილე არ ჰყოლია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა---------– კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ მ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა---------– კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 05 (ხუთი) წელი და 04 (ოთხი) თვე მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02(ორი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 02(ორი) წლის და 08 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, 01 (ერთი) წლის და (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ა---------– კ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან.
ა---------– კ------ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
ა---------– კ------ეს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, რა დროსაც მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის დათვალიერებიდან ამოღებული ,,ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომობილის საჭის ანაწმენდი, წინა მარცხენა სავარძლის მიკრონაწილაკები, თმის მაგვარი ღერები; ვ-----–- კ------ის სისხლის ნიმუში, გ--- კ------ის სისხლის ნიმუში, მძღოლის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და შალითის ფრაგმენტი; აირბაგის ფრაგმენტი და ა---------– კ------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გ-------- პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა - რომელიც განთავსებულია შპს ,,ი------------“ -ს სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- რ-–---- ს-----ის ტანსაცმელი, გ--–- ქ---–--ის ტანსაცმელი, გ--- კ------ის ტანსაცმელი, ვ-----–- კ------ის ტანსაცმელი, ა---------– კ------ის ტანსაცმელი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გ-------- პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე