განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №20310117002147220
საქმე №3/ბ-222-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ე-–------------ი“, შპს „ი---------“, შპს „მ-----------“, პ---------------, ი----------–-----
დავის საგანი – ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: შპს „ე-–------------ის“, შპს „ი---------“-ის, შპს „მ-----------“-ის, პ---------------ს და ი----------–-----ს მიმართ და მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,ე-–------------ის’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28748.13 ლარის ოდენობით.
შპს „ე-–------------ი“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 27 თებერვლიდან, საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, მისამართი ქ.ზუგდიდი, გ-------------ს ქუჩა N2-. დირექტორი და 100%-იანი წილის მქონე, დამფუძნებელია პ---------------.
შპს „ე-–------------ის“ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 09 ოქტომბრის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების N5---- ბრძანების შედეგად. ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 2013 წლის 1--------ერს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ე-–------------ის“ ქონებაზე 2013 წლის 1---------რის N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 20 დეკემბერს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 02 მარტს შპს „ე-–------------ის“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელსაც შპს „ე-–------------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 04 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ე-–------------ის" ქონება არ გააჩნია.
საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული N27-1-- 17.12.2013 და N27-1-- 27.12.2013 საგადასახადო მოთხოვნა შპს "ე-–------------ის" ჩაბარდა 2013 წლის 20 და 27 დეკემბერს. 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით შპს „ე-–------------მა“ გამოწერა ზედნადებები და მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (ფარმაცევტული საქონელი) 4 014.26 ლარის ოდენობით გადასცა შპს „ი---------“ (ს/ნ 4--------) და 28587.68 ლარის საქონელი - შპს „მ-----------“ და შეაჩერა საქმიანობა. შპს „ე-–------------ის’’ მიერ სისტემატურად იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები მხოლოდ ამ საწარმოებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ი---------“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მქონე დამფუძნებელი არის პ---------------ს მეუღლე ი----------–-----, რომელიც ასევე დასაქმებული იყო შპს „ე-–------------ში’’, ხოლო შპს „მ-----------“-ში ი----------–----- არის 50% წილის მფლობელი. მათი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ასევე საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, ხოლო მომწოდებელი კომპანიები არის ერთი და იგივე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „ე-–------------ის“ მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ აქტივების გადაცემა შპს „ი---------“-სა და შპს „მ-----------“-ზე, რომელის 100%-იანი და 50% წილის მფლობელი არის შპს „ე-–------------ის“ დირექტორის პ---------------ს მეუღლე ი----------–----- და საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას, რის გამოც შუამდგომლობს შპს „ე-–------------ის“, შპს „ი---------“-ის, შპს „მ-----------“-ის, პ---------------ს და ი----------–-----ს აღიარებას ერთიმეორეს ცრუმაგიერ პირებად.
ჩივრებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთი ან რამდენიმე აბსოლუტური საფუძვლის უბრალო მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.
მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხე ი----------–-----ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ გადასახადის გადამხდელია მოპასუხე შპს ,,ე-–------------ი’’. იგი რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში, გ-------------ს ქუჩა №2--ში 2006 წლის 27 თებერვალს და მისი დირექტორი და ერთადერთი პარტნიორია პ---------------.
შპს ,,ე-–------------ის’’ საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით და მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული მოპასუხე შპს ,,ი---------’’ და შპს ,,მ-----------’’.
2013 წლის 09 ოქტომბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების №5---- ბრძანების შედეგად, რაც მოპასუხე შპს ,,ე-–------------’’ ჩაბარდა 2013 წლის 1--------ერს და რომლის ვადა მოიცავდა პერიოდს 2013 წლის 09 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საწარმოს ჰქონდა საგადსახადო დავალიანება 28 748,13 ლარის ოდენობით.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შპს ,,ე-–------------ის’’ ქონებაზე 2013 წლის 1---------ერს №0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 20 დეკემბერს. გარდა ამისა, 02.03.2016 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია №0----- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, რასაც შპს ,,ე-–------------ი’’ ასევე გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 04 მარტს.
საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გაიცა 2 საგადსახადო მოთხოვნა №27-1-- და №27-1--, რაც ასევე ჩაბარდა შპს ,,ე-–------------’’ 2013 წლის 20 და 27 დეკემბერს.
მოპასუხე პ--------------- და ი----------–----- არიან მეუღლეები და იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
შპს ,,ი---------’’ რეგისტრირებულია 18.04.2--- წელს ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა №89-ში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ერთადერთი პარტნიორი და დირექტორია ი----------–-----ა, ხოლო და შპს ,,მ-----------’’-ის რეგისტრაციის თარიღია 24.09.2009 წელი, მისამართი - ქ. ზუგდიდი, თ---–---ს ქ. №3-. მისი 50 % წილის მფლობელია (პარტნიორი) ასევე ი----------–-----;
შპს ,,ე-–------------მა’’ 2013 წლის 21 დეკემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე შპს ,,ი---------’’-ს სასაქონლო ზედნადებებით გადასცა 4014.26 ლარის, ხოლო შპს ,,მ-----------’’-ს 28 587.68 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი.
დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით შპს ,,ე-–------------ის’’ საქმიანობა შეჩერებულია.
დადგენილია, რომ შპს ,,ე-–------------’’ სავაჭრო ურთიერთობები შპს ,,ი---------I’’-თან და შპს ,,მ-----------’’-თან ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების დასრულების - 2013 წლის 22 ნოემბრის შემდგომ, ისე შემოწმების დაწყებამდე - 2013 წლის 09 ოქტომბრამდე და მიღებული აქვს ანაზღაურება.
დადგენილია ისიც, რომ შპს ,,ი---------’’ და შპს ,,მ-----------’’ ფარმაცევტულ საქონელთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობაში იყო შპს ,,ე-–------------ის’’ გარდა სხვა არაერთ სამეწარმეო სუბიექტთან.
შპს ,,ე-–------------ის’’ დირექტორმა პ---------------მ ნავაჭრი ამონაგები თანხები შეიტანა მიმწოდებლების სს ,,გ----ს’’ და სს ,,ჯ------ სის’’ საბანკო ანგარიშზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას რაიონულმა სასამართლომ განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
იმავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს შემდეგი: 1. გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია; 2. კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე.წ. „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები ამომწურავი არ არის, შესაძლოა იყოს სხვაგვარი მოცემულობა, რომელიც დაადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავება შეუძლებელია და რომ ეს პირი გამოყენებულია საგადასახდო კოდექსის 2-8-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.
უდავოა, რომ შპს ,,ე-–------------ის’’ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აუცილებელია დადგინდეს, გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ე-–------------ის’’ მიერ განკარგული ქონება (ფარმაცევტული პროდუქტი) წარმოადგენს თუ არა ცრუმაგიერი ურთიერთობის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე იურიდიული პირების ერთმანეთისაგან განსხვავება შესაძლებელია მათი ადგილსამყოფელის, ბუღალტრული აღრიცხვის, საქმიანობის ადგილის, რეგისტრაციის, სამეურნეო ოპერაციების მიხედვით. ამ კუთხით ყურადსაღებია აგრეთვე, ის დადგენილი გარემოება, რომ შპს ,,ე-–------------’’ სავაჭრო ურთიერთობები შპს ,,ი---------’’-თან და შპს ,,მ-----------’’-თან ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების დასრულების - 2013 წლის 22 ნოემბრის შემდგომ, ისე შემოწმების დაწყებამდე - 2013 წლის 09 ოქტომბრამდე და შპს ,,ი---------I’’-გან და შპს ,,მ-----------’’-გან სადავო პერიოდში მიღებული აქვს მიწოდებული საქონლის ღირებულება (ანაზღაურება), რასაც ადასტურებს ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან ანუ ბრუნვის უწყისები, შემოსავლის ორდერები და საბუღალტრო ანგარიშის ბარათები. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ქვითრები, რომლითაც სასამართლოს მოსაზრებით დასტურდება მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ შპს ,,ი---------’’-თან და შპს ,,მ-----------’’-თან არსებული ურთიერთობიდან სავაჭრო ამონაგები თანხები შეტანილია შპს ,,ე-–------------ის’’ დირექტორის მიერ პროდუქციის მიმწოდებლების საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნულის გარდა, მხედველობის მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ ელექტრონული პროგრამიდან ამონაწერების მიხედვით, შპს ,,ი---------’’ და შპს ,,მ-----------’’ ფარმაცევტულ საქონელთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობაში იყო როგორც შპს ,,ე-–------------ისთან’’ ისე, სხვა არაერთ სამეწარმეო სუბიექტთან, მაგალითად, სს ,,ჯ------ - სთან’’, შპს ,,ტ------თან’’, შპს ,,გ-----–------თან’’ და ა.შ.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სუბიექტებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით ფორმალური და არ უნდა ატარებდეს ფიქტიურ ხასიათს, თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ გამოირიცხება ცრუმაგიერობის შემადგენლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზე არ გვაქვს საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ე-–------------ის’’ მხრიდან შპს ,,ი---------’’-თან და შპს ,,მ-----------’’-თან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, აღნიშნულ პირთა შორის სამეწარმეო ურთიერთობები არ უკავშირდება შპს ,,ე-–------------ის’’ მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობას და მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაც მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა კანონი. გარდა ამისა გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ე-–------------ის“, პ---------------ს, ი----------–-----ს, შპს „ი---------“–ს და შპს „მ-----------“-ს ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობა კომპანიის წინაშე კერძოდ მისი მოვალეობაა ,,საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.“
აღნიშნული ნორმის შინაარსი საწარმოს უარს დირექტორისაგან რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილად მიიჩნევს თუ ასეთი ანაზღაურება საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, ამიტომ ასეთი აუცილებლობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს უფლება უნდა მიენიჭოს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან.
ამასთან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისადა კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,შპს "ე-–------------ს" სავაჭრო ურთიერთობები შპს "ი---------"-თან და შპს "მ-----------"-თან ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ, ისე შემოწმების დაწყებამდე და სადავო პერიოდში მიღებული აქვს მიწოდებული საქონლის ღირებულება, რასაც ადასტურებს ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან, შემოსავლის ორდერები და საბუღალტრო ანგარიშის ბარათები."
აპელანტი მხარე არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რადგან "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმა არის განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს N669 ბრძანებით "მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
აღნიშნული ბრძანების თანახმად სალაროს შემოსავლის ორდერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი შემოსავლის ორდერები არ წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დამდასტურებელ დოკუმენტს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ საბუღალტრო ანგარიშის ბარათებს, ის წარმოადგენს საწარმოში, შპს "ი---------"-ში და შპს "მ-----------"-ში, ფულის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტს, და ვერ ადასტურებს რომ, მათ შპს "ე-–------------ს" აუნაზღაურეს მიღებული საქონლის ღირებულება.
აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, კანონმდებლობით განსაზღვრული მოცემულობით არის დათქმა რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი არის ზუსტად ის მოქმედებები, როცა ერთ მხარეს აქვს საგადასახადო ვალდებულება, ხოლო სხვებს არა, რითაც მხარეები ცდილობენ ერთ მხარეს დარჩეს შეუსრულებელი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხარე გათავისუფლებულია ასეთი ვალდებულების შესრულებისაგან ვალდებულების არარსებობის გამო. კანონმდებლობით განსაზღვრული ასეთი სახის ფაქტობრივი გარემოება განსახილველ საქმეში არსებობს, თუმცა ეს ფაქტი სასამართლომ არ გაითვალისწინა.
აპელანტის განმარტებით პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული იყო საერთო მიზნის მიღწევისაკენ. საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებისაკენ.
აპელანტის განმარტებით ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურს საქართველოს კანონმდებლობა ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად - საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. ამავე პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის მიხედვით - დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
ზემოთმოყვანილი გარემოებების მიხედვით, იკვეთება, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოიყენება კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით აპელანტი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებას და შპს „ე-–------------ის“, შპს „ი---------“-ის, შპს „მ-----------“-ის, პ---------------ს და ი----------–-----ს ერთამანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.ტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთი ან რამდენიმე აბსოლუტური საფუძვლის უბრალო მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე _ დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ მოპასუხეები შპს „ე-–------------ი“, შპს „ი---------“, შპს „მ-----------“, პ--------------- და ი----------–----- წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
მოსარჩელე მხარე მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შპს ,,ე-–------------ის’’, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია პ---------------, 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28748.13 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2013 წლის 09 ოქტომბრის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების N5---- ბრძანების შედეგად. ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 2013 წლის 1--------ერს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ე-–------------ის“ ქონებაზე 2013 წლის 1---------რის N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 20 დეკემბერს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 02 მარტს შპს „ე-–------------ის“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0----- ბრძანება, რომელსაც შპს „ე-–------------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 04 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ე-–------------ის" ქონება არ გააჩნია.
საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული N27-1-- 17.12.2013 და N27-1-- 27.12.2013 საგადასახადო მოთხოვნა შპს "ე-–------------ის" ჩაბარდა 2013 წლის 20 და 27 დეკემბერს. 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით შპს „ე-–------------მა“ გამოწერა ზედნადებები და მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, ფარმაცევტული საქონელი, 4 014.26 ლარის ოდენობით გადააწერა შპს „ი---------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მქონეა პ---------------ს მეუღლე ი----------–-----. ასევე 28587.68 ლარის საქონელი გადააწერა შპს „მ-----------“-ს, რომლის 50% წილის მფლობელია ასევე პ---------------ს მეუღლე ი----------–-----. ამის შემდეგ შპს „ე-–------------ისმა’’ შეაჩერა საქმიანობა. დადგენილია, რომ შპს „ი---------“-ის და შპს „მ-----------“-ის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ასევე საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სააპელაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასა და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელი შპს ,,ე-–----------ი’’ (ს/ნ. 2--------) თუმცა არ დასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალე კომპანიის ქონების ან/და ფულადი სახსრების გადაცემა შპს „ი---------“-ზე, შპს „მ-----------“-ზე, პ---------------ზე და ი----------–-----ზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა მათი ერთიმეორისაგან განსხვავებას. აღნიშნულ სუბიექტებს შორის არც წარმოქმნილა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა რომელიც სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა როგორც ფორმალური და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის დაღწევის მიზნის მქონე, ფიქტიური ხასიათის მატარებელი, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებდა.
ასევე სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მტკიცებას, რომ სალაროს შემოსავლის ორდერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლის ორდერები არ წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დამდასტურებელ დოკუმენტს.
პალატის განმარტებით სალაროს შემოსავლის ორდერი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, მაგრამ კანონმდებლობით არც ისაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორების დადასტურებისათვის სავალდებულოა მკაცრი აღრიცხვის ფორმა. ანგარიშსწორება (გადახდა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია დადასტურდეს ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტით, ხელწერილით, ხელშეკრულების ჩანაწერით და ა.შ.). თუმცა ბუღალტრულ აღრიცხვაში ყველაზე გავრცელებული დოკუმენტებია სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი და საგადახდო დავალება. საბუღალტრო ანგარიშის ბარათები კი ბუღალტრული რეგისტრებია, სადაც რეგისტრირდება სამეურნეო ოპერაციები, რომლებიც პირველად დოკუმენტებშია ასახული.
ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას და რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მართებული შეფასების საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ი----------–-----ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახება ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე. მითითებული ნორმა არ აწესრიგებს პროცესში მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესს.
დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ საჩივარზე მოპასუხე ი----------–-----ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან’’.
რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და სწორად დააკისრა მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა მოპასუხე მარინე მაქაცარიას სასარგებლოდ.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თ---–---, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე