განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
340100114002871074
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100114002871074

საქმე №1ბ/346-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ნა-------------–---–ის

გამართლებულ - იო------------–---–ის

მონაწილეობით,გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

იო------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, წ-----------–---–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, გ-------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით იო------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის ოქტომბრის თა-------------–---–ისა და 2013 წლის 18 ნოემბრის ვა---------------–---–ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, იო------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე (ორი ეპიზოდი).

 

იო------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ყვარლის რაიონის სოფელ გ----–-, იო------------–---–მა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე მისი შვილის, ე-–---------------–---–-- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულ თა-------------–---–ზე მოახდინა ზემოქმედება, რის გამოც თა-------------–---–მა შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

 

2013 წლის 18 ნოემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ გ----–-, იო------------–---–მა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე მისი შვილის, ე-–---------------–---–-- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაბარებულ ვა---------------–---–ზე მოახდინა ზემოქმედება, რომ მას სასამართლო პროცესზე შეეცვალა და მიეცა მისთვის სასურველი ჩვენება.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის იო------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა იო------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, იო------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდში და შესაბამისი სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია, რომლის თანახმად, სწორედ, რომ მიმართვა მოწმისადმი, შეცვალოს მის მიერ უკვე მიცემული ჩვენება, იქნება ის ამ დანაშაულის სუბიექტისათვის სწორი თუ არასწორი, უკვე დანაშაულია. ბრალდების მხარის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს მის ჩადენას სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი ფორმა არის მოწმისადმი მიმართვა ან დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან მიცემული ჩვენების შეცვლისათვის. ამ დროს ხდება მოწმისადმი მიმართვა ანუ წინადადების მიცემა ანდა მისი დაყოლიება ისეთი ხერხებით, როგორიცაა თხოვნა, რჩევა, ჩაგონება, დაპირება და ა. შ., რათა დაითანხმოს ის ცრუ ჩვენებაზე ან უკვე მიცემული ჩვენების შეცვლაზე. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია შესაბამისი მიმართვის მომენტიდან. აპელანტის აზრით, იო------------–---–ის გამართლება იმ საფუძვლით, რომ ის თითქოსდა, ვა---------------–---–ს მხოლოდ სიმართლის თქმას სთხოვა და არ ახდენდა მასზე ზემოქმედებას, აზრს მოკლებულია, რადგან საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლი იცავს მოწმეს, რომელმაც ამა თუ იმ საქმეზე გასცა დაკითხვისას გარკვეული სახის ინფორმაცია და თუ ის ცრუ ჩვენებას მისცემს გამოძიებას ან სასამართლოს, მის მიმართ გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. შესაბამისად, ამისათვის კერძო პირების გამოყენება არ არის გამართლებული. აპელანტის აზრით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იო------------–---–ს ყოველი სიტყვა გათვლილი ჰქონდა, გამომდინარე იქედან, რომ ის საუბარს იწერდა აუდიოჩამწერზე, რათა შემდგომში გაურკვეველი მიზნებით გამოეყენებინა.

ბრალდების მხარის განმარტებით, სწორედ იო------------–---–ის ზემოქმედებით, მისგანვე დარწმუნებულმა იმაში, რომ თავად საფრთხე არ შეექმნებოდა ე-–---------------–---–-- მიმართ წარმოებულ, თე------------–---–ის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე შეცვალა ჩვენება და უარყო ის გარემოებები, რაც არსებითი მნიშვნელობის იყო საქმისათვის. ამის შემდეგ, თავად თა-------------–---–ის მიმართ დაიწყო გამოძიება ჩვენების შეცვლის ფაქტზე და მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. თა-------------–---–ს რაიმე პირადი ინტერესი საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო და ჩვენების შეცვლის გზით დახმარებოდა ელ---------------–---–ს, არ გააჩნდა. ამასთან, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დადგინდა თა-------------–---–ის ბრალეულობა და მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ იო------------–---–ის ზემოქმედებით თა-------------–---–მა შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება სასამართლოში დაკითხვისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებენ იო------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, როდესაც იო------------–---–ი წარდგენილ ორივე დანაშაულებრივ ეპიზოდში გაამართლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა იო------------–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა იო------------–---–ის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტები.

 

ვა---------------–---–ის ეპიზოდთან მიმართებით, აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული დანაშაული გულისხმობს მის ჩადენას სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი ფორმა არის მოწმისადმი მიმართვა ან დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან მიცემული ჩვენების შეცვლისათვის. ამ დროს ხდება მოწმისადმი მიმართვა ანუ წინადადების მიცემა ანდა მისი დაყოლიება ისეთი ხერხებით, როგორიცაა თხოვნა, რჩევა, ჩაგონება, დაპირება და ა. შ., რათა დაითანხმოს ის ცრუ ჩვენებაზე ან უკვე მიცემული ჩვენების შეცვლაზე. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია შესაბამისი მიმართვის მომენტიდან. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, დასახელებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი ფორმაა მიმართვა ანუ წინადადების მიცემა, თუმცა ამავე მუხლის დისპოზიციაში საუბარია ცრუ ჩვენების მიცემაზე ან მიცემული ჩვენების შეცვლის შესახებ მიმართვის თაობაზე. საქმის მასალებით კი არ იკვეთება, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა იო------------–---–ის მხრიდან, კერძოდ:

 

მოწმე ვა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ჰყავს ბიძაშვილი ელ---------------–---–ი, რომელიც არის იო------------–---–ის შვილი. 2005 წელს ყვარლის რაიონის სოფელ გ----–- მოხდა ჩხუბი, სადაც მონაწილეობდა მისი ბიძაშვილი ელ---------------–---–იც. ჩხუბისას დაიჭრა და შემდგომ გარდაიცვალა თე------------–---–ი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მან მისცა ჩვენება, სადაც დაადასტურა თე------------–---–სა და ელ---------------–---–ს შორის მომხდარი ჩხუბი, მაგრამ აღნიშნა, რომ არ დაუნახავს დაჭრის მომენტი. 2013 წლის ნოემბრის თვეში, მას რამდენჯერმე დაუკავშირდა იო------------–---–ი და სთხოვდა შეხვედრას, მაგრამ ვა---------------–---–ი თავს არიდებდა, რადგან ამავე საქმეზე მოწმე თა-------------–---–მა, იო------------–---–ის ზემოქმედებით შეცვალა ჩვენება და პასუხისგებაში იყო მიცემული. იგი ფიქრობდა, რომ ამავე მიზნით სურდა იო------------–---–ს მასთან შეხვედრა და თავს არიდებდა, მაგრამ იო------------–---–ი მასთან სახლში მივიდა 2013 წლის 18 ნოემბერს და სთხოვა, სასამართლო პროცესზე ეთქვა, რომ ელ---------------–---–ი ჩხუბის შემდეგ მან წაიყვანა ქალაქ თ--–--–-. ვა---------------–---–მა განმარტა, რომ სინამდვილეში ელ---------------–---–ი ჩხუბამდე 2-3 დღით ადრე წაიყვანა ქალაქ თ--–--–-. მოწმის დედამ, ლუ-----–----------–---–მა შეამჩნია, რომ ი------ მათ საუბარს იწერდა. წასვლისას იო------------–---–მა უთხრა, რომ მიიღო რაც სურდა და წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ იო------------–---–ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია, არამედ ეუბნებოდა, ეთქვა სიმართლე, რომ წაიყვანა მისი შვილი - ელ---------------–---–ი მამამისის ავტომანქანით ქალაქ თ--–--–-.

 

აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ვა---------------–---–ისა და იო------------–---–ის საუბრის შემსწრე პირის ლუ-----–----------–---–ის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, იო------------–---–ი ეუბნებოდა ვა---------------–---–ს, ეთქვა, რომ მან მისი შვილი ელ---------------–---–ი თე------------–---–თან ჩხუბის შემდეგ, მამამისის ავტომობილით წაიყვანა ქალაქ თ--–--–-. მოწმის განმარტებით, ვა---------------–---–ს არ სურდა კამათი და უნდოდა მალე წასულიყო ი------ მათი სახლიდან და დასთანხმდა, რომ იტყოდა იმას, რაც მას სურდა. ამის გაგონებაზე, იო------------–---–ი წამოდგა და განაცხადა, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთო და წავიდა. მოწმე მიხვდა, რომ იოსებმა მათი საუბარი ჩაიწერა და მისი გამოყენებით იმუქრებოდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ორ მოწმეს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი საუბრის მონაწილეა, მეორე კი დამსწრე, არსებობს არსებითი სახის წინააღმდეგობა, კერძოდ, ვა---------------–---–ი განმარტავს, რომ მას იო------------–---–მა სთხოვა სიმართლის თქმა და მუქარას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ლუ-----–----------–---–მა მიუთითა, რომ ი------ მათი საუბრის ჩანაწერით იმუქრებოდა. აღნიშნული წინააღმდეგობა არ არის აღმოფხვრილი საქმეზე წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით და მითუმეტეს არც რომელიმე ჩვენებითაა გამყარებული ბრალდების მხარის პოზიცია, რომ იო------------–---–ი ცრუ ჩვენების მიცემის ან ჩვენების შეცვლის მიზნით მიმართავდა ვა---------------–---–ს. აღნიშნული არ დადასტურდა არც აუდიო დისკის ჩანაწერით, პირიქით, დისკის მოსმენისას ნათელია, რომ ბრალდებული მას სთხოვს, თქვას სიმართლე. სიმართლის თქმისკენ მოწოდება კი არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად.

 

თა-------------–---–ის ეპიზოდთან მიმართებით, აპელანტის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს თავად თა-------------–---–ის ჩვენება და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. სააპელაციო პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოწმე თა-------------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2013 წლის 07 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული ე-–---------------–---–-- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამავე თვის დასაწყისში მასთან სახლში მივიდა იო------------–---–ი მისთვის უცხო პირთან ერთად და სთხოვა, შეეცვალა ჩვენება, ეთქვა რომ ე-–---------------–---–-- ხელში ჩხუბის დროს დანა არ დაუნახავს, თან აუხსნა, მას პრობლემები არ შეექმნებოდა. თა-------------–---–მა თავიდან გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ როდესაც ი------ შეჰპირდა, რომ ის მოაგვარებდა პრობლემას, დასთანხმდა და სასამართლო პროცესზე მისცა ცრუ ჩვენება, რომ ე-–---------------–---–-- ხელში ჩხუბისას დანა არ დაუნახავს. თა-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ 2013 წლის 07 ოქტომბერს, როდესაც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩვენება უნდა მიეცა, მას სასამართლოს ეზოში მიმართა პიროვნებამ და შეახსენა, რომ ჩვენება უნდა შეეცვალა. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს ეზოში მყოფი პიროვნება ახლდა მასთან სახლში მისვლისას იო------------–---–ს. მისი განმარტებით, მუქარას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა განმარტავს, რომ თა-------------–---–ის ჩვენებით ორაზროვანია, კონკრეტულად ვინ გაესაუბრა მას ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით, მან დაასახელა ის პიროვნებაც, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემის წინ შეახსენა, რომ უნდა შეეცვალა ჩვენება, თუმცა ეს პიროვნება დადგენილი არ არის. ამასთან, თა-------------–---–ის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე იო------------–---–ი დაკითხული არ არის. საქმეში არ მოიპოვება რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იო------------–---–მა მასზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა ჩვენების შეცვლის ნაწილში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თა-------------–---–ის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემის ფაქტი ცალსახად არ შეიძლება მივიჩნიოთ იო------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება იო------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ იო------------–---–მა ჩაიდინა მოწმეებზე ზემოქმედების განხორცილება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იო------------–---–ის მიერ ვა---------------–---–სა და თა-------------–---–ზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტებს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე პირდაპირ არ მიუთითებენ თავად მოწმეებიც, მათ მიერ აღწერილ გარემოებებში ძნელია დადასტურებულად დანაშაულის ფაქტის დადგენა, მათი ჩვენებები გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იო------------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ იო------------–---–მა განახორციელა მოწმეებზე ზემოქმედება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია იო------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებული მუხლის ანალიზით ნათელია, რომ ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია იო------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა იო------------–---–ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - In dubio, pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის იო------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი იო------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

იო------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის ოქტომბრის თა-------------–---–ისა და 2013 წლის 18 ნოემბრის ვა---------------–---–ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ამ განაჩენზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ირ---–----------–---–ს (პ/ნ 0----------) სრულად დაუბრუნდეს იო------------–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების - გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

იო------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე