განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
180100119002971973
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119002971973

საქმე №1ბ/1097-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-----–--–--ის,მსჯავრდებულ: ჯ----–---------ის,ადვოკატ: ს----------------–-–---–ის

მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N------------ დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმუშევრის, მცხოვრების; გ--------------–------–------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით ჯ----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

ჯ----–---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები).

 

ჯ----–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 იანვარს ჯ----–---------ე სტუმრად იმყოფებოდა მ–------------------------–-–--------ის ახალ დასახლებაში, მ---------------–--------ში ცოლის ძმის - ი----------–-–---–ის ოჯახში, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ----–---------ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ი----------–-–---–ის მცირეწლოვანი შვილების, 2016 წლის 11 თებერვალს დაბადებული ტყუპების ა--- და ნ----------–-–---–ების მიმართ, კერძოდ, ორივე მათგანს მიაყენა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რაც ორივე ბავშვს აშკარად დაეტყოთ ტანზე, ხოლო ა--- ბ----–-–---–ს ასევე დაზიანება მიაყენა სასქესო ორგანოზე. ფიზიკურ დაზიანებათა მიყენების გამო ტყუპებმა ა--- და ნ----------–-–---–ებმა განიცადეს რა ტკივილი, დაიწყეს ტირილი. სასქესო ორგანოზე მიღებული დაზიანების გამო ა--- ბ----–-–---–ი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დანაშაულისთვის ისეთი მსუბუქი სასჯელი, რაც იქნა გამოყენებული ჯ----–---------ის მიმართ ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯ----–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჯ----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ა--- და ნ----------–-–---–ების საპროცესო წარმომადგენლის ნ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ჯ----–---------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, პამპერსის ამოღების ოქმით.

 

მოწმე ი----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე მას მ–------------------------–-–--------ის ახალ დასახლებაში, მ---------------–--------ში ოჯახში სტუმრად ეწვია სიძე - დის ქმარი ჯ----–---------ე. ძველით ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ღამით მათ იქეიფეს, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. ქეიფი, ლუდის სმა მათ განაგრძეს მეორე დღესაც - 14 იანვარს, რა დროსაც პერიოდულად ჯ----–---------ე ეკონტაქტებოდა, მასპინძლის წარმოდგენით - ეთამაშებოდა მცირეწლოვნებს, 2016 წლის 11 თებერვალს დაბადებულ ტყუპებს ა--- და ნ----------–-–---–ებს - თავად წამოწოლილ მდგომარეობაში მყოფი ჯ----–---------ე შიშველ მდგომარეობაში მყოფ ტყუპებს მუცელზე იწვენდა და უხეშად ეთამაშებოდა, ხანაც აგდებდა მათ ჰაერში და შემდეგ იჭერდა, რა დროსაც ტყუპებმა რამდენჯერმე კიდეც იტირეს. მასპინძელმა ი----------–-–---–მა შენიშვნა მისცა სტუმარს, რომ ბავშვებთან თამაშის დროს მეტი სიფრთხილე გამოეჩინა, რაზეც ჯ----–---------ემ უპასუხა - ნუ გეშინია, ჩემს ბავშვებსაც ასე ვეთამაშები და არაფერი მოსდითო. აღნიშნულის შემდეგ ჯ----–---------ემ კვლავ განაგრძო ბავშვებთან კონტაქტი, რა დროსაც ტყუპები კვლავ ატირდნენ. აღნიშნულის გამო ი----------–-–---–მა შენიშვნა გაუმეორა სტუმარს, მოსთხოვა ფრთხილად ყოფილიყო ბავშვებთან. თუმცა იმავდროულად შეამჩნია, რომ ტყუპებს ა---ს და ნ----ს ტანზე სიწითლეები გაუჩნდათ, იმავდროულად ა---ს - სასქესო ორგანო გაუწითლდა და დაუსივდა. ვინაიდან აშკარა იყო, რომ ტყუპებს მტკივნეული დაზიანებანი მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ----–---------ემ მიაყენა, ამ უკანასკნელს მან დაუწყო ყვირილი და ლანძღვა. აღნიშნულის შემდეგ სტუმარმა სწრაფად დატოვა ოჯახი და წავიდა. თუ რა ვითარებაში ეკონტაქტებოდა ჯ----–---------ე ტყუპებს, ამ ფაქტს თვალს ადევნებდნენ ასევე მისი მცირეწლოვანი შვილები - მ------ი და ნ-----–ი. საღამოს დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე სამსახურიდან ოჯახში დაბრუნდა მასპინძლის მეუღლე ნ--------------–---–ი, რომელმაც ნახა რა ტყუპების მდგომარეობა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო მათი გადაყვანა საავადმყოფოში დახმარების აღმოსაჩენად.

 

მოწმე ი---- ბ----–-–---–ის ჩვენება დადასტურებას პოულობს მცირეწლოვან, 2011 წლის 05 ოქტომბერს დაბადებულ ნ-----–ი ბ----–-–---–ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც იგი ცხოვრობს ს------–-–--------ში მშობლებთან ი----------–-–---–თან, დედასთან ნ--------------–---–თან, დებთან მ------თან და ნ----სთან, აგრეთვე ძმასთან ა---სთან ერთად. მამამისმა და სტუმარმა, მამიდამისის ქმარმა, რომელსაც იცნობს სახელით ,---------- დალიეს ლუდი. დედა დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში. ქეიფის მსვლელობის დროს ჯ----მ ტყუპებს ა---ს და ნ----ს, რომლებიც შიშვლები იყვნენ, დაუწყო თამაში, უღუტუნებდა და ჩქმიტავდა მათ, რის გამოც ბავშვები პერიოდულად ტიროდნენ. აღნიშნულის გამო მამამისმა შენიშვნა მისცა სტუმარს - ბავშვებს თავი დაანებეო, რაზეც ჯ----მ უპასუხა - მიყვარს ბავშვების წვალებაო. ჯ---- ნ----ს და ა---ს ათამაშებდა ჰაერში, აისროდა ზევით და ვარდნისას იჭერდა. ამასობაში ნ-----–ი დასთან მ------თან ერთად გავიდა გარეთ, დაბრუნებისას კი ნახა, რომ ა--- ტიროდა, ხოლო მამა აწყნარებდა მას, იმავდროულად ჯ----ს ეუბნებოდა - ა---ს რაიმე რომ მოუვიდეს, იცოდე, არ გაპატიებო. ამ დროს თავადაც შეამჩნია ა---ს მუცლის ქვევით მოვარდისფრო დაზიანება. ამის შემდეგ ჯ---- წავიდა სახლიდან, ხოლო სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა რა ტყუპები, სასწრაფოდ გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში. მოწმე ი----------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ ა---ს და ნ----ს ერთმანეთში არ უჩხუბიათ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N----------- დასკვნის მიხედვით, ა--- ბ----–-–---–ს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი; სასქესო ასოს ღია ჭრილობა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები სახის, კისრისა და გულმკერდის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ - ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N----------- დასკვნის მიხედვით ნ----------–-–---–ს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი; დაზიანებები მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირებზე მის ფონზე გაფანტულად მდებარე ნაჭდევები სისხლნაჟღენთების და მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით ნაჭდევების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ჯ----–---------ემ თავი სრულად იცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, მცირეწლოვნების მშობელი და საპროცესო წარმომადგენელი ნ--------------–---–ი თავისი 2019 წლის 17 იანვრის განცხადებით ითხოვს ჯ----–---------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, მსჯავრდებულის მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ხოლო ჯ----–---------ე - ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ ჯ----–---------ემ არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ჯ----–---------ეს წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია (ნასამართლობა გაუქარწყლდა), და სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, დაზარალებულების კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს ჯ----–---------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ჯ----–---------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ჯემალ ბუნაძეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჯ----–---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

ჯ----–---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები).

 

ჯ----–---------ეს ძირითადი სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 15 იანვრის 05 საათი და 26 წუთიდან ამავე წლის 18 იანვრის ჩათვლით.

 

გაუქმდეს ჯ----–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-----–---------ეს (პირადი ნომერი N------------) დაუბრუნდეს 2019 წლის 18 იანვარს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი, ჯ----–---------ის საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით .

 

მსჯავრდებულ ჯ----–---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე სა---ლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:

 

ჰიგიენური საფენი ე.წ.,,პამპერსი’’ დალუქული 28/7 ლუქით ერთ პაკეტად, და ჯ----–---------ის ხელის მტევნების ფრჩხილების ნიმუშები, დალუქული FCD1287999 ლუქით, რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს წეროვანის განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.

 

საქმეში არსებული ერთი ცალი CD დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი