განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2019
საქმის ნომერი
820310018002508854
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №82-310018002508854

საქმე №3/ბ-196-2-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2-19 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტები - ლ--------–--ე, გ---–----------–--ე, რ---------–--ე, ნ---------–--ე, თ---------–--ე, ხ---------–-ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტების მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2-18 წლის 22 ივნისს ლ--------–--ემ, გ---–----------–--ემ, რ---------–--ემ, ნ---------–--ემ, თ---------–--ემ და ხ---------–-ძემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2--------------------------ით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2-18 წლის 2--------–------ სხდომის ოქმის ლ--------–--ის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობაზე უარის თქმის და „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე ბათილად ცნობა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2--------------------------ით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის დავალდებულება სრულყოფილად შეისწავლონ მათი „ეკომიგრანტ ოჯახის“ ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილი გამოკვლევისა და სამართლებრივი საფუძვლების შეჯერებით მიიღონ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და აღუძრან შუამდგომლობა „ეკომიგრანტ ოჯახების“ საცხოვრებელი უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

 

მოსარჩელეთა აღნიშვნით, კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საკითხი და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოებები, რომ მოსარჩელეებს 2-17 წელს საკუთრებაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით ერიცხებოდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი ბინები მოსარჩელეებზე აღრიცხული იყო დროებით, ფიქტიური ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით ლ--------–--ის, გ---–----------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ისა და ხ---------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ხულოს რაიონის სოფელ ვ-–-–-----ში და თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 23.07.3-.1--.

 

აჭარის ა.რ. საიჟინრო გეოლოგიური ჯგუფის მიერ 2-16 წლის 2------ს გაცემული დასკვნით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხულო, სოფელი ვ-–-–-----ი, მდებარეობს მეწყრულ ფერდზე და განიცდის პერიოდულ აქტივაციას, სახლს მეწყრული პროცესების ზემოქმედების შედეგად მიღებული აქვს დეფორმაცია და საჭიროა საცხოვრებელი სახლის ხის კონსტრუქციის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადატანა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2------------------------------–------–------–---------–----–------------------------------------–-----ად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2-18 წლის 2--------–ს გადაწვეტილებით ლ--------–--ის ოჯახის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა და არ აღიძრა შუამდგომლობა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

 

კომისიის მიერ უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 16 მარტის 25 -ე და 2-17 წლის 17 თებერვლის 2--ე განკარგულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის " ბ " ქ/პუნქტი.

 

მოსარჩელე ნ---------–--ეს, 2-15 წლის 11 სექტემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2-17 წლის 29 ივისის ჩათვლით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება 56 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი ბათუმი, საკადასტრო კოდით 05.2-.29.0--.

 

მოსარჩელე რ---------–--ეს, 2-13 წლის 25 ოქტობრიდან 2-17 წლის 04 ივლისამდე, საჯარო რეესტრის ამონაწერით საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება 62 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქი ბათუმი, საკადასტრო კოდით 05.29.3-.0--.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს განმარტებით, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმით მოსარჩელეების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითსასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული.

 

სასამართლოს მითითებით, სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2-18 წლის 2--------–ის საოქმო გადაწყვეტილებას მოსარჩელეების მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მათთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით. ამდენად, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2-18 წლის 2--------–------ საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ’’ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

სასამართლოს აღნიშვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით

დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

 

სასამართლოს მითითებით, სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირებისგარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

სასამართლოს აღნიშვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 16 მ----------- განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2-17 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით, კომისიის მხრიდან ვერ იქნებოდა შეფასებული იმ მიმართებით, რომ კომისიას ემსჯელა და დაედგინა საჯარო რეესტრში მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ბინების რეგისტრაციის საფუძვლის, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების, ბათილობა, საქართველოს კანონის საჯარო რეესტრის შესახებ მე-5 მუხლის თანახმად კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები იყო უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ--------–--ემ, გ---–----------–--ემ, რ---------–--ემ, ნ---------–--ემ, თ---------–--ემ და ხ---------–-ძემ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეზე დადგენილ უდაო ფაქტობრივ გარემოებად 2-15 წლის 11 სექტემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2-17 წლის 2-----–--ის ჩათვლით, მოსარჩელე (კომლის წევრის) ნ---------–--ის საკუთრებაში უძრავი ქონების 56 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ს/კ-ით: 05.2-.29.0-- ფაქტიურად შეძენისა და ფლობის ფაქტი, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მოსაზრებაა.

 

აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გააჩნდა არანაირი უტყუარი მტკიცებულება ასეთი გადწყვეტილების დასადგენად, რადგანაც სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული იქნა სრული ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელეებს 1989 წელს, ხულოს რაიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ ფაქტობრივად არასდროს საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ შეუძენიათ, არ განუკარგავთ და ამჟამადაც ბედის ანაბარად არიან მიტოვებული, კერძოდ: ცხოვრობენ ხულოს რაიონის, სოფ. ვ-–-–-----ში. ოჯახს ხულოს რაიონის, სოფ. ვ-–-–-----ში საკუთრებაში აქვს ნეხევრად კაპიტალური საცხოვრებელი სახლი 2-2.70კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართით, მიწის ნაკვეთი 646 კვ.მ. ფართით და დამხმარე ნაგებობა ბოსელი.

 

1989 წელს, ხულოს რაიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად აპელანტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაზიანდა, კერძოდ მცოცავ მიწის ნაკვეთს გაუჩნდა ნაპრალები და დაცილდა ერთმანეთს, ხოლო საცხოვრებელ სახლს გაჩენილი ნაპრალების გამო საძირკვლები დაცილდა საყრდენ ადგილებს, დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

 

რაიონის ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოლენები შესწავლილი და გამოკვლეული იქნა აჭარის არ საინჟინრო გეოლოგიური ჯგუფის მიერ, პირველად 1989 წელს, ხოლო შემდეგ განმეორებით 2-16 წელში შესწავლილი და გამოკვლეული იქნა აპელანტების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ძველ მეწყრულ ფერდს, რომელიც განიცდის პერიოდულ აქტივაციას; ჭარბი ატმოსფერული ნალექების და თოვლის დნობის პერიოდში. ნაკვეთი, რომელიც არის მათ (აპელანტების) საკუთრებაში, ამ ნაკვეთზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, ხოლო საცხოვრებელი სახლი იმდენად დეფორმირებულია, რომ მასში ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც ექვემდებარება პირველ რიგში განსახლებას.

 

აპელანტების აღნიშვნით, აჭარის ა/რ. საიჟინრო გეოლოგიური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით მათ ოჯახს მიენიჭა მე-2 კატეგორია და დაექვემდებარა პირველ რიგში განსახლებას. საცხოვრებელი სახლის ჩამოქცევით შეშინებულმა ლ--------–--ის შვილმა რ---------–--ემ თავის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დროებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფამდე 2-11 წლის იანვრის დასაწყისიდან საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში მისამართზე: ქ. ბათუმში, ს---–-------- ო-----–---ის ქ. N19-ში, მოქალაქე ვ-–--------ის საკუთრებაში არსებულ ორსართულიან სახლში ს/კ-ით: 05.2-.29.0--, პირველ სართულზე და დაიქირავეს 56 კვ. მეტრის ფართი ყოველთვიური 150 (ასორმოცდაათი) ლარის ქირით.

 

აპელანტების მითითებით, 2-15 წელს სახლის მესაკუთრე ვ-–--------ს შეექმნა საცხოვრებელი სახლის დაყადაღების საშიშროება, რის გამოც მისი მდგმურის ნ---------–--ისადმი დიდი ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით დროებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით 2-15 წლის 11 სექტემბერს მისი უძრავი ქონება საკუთრებაში დროებით წარმოშობილი საშიშროების თავიდან აცილებამდე გადაუფორმა ნ---------–--ეს, რომელიც შეთანხმებისამებრ უკანვე გადაუფორმდა ვ-–--------ის შვილს თ----–--------ს, რასაც უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, საქმეშია წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება უძრავი ქონების ს/კ-ით: 05.2-.29.0--; 152.74 კვ.მ. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელების და სამეზობლოს (15 პირი), რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არასდროს შეუძენია ნ---------–--ეს, არ განუკარგავს და მის ფლობელობაში არ ყოფილა საკუთრების უფლებით. ამ ქონებას მისი აგებიდან დღემდე სარგებლობენ ვ-–--------ის ოჯახის წევრები და ამჟამადაც მათ საკუთრებას წარმოადგენს.

 

აპელანტების აღნიშვნით, რ---------–--ის ბიძაშვილმა რევაზ აბულაძემ შესასყიდად მოიძია უძრავი ქონება 62 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 48.3- კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც მისაღები იყო რევაზ აბულაძისათვის, მაგრამ ამ უკანასკნელს ქონების მის სახელზე გაფორმება არ სურდა, ვინაიდან ქონების შეძენა უნდა განხორციელებულიყო „უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებით“, რომელსაც გარკვეული პროცედურები ჰქონდა გასავლელი და მისი გავლის შემდეგ უნდა გადაეფორმებინა მის სახელზე, ამიტომ, მან რ---------–--ეს თხოვა აღნიშნული ქონების მის სახელზე დროებით გაფორმება, რაზეც ამ უკანასნელმა უარი ვერ უთხრა და ნახსენები პროცედურების გასავლელად ბიძაშვილის რევაზ აბულაძის თხოვნით დროებით, მის სახელზე გაიფორმა ბიძაშვილის ინტერესებში არსებული (არასაცხოვრებელი) უძრავი ქონება ს/კ 05.29.3-.0--, რომელიც შემდგომში უკან გადაუფორმა, მის კანონიერ მესაკუთრე რევაზ აბულაძეს. აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აპელანტ რ---------–--ეს არასდროს არ შეუძენია და არ განუკარგავს. სტიქიური მოვლენების განვითარების (1989წ.) შემდეგ აპელანტებს საკუთრებაში არც ერთი სახის უძრავი ქონება რეალურად არ შეუძენიათ და ვერც შეიძენდნენ უსახსრობის გამო, ვინაიდან მათი ოჯახი წინა წლებში რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ისინი ამჟამადაც თავშესაფრის გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოლოდინით.

 

აპელანტების განმარტებით, არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელეების საკუთრებაში ალტერნატიული ბინების არსებობა წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს.

 

აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ზეპირსიტყვიერ მცდარ ინფორმაციას. გადაწყვეტილების დასაბუთება არ არის გამყარებული საქმის განხილვისას შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ--------–--ის, გ---–----------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ მოსარჩელეები - ლ----, რ-----, ხ-----, თ----ა, გ---–--------–--ეები და ნ---------–--ე ცხოვრობენ ხულოს რაიონის სოფელ ვ-–-–-----ში და თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება ს/კ. 23.07.3-.1-- (ს.ფ. 2-).

 

აჭარის ა/რ საიჟინრო გეოლოგიური ჯგუფის მიერ 2-16 წლის 2------ს გაცემული დასკვნით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხულო, სოფელი ვ-–-–-----ი, მდებარეობს მეწყრულ ფერდზე და განიცდის პერიოდულ აქტივაციას, სახლს მეწყრული პროცესების ზემოქმედების შედეგად მიღებული აქვს დეფორმაცია და საჭიროა საცხოვრებელი სახლის ხის კონსტრუქციის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადატანა (ს.ფ. 31).

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2------------------------------–------–------–---------–----–------------------------------------–-----ად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2-18 წლის 2--------–ს გადაწვეტილებით ლ--------–--ის ოჯახის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, თ---------–--ის, ხ---------–-ძის და ნ---------–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და არ აღიძრა შუამდგომლობა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე.

 

კომისიამ უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 16 მარტის 25-ე და 2-17 წლის 17 თებერვლის 2--ე განკარგულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,, ბ " ქვეპუნქტზე (ს.ფ. 32-53).

 

საქმეში დაცული 2-15 წლის 11 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---------–--ემ ვ-–--------ისაგან იყიდა ქ.ბათუმში, ს---–-------- ო-----–---ის ქუჩის N19-ში მდებარე უძრავაი ქონება, საკადასტრო კოდით 05.2-.29.0-- (ს.ფ. 54-55).

 

2-17 წლის 29 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ირკვევა, რომ ნ---------–--ემ თ----–--------ს მიყიდა ქ.ბათუმში, ს---–-------- ო-----–---ის ქუჩის N19-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 05.2-.29.0-- (ს.ფ. 56-57).

 

3-.06.2-17 წლის ამონაწერით საჯარო რეესრიდან ირკვევა, რომ ქ.ბათუმში ს---–-------- ო-----–---ის ქუჩის N19-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ. 05.2-.29.0--, მესაკუთრეა თ----–--------ი (დაზუსტებული ფართი: 56.0 კვ.მ., ნაკვეთის წინა N05.06.29.03-, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 152.74 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია 2-17 წლის 29 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 49).

 

2-13 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდვის უფლებით დადგენილია, რომ რ---------–--ემ ს-------------ის მინდობილი პირისგან 15 400 აშშ დოლარად იყიდა ქ.ბათუმში, ჩიხი ე----------------------------------------–-------------------------–-------------------------------------28.

ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტში გამოსყიდვის ვადად მითითებულია 03 თვე, ე.ი. 2-13 წლის 25 ოქტომბრიდან 2-14 წლის 25 იანვრამდე (ს.ფ. 63-64).

 

29.07.2-17 წლის ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2-13 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულების მხარის მიერ არ მომხდარა ს/კ. 05.29.3-.0-- უძრავი ქონების გამოსყიდვა, ამდენად რ---------–--ემ მოითხოვა მისი ვალდებულების რეგისტრაციაში გატარება (ს.ფ. 65).

 

საქმეში დაცული 05.07.2-17 წლის ამონაწერით საჯარო რეესრიდან ირკვევა, რომ ქ.ბათუმში, ჩიხი ე--------ის II-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების ს/კ. 05.2-.3-.0--, მესაკუთრეა რევაზ აბულაძე (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართი: 62.0 კვ.მ., ნაკვეთის წინა N05.29.3-.02-, 05.2-.3-.02-, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 48.3- კვ.მ.). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2-17 წლის 04 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულენა (ს.ფ. 61-62).

 

2-16 წლის 2- სექტემბრის საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების ფორმაში ლ--------–--ის ოჯახის შემადგენლობაში მითითებული არიან შვილიშვილები - ხ----- და თ---------–--ეები, მეუღლე - გ---–--------–--ე, რძალი - ნ---------–--ე და შვილი რ---------–--ე (ს.ფ. 172-173).

 

2-17 წლის 3- ივნისს ლ---- და გ---–--------–--ეებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს და მოითხოვეს ეკომიგრანტთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა, იმ დასაბუთებით, რომ მათი ოჯახი შედგება ექვის წევრისგან, ხოლო ბაზაში რეგისტრირებულნი იყვნენ მხოლოდ ისინი (ლ---- და გ---–--------–--ეები) (ს.ფ. 166).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-17 წლის 02 მარტის N7---- წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 2-14 წლის 01 იანვრიდან 2-17 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ლ--------–--ის (პ/ნ 6----------) და გ---–--------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით არ განხორციელებულა... (ს.ფ. 184)

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2--------------------------ით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსთვის მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობა, შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ზემოაღნიშნული კომისიის 2-18 წლის 2--------–ს N76 სხდომის ოქმი ლ----, გ---–----, რ-----ი, თ----ა და ხ---------–-ძეების და ნ---------–--ის „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამავე კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ----, გ---–----, რ-----ი, თ----ა და ხ---------–-ძეების და ნ---------–--ის, „ეკომიგრანტ ოჯახების“ საცხოვრებელი უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო ასეთ დასკვნამდე მივიდა შემდეგი დასაბუთებით:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-13 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება; კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა); ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/ საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-–-–-----ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა დახმარებისთვის განცხადებით მიმართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას.

 

დადგენილია, რომ სოფელ ვ-–-–-----ში მცხოვრები ნ---------–--ის ოჯახთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიამ 2-18 წლის 2--------–------ სხდომის ოქმით (N24) მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ კამაყოფილებდა აჭარის ა/რ მთავრობის 2-16 წლის 16 მ----------- განკარგულების N2 დანართით დადგენილი კრიტერიუმების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის N2- (17.02.2-17) განკარგულებას (საჯარო რეესტრის ამონაწერი N4----, 25.01.2-18. ამდენად, ნ---------–--ის ოჯახზე არ აღიძრა შუამდგომლობა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ განსახილველად (ს.ფ. 147-181).

 

პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2-16 წლის 16 მ----------- განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2-17 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შფასების შედეგად.

 

მოსარჩელეთა (აპელანტების) მტკიცებით, მათ არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ხოლო ის უძრავი ფართები რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, ს/კ. 05.2-.29.0-- და ს/კ. 05.29.3-.0-- 2-17 წლის 29 ივნისის და 2-17 წლის 04 ივლისის შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერებით არ ფიქსირდება ნ---------–--ის და რ---------–--ის სახელზე, ანუ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის სადაო 2-18 წლის 2--------–------ სხდომის ოქმის გამოცემის დროს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები (ალტერნატიული ფართის არსებობა) კომისიისთვის არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა (აპელანტების) მოთხოვნის არ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხული უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოებების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შდეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას და ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია და არ უმსჯელიათ იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ექვსულიანი ეკომიგრანტი ოჯახის წევრებიდან, თუნდაც ერთი წევრი შეიძენდა საცხოვრებელ ფართს, იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ ფართში ერთად ეცხოვრათ ოჯახის დანარჩენ წევრებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პალატა განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2-18 წლის 2--------–ს N76 საოქმო გადაწყვეტილება, ლ----, გ---–----, რ-----ი, თ----ა,ხ---------–-ძეების და ნ---------–--ის ნაწილში და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ლ--------–--ის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება და ლ--------–--ის, გ---–----------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ისა და ხ---------–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოცემული სარჩელი აღძრულია სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით ლ--------–--ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის 2-18 წლის 21 ივნისს N16987655 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით 3-0733150 სახაზინო კოდზე გადახდილი 100 ლარი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--------–--ის, გ---–----------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ისა და ხ---------–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2-19 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ლ--------–--ის, გ---–----------–--ის, რ---------–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ისა და ხ---------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2------------------------------–------–------–---------–----–------------------------------------–-----ად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2-18 წლის 2--------–ს N76 სხდომის ოქმი ლ--------–--ის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემაზე;

 

5. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2-17 წლის 2--------------------------ით შექმნილ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--------–--ის, გ---–--------–--ის, რ-----ი მ--–--ის, ნ---------–--ის, თ---------–--ის და ხ---------–-ძის „ეკომიგრანტ ოჯახების“ საცხოვრებელი უზრუნველყოფის პროგრამაში“ განსახილველად გადაცემის შესახებ.

 

7. ლ--------–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის 2-18 წლის 21 ივნისს N16987655 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით 3-0733150 სახაზინო კოდზე გადახდილი 100 ლარი;

 

8. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი